Litclub.ge

ძია გ... სთან
ძიავ, ყაბახი, სამშობლო შენი,
წაგართო ავის ენისა გესლმან;
სატრფონი მისნი შემოგარენი
გარდახვეწილსა დაგიხშო ეტლმან!
მაგრამ გაჩნს კიდევც გულში მის არე;
გიყვარს ყაბახის კარგიც და ავი,
თუმც უცხო, უცხო თემად იარე,
მრავალი კარგი ნახე ამბავი. —
მაგრამ რას ხედავ აწ კრული ჩრდილოს?
აჰა ის ღამე, ოდეს სატრფონი
ალამაზებდენ შენს ყაბახს ამოს,
შენის სიყრმისა თან-ზრდილნი სწორნი.

1836 წ.