თარგმნა გია ჭუმბურიძემ
კარი პირველი
1.
`ჰა, ვშვებით რამეს?~
ოთხნი ვიყავით: სამი ჩემი ბრატკა და მე _ ალ- ეკსი. იმ თოში, ბნელი ზამთრის საღამოს ყველანი
`ფაქიზოში~ ჩავჯექით და ვბალამუტობდით. ჩვენ, ოთხნი _ მე, პიტი, ჯორჯი-ბიჭი და ბნელო _ ეგ მართლა ბნელი ეგა და, ძმებო, თქვენ აბა, რა გემახსოვრებათ, რა კარგის რამე იყო ეს რძის ბარები _ გარშემო ისე სწრაფად იცვლება ახლა ყველაფერი და ხალხიც ყველაფერს მალე ივი- წყებს, გაზეთსაც კი აღარავინ კითხულობს ხეი- რიანად. მოკლედ, მთელი მუღამი ის იყო, ძროხა რასაც იწველის, შიგ რო კიდე ჩაუმატებდი რამე ისეთს _ ბებიამაგათისამ, სასმელებს მაგათ არ აყიდვინებდნენ და ვის რაში ეკითხებოდა კაი ანა- დუღარ რძეში რას ჩაიყრიდი და გესვა მერე შენთ- ვის სინტემესკით თუ დრენქრომით თუ კიდე სხვა რამ ახალი რამერუმეებით ნაზავი და მერე გენახა თიში და ღმერთი და დაცემულ ანგელოზთა დას- ტის გრიალი შენი მარცხენა ფეხის წვერზე და მთელი ეს ფეიერვერკი ტვინში... სხვა დროს კიდე რამე გულის მოსაფხანს ჩაუშვებდი ქაფქაფა რძე- ში, ავარდებოდი და რაღაც ისეთს დაუწყებდი ძე-
ბნას, თვითონ რო არ იყავი აზრზე. სწორედ მაგ- ისთანას ვსვამდით იმ საღამოს, ძმებო, და ახლა კი მიგდეთ ყური.
ჯიბე სავსე გვქონდა და ვის რაში გვჭირდებოდა ვინმე ბეხრეკი ბიძა მიგვეგდო ბნელ მოხვეულში და სანამ სისხლის ფურთხებაში იქნებოდა, ოთხზე გაგვეთვალა მაყუთი ან ვინმე კანკალა და თმაგათეთრებული ყვავისთვის პორტმანი დაგვეწერა სადმე ვიტრინასთან, პლეტი მიგვეცა და პირში გულის ღეჭვამდე გვეძუნძულა ქლოშინით...
მაგრამ რა, მართლა ფულით ხო არ იზომება ყველაფერი.
“ვშვებით რამეს?..”
ოთხივე მაგარი დაზმანული დავდიოდით _ ძველი გაგებით, რაღა თქმა უნდა, და მაშინ ეს იყო ძაან-ძაან შემოტკეცილი შავი შარვალი, წინიდან თეძოებზე ნაჭერ-ნაჭერ ჩაკერებული და მუცელს ქვემოთ ამოკრული რეზინის რამე ფიგურით _ თან ცოტა გიცავდა კიდეც და თან პოლუმრაკშიც კარ- გად მოჩანდა, ხოდა, ჩემი დიდ შავ ობობას გავდა, პიტს ზედ მუჭი ჰქონდა ჩამოცმული, ჯორჯი-ბიჭს კიდე ყვავილი გადაეფურჩქნა კეკლუცად... ერთი ეგ საწყალი ბნელო გვყავდა, ბაიყუში იყო ნამდ- ვილი, არც ცისა ესმოდა რამე, არც მიწისა _ შენ-
სას არაფერს გაიგონებდა და საკუთარი კიდე რა დააეჭვებდა _ ცირკის მასხარას ბრიყვული სიფა- თი ამოედო ლაჯებში და კმაყოფილზე-კმაყოფილი დაბლაყუნებდა.
ზემოდან კიდე ჟილეტები _ დიდზე დიდი, ლი- პებდადებული პლეჩოებით, ოღონდ ეს ისე, მართლა ბრექიანებზე საღადაოდ. და, ძმებო, უგალსტუკოდ რომელი გოიმი გაივლიდა მაშინ და ჩვენც გვეკე- თა ტკიცინა და სულ თეთრი-თეთრი, ალაგ-ალაგ გამოზომილად დახვრეტილი. თმას კი მოკლეზე ვიჭრიდით _ სკოლაში რო გვთხოვდნენ ისე, და სამაგიეროდ ფეხსაცმელები გვქონდა უმაღლესი, ცხვირმაგარი, დასარტყმელად პირველი იყო.
“ვშვებით-მეთქი რამეს?”
იქვე ახლოში სამი წიწკვი უჯდა მაგიდას, მა- გრამ ჩვენ აქეთ ოთხნი ვიყავით და ვიღაცა მერე მეცამეტე გოჭივით იქნებოდა. გლეჯაზე კი ეცვათ _ გრძელი, შავი სწორი-სწორი კაბები და სისხლ- ისფერი, მწვანე და ყვითელი ბუმბულები გაერჭოთ თმებში და დაღებილები იყვნენ, ნუ იტყვი -ცის- არტყელები თვალების გარშემო და ტუჩებზეც _ ფენა-ფენა. პაწია ჯიქნებზე კიდე ლითონის თითო ბროშკა ზედ ვინმე ბიჭის სახელით _ ჯონი ან მაიკი, ან მისი ჯანი: აქაოდა, იმ ახვრების მოსაგონარი, რომლებთანაც ჩვენი ქალწულობის მეთოთხ- მეტე წლისთავზე ვიბაირამეთო.
რაღაც უშნოდ კი გვიჟუჟუნებდნენ თვალებს და ის იყო, ცალი ყბით უნდა წამებურტყუნა, იქნებ ეს ჩვენი საბრალო ბნელო ცოტა ჩავაბნელოთ ერთი პატარა სინტემესკიანით, მოვტეხოთ და მერე სამმა ავუდოთ ამბავში-მეთქი, მაგრამ გადავიფიქრე _ ბნელო გარეგნობითაც ის იყო, რაც სახელი ერქვა, მაგრამ ბოღმაც იყო, დაგიმახსოვრებდა და მერე ჩხუბში ჩემ მტერს მოხვდა მაგისი წიხლი.
ჩემ გვერდით, კედლის გაყოლებაზე, კლიენტი იჯდა, თვალები უკვე ჩაშუშებოდა და არისტოტ- ელესეული შროშანის შრომა შარს სდებს ინტე- ლექტსო _ თუ რაღაც ამდაგვარს ესპორებოდა საკუთარ გოგრას. მოკლედ, მწიფედ იყო, ალბათ უკვე გაღმაც იყო გადასული და, ღმერთმანი, ძმებო, სწორედ მაშინ მოვედი აზრზე, რო ფახისტობა იყო ეგ და სხვა არაფერი: განა რა, მე არ ვმჯდარვარ ეგრე ჩარძევებული და გარშემო თითქო ყველაფერი ძველად ხდებოდა _ ყველაფერს ხედავ, ნაღდად: მაგიდებს, ბიჭებს, ხმებიც გესმის, ნაშებსაც თირავ, მაგრამ თითქო ეს ყველაფერი ადრე იყო და ახლა კი აღარაფერია. მერე კიდე საკუთარი ფეხსაცმლის წვერს დააშტერდები ან რამე წერტილს და ხარ ასე გათიშული, მაგრამ თან შიგნიდან ინჯღრევი ძველი ვაგონივით, იმდენს ინჯღრევი, ბოლოს შენგან აღა-
რაფერი რჩება _ არც სახელი, არც ხორცი, არც არაფერი, მაგრამ სულ ფეხებზე გკიდია და მერე ან ის ფეხსაცმლის წვერი, ან ფრჩხილი ნათდება, ოქროსფერდება, მერე იფეთქებს და ქრება და ახლა რაღაც ლაქა სადმე შარვალზე დიდდება, დიდდება, მთელი სამყარო იქცევა შიგ, შენც შიგ შედიხარ და ბებერ მამაღმერთს ასკდები თავით ან სულაც ვინმე სხვას და მერე კი თავდება ყველაფერი _ ისევ აქა ხარ, პირღია და ენაგამშრალი და სულს ძლივს იბრუნებ. არა, სადღაც კი ასწორებს, მა- გრამ სადღაც ტეხავს _ კაცი მართლა იმისთვის ხო არ გაჩნდი, სულ დაქლიავდე. ეს კიდე ბოლო- ბოლო მთლიანად გამოგწურავს და რა ჩემ ფეხებად ვარგიხარ მერე.
`ჰა-მეთქი, ვქნაათ რამე?~
კვადრაფონი გრიალებდა და ხმა თითქოს ბარის კუთხიდან კუთხეში გადადიოდა, კედლიდან კე- დელს აწყდებოდა, მერე ჭერში ავარდებოდა და ბო- ლოს იატაკზე იფშხვნებოდა ჟღრიალით: სტარიკა ბერტი ლასკი უბერავდა იმ ნათრევ ჰიტს _ `ვიდრე ჩემთან ხარ~. ის ჩიტი კიდე, თავში მწვანე ფრთა რო ქონდა გარჭობილი, ისე ატრიალებდა თეძოებს, თითქოსდა მართლა ნაღდ რამეზე ყოფილიყო ავა- რდნილი. ნელ-ნელა ნემსების ჩხვლეტა ვიგრძენი და ბიჭმაც, მგონი, თავი წამოყო...
“აბა, აუდეთ!” _ დავიყეფე უცბად და ერთი გე- მოზე ვწეპე იმ ბლიყვს, ჩემ გვერდით რო გათი- შული იჯდა, მაგრამ რად გინდა _ ისე იყო ჩაშ- ვებული, მაინც თავისას ერეკებოდა: ტელეფონის ხაზი და დახაზული ცარიელი ხათრი და ხავხავი... და ასე გაუთავებლად. არა უშავს, მეორე დღეს ცივ- ცივ საფენებს ვეღარ მოიცილებდა სახიდან.
“ეგ სადა?” _ იკითხა ჯორჯი-ბიჭმა.
`ისე, გავიაროთ~, _ ვეუბნები, _ `იქნება თა- ვისით დაგვეჩითოს რამე~.
და გავედით ჩვენ ოთხნი დიდ ზამთრის ღამეს და ქარიან ქუჩას დავუყევით და, ღმერთმანი, ძმებო, პირველსავე მოსახვევში ვიპოვეთ, რასაც ვეძებდით
_ პატარა სამხიარულო, გულის გადასაყოლებე- ლი ამ ცივი ღამის ბნელში: ერთი ბებერი აჩკარიკი მოჩანჩალებდა კედელ-კედელ, ხველებ-ხველებით, სუფთა პრაფესორა ტიპი, იღლიაში წიგნების გროვა ამოეჩარა. ნაღდად საჯაროდან მოდიოდა, სხვა ვინ სირი დადის ახლა იქ და თავში ფეხი არ უნდა გქონდეს, მაგის ფილტვებისა და გაქუცული პალტოს პატრონი აქეთ-იქით დაფრატუნობდე ამ თოშ ბნელ ღამეში? განა ვინ ჭკუათხელი ინტელი- გენტი მოქალაქე გამოვა ამ დროს გარეთ, როცა გაზეთებში პოლიცია სულ კადრების ნაკლებობას
უჩივის, ჩვენ კიდე _ ახალგაზრდა, მომავლის ბი- ჭები _ წელებზე ფეხს ვიდგამთ, ყოველღამე წრეე- ბს ვურტყამთ აღმა-დაღმა და ეს შუშაბანდებიან- იც ახლა ალბათ ერთადერთი გვიანი მოჩლახუნე იქნებოდა უბანში.
