გაზაფხულია, თუ საყვარელი
ქალი მოსულა ხელში იებით?
როგორ არ არის გასახარელი,
როცა ყვავილად ბრწყინავს მთიები?
გამოზაფხულდა და სიჭაბუკემ
თავისი ნიჭი ჩამოარიგა,
ვისმენთ ჭექის და ქუხილის ბუკებს
და ნიაღვარი ყვირის “ჰარიქა”!
მე კაეშანი ვეღარ მერევა,
როს გომბორიდან დავყურებ კახეთს!
მე ზღვისოდენა ბედნიერი ვარ,
თუ არა გჯერათ, მოდით და მნახეთ!
თითქოს სამოთხე ჩემს ხელად არი,
და სხვა მაისი არც კი მეხილვოს...
ერთი მინდიხარ შენ კელაპტარი,
მე მინდა შენს სულს გადავეხვიო!