Litclub.ge

*** "ჩვენ არ ვსვამთ ერთი სასმისით" (მთარგმნელი ჯიქია ეკა)
ჩვენ არ ვსვამთ ერთი სასმისით, არა,
არც წყალს და არცა ღვინოსა ტკბილს,
არც გავიღვიძებთ დილით ალერსით,
არც დავიღამებთ ერთად ფანჯრის წინ.
შენ სუნთქავ მზით და მე კი მთვარეთი,
ჩვენ ვცოცხლობთ მხოლოდ ტრფობით ასეთით.

მე ნაზი, ერთგული მეგობარი მყავს,
შენ კი მხიარული რჩეული გახლავს,
მაინც რუხი თვალების კრთომა მაწვალებს
და შენ ხარ, იცოდე, ჩემი ტანჯვა.
მოკლე შეხვედრებს ჩვენ არ ვახშირებთ.
_ ასე უნდა თურმე სიმშვიდეს დაცვა.

შენი ხმა ჩემს ლექსებში მღერის
და ჩემი სუნთქვა შენს ლექსებს ახლავს.
ანთია ჩვენში კოცონი ძველი 
მას ვერც დავიწყება, ვერც შიში მარხავს.
ო, რა საამოა ჩემთვის ახლა
შენი მშრალი და ვარდისფერი ბაგის ნახვა.