Litclub.ge

*** "დაგივიწყებენ?" (მთარგმნელი ჯიქია ეკა)
დაგივიწყებენ? _ მე თქვენ მაოცებთ!..
მე მივიწყებდნენ უკვე ათასჯერ,
უკვე ათასჯერ მფლავდნენ, მმარხავდნენ
და შეიძლება სამარეში ვიყო აქამდეც.
მუზა დადუმდა, მუზა დაბრმავდა
და მიწას მყოფი გაიხრწნა თესლად,
რომ ფენიქსივით ფერფლიდან აღდგეს _
ცისფერ ეთერში კამარა შეკრას.