Litclub.ge

*** "მას მპირდებოდა სუყველაფერი" (მთარგმნელი მეტრეველი ლელა)
მას მპირდებოდა სუყველაფერი:
სევადიანი ცის კიდე მქრქალი,
შობის დღეების სიზმრები ტკბილი,
მრავალხმიანი აღდგომის ზარი.

მას მპირდებოდნენ: ვაზის ლერწები,
ჩანჩქერი პარკში, სხივები მთვარის
და, ბოლოს, ორი დიდი ჭრიჭინა,
თუჯის ჟანგიან მესერზე მჯდარი.

იმეგობრებდა ჩემთან უთუოდ _
უკვე ვიცოდი, უკვე ვხვდებოდი, 
გავარვარებულ ქვიან ბილიკით
როცა მთის ფერდობს მივუყვებოდი.