Litclub.ge

*** "გული გულზე მიჯაჭვული" (მთარგმნელი მეტრეველი ლელა)
გული გულზე მიჯაჭვული არ გეგონოს,
შეგიძლია დამტოვო,
ბედნიერი ის იქნება ალბათ მხოლოდ,
ვინც წარსულზე არ გლოვობს.

არა ვჩივი, დამრჩენია მხოლოდ ლოცვა, 
ლოცვა სასომიხდილი,
დავიღალე, აღარ მინდა შენი კოცნა,
აწ მაკოცებს სიკვდილი.

შევუწყვილე ზამთრის დღეებს მწარე დარდი,
დარდი, ჩემთვის ჩვეული,
რატომა ხარ, რატომა ხარ უფრო კარგი,
ვიდრე ჩემი რჩეული?