Litclub.ge

გნახე, ტიროდი...
გნახე, ტიროდი — ლურჯი თვალიდან
გდიოდაფართო ცრემლი ნათელი, 
ტიროდი... ნელა დაბლა ჩავიდა
ნამი იიდან ჩამონადენი. 
შენ გაიღიმე — და საფირონმა
უკან წაიღო ციმციმი ყველა, 
ვერშეძლო ცოცხალ სხივთან ცილობა, 
შენრომ აფენდი გულების მწველად. 
რბილი და თბილიფერებით ღრუბლებს
როგორც დაფერავს ჩამავალი მზე, 
და მაშინ ზეცა ნათელს აუფლებს
მოახლოებულ დაისის ჩრდილზე, 
ისეღიმილი შვებას ჰფენს შენი
თვით უპირქუშეს, ვნებულ გონებას, 
მისგან გზარჩება შუქით ფენილი, 
გულსაც სინათლე ჩაეკონება.