Litclub.ge

დოღზე
ქართველი კაცი ცხენს თუ გადაჯდა,
ღმერთს დაივიწყებს, ― ნათქვამი არი!
ქართან ჯირითში თუ ვერ გადარჩა,
რა ბედენაა, ― სხვას გაზრდის მტკვარი.

მოგვდევს ანდერძად თავის განწირვა, ―
განა სიკვდილით თავგანწირულის?
არა! სიცოცხლით მართლაც გმირულის,
სადაც შიშია ამოძირული.