Litclub.ge
*** ფარანი, ქუჩა და აფთიაქი... (მთარგმნელი კვიცარიძე გურამ)
ფარანი, ქუჩა და აფთიაქი,
ყვითელი შუქი გულგამბზარავი;
ბევრიც გატეხე ღამე ცრიატი,
ასე იქნება, ხსნა აღარ არი.
მოკვდები, შეგძრავს ხმაური მქისე,
არხზე ყინულის ცივი კიაფი,
ჩაიძირება ბურუსში ისევ
ფარანი, ქუჩა და აფთიაქი.