Litclub.ge

*** "მზის ცხელი სუნთქვა აღარც კი მახსოვს" (მთარგმნელი ჯოხაძე გია)
მზის ცხელი სუნთქვა აღარც კი მახსოვს, _
ვემდური გუმანს.
ო, ნაადრევად თოვს და დაათოვს
სამყაროს მდუმარს.
ეს წყარო, ალბათ, უხვობდა ერთობ,
საწყალი, მოკვდა!
ასე ძალიან ნუ ჩქარობ, ღმერთო, 
გვაცალე, ცოტა!
მივტირი მზეს და ცხელ ქარებს, ფრთოსანთ.
ვახრჩოლებ თუთუნს.
ამ ერთ ღამეში მოასწრებს მოსვლას
ზამთარი, ნუთუ?