Litclub.ge

ქებით დიდებაჲ
[თავნი და ბოლონი იტყჳან: ”ქრისტე
შეიწყალე ცოდვილი გეორგი ა[მინ”]

ქებით დიდებაჲ შენი თანა გუაც,
რომელი მჴსნელმან ქრისტემან ჩინებულ გყო
ისრად ელვისად, ენად ცეცხლისად,
სამებისა დიდებაჲ ღმრთისმეტყუელ ჰყავ;
ტომთა და ნათესავთა შთააცუ ნათელი;
ეკლესიაჲ ჰყავი შენ ამაღლებულ;
შაბათნი დაჰჴსენ, დააცხრვე შჯული,
ერთ-არსებისა ბრწყინვალე ქადაგ!
იოტე ბნელი, მტერი დასთრგუნე,
წესთა ზესკნელთა წარჰჴედ, წმიდაო!
ყოველთა ღმრთისა პირისპირ მდგომ ხარ,
აღქუმული იგი გჳრგჳნი დაგუადგ.
ლმობიერ ყვენ გულნი ჩუენნი ფიცხელნი,
ერთბამად მკჳდრ მყვენ სასუფეველსა.