Litclub.ge

გზაში (მთარგმნელი მეტრეველი ლელა)
დილა ნისლიანი, დილა ნაცრისფერი,
მწუხარე მინდვრები, თოვლით დაფარული,
ერთად გაგონდება ახლა ყველაფერი,
რაც უკვე გეგონა გულში დამარხული.

იხსენებ მის სახეს და მზერას ნათელს,
მღელვარე საუბრებს, ეჭვსა და ტკივილს,
შეხვედრას პირველსა და უკანასკნელს,
და განშორებისას უცნაურ ღიმილს.

ბევრ რამეს იგონებ შორეულს, ძვირფასს,
როდესაც ბორბლების ყრუ ხმაურს ისმენ,
ფიქრობ და სიტყვაც კი ვერვისთვის გითქვამს
და მზერა გაგირბის მაღალი ცისკენ..