Litclub.ge
*** "უკვე დაეშვა დუმილის ფარდა" (მთარგმნელი მეტრეველი ლელა)
უკვე დაეშვა დუმილის ფარდა
და სიყვარულიც ხელში მიქრება,
ერთი იმედით ნაკლები დამრჩა, _
ერთი სიმღერით მეტი იქნება.
ისიც იქცევა დაცინვის საგნად
(ბრბოს სხვის გრძნობებზე უყვარს ქილიკი!),
სულში კი მეფობს ტკივილი, რადგან
აღარ ბილიკობს შენსკენ ბილიკი.