Litclub.ge

ალამდარი
ეს ნუშის ტოტი მე ვერ დატოვე,
სიყვარულის მზით ჩახჩახებს გული...
განა მარტო მე?
განა მარტო მე?
დღეს მიწაც არი შეყვარებული!
ტყემალს დასცვივდა,
ვაშლსაც დაცვივდა
ფანტელი მძივთა...
თოვლიც მდნარია...
არ დნება ჩემი ჭაღარის ჭირხლი,
ნეტავ, რა ქაჯმა თმაში დარია?
რა უნდა ჩემთან,
რა თავში ვიხლი,
თუ იგი ზამთრის ალამდარია...