გამყარა შენგან ბედისწერამ თუმცაღა ჩქარა,
ო, კავკასიავ, კვლავაც თან მსდევს ხატება შენი;
ვითარცა ჰანგი მშობლიური, ის მავსებს შვებით...
გულში რომ დარჩე _ შენი ხილვა ერთხელაც კმარა!
ო, კავკასიავ, შენ გეტრფი მარად!
მე სიყრმითგანვე უდედობა დამეცა ზარად...
და როცა ბინდში ვარდისფერი გმოსავდა ნისლი, _
მე შენს სივრცეში მელანდვოდა ჩურჩული მისი;
მიტომ მიყვარდა გარინდება შენს მთებთან წყნარად!..
ო, კავკასიავ, შენ გეტრფი მარად!
მე ბედნიერი ვიყავ მაშინ, _ შენს მთად და ბარად!..
ნაღველით მდაგვენ გარდასრულნი ის ტკბილნი წელნი;
იქ შემეფეთნენ ღვთაებრივნი თვალები მწველნი...
მათ ვიგონებ და _ აღმომხდება ლოცვისა დარად:
ო, კავკასიავ, შენ გეტრფი მარად!