Litclub.ge

ორი ლექსი (მთარგმნელი რუხაძე თამარ)
1
ბალიში თბილია 
ორივე მხარეს 
მეორე სანთელიც იწვის 
და ყვავი ჩხავის 
სულ უფრო ახლოს.
არ მძინებია წუხანდელ ღამით 
დამაგვიანდა...
სიზმარზე ფიქრი 
რა აუტანლად თეთრია
თეთრ ფანჯარაზე ფარდა...
დილა მშვიდობის!

2
იგივე ხმა და იგივე მზერა.
ტილოს თმა იგივე.
ისევე, როგორც ერთი წლის წინათ.
და კედლებს, კირით აქათქათებულს
ააფერადებს ფანჯრიდან დილა...
ახალდაკრეფილ შროშანის სუნი
და შენი სადა სიტყვა.