ჯერ ნელა დავუპადხოდეთ, მშვიდად, წესიერად დავუდექით წინ და ვეუბნები: `ჩვენ ბოდიში, ბა- ტონო ჩემო _ ერთი პატარა გადაუდებელი საქმე გვაქვს გასარჩევი თქვენთან~. ცოტა კი დამანდრა- ჟდა, ასე, ოთხნი რო დავეჩითეთ ზრდილად და ღი- მილით, მაგრამ შიპიტი არ დაუწყია, მხოლოდ ხმა აუწიკვინდა სკოლის მასწავლებელივით და თავისი მოკლე ჭკუით ძაან მკაცრად ჩაგვეკითხა _ `რაო, რა გნებავთ?~
`ვხედავ, რომ წიგნები დაგაქვთ თან~, _ ვეუბ- ნები, _ `მართლა მიკვირს, ჩვენს დამპალ დროში და ასეთი ნაკითხი კაცი!~
`რა... როგორ თქვით?.. ჰო, დიახ...~ _ ახლა კი მართლა დაიბნა, გაკვირვებული შემომყურებს და, მგონი, მუხლებიც უკანკალებს ცოტა.”
დიახ-დიახ” _ ვეუბნები, _ `და სწორედ რომ დიდად დამავალებთ, ბატონო ჩემო, თუ ნებას დამრთავთ და ემაგ წიგნებში ჩამაჭყიტებთ ცალი თვალით. ჩემს დღეში კარგ, სუფთა, დაუჭმუჭნავ წიგნზე უფრო არაფერი მყვარებია~.
“ე-ე... უნდა განახოთ?..” _ აბლუყუნდა ის ჩემისა, მაგრამ პიტმა აღარ აცალა, შუსტრად დააწერა სამი ცალი და იქვე დაგვირიგა. ბნელო დარჩა მარტო უწიგნოდ და იდგა ვითომ ძაან დაღვრემილი სახით. მე კარგის რამე შემხვდა:
“კრისტალოგრაფიის საფუძვლები~ _ ვფურცლავ და ვაქებ: `მშვენიერია, ძმებო, შესანიშნავია,საინტერესოცაა და თან ჭკუის სასწავლებელიც”, _ მერე უცბად თითქო ხმა მიწყდება, სინანულით ვაქნევ თავს და სევდანარევი გამოხედვით ვეუბნები:
`მაგრამ ეს რა ბილწი სიტყვა წერებულა აგერ? ხმამაღლა თქმისაც მრცხვენია და ა-ასეთ რამეს კი ნამდვილად აღარ მოველოდი, ბატონო, თქვენგან!~
`რა?.. მოიცა, მომისმინეთ!..~ _ ერთი კი წამოი- კნავლა, მაგრამ ვინ რა მოუსმინა, იქვე ჯორჯი- ბიჭი ჩაერთო: `რასაა, რო ბოდიალობ, აგერ ჩემ- თან მთლად ისეთი რამეა, მე მაგის წამკითხველი აღარა ვარ _ ერთი სიტყვა ტ-ზე იწყება და მეორე კიდე პ-ზე!~
მაგის წიგნს `თოვლის კრისტალის საოცრება- ნი~ ეწერა ზედ.
საწყალმა ბნელომ მაინც რო არ გადაამლაშოს,
არ შეუძლია _ ერთი არც გადაუფურცლავს, ისე დააბრეხვა: პიტის წიგნში კიდე ისა წერია, რაც იმ ბიჭმა იმ გოგოს უყო და სურათებიც ბლომადაა შიგო. მერე ესეც არ იკმარა და თავის მხრივ დაამატა: დიდი გათახსირებული ვინმე ყოფილხართო.
`აბა, თქვენი ასაკის კაცი ამას როგორ უნდა კადრულობდეს~, _ ვეუბნები და წიგნიდან სათი- თაოდ ვხევ ფურცლებს. ჯორჯი-ბიჭიც ამყვა და ბნელო კიდე პიტს `რომბოედრული სისტემების~ დაფხრეწაში ეხმარებოდა. არა, ერთი მოგასმენი- ნათ, რა წივილ-კივილი მორთო აჩკარიკამ: რას შვებითო, რას სჩადითო, ჩემი კი არაა, წიგნები მუნიციპალური საკუთრებააო, ვანდალები ხარ- თო და რა ვიცი, კიდე რა აღარ გვაკადრა. მერე სულ დაუფშტვინა _ გვეცა და ძაან-ძაან ვაჟკა- ცურად ძიძგილაობა დაგვიწყო _ ვითომ იმ საუნ- ჯის წართმევა უნდოდა თავის ჭკუით. `აი ახლა კი მართლა დაისჯებით, ბატონო ჩემო~, _ ვეუბნები,
_ `მართლა, მართლა, მართლა~.
ის კრისტალების წიგნი კაი მაგარი რამე იყო: გემოზე აკინძული, სქელყდიანი, ძველად მართლა ნამუსიანად აკეთებდნენ ნივთებს, გაძლებაზე. მაგრამ ბოლოს მაინც დავანაკუწე და აჭყივლებულ პრაფესორას დავაყარე თავზე თოვლის ფიფქე- ბივით. ბიჭებს მაგრა გაუსწორდათ, თავიანთებიც სულ დაგლიჯეს და ფურცლებს ჰაერში ისროდ- ნენ, ბნელო კიდე დავლურს უვლიდა და გაიძახო- და: `ეგეც შენ, დამპალო, გარყვნილო ბებრუხანა ინტლიგენტო, შენა!~
მერე პიტმა ხელები დაუგრიხა უკან, ჯორჯი- ბიჭმა კიდე ყანყრატოში წაავლო, პირი დააფჩენი- ნა და ერთი ისეთი გაუქანა ჟანგიან ყბაში, ორივე პროტეზი ერთად გამოუყარა, ზედაც და ქვედაც. მე კიდე ფეხსაცმლით შევდექი ზედ და იმდენი ვურ- ტყი ქუსლი, სანამ სულ ნაფშხვენებად არ ვაქციე. ისე, კაი კერკეტი კი იყო, რაღაც ახალი პლას- ტიკისაგან აკეთებენო, გამიგონია. პრაფესორა ახლა ბუყბუყს მოჰყვა და ცოფიანივით იდორბლე- ბოდა, ხოდა ჯორჯი-ბიჭმაც ხელი უშვა და ახლა ტუჩებში დააკერა კაი მაგრად, თან კიდე ბეჭედიც ეკეთა თითზე და დაინთხა სისხლი, ძმებო, და რა ლამაზად მერე _ სულ წვეთ-წვეთ-წვეთად ჩამო- დიოდა! ოღონდ მაგის კვნესა-ხავილის თავი აღარ გვქონდა, პიჯაკი და შარვალიც გავაძრეთ, მერე პიტმა ერთი გვარიანი ჭიტლაყიც დაუადა უკანი- დან და გაუშვა თავის გზაზე. მიბლაყუნობდა და- ცენტრილი, ნიფხავ-პერანგის ამარა (ისეთი ძველი და გადაკერებულ-გადაკემსილი იყო, ბნელო ლამის ჩაიხრჩო ყროყინით) და კაი ქეში მომღერალივით სულ ოოო-ს გაიძახოდა. ჯიბეები დავუჩითეთ, სა- ნამ ბნელო კიდე ცეკვავდა ახლა მისი ქოლგით ხელში, მაგრამ ბევრი ვერაფერი ვიხეირეთ. ოღონდ ეგ იყო, რაღაცა ძველი წერილი ვიპოვეთ, ცხრაას სამოცში გამოგზავნილი, სულ ჩემო კარგო და ჩემო საყვარელო და ამისთანა სისულელეებით სავსე და გასაღები და ერთიც ძველი მოშლილი კალმისტ- არი. ბნელო, რა თქმა უნდა, იქვე შეეშვა ქოლგას, წერილი დაითრია და ხმამაღლა უკითხავდა ცარ- იელ ქუჩას, აქაოდა მართლა ეგეთი ბნელიც არ გეგონოთ, კითხვა მაინც ვიციო და `ძვირფასო~,
_ მოთქვამდა პიდარასტივით, _ `სულ შენ მე- დარდები, შენი გულმავიწყობის ამბავი რომ ვიცი, იქნებ თბილად ჩაცმაც არ გაგახსენდეს, ამ ამინდში გარეთ რომ გამოხვალ და გაციება ახლა შენთვის არაფრით არ შეიძლება...~ ამაზე კინაღამ პირი გაეხა ყურებამდე და ჩაბჟირებას არაფერი უკლდა.
`გეყოფა~, _ ვეუბნები, _ `შეეშვი~. შარვლის ჯიბეში კიდე ცოტა ხურდა ვიპოვეთ და ერთმანეთს ვეჯიბრებოდით: ვინ შორს მოისროდა, აბა ეგ რა ფარა იყო, ქათმის საკენკი, ჯიბეს დაგვიმძიმებდა მარტო. მერე ქოლგა მივამტვრიეთ, ტანსაცმელიც დავაკუსოკეთ და ნაჭერ-ნაჭერ გავატანეთ ქარს. ეს იყო სულ პრაფესორას მოსაგონარი. ბევრი არაფერი, რა თქმა უნდა, და ჩვენ ბოდიში, თუ ცოტა მოგაწყინეთ, ღამე ჯერ წინ გვედო და ჩარ- ძევებულებს ძარღვებშიც გემოზე გვჩხვლეტდა. ახლა ერთი ის გვინდოდა, ცოტა სული მოგვეთქვა სადმე წყნარად, ვინმეს დავნახვებოდით და მერე თავიც მოგვექონა, ალიბი დაგვეადებინა და ბარემ რამე ახალი ვარიანტიც გაგვეთვალა. მაყუთი, ხომ გითხარით, ყველას გვიჭყაოდა ცოტ-ცოტა და ზედ სენტრალ-ევინიუზე, `იორკის დუკას~ ბარში შევ- თრიხინდით. არა, ისე ძაან წესიერად ვიქცეოდით, ღიმილიანად, კარგად აღზრდილი კაი ოჯახიშ- ვილი ყმაწვილები, კაი წესიერი საღამო მშვიდო- ბისათი, და რას ხედავს ჩვენი მშვენიერი, ნათელი თვალები: სამი თუ ოთხი ბაბუშკა დაყუნცულა და წყალწყალა ყავასა და ნაღებიან სიროპს წრუპავენ
_ პენსიების აღების დღე ჰქონდათ ალბათ და დაგვინახეს თუ არა, გლაზკები გაუფართოვდათ, ბებრული კლანჭები აუკანკალდათ, ერთს სიროპიც დაექცა და, მოკლედ, რაღაცა ისქესეს; იმან კიდე, სახე რუკას რო მიუგავდა სიბერისაგან, ისიც კი წაიჩლიფინა: ერთი საწყალი მოხუცი, მარტოხ- ელა ქალები ვართ, ვის რას გიშავებთო. მაგრამ ჩვენ ხომ, როგორ გეკადრებათ, სულ კბილებს ვასხივებდით და წელში ვიკაკვებოდით, მერე ბარ- მენს გავძახეთ და ოთხი `ვეტერანი~ მოვითხოვეთ (ჩერი-ბრენდიში გარეული რომი _ მაშინ ეს შიკი იყო, ზოგიც კიდე ლიმონის ნათალს უშვებდა შიგ და ეს ვითომ უკვე კანადურ ამბავში გადიოდა), მერე კი ვეუბნებით: `აი ამ ტკბილ მანდილოსნებს ჩვენგან ერთი პატარა მოსაკითხი ფრანგული კონიაკი, თითოს თითო და ნამცხვრები და კრემი- ანი სიროპი!~_ და რაც გვქონდა, მთელი ფული ცხვირწინ დავულაგეთ. ის ყვავები კიდე ისე დაიბ- ნენ, ძლივს მადლობებს ჩიფჩიფებდნენ უკბილოდ და თან მაინც თვალებს აქეთ-იქით აცეცებდნენ რაღაც გოთვერნობის მოლოდინში. ბოლო-ბოლო ცოტა მაშინ დაწყნარდნენ, მისამართები რო დავა- ტოვებინეთ ბარმენთან, ხვალ დილაზე კიდე ოხრად სასუსნავი სახლში უნდა მოგართვან-თქო. გიჟებს გავდნენ ლაკომკები. მერე გავაფრთხილეთ, დაიცათ, ახლავე დავბრუნდებით-თქო და გარეთ გავიკრიფეთ.
`კაი საქმეა, მართლა დობრი ვინმედ გრძნობ თავს~, _ თქვა პიტმა. ბნელოს კიდე ზედ ეტყო- ბოდა, გაგებაში რო არ იყო, მაგრამ პონტაობდა _ ემანდ გლუპი არ გამოვჩნდეო და უხმოდ მოაბო- ტებდა. მოკლედ, მეორე ქუჩაზე გავედით, იქ ერთი პატარა მაღაზია გვეგულებოდა ღია. სამი-ოთხი თვე ახლოში არ გავკარებივართ და წყნარად იქნე- ბოდნენ. პოლიციაც არ ჩანდა _ ამ დღეებში იქითა სანაპიროზე ქონდათ ბლომად საქმე, აქაურობა კი ახლა შედარებით მშვიდ უბნად ითვლებოდა. ნიღ- ბები გავიკეთეთ _ მართლა კარგი ნაკეთები იყო, სულ ისტორიული პირების როჟები (თუ იყიდდი, სახელებს მერე გეუბნებოდნენ) და მე ვიღაც დიზ- რაელი ვიყავი, პიტს ელვის პრესლი შეხვდა, ჯორ- ჯი-ბიჭი კიდე ჰენრი რომელიღაცა, მგონი, მერვე იყო, და საწყალი ბნელო, როგორც ყოველთვის, დაგვეჩაგრა _ ვიღაც პიჟონი პოეტი პ.ბ. შელი
ჩამოიფხატა თავზე. ყველაფერი ზედ ჰქონდა, თმაც და ტუჩებიც კი მოძრაობდა და თუ გინდოდა, დაკეცილს ჩამალავდი ფეხსაცმელში _ რაღაც თხელზე თხელი პლასტიკი, რას აღარ გამოიგონებენ, ღმერთმანი, და ჩუმად შევლაგდით სამნი, პიტი კიდე ატანდაზე დადგა გარეთ, თუმცა რა იყო აქ სამანდრაჟო.
მაღაზიის მეპატრონე ვინმე სლაუსი ბრძანდებოდა, ერთი ოყლაყი, ღიპგადმოგდებული ურია, დაგვინახა და წამში იყნოსა, რაც ხდებოდა, შე- ტრიალდა და დახლს იქით დაგაზა _ ნაღდში ან სიგნალიზაციის ჩამრთველი ექნებოდა კედელზე ან დატენილი დურა _ უჯრაში. მაგრამ მაგას ვინ ჭამდა _ ბნელომ მოკლეზე მოხია, შტაბელებად დალაგებულ რაღაც პაკეტებსა და კოლოფებზე გადათრიხინდა და ზედ დახლთან წაასწრო. ერთი განახათ, რა ამბავი ატყდა, ორი მოზვერა რო ჩაეფ- სკვნა ერთმანეთს და მორთეს გორიალი და რასაც დაეჯახებოდნენ, რა გადაურჩებოდათ, სულ ძირს გადმოშვავდა ყველაფერი. იყო ერთი მსხვრევა-მტ- ვრევა, ჯახი და ფხრაწანი. ხმაურზე ქალბატონმა სლაუსმა შემოყო თავი, ჯერ კარში გაიყინა, მერე თვალები გადმოცვენაზე გაუხდა და პირიც რო დააღო, მაშინღა მივხვდი, რა სირენასაც ჩართავდა
_ დაღებილ ტუჩებში ჩავავლე ხელი და ხმა-მეთქი,
_ ვეუბნები, _ მაგრამ იმ ჩათლაშკამ ისე ჩამკბილა, ლამის აქეთ გავხდი გასაჩუმებელი. გავუქანე და სიმწრისაგან ცოტა ზედმეტიც მომივიდა _ თავი ბეთქა კედელს და იქვე ჩაიკეცა. სამაგიეროდ სისხ- ლი წამოუვიდა სახეზე ლამაზად, ტუჩების ფერს ეხამებოდა. შმოტკები შემოვახიეთ ისე, საღადაოდ, მერე დავყურებდი როგორ იწვა ძუძუებგადმოყ- რილი და კვნესოდა და ერთი კი გავიფიქრე: ხომ არ-მეთქი, მაგრამ ჯერ წინ იყო ღამე. სალაროდან მთელი ფული გამოვხვეტეთ, თითომ თითო ძვირი- ანი კოლოფი კამფეტებიც დავითრიეთ და მართლა კმაყოფილები დავითესეთ იქიდან.
`კაი ჯანავიკი ყოფილა ეგ ჩემისა~, _ წაიბურ- ტყუნა უცებ ბნელომ. შევხედე და, ძმებო, მართლა რეჩხი მიყო გულმა: ჭუჭყიანი იყო, აჩაჩული და თმააბურძგნილი, საყელოც მოგლეჯაზე ჰქონდა
_ მოკლედ, ნაჩხუბარსა გავდა; იყო კიდეც, რაღა თქმა უნდა, მაგრამ კაცს ეგ ზედ არ უნდა გეტყო- ბოდეს, თორემ შარი არ აგცდება. ამიტომაც მი- ვდექით ბრატკები, ცხვირსახოცები დავაძვრეთ, ნერწყვით დავნამეთ და დავუწყეთ პაწიას წმენდა. საათს დავხედე: ათი წუთის წამოსულები ვიყავით
`დუკადან~. ტემპში დავგაზეთ და რო მივედით, ჩვენი ბაბუშკები იქვე იყვნენ, ძან-ძაან სვეტსკად წრუპავდნენ კონოს.
`გაამოთ, გაამოთ, გოგოებო~, _ ვეუბნებით, იმათ კიდე ძველებურად გააბეს: `გმადლობთ, ყმაწვილებო, გაიზარდეთ, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ, სულ კარგად გამყოფოთ, სულ~. ისევ ჩამოვრეკეთ ზარე- ბი და ყელგამშრალებმა ახლა ლუდში ჩაშვებული რომი მოვითხოვეთ, კამფეტები კი ჩვენს ბებრუხანა დაქალებს დავურიგეთ. მერე წყნარად ისე ვეკითხები:
`ჩვენ სულ აქ ვზივართ თქვენთან, მთელი საღამო, ფეხიც არ მოგვიცვლია, არა თუ?~ წამსვე იაზრეს ამ ყვავებმა და მოყვნენ თავების კანტურს: `კი, ბიჭებო, კი, თვალი არ მოგვიცილებია თქვენთვის, ძალიან კარგად იქცეოდით, ძალიან~. თან ყლურწავენ, არ ავიწყდებათ.
კაცმა რო თქვას, ან რაში გვჭირდებოდა ეს ყველაფერი _ კარგა ნახევარი საათი გავიდა, სანამ პოლიციას უბნის გაჩითვის აზრმა შეუღიტინა ტვინში და თანაც ჩვენთან ორი სულ მთლად ლაწირ- აკი ყაყაჩო შემობლაყუნდა, სიცივისაგან ლოყები ატ- კეცოდათ და ძაან, ძაან მკაცრი სახით გვეკითხებიან:
`სლაუსის მაღაზიაში რა ამბავი იყო, არაფერი გა- გიგონიათ?~
`ჩვენ?~ _ გავიკვირვე _ `არა, არაფერი... მოხ- და რამე?~
`ძარცვა და ძალადობა. ცოლ-ქმარი საავადმყოფ- ოში მოათავსეს. თქვენ აქ რამდენი ხანია სხედხართ?~
`ეს ლაპარაკი რაღაც არ მომწონს~, _ ვეუბნები
_ `რაღაც ბინძური ინსინუაციების სუნი მცემს. ძაან, ძაან პროვოკაციული ლაპარაკია, დიახ~.
აქ კი ეს ჩვენი ბაბუშკები ერთხმად აყიყინდნენ:
`მართლაცო, ეს რა დაკითხვააო, თუ გინდათ იცო- დეთ, ეს მშვენიერი, ზრდილი, წესიერი ბიჭუნები რახანია აქა სხედან, სულ ჩვენ თვალწინ იყვნენო, ასეთი კარგი, სასიამოვნო ახალგაზრდები მეტი არ გვინახავსო~. _ და ასე და ამგვარად.
პოლიციამაც წამში უკან დაიხია: ჩვენაო, _ მოყვნენ თავის მართლებას _ ვის რა შეურაცხყოფა მივაყენეთ, მხოლოდ ვიკითხეთო, სამსახური გვაქვს ასეთი, თორემ კი არ გვეხალისებაო. ბოლო-ბოლო გატრიალდნენ და წავიდნენ, ოღონდ მანამდე ერთი ძაან, ძაან მკაცრად და გამაფრთხილებლად მაინც გამოგვხედეს. ჩვენ კიდე ტუჩები ავუწრუპუნეთ, თან ისე, ჩვენ _ ჩვენთვის, ვითომც აქ არაფერი. ოღონდ ცოტათი მაინც გამიტყდა _ აბა რა კაიფია, სულ ასე უპრაგონოდ მიდიოდეს, რასაც ჩაიფიქრებ, ცოტა ოფლიც ხო უნდა გამოგივიდეს კაცს.
თუმცა ნაღდი ღამე ჯერ სად იყო.
2.
მალევე წამოვედით იქიდან და იქვე მოხვეულ- ში ვიღაც ბებერ გატრეტილ ლოთს გადავაწყდით,ვასმიორკებს უვლიდა ტროტუარზე, ძველისძ- ველ მამაპაპურ რაღაცას ღრიალებდა და პამპ პამპ პამპ _ შიგადაშიგ ვითომ აკომპანემენტს აყ- ოლებდა თავის ჩამბალ ჭკუაში. მე რო მკითხო, აი ამაზე გულისამრევი არაფერია _ აქოთებული თვალებმიბლეტილი ლოთი, ღამის ჩუმ ქუჩაში მთელი გრძნობით რო ბღავის და თანაც კიდე _ ამისთანა ჩამიჩი. ცალი ხელი ქეჩოში წავავლე და მეორით გემოზე ვდრუზე ყურის ძირში, ის კიდე მაინც თავისას უბერავდა: `კაცი ვარ და ქუდი მხ- ურავს, ქედს არ ვუხრი არავი-ი-ს...~ მერე ბნელო- მაც გამოიღო ხელი და ახლა კი ცოტა მოვიდა აზრზე და გამოირთო, მაგრამ უცბად სიმღერიდან ტემპში ჯიჯღინზე გადავიდა: `მოდი, შე დამპალო ნაბიჭვარო, შენა _ მოდი, მაინც არაფერი დამრჩე- ნია ამ ცხოვრებაში და აღარც სიცოცხლე მინდა ამ დამპალ ქვეყანაზე და არც არაფერი!..~ ამაზე შუსტრად ყურები ვცქვიტე, ბნელო როგორღაც გავაჩერე და ვეუბნები: `არა, მაინც რატო აღარ გინდათ, ჰა? ძან-ძაან დამპალი რომაა, იმიტო?~ ხანდახან მეინტერესება კიდეც ეს მამაჩემის ხნის ტვინგამოლაყებულები რას ბოდიალობენ ხოლმე ცხოვრებაზე და ქვეყანაზე და საერთოდ.
`დამპალია და აქოთებული და აბა რა იქნება თქვენისთანა ძაღლიშვილები ბებერ კაცს რომ მი- ადგებიან და აღარც შიში აქვთ და აღარც მორიდება და აღარც არაფერი!~ _ ისე გაჰკიოდა, ვითომ ოხრად ხალხი ედგა წინ, ხელებს აქეთ-იქით იქნევ- და და იყო ერთ ამბავში. ამ დროს ისეთი გრძნობა მქონდა, თითქო ნაწლავებში უბუყბუყებდა რაც ჩახეთქა და ვერ მოენელებინა და ახლა იქაურობას აქოთებდა ეგ ჩემის გადანგრეული, ის კიდე იდგა ქადაგად და თავისას მოთქვამდა: `მოხუცებს მაინც აღარ დაედგომებათ ამ ქვეყანაზე და მეც სულ ფეხებზე მკიდია, ისეთი მთვრალი ვარ, რაც უნდა მირტყათ, მაინც ვერ ვიგრძნობ და თუ სულაც მი- მასიკვდილებთ, კიდე მადლობას გეტყვით...~ ამაზე ცოტა გაგვეცინა, მაგრამ არაფერი გვითქვამს, იმან კი ისევ გაუტია, აბა მაგისთანას თავისით რა გაა- ჩერებდა: `კაცი მთვარეზე დაჯდა და ეშმაკმა იცის, კიდე სად წავა და მიწაზე კი აირია ყველაფერი, აღარც წესია, აღარც კანონი და თქვენისთანა ბან- დიტების ხელშია ქვეყანა!..~ მერე უცებ ტუჩები გამობერა და სწორედ იმისთანა ბუზიკა არ გაუშ- ვა, ჩვენ რომ პოლიციელებს ვუპუწუნებდით! და მერე, ვითომც არაფერი, ისევ ისე მოჰყვა ღნავილს:
`სამშობლო ჩემო, ლამაზო-ო...~ აბა ამას ვინ გიჟი შეარჩენდა _ კედელზე მივაგდეთ და კარგა გემოზე ვთეთქეთ, ვიდრე ლუდიანი ნარწყევი არ გადმოუშვა პირიდან. ისეთი საზიზღარი სანახავი იყო, ხელს ვინღა მიაკარებდა _ დაძნეყვება ვაცალეთ და მერე წიხლებით შევდექით, იმდენი ვურტყით, ლამის იყო დედის ხსენი ამოვუყვანეთ და ის ნარწყევიანი პირი საკუთარი სისხლით კარგად რო გამოირეცხა, მერ- ეღა გავანებეთ თავი.
ბოლო-ბოლო ამ ამბავსაც მოვრჩით და გავუდ- ექით ჩვენ გზას _ ჯერ ისევ ნაზი იყო ღამე.
ქალაქის ქსელის სადგურს შემოვუარეთ და ბილი-ბოიც თავისი ხუთი ბრატკით დაბარებულივით იქ არ დაერჭო? იმ დროს, ძმებო, თითო ბრიაჟკაში ოთხ-ხუთ კაცზე მეტი არ გადიოდა და სწორეც იყო: ვთქვათ და თაზა მანქანის აწევას მოინდო- მებდი _ ოთხი ზუსტად ჯდება, ექვსზე კი უკვე მთელი ბაზარი იწყებოდა. აი როცა გრუპავოი მიდ- იოდა, უბანი _ უბანზე, მაშინ ვიყრებოდით ხოლ- მე მთელი ბატალიონი, მაგრამ ისე ოთხი ყველაზე ნაღდია. ბილიბოიზე რა გითხრათ, მეტსახელად კაკაშკას ვეძახდით და ისეთი ვინმე იყო, მართლა ერთ ნატვრად მქონდა სადმე მიყრუებულში შევხვე- დროდი _ გაზეთილი სქელი სახე ახალამოყვანილ ყველს მიუგავდა და დაშმოტკილ-დაზმანულიც სულ ოფლში იხვითქებოდა.
ეტყობა იმათაც დაგვალივერეს და იმ ძაან-ძაან სერიოზულ საქმეს შეეშვნენ _ ვიღაც გოგოშკას მოათრევდნენ, ცამეტი-თოთხმეტი წლისა იქნებო- და, მეტის არა: ბილი-ბოის მისთვის ცალი ხელი გადაეგრიხა და მეორე კიდე _ მის მარჯვენა ხელ- სა და პირველ ვეზირს _ პუსკა ლეოს. საცოდავს კაბა ჯერ ზედ ჰქონდა, გართობას აწი ეპირებოდნენ და ის კი უკვე ჭყიოდა და ცრემლებად იღვრებოდა და რო გაუშვეს, სულ ოოოო-ს ძახილით მოუსვა, მარტო მისი ჩხინკი თეთრი ფეხები დავლანდე ფან- რის ზოლში. ისინი კიდე იდგნენ და გველოდნენ მშვიდად და წყნარად და მივხვდი, რაღა დროს მუშტი და ცხვირმაგარი ფეხსაცმელი იყო, ახლა იწყებოდა ღამე, ნაღდი _ დანითა და ჯაჭვის ტრი- ალით, ბრიტვით და ყველაფრით...
დავიძარით მათკენ ნელა, ძალიან ნელა და ხმამაღლა ისე ვიძახი, კაი ხნის უნახავ ძმაკაცს რო წააწყდები, სწორედ ისე: `ღმერთო, კი მომკა- ლი, ნუთუ ეს ჩვენი დედაიმასქნებული გაზეთილი ბებერი ბილიბოია, ფეხსაც რო ვერ ამოადებ გე- მოზე _ რაც არა აქ, სად უნდა ამოარტყა მაგ დაყ- ვერილს და ჩემი ბოი-ბიჭი ბილი, იქნება და სუ- ლაც უკვე ჩამოგეზარდა კაკლები, ჰა?..~
ხომ გითხარით, ექვსნი იყვნენ-მეთქი, მაგრამ ასეთ დროს ჩვენი ბნელო სამს უდრიდა. ერთი ერ- თზე იჭრებოდა ხოლმე _ ტვინი არ უჭრიდა, ასე ვთქვათ, თორე ქუჩის ჩხუბში მხეცი იყო. წელზე ჯაჭვს იხვევდა ორფად, მოიხსნიდა მერე და ატრი- ალებდა გიჟურად, მაჯაც რო არ ეღლებოდა და თუ მოსდებდა ვინმეს, მერე მეყოლე ვარდივით... პიტს და ჯორჯის დანები ევასებოდათ, მე კიდე ჩემი მუღამი მქონდა: ერთი ძველისძველი, ლესვისაგან გალეული სამართებელი _ ჩემისთანა გრძელფ- ეხება და ცეპკი ტიპისთვის, თუკი მოხმარება იცის, უკეთესი არ გინდა; ხმარება კიდე თუ ვინმემ იცოდა, მეორეც მე ვიყავი. პირველსავე შეხლაზე, რომელი- ღაცა რო მებდღვნა ბრიყვულად, ვუგანე და ზურ- გიდან ხელუკუღმა დავუსვი წელზე _ სუფთად, ნაზად _ ხორცს მგონი არც გავკარებივარ, ხოდა ამ გაქანებული სხვატკის დროს უცებ დუმებმა არ გა- მოანათეს ბნელში! იმ ჩემისას ისედაც არ მოეკითხე- ბოდა ჭკუა და ახლა მთლად გადაირია, სულელი- ვით დახტოდა აქეთ-იქით, უაზროდ იქნევდა დანას, სანამ ბნელოს ჯაჭვის გაწვდენაზე არ აღმოჩნდა და უცებ რაღაცა გველივით გაიკლაკნა ჰაერში სისინით და ზედ თვალებში მოსდო, წამში გათიშა და გაისტუმრა ბუჩქებში. აწყობილად ვმუშაობდით, არავითარი გაცოფება და მალე ბილიბოის ჯილა ლეოც მიწაზე ეგდო, კისერზე ჯაჭვმოხვეული, მეორე ბოლო კიდე ბნელოს ეჭირა; მაინც სცადა გაფაფხურება, მაგრამ პიტმა ქუსლი რო ჩააზილა კეფაში, ისიც მოყუჩდა კარგა ხნით.
ახლა კი შეგვეძლო ერთი-ერთზე გავსულიყავით, ვის ვისთან მოეპრიანებოდა და, მე რა თქმა უნდა, ბილიბოი შევიტოვე _ მაგის გახვითქული ღაჟღა- ჟა ბადრი მთვარე სიფათის დილიხორი მქონდა, პეპელასავით ვტანცაობდი მის გარშემო, ერთ მხარეს გადავხტებოდი და მერე უცბად მეორე მხრი- დან ვცდილობდი სახეზე მიმეწვდინა ბრიტვა. იმას გრძელპირიანი დანა ეჭირა, თანაც მარცხენაში, მაგრამ რად გინდა _ მძიმე იყო და მოუქნელი, მე კიდე, ძმებო, ერთ რამედ მიღირდა ეს კოჭლი ვალსი: მარცხნივ და ორი-სამი, მარჯვნივ და ორი- სამი _ ჯერ ერთ ყვრიმალზე დავუსვი, მერე მეო- რეზეც მივწვდი და იფეთქა სისხლმა, შავ-წითელ ფარდებად დაეშვა მის პუტკუნა გაზინზლულ ლოყებზე და მენდეთ, ძმებო, სულ სხვა გემო ჰქონ- და ამას მთვარის შუქზე! ეს დათვი ბილიბოი კიდე ვითომც არაფერი, ისევ მოიწევდა წინ გაშვერილი დანიანი ცაციათი და ისევ იმას ცდილობდა, რო- გორმე ნეკნებში ეტაკებინა წვერი.
უცებ პოლიციის მანქანის სირენა ჩაირთო, მერე მეორე... იმ მტირალა გოგოშკამ თუ ჩაგვიშვა _ იქვე შენობის წინ ავტომატი იდგა, გვიანღა მოვი- აზრე. ბილიბოი და ძმანი მისნი წამსვე გატრიალდ- ნენ და უკანმოუხედავად დაგაზეს.
მიწაზე დაგდებული მოღუღუნე ლეო არც გახ- სენებიათ. `გულს ნუ გაიტეხ, ბილიბოთე! როდისმე მაინც ისე გამოგფაშვავ, წვეთი ზეთი არ შეგრჩება!~
_ მივაძახე და ჩვენც საპირისპირო მხარეს ავუდეთ. ბევრიც არ გვირბენია, ის იყო, მოკლეზე ჩავჭერით სანაპიროსკენ, რომ სირენების ხმამ სხვა მხ- არეს გაუტია. ახლა რაღაც ჩაბნელებულ შუკაში მოვხვდით, აქეთ-იქიდან ორი მაღლივი კორპუ- სი დაყუდებულიყო მთასავით და ყოველ ბინაში თითო ცისფერი წერტილი ციმციმებდა: ამ ღამით მსოფლიო არხზე იქნებოდა ყველა გადართუ- ლი, რაღაც ტელესპუტნიკი აქვთ გაშვებული და იქიდან თურმე დედამიწის ლუბოი წერტილში შე- გიძლია ამ პროგრამის მიღება, მაგრამ რად გინდა, ისევ ის ბრიყვი კომიკი იქნება ან რამე იდიოტური თოქშოუ, წამყვანი საკუთარი სიტუტუცით რო ტკ- ბება ან ვინმე ახალი შხვართი ნეგრიტოსი _ საშუ- ალო კლასის, საშუალო გაგების, საშუალო ფანტა- ზიის მქონე მაყურებლის სათოხლავი... სირენების ხმა აღარ ისმოდა და ჩვენც წყნარად მივალაჯებ- დით, მარტო საბრალო ბნელოს მოეღრიცა კისერი ზემოთ ყურებით _ პატარა ბავშვს რო პირველად დაანახვებ ღამის ცას და ვარსკვლავებს და მთვა- რეს, სწორედ ისე. მერე უცებ დააბრეხვა, შეუმზა- დებლად: `ნეტა იქ თუ არი რამე?..~
ამის გაგონებაზე კინაღამ გავგორდით, მერე ერთი წავუთაქე და ვეუბნები: `წამო, შე მართლა ბნელო, წინა თვის გაზეთში არ ეწერა _ იქაც ისე- თივე ხალხი ცხოვრობს, როგორიც აქ, დაბლა და იქაც ისეთივე ქაქია და დანების ტრიალი ხანდახ- ანო. ჩვენ კი, ძმაო, ჯობია, ჩვენ თავს მივხედოთ,არავის დავეკარგოთ ამ ღამეში~. მაგრამ ბნელომ ჯერ რაღაც ძაან სერიოზულად შემომხედა და მერე ისევ ააღირა თავი. სულ დაიცენტრა-მეთქი,
_ ჩავულაპარაკე ჯორჯი-ბიჭს და წავედით, აქეთ- იქიდან კიდე მსოფლიო არხის წამყვანის ქა- ქანი მიგვაცილებდა.
მალე მარშალ-პლეისზე გამოვედით _ შორი- დანვე მივხვდი, იმ ვიღაც ჩექმებიანი ულვაშა მასტის ბრინჯაოს ფიგურა რო წამოგვეყუდა. ახლა ერთი მანქანა გვჭირდებოდა საგულაოდ და ძველისძველ ჩაფეხვილ ფილმოდრომს მივად- ექით. ხალხის სიმრავლე და დიდი არჩევანი რო არ იქნებოდა, ისედაც ვიცოდით _ ვინღა დადიოდა იქ, ჩვენისთანა ბიჭების გარდა, ისიც შესაკეთის გასაშანსავად ანდა ვინმე გოგოსთან პატარა საშ- მაშუნოდ ბნელში. აფიშაზე ყველაფერი გასაგები იყო _ ისევ ომსა და ჩვენი მტრების პოდლობე- ბზე, ბახაბუხი და ერთი ამბავი და, რა თქმა უნდა, მამაღმერთი _ მთავარი გმირის მხარეზე და ანგე- ლოზები _ ბნელეთის მოციქულთა წინააღმდეგ...
რაც იქ მანქანები იდგა, ხელის გასვრად არც ერთი არ ღირდა, მაგრამ ბოლოს ჩიხში შეყენებუ- ლი `დურანგო-95~ დავლანდეთ და იმას კიდე არა უშავდა. ჯორჯი-ბიჭმა გასაღებების აცმა დააძრო და წუთში ოთხივე შიგ ვიჯექით, ოღონდ პიტი და ბნელო _ უკან, დიდკაცურად უყვარდათ ხოლმე გაფუილება. მე კიდე მოკლეზე შევუერთე და რბი- ლად, ნელა გამოვიყვანე ზადნით და მერე მოვწ- ყვიტე ადგილიდან, კაციშვილს არ დავუნახივართ.
ერთხანს გარეუბანში ვიტრიალეთ, მოხუცებს ვაფრთხობდით გადასასვლელებზე და ვიღაც აზი- ატს მგონი ინფარქტიც ავკიდეთ, მერე კატებს და ძაღლებს დავდევდით, მაგრამ ერთიც ვერ გავიტა- ნეთ. ტრასაზე რო გავედით, დიდი არაფერი მოძრაობა იყო და გაზიდან ფეხი არ ამიღია, ეს ჩვენი `დურანგო~ კიდე მაკარონივით ჭამდა გზას და სულ მალე ქალაქგარეთ რომელიღაც კოტეჯე- ბიან დასახლებაში ამოვყავით თავი. ბოლოს რა- ღაც მაინც გავიტანე, კბილებდაკრეჭილი, მგო- ნი, ფინია იყო, კარგად ვერ გავარჩიე სიჩქარეში. მერე ხის ძირას გოგო-ბიჭს ვკიდეთ თვალი, დიდი ხვევნა-პროშტნა ჰქონდათ გამართული. მანქანა მოვატრიალე, გზიდან გადავედი და ზედ მივაგდე. გადმოსვლა ვერ მოვასწარით, ისეთი დაფეთებუ- ლი გაცვივდნენ და დაწევის თავი ვიღას ჰქონდა, გავიფხრიწეთ სიცილით.
ახლა პატარა მოულოდნელი სტუმრობის ამ- ბავიც არ გვაწყენდა სადმე მოტეხილ სახლში, მაგარი გრიალით და მერე, თუკი ივარგებდა რა- მედ, დიასახლისის მიმყნობაზეც არ ვიტყოდით უარს. ხოდა ბოლოში, სულ ცალკე, ერთი კოხტა კოტეჯი იდგა, წინ კარგი მოვლილი გაზონით და ჭიშკარზე კიდე (არა, მოფიქრება არ გინდა?!) ყოვ- ლად ბრიყვული წარწერით _ სამყუდრო. ჯერ მე გადავედი მანქანიდან, ბიჭებს ვუთხარი, მოყუჩე- ბულიყვნენ და ეზოში შევედი. არც ძაღლი ჰყავდათ, არც არაფერი. კარზე დავაკაკუნე და ხმა არავინ გამცა, მერე ზარი მოვძებნე და ორჯერ დავრეკე ზე- დიზედ. ახლა კი ფეხის ხმა გავიგონე, კარი პატა- რაზე გამოიღო და ვხედავ _ ჯაჭვზეა და ვიღაცა, ახალგაზრდა ქალი უნდა იყოს, მეკითხება: `რა გნებავთ?~ სტუმრებს ნაღდად არ ელოდნენ და მეც ძაან, ძაან დაყენებული ხმით ვეუბნები:
`დიდ ბოდიშს მოგიხდით, ქალბატონო, უდროო დროს კი გაწუხებთ, მაგრამ სტუმარ კაცს ვაცილებ- დი და უცაბედად შეუძლოდ გახდა, მგონი, გულის ამბავია, იქნება სასწრაფო გამომაძახებონოთ...~
`ტელეფონი არ გვიდგას...~ _ რაღაც ეჭვიანად მეუბნება, _ `გზისპირა სახლებში აქვთ მხოლოდ~.
კოტეჯის შიგნიდან კლაპ, კლაპ, კლაპ, კლაპ, კლაპ. რაღაც ხმები გამოდიოდა, ალბათ საბეჭდ მანქანაზე თუ უკაკუნებდა ვიღაცა და უცბად კაკუ- ნი შეწყდა და კაცის ხმამ გამოსძახა: `რაო, ვის გავახსენდით?~
`ღვთის გულისათვის~, _ ვეუბნები, _ `სანამ იქ ჩავირბენდე, იქნება ჭიქა წყალი მაინც მომა- წოდოთ _ ასე გულწასული როგორ დავტოვო!..~
ჯერ რაღაც ჭოჭმანობდა თითქოს, მერე _`მოიცადეთო~, _ მითხრა და, ეტყობა, სამზა- რეულოში გავიდა, კარი არც ჩაუკეტავს, ჯაჭვზე დატოვა _ ერთ რამედ ღირს, როცა კარგად და წესიერად ლაპარაკი შეგიძლია და თუ არაფერი შეგეშალა, წუთში შეაბამ, ვისაც გინდა, თორე ისე აბა რომელი სინატრას ნამღერი ღამის უცნობი მე ვიყავი, ცოტა უფრო ფხიზლად არ ყოფილიყო.
ბიჭებს ვანიშნე და ჩუმად გადმოლაგდნენ მანქა- ნიდან, ნიღბები გაიკეთეს და ზურგში ამომიდგნენ, მეც კიდე ჩემი ჩამოვიფხატე, მერე ბრიტვის ტარი ფრთხილად შევაცურე ღრიჭოში, ჯაჭვი ავხსენი და ოთხივენი ყეფა-კნავილით შევჯლიგინდით შიგნით. მშვენიერი ბუდე იყო, გემოზე მოწყობილი და შუა ოთახში ის ქალი იდგა, კამფეტკა, აცქვეტილი მკერ- დით, ხელში ჭიქით წყალი ეჭირა და ვიფიქრე: არა უშავს, მოსასულიერებლად მართლა გამოადგება- მეთქი. კუთხეში კიდე მაგიდასთან სათვალეებიანი კლიენტი უჯდა საბეჭდ მანქანას და გარშემო გრო- ვა ქაღალდები ეყარა. ეს უკვე სულ სხვა ინტელი- გენტის რამე ტიპი იყო _ წინა ჯერზე უბრალო მკითხველს მოვდეთ, ახლა კი ნამდვილი მწერალი არ დაგვეჩითა! იმან კიდე ძაან, ძაან შეჭმუხნა შუბლი და გვეუბნება: `ეს რა აბავია? როგორ ბედავთ სხვის სახლში ასე შემოვარდნას!~ თვითონ კიდე ხმაც უკანკალებს და ცოტა ხელებიც. ხოდა მეც ვეუბნები: `რაის გეშინია, ბრატ, რაზე ავარდი? თუ რამ უკეთური გრძნობა გიდევს ჩვენ მიმართ გულ- ში, ძმურად გთხოვ _ ტემპში ამოიგდე და შორს მოისროლე!~ ჯორჯი და პიტი უკვე სამზარეულო- ში ფოთიალობდნენ, ეს ბნელო კი იდგა ვითომ ჩეს- ტზე და იმ ქალს მიშტერებოდა, ყლიყვი ეგა.
`რა არის ეს?~ _ ვკითხულობ ხმამაღლა და საბეჭდი მანქანიდან ფურცელს ვაძრობ.
`მეც სწორედ მაგას გეკითხებით: რ ა ა რ ი ს ე ს? გაეთრიეთ აქედან, სანამ პოლიციას გამო- ვუძახებდე!~ ამაზე პ.ბ. შელი-ბნელომ ერთი კი ჩაი- ფრუტუნა, მაგრამ ქუშად გავხედე და ისევ გაიჯგიმა.
`წიგნი უნდა იყოს, ასე მგონია~, _ გავაგრძელე დინჯად, _ `და ამ წიგნს თქვენ წერთ. მუდამ ღრმა მოწიწებით ვიმსჭვალებოდი ხოლმე იმ ხალხის მიმართ, წიგნების წერა რომ შეუძლიათ, ნამდ- ვილად~. მერე უკვე დაბეჭდილი ფურცლების და- სტას დავხედე და სათაურმა გამაკვირვა: მექანი- კური ფორთოხალი _ ეწერა ზედ. `ძაან, ძაან უაზრო სათაურია~, _ ვეუბნები, _ `ნამდვილად. ბარემ დასაქოქი ფორთოხალი დაგერქმიათ~.
მერე ხელში რომ მეჭირა, იმ ფურცლიდან დავ- იწყე კითხვა _ ხმამაღლა, ქადაგებასავით მძიმედ და საზეიმოდ: `...ყოველგვარი მცდელობა, თავს მოვახვიოთ ადამიანს _ არსებას მზარდსა და ღვთის ბაგეებზე სიტკბოების შესაძლო მომტანს თავს მოვახვიოთ-მეთქი კანონები და ის პირო- ბები, მექანიკური ქმნილებისათვის რომ უფროა შესაფერისი, ამის წინააღმდეგ მივმართავ მე კა- ლამს _ ჩემს ერთადერთ მახვილს...~ ოღონდ ეს უკვე ჩემთვისაც მეტისმეტი იყო, ბნელოს კიდე რაღა გააჩერებდა, იქვე ჩაჯდა და მორთო პრუწუ- ნი. სხვა რა დამრჩენოდა, დავიწყე თითო-თითოდ, ფურცელ-ფურცელ ხევა და ფხრეწა და ფეხით ტაქტს ვაყოლებდი ბნელოს პრუწუნს და ქაღალ- დის ფხრაწანის ხმას. ეს ჩემის მწერალი კი მთ- ლად უსმენო აღმოჩნდა, გიჟივით მეცა და მთელი კონცერტი ჩაგვიშალა და დაისაჯა კიდეც: შიგ კა- კალ გულში ნაწყენმა ბნელომ ჯერ კარგად მოსდო გვერდიდან, მერე ერთი-ორი პირდაპირიც დაუქა- ნავა ცხვირ-პირში და ხხრრაჭ _ წასკდა ღვინოწ- ითელი ძმარი ჩვენ ძმა მწერალს და აფრქვია მშ- ვენიერ ნაზ ხალიჩას და ქაღალდის თეთრ ნაგლე- ჯებს წითელ წვეთებად!
მთელი ეს ხანი მისი ტურფა გაყინულივით იდგა, მარტო მაშინ წამოიხავლა რაღაცა, ბნე- ლომ რო მუშტები აამუშავა და სწორედ ამ დროს პიტი და ჯორჯიც გამოჩნდნენ, ორივე მადიანად ილუკმებოდა და ერთს მგონი შემწვარი ბარკალი დაეთრია და მეორეს კიდე _ კრემიანი ნამცხვარი. აი ამასაც ვერ ვიტან _ ბაცნებივით რო იქცევ- იან ხოლმე და ან რა თოხლაობა აუტყდათ, თან ეს თითების კრემით გაწეპვა და ხორცის კბილე- ბით გლეჯა რაღა უბედურებაა. გეყოთ თქვლეფა,_ ვეუბნები და ეს კაცი ისე დასვით, ყველაფერს ხედავდეს და არც ხელი არ შეგვიშალოს-მეთქი. მწერალს ჩამსხვრეული სათვალე ცალ ყუნწზე ეკიდა და სახე კიდე მართლა მწიფე დაბეჟილ ფორთოხალს მიუგავდა. `კარგი ხარ, ბნელო~,
_ ვეუბნები, _ `ახლა ერთი ეს მძიმე საქმეც დაგვრჩა მოსალევი და ღმერთმა მოგვცეს გამარ- ჯვება~. ხოდა ბნელო იმ ქალს ეცა, მაგრა დაი- თრია და ძაან მოხერხებულად წაკუზა დივანზე. ჩემთვის მოსახერხებლად-მეთქი, _ უნდა მეთქვა
_ თორემ თვითონ ისე დათვურად გადაუგრიხა ხელები, ლამის სახსარში ამოუგდო, ის კიდე გემრიელად კიოდა ოთხ მეოთხედზე და ბიჭე- ბიც ვითომ მოთქმით აყოლებდნენ, მეც ბრიტვით ტაქტში ნელა დავუჭერი კაბა, ჯერ _ ქვევით, მერე _ ზევით და ფეხებიც მშვენიერი გამოაჩნდა და კერტები ხომ მკვრივი, მკვრივი, უკეთესი არ გინდა, მთლად გოგოშკასი და მერე ჩავიხსენი ნელა, აუჩქარებლად და თან ერთი ხმაც კიდე შემოგვემატა _ ის ჩვენი ძმა რაღაცის მწერალიც ცხვირპირდათეთქვილი ბღაოდა და მაინც კიდე იქაჩებოდა, მაგრამ ჯორჯი და პიტი იქ არ იყვნენ და რო შევუდე მთელი ოქტავით, მაღლა ავარდა უცბად სოპრანო...
ჩემსას მოვრჩი და მერე ბნელოს ჯერიც დადგა და თავპატიჟი არ დაუდვია, ჩემი დახმარებაც კი არ დასჭირვებია მაგ ბეჰემოთს. მერე ადგილები გავცვალეთ _ მე და ბნელო მწერალს დავუდექ- ით, თუმცა უკვე აღარაფრის თავი აღარ ჰქონდა და მარტო რაღაც ბინძურ სიტყვებს ჩლიფინებდა ჩამტვრეული კბილებიდან და ბოდიალობდა რა- ღაცას, თითქო თვითონაც რძის ბარში ეგულავა კარგად და ახლა ჯორჯო და პიტი შეუდგნენ მუყაითად საქმეს.
ბოლო-ბოლო დავშუშდით, მაგრამ თითქო რა- ღაც ბოღმა და ზიზღიც შემოგვაწვა უცებ და დავ- ერიეთ, რაც კი რამ დასამტვრევი იყო, არაფერი გადაგვირჩა მგონი და ბნელომ კიდე მაინც თავი- სი ქნა და ბუხარში მოშარდა _ ასე დანთებულს ვერ დავტოვებ, ხანძარი იცისო და ერთი პირობა ხალიჩაზეც აპირებდა ჩაჯდომას _ ამდენი ქა- ღალდი ყრია უხმარიო, _ ოღონდ მე ავუყვირდი: მორჩი ბაზარს და საძაგლობებს-მეთქი და კარში გავცვივდით ყველანი. მწერალი და მისი ქალი იატაკზე ეყარნენ უძრავად, მაგრამ ეგ არაფერი _ ცოცხლები ხომ იყვნენ.
3.
მანქანაში ჩავეყარენით და ახლა მე დავჯექი უკან _ რაღაც გადაღლილად ვგრძნობდი თავს, ამდენი დავიდარაბის მერე. საჭეს ჯორჯი-ბიჭი მიუჯდა და გავუბერეთ ქალაქისაკენ, გზადაგზა კიდე ორ-სამ რაღაც პატარა ცხოველს გადავუარეთ, მაგრამ მარ- ცხი არაფერი მოგვსვლია. ეგ იყო, ზედ სანაპიროზე ბენზინს დაენძრა, ჩვენმა `დურანგომ~ ერთი ჭლექ- იანივით ჩაახველა და გაჩერდა. ახლა საქმე ის იყო, იქვე დაგვეგდო და ტრანსპორტზე გადავმჯდარიყა- ვით, თუ არ დაგვზარებოდა და პირდაპირ მდინა- რეში გადაგვეშვა კარგი, გემრიელი ტყაპანის გას- აგონად. ეგ მაინც უკეთესი ვარიანტი იყო და სიჩქა- რიდან ამოვაგდეთ, ცხვირი მოაჯირისკენ ვუქენით და მერე მივაწექით ოთხივე, იქ პატარა დაქანებაც იყო და შედღლიზა პარაპეტი და ლამაზად, შხლა- პანით ჩაეშვა დიდი ქალაქის ნარეცხით აყროლე- ბულ წყალში. `კარგად, ჩვენი ძმა!~ _ მიაძახა ჯორჯიმ და იქით წავედით, მეტროს წარწერა რომ ციმციმებდა. იქ კი უკვე ყველანი წესიერად ვიქ- ცეოდით, ბილეთებიც ავიღეთ და ბნელოს იმდენი ხურდა ფული მორჩა, სათამაშო ავტომატებიდან ერთი არ გამოგვიტოვებია და ღარიბ-ღატაკთა და მათხოვართა გასაკითხადაც კი გვეყოფოდა, მაგრამ ამ დროს ასეთ მიგდებულ სადგურზე სანთლით რო ეძებო, ერთსაც ვერ იპოვი.
მალე ვაგონიც ჩამოდგა, კაციშვილი არ იყო შიგ და მთელი სამწუთ-ნახევარი რა უნდა გვეკეთებინა, მივდექით და სახელმწიფო ქონებას ვანიავებდით _ ცოტა სკამები დავჭერით, პიტმა სახელური მოაძ- რო რაღაცას, ბნელომ თავისი ჯაჭვი მოსდო ფან- ჯარას და ნატეხებმა გემრიელად გაიელვეს გარეთ, სიბნელეში, მაგრამ ასეთი შინაარსიანი გვიანი საღამოს მერე ცოტა გადავიწვით, ეტყობა, და თავი დიდად აღარ გამოგვიდვია. მარტო ბნელო დახტო- და აქეთ-იქით და ჭყვიტინებდა აჩაჩულ-დაჩაჩული და სახეგაოფლილი და ყველაზე უფრო სწორედ ეს მაღიზიანებდა ხოლმე, ძმებო. ცენტრში ამოვედით და ისევ `ფაქიზოში~ ვდურთეთ თავი, თუმცა ყვე- ლას უკვე ნანუნები გვეპარებოდა და შიგადაშიგ კიდეც ვამთქნარებდითსავით _ ეს დილაუთენია ადგომები და სკოლა იყო, რო გვსპობდა მოზარდ- ებს. ხალხი ახლა აქ კიდე მეტი იყო, ის ჩვენი გათი- შულიც იქვე იჯდა, ოღონდ უკვე აღარაფერს აღარ დუდღუნებდა _ მთლად გადაფითრებოდა სახე და გამომეტყველებაც კაცის კი არა, ნივთისა ჰქონდა, ღმერთმანი, უკვე მესამე თუ მეოთხე კრუგზე იქნე- ბოდა გასული და ამდენ ხანს თუ აპირებდა გაღმა ყოფნას, ერჩივნა ცალკე კაბინა აეღო _ ასეთ ადგ- ილას კუნძივით რო დაეგდები, რა იცი, რამდენი ოხერია _ ან ჯიბეს ამოგისუფთავებს ვინმე ან უა- რესსაც გიზამს. დიდი კი არაფერი, ჰა და ჰა ერთი წაგითაქონ და სკამიდან მაგიდის ქვეშ გიკრან თავი _ ფეხების შესაწყობად; ნამდვილ გართობას კი არ დაგანებებენ _ ყველამ იცოდა, ასეთ ბარებში ორი- სამი ოყლაყი ყოველთვის იჯდა სადმე და ფულსაც სწორედ იმაში უხდიდნენ, არეულობა არაფერი მომხდარიყო. ბნელომაც მხოლოდ ერთი დღლიზა გვერდში, კედელთან მიაგდო და მის ადგილზე დაე- ძნეყვა ხვნეშით, მაგრამ იმას რა _ სული და სხე- ული გაყოფილი ჰქონდა და ყველა შეგრძნება კიდე ცალკე ელაგა...
თინეიჯერები უკვე ყველა გაკრეფილიყო ბარი- დან, ახლა უფრო ვზროსლი ხალხი უსხდა მაგი- დებს და ჩაცმულობაზე ეტყობოდათ, მსახიობები უნდა ყოფილიყვნენ _ ტელესტუდიაც აქვე იყო, კუთხეში. ქალებს ცოცხალი, რაღაცნაირად მე- ტყველი სახეები ჰქონდათ, კარგად დაღებილი ტუჩები და ყოველ გაცინებაზე ჩაწიკწიკებულ კი- ჭებს აჩენდნენ და ფეხს ფეხზე ისე გადაიდებდნენ ხოლმე, თვალი ზედ დაგრჩებოდა. ლაპარაკობდნენ, დაობდნენ რაღაცაზე და ღმერთმანი, ძმებო, ეს ბილწი დამპალი სამყარო სულ არ ადარდებდათ. ამ დროს დისკიც ჩათავდა (ჯონი ჟივაგო დაგვჩხაოდა თავის რაღაცა იმის გამო დაკარგულ სიყვარულ- ზე) და სანამ ავტომატი ახალს გაუშვებდა, უცებ ჩამოვარდნილ სიჩუმეში ყველამ დაუწია ხმას და ერთმა ქალმა _ ისიც მსახიობებში იჯდა _ რა- ღაც წაიღიღინა თითქოს მაგალითისთვის, თითქოს რაზეც ლაპარაკობდნენ, იმაში ჩართო, სულ ტაქტ- ნახევარი იქნებოდა, მაგრამ, ძმებო, ესეც მეტი იყო ჩემთვის _ თითქოს რაღაც უცხო ჩიტი შემო- ფრინდა რძის ბარში და მე კი დამბურძგლა და ხვ- ლიკებმა დამირბინეს ზურგზე: ფრიდრიჰ გიტერ- ფენსტერის ოპერიდან იყო _ Dას Bეტტზეუგ1* ჰქვია და სწორედ ის ადგილი, ძმებო, ყელგამოღადრული რომ ხრიალებს სიკვდილის წინ _ `ჩემივე ბედის შესახვედრად...~
მაგრამ კაცს რო ბნელოს შეგარქმევენ, რა მო- გეკითხება. მუსიკა და ხმაური მაგისთვის ერთი იყო და უხმაურო მუსიკა კიდე _ უმი ხორცი. ხოდა ამ ბრიყვს რო თავისი არ ექნა, ისე რა გაა- ჩერებდა და წამოხტა, მოპრუწა ტუჩები, თვალები მიბლიტა, ხელები დაიწყო მკერდზე და, ვითომ გრძნობებში გადავარდნილი, ახვიხვინდა ცხენი- ვით. მერე პირგახეული და ძაან, ძაან კმაყოფილი დაებერტყა ადგილზე. აი მაშინ მეგონა, სიცხე მომცა-მეთქი, თვალებში სულ სისხლისფერი ფილტრები ჩამიდგა და ვეუბნები ხმადაბლა, წყნარად: `ბრიყვო, დამპალო, ბრიყვო, ნაბიჭვა- რო...~ მერე გადავიხარე და მოკლეზე მივაკერე ტუჩებში. გონზე ვერ მოვიდა, ისევე გახეული დარჩა პირი და სისხლი მოიწმინდა მარტო და ხელზე რო დაიხედა, მთლად გამოქლიავდა და 1 საბანგობანი, ანუ ლოგინის აქსესუარები იგულისხმება.
დებილივით მეკითხება: `რატო?..~ ბევრს არა- ვის დაუნახავს, რაც ვქენი და თუ ვინმემ თვალი შემასწრო, რაში ადარდებდათ. ამასობაში მუსიკა ჩაირთო ისევ და ახლა ელექტროგიტარების ჟღ- რიალს მიჰქონდა იქაურობა. `იმიტო და ამიტო. ბრიყვი ხარ და გაუზრდელი და ხალხში გვარცხ- ვენ~, _ ვეუბნები, _ `ასეა, ძმაო ჩემო, და კი ნუ გეწყინება~. ბნელომ კიდე თვალები მოწკურა და ავად ისე წაიბურტყუნა: `არაფერი. შენი ძმა მე აღარა ვარ და არც ვიქნები. გეყო~. თან ცხვირ- სახოცით იწმენდდა სისხლს და ცოტა გაკვირვე- ბული დაჰყურებდა, თითქო მისი კი არა, ვიღაც სხვისი იყო. იმ ქალს კიდე არაფერი შეუმჩნევია, მგონი, არც კი გაუგონია არაფერი და კაცმა რო თქვას, მარტო მე დამათხლიშა ნერვები ამ ბრი- ყვმა. `ჰოდა, ძალიანაც კარგი, თუ გეყო~, _ ვეუბნები _ `აწი დაიმახსოვრებ და ძმობაზე კიდე სხვა დროს ვისპოროთ~. და უცებ ჯორჯი-ბიჭი არ გამოვიდა სიტყვით? თან რაღაც ისე უცნაუ- რად თქვა, სხვანაირად, ტემპში, მისკენ შევტრი- ალდი: `კარგი, არ გვინდა ახლა...~ `დაიცა~, _ ვეუბნები _ `ჯერ გავარკვიოთ. მთელი ეს ამბა- ვი ბნელომ ატეხა და ხო არ შეიძლება, მთელი ცხოვრება ბავშვივით ველოლიაოთ. კაცი რო რა- მეს მიქარავს, თუნდაც პატარას და უჭკუოდ, და ძმაკაცს რაღაცაში გაუტეხავს, ცოტა მაინც უნდა მოხვდეს; და მიხვდეს~. ბნელო კიდე ისევ სისხლს იწმენდს და თავისას ბურტყუნებს, ოღონდ უკვე ხმამაღლა და მოურიდებლად: `არა, მაინც რასაა, რო პრიკაზობს და მირტყამს, რა მაგის შესტი- ორკა მე ვარ... ერთი თუ მოვდე ჯაჭვი, მერე მეყო- ლოს!~
`ცოტა ფრთხილად, ძმაო!~ _ ვეუბნები _ `სიტყვებს შერჩევა უნდა, ძმაო, მაშ~.
`მაშ, მაშ, სულ შენ ჭკუაზე ვივლი და ხმას როგორ ამოვიღებ და როცა გინდა, მაშინ მომდებ, შენმა მზემ! პრიჩინაზე თუ წავიდა, სწორედ მე მაქ და როცა გინდა, გინდა დანით, გინდა ბრიტვით და გინდა ჯაჭვით, საცა გინდა და მერე ვილაპარა- კოთ!~
`დანა იყოს~, _ ვეუბნები შემპარავად _ `როცა შენ იტყვი.~
აქ კიდე პიტი ჩაერია და ალბათ დროზეც:
`მაიცათ ახლა, ეს რა ლაპარაკია _ დაცხებთ აქ ერთმანეთს და მერე სხვების საღადაო გავხდებით... აზრზე მოდით, უკვე ისედაც ლევად გვიყურებენ~.
`ყველამ თავისი ადგილი უნდა იცოდეს~, _
ვეუბნები _ `სწორეა?~
`დაიცა, დაიცა~, _ ისევ ჩაერთო ჯორჯი-ბიჭი
_ `ეს რაღაც ახალია. პირველად მესმის ეს რა- ღაცა ადგილებზე დასმა~.
`იცი რა, ალეკს~, _ ახლა პიტი მეუბნება, _
`მეც ძაან გამიკვირდა. სადაური წესია, ასე გამე- ტებით ურტყა მეგობარს და თანაც ხალხში. იქნება და მართლა შეეშალა რაღაცა და ძაან გაგიტყდა, მაგრამ მაინც... ხომ იცი, ყველა ამბავში პატივს გცემ, მაგრამ, ჩვენში იყოს და, ეგ რო ჩემთვის გექ- ნა, მე, ლიჩნად, არ შეგარჩენდი... ეს ისე, სიტყვაზე ვამბობ~, _ თქვა და ცხვირ-პირი ისევ რძიან ჭიქა- ში დურთა.
უკვე ვგრძნობდი, ბოღმა მაწვებოდა, მაგრამ არ მინდოდა, შემემჩნია და წყნარად, ისე ვეკითხები:
`ჩვენ ამბავში დისციპლინაა მთავარი, ეგრეა?~ ერთს არ გაუღია ხმა, თავიც კი არავის დაუქნევია. ახლა უფრო გავღიზიანდი და კიდე უფრო წყნარად და მშვიდად ვეკითხები: `ყველანი ძმაკაცები ვართ, მაგრამ ვიღაცა უნდა უფროსობდეს ბრიაჟკაში, ვიღაცის სიტყვა უნდა გადიოდეს _ ულაპარაკოდ, სწორეა? სწორე ვარ-მეთქი?~ ერთმა თავი დამიქ- ნია თითქოს, მეორემ _ თითქოს მეთანხმებაო _ დაიდუდღუნა რაღაცა და უცებ ბნელომ თქვა დაწ- ყობილად და გასაგებად:
`ეგრეა, სწორე ხარ. დღეს ცოტა ზედმეტი მოგვივიდა, გადავიღალეთ რა, ეტყობა. მოვრჩეთ ბა- ზარს. ახლა ნანუნები გვინდა და ხვალ ყველაფერი კარგად იქნება~.
ამაზე კი ატეხა ორივემ თავების კანტური და შვებით ამოისუნთქა, მაგრამ მე ძაან გამიკვირდა და სიმართლე გითხრათ, მაგრა დამაეჭვა ბნელოს ამ უცაბედად დაბრძენებამ.
`უნდა გამიგო, ბნელო~, _ ვეუბნები, _ `გიჟი ვხდები ხოლმე, ვინმე რო მუსიკის დროს ჩაერთ- ვება. ავიწევი ხოლმე ჭკუიდან.~
`კარგი, გვეყო ეხლა ამაზე. ერთი თიში ძილი გვინდა ახლა ყველას.~ იმ ორმაც ისევ დააკანტურა თავები, ნამდვილად გვინდაო.
„აბა ავიბარგეთ. ხანდახან ბნელოც იტყვის ჭკვიანურს... თუ დღისით-მზისით ჩვენი გზები არსად შეიყარა, ძმებო, ხვალ იმავე დროს და იმავე ალაგას ვიკრიბებით, მოსულა?~
`მე ლიჩნად მაწყობს~, _ თქვა ჯორჯმა. პიტმა ისევ თავი დააქნია მხოლოდ.
„თუ შემაგვიანდა~, _ თქვა ბნელომ, _ `პირველი-მეორეზე გაითვალეთ და სანამ ბოლოში გახ- ვალთ, კიდე მოგისწრებთ. თუ ვინმე მომღერალი გოგო ნახოთ სადმე, თქვენ იცით, არ გაუშვათ ხე- ლიდან!~ _ თქვა და აროხროხდა, ეტყობა, საკუ- თარი იაზვობით ძაან ნაამები.
ჩვენც დავიშალეთ, ყველა თავ-თავის მხარეს წავ- იდა და მე კიდე კონსტიტუციის აღმართს შევუყევი. იქ, სულ ბოლოში, მოსახვევთან, ის ყლინჯი მაღ- ლივი შენობა იდგა _ N18ა, სადაც ჩემები ცხოვ- რობდნენ. ყოველი შემთხვევისათვის სამართებელი გახსნილი მედო ჯიბეში _ რა იცი, ბილიბოის შაიკიდან არ გადავყროდი ვინმეს ან რომელიმე გრუპას რამე ვერ გაეყო და ზედ ჩემი სახლის წინ არ გაემართა ბოი... სიწყნარე იყო, მარტო ვი- ღაც პუჭურა ეგდო იქვე, კუთხეში, კარგა მაგრა დასერილი და წკმუტუნებდა. იქვე კიდე ქალის დაფხრეწილი საცვლები ეყარა, ეტყობა, ცხელ გულზე წაევლოთ ვიღაცისთვის ხელი.
სადარბაზო ფართო გვქონდა, ძაან ფართო, კაცმა არ იცის, რისთვის. კედლები კიდე სულ ფრესკებით მოეხატათ, ქალაქის საბჭოს დაკვეთით: ჩამოსხმულტანიანი შიშლიკანა ქალები და კაცები
_ ასე ვთქვათ, ანტიკური ქანდაკებების სტილში, დაზგებთან თუ რაღაც სამეურნეო მანქანებთან ამაყად მდგომნი, ძაან შემართულები, სფინქსებივით იყურებოდნენ სადღაც მოუსავლეთში. ოღონდ ამაღლებული ხელოვნების ამ დაუცველ ნიმუშებს უკვე დასტყობოდა არასრულწლოვანი ვანდალების ხელი: ფლომასტერებით და აეროზოლის ბალო- ნებით ფეხებს შორის რა არ მიედღაბნათ: კაცები- სთვის ულვაშები მიეხატათ, ქალების გაწვდილ ხე- ლებში ხო რაღა არ ჩაედოთ ვითომ; ყოველგვარ ბინძურ და გარყვნილ წარწერებს კიდე, ვითომც მათი ვაჟკაცურად და მთელი შეგნებით მოკუმული ტუჩებიდან რომ გამოდიოდა, თვლა არ ჰქონდა _ საათის ნახევარი მაინც დაგჭირდებოდა ყველას წა- საკითხად.
ლიფტში აღარც შევსულვარ _ ვიღაცა ემ-ჯე- პე-ს რკინის კარი ჩამოეღო და იქაურობა ერთიანად დაებარდაკებინა. ღმერთმანი, ხალხს საქმე არა აქ. დაღლილ-დაქანცული და ნერვებმოშლილი ავბლა- ყუნდი მეათე სართულზე და ახლა მარტო მუსიკა თუ გამისწორებდა ხასიათს, თვალწინ სულ ის არტისტ- კა მედგა, რძის ბარში რომ წაიღიღინა. ეტყობა, იმან ამაგდო და, ძმებო, მე ახლა გრძნობების ღრეობა მენატრებოდა და ვერც მოვიკლებდი ამ სიამოვნე- ბას, ვიდრე ძილისგუდა მორფევსი არ ჩამირტყამდა ბეჭედს მის საუფლოში გადასასვლელად.
გასაღები ჩემი მქონდა და მუდამ უხმაუროდ შევდიოდი ჩვენს წყნარ, დაკუწკუწებულ ბინაში.
დედ-მამა ამ დროს შუა სიზმრებში იყო ხოლმე, მაგრამ სამზარეულოში პატარა მაგიდაზე ვეჩნად მხვდებოდა მზრუნველი ხელით გაწყობილი რამე სათოხლავი _ ან მოხარშული ხორცის ნაჭერი მაიონეზით, ან ყველიანი ბუტერბროდი და ჭიქა რძე, აუცილებლად. ჰუ-ჰუუ! ჩვეულებრივი რძე, ძმებო _ ყოველგვარი სინტემესკებისა და დრენ- ქრომების გარეშე და დედოს ხო აზრადაც არ გაუვლიდა, რა გრძნობა მიჩნდებოდა ამ ღვთისნიერი ცხოველისაგან გამოწველილი პროდუქტის დანახვაზე...
კარგა მოშივებული კი ვყოფილვარ, ნამცეცი არ დამიტოვებია და მაცივრიდან კიდე რაღაც ნამცხ- ვარიც დავითრიე. მერე ტუალეტში შევიარე პატარა საქმეზე, კბილებიც გამოვიხეხე (ეგ არასოდეს მა- ვიწყდებოდა) და ჩემს სოროში შევიკეტე. ტანსაც- მელი კი იქვე მივყარე, ნოხზე, აბა მილაგების თავი ვის ჰქონდა და დედიშობილა გავიშოტე ლოგინზე
_ აქ უკვე ჩემს სამყაროში ვიყავი და კაცი არ მყა- ვდა გამკითხავი. ცოტა ხანი ასე ვიწექი, კედელზე ჩამოკონწიალებულ რაღაც ვიმპელებს და სიგელებს შევყურებდი და სულელივით მეცინებოდა. სკოლის ბანაკის მოსაგონარი იყო: ჯგუფი ალფა, ლურჯი კეპები, ვიღაცა იმის სახ. IV რაზმი... რა ვიცი, რაღას არ იგონებდნენ. მერე ერთმანეთს გვაჯიბრებდნენ ვითომ, შიგნაკრავები.
ჩემი სიამაყე _ ოთხარხიანი კვადრაფონი ლოგ- ინთან მედგა, დისკების თარო კიდე _ მის ზემოთ, ხელის გაწვდენაზე. დინამიკები მუდამ გაშლილი მქონდა: ორი _ იატაკზე აქეთ-იქიდან და ორიც ჭერზე ეკიდა დახრილი კუთხით და ისეთი გრძნო- ბა მიჩნდებოდა ხოლმე, თითქო შიგ შუაგულ ორკესტრში ვიჯექი. ოჯახმა ჭკუა ისწავლა და ასეთ დროს კარზე აღარ მიბრახუნებდნენ, ეს შენი მუსიკა ტვინს გვიბურღავსო. ძილის აბების ყლაპვა დაიწყეს და ახლა უკვე მიღებულიც ექნებოდათ სრული დოზა და ძალიანაც კარგი _ უკვე ვი- ცოდი, რითაც დამეწყო: ჯეფრი პლოტუსის ერთი ახალი სავიოლინო კონცერტი მქონდა, ოდისეუს ქორილოსისა და მეკონის (ეგ შტატებშია) ფილარ- მონიის ორკესტრის შესრულებით. კონვერტიდან გამოვიღე ფრთხილად, ფრთხილადვე დავდე, ავტომატიკზე დავაყენე და ველოდები.
გარღვეული ღრუბლებიდან ჩამოქცეულ ცის ნათელს ჰგავდა, ძმებო, თუკი გინახავთ ეს ოდესმე და მე კი ვიწექი შიშველი, ჭერქვეშ, თვალდახუჭული და პირღია; ხმები თითქოს ტალღებად გადამდიოდა სხეულზე და ნეტარებაში დახრ- ჩობის მეშინოდა თითქოს. სადღაც ზურგს უკან ტრომბონები ბაჯაღლო ოქროსფრად უბერავდ- ნენ, საყვირების ხმა გამდნარი ვერცხლის ენებად იკლაკნებოდა ჩემს თავს ზემოთ და უდარნიკის
თეფშების წკარუნი ტვინში ნაპერწკლებად გამდიგამომდიოდა. ყოველგვარ ნეტარებაზე უნეტარესი შეგრძნება იყო და მერე სადღაც, სხვა სიმები- ანებისაგან მოშორებით, ჩამოიღვარა ვიოლინოს ხმა _ ძლიერდებოდა, სუსტდებოდა, წინ და უკან, ზევით და ქვევით ადი-ჩადიოდა, ობობასავით რა- ღაც ჩარდახს ქსოვდა ჩემი ლოგინის თავზე; მერე ფლეიტა და კლარნეტიც გამოძვრნენ, გამლღ- ვალი სპილენძის სქელ ფაფაში დასრიალებდნენ პლატინისაგან გამოჭედილი გველებივით, მე კი ანაორთქლში დავცურავდი თითქოს, საკუთარ სხეულს მოწყვეტილი, და ვხედავდი იმას, რასაც ვერც ერთი სინტემესკით გამოძახებული ღმერთი ვერ მიჩვენებდა _ უამრავი კაცი და ქალი, სულ სხვადასხვა ხნის, აქეთ-იქით მიყრილ-მოყრილები გაჰკიოდნენ და შველას მთხოვდნენ, მე კიდე გი- ჟივით ვიცინოდი და შიპებიანი ფეხსაცმელებით დავალაჯებდი სახიდან სახეზე და ნელა-ნელა, ხტუნვა-ხტუნვით მივდიოდი იქ, სადაც კედელზე გაკრული კაბაშემოფლეთილი გოგოები ჭყიოდნენ და რომ მივადექი სათითაოდ, სწორედ ამ დროს ავ- არდა ფინალის ტუტტი და მაშინ გავასხი, უცაბედად გავთავისუფლდი, საკუთარ სხეულს დავუბრუნდი და დისკიც სწორედ ამ დროს ჩათავდა.
მერე მოცარტის `იუპიტერი~ დავდე და ახლა სხვა სურათები და სახეები დამიდგა თვალწინ, მაგრამ ვიცოდი, მერე მომინდებოდა რაღაც ძალიან ძველი, ძლიერი და