Litclub.ge

მკვდრეთით აღმდგარი (მთარგმნელი ბაძაღუა თამაზ)
მას არ შეეძლო იმ ქალისთვის ბილომდე ეთქვა
მკაცრი უარი, იმ ქალისთვის-რომელსაც სურდა
ედიდებინა სიყვარული და მისი ფეთქვა
და ჯვარს დაემხო ქალი, მწარედ მიიკრა გულთან,
ეხვია ტანჯვის მოსასხამი, რომელიც სუმთლად
მოოჭვლილიყო სიყვარულის მბრწყინავი თვლებით.
მაგრამ სამარხთან რომ მივიდა ცრემლადმდინარი,
წმინდა მირონით მისი ტანი რომ განებანა,
ფერი ეცვალა და დარჩა სახტად,
რადგანაც იგი უკვე მკვდრეთით აღმდგარი დახვდა.
მისი გულისთვის, რათა ეთქვა უფრო ნეტარად:
არა!
და ეს პირველად ქალმა თავის მღვიმეში იგრძნო,
რომ მან-ძლიერმა იმ სიკვდილით უდიადესით,
ბოლოსდაბოლოს აუკრძალა მირონის სილბო
სიმსუბუქე და მოლოდინი ბოლო ალერსის
რომ მხოლოდ ჩუმად მოყვარულის ჟინი აღირსა,
რომელიც მიჯნურს აღარ ელტვის, და სულ ნაფლეთი
ზღვარგადასული ქარიშხლებით, სატრფოს ძახილსაც
აღემატება, ფარავს ტანჯვის თბილ სინათლეთი.