Litclub.ge

სონეტი ჯენევრასადმი
(თარგმანი ეძღვნება დედას — ტატო ნინუა)
 
ფერი მიგხადარაღაცფიქრმა, ხარისე სათნო, 
მგონია, სევდამ სახე ვარდისფურცლად გიქცია, 
შენ სიხარულით აფაკლებამ თუ მოგიწია, 
გული ინატრებს კვლავ გიხილო, რარიგად დარდობ. 
ლურჯი თვალები ეშხით არწვავს, მაღონებს მარტო, 
და თვით მხეცებმაც დამშვიდება მისით იციან, 
მე დედაჩემის აჩვილებამ ახლა მიწია
და იმ წვეთებმა, სასუფეველსრომელიც ალტობს, 
რადგან უმანკო და სევდიან სულად შობილი
როდესაც დახრი მაგ წამწამებს სხივოსან დასად, 
მგონია, სული ანგელოზთან გაქვს განდობილი; 
შენ ყველა ტანჯულს ეფერები ციურთა მსგავსად, 
ეგ სილამაზე სათნოების არის დობილი, 
გეთაყვანები მოწიწებით, მიყვარხარნაზად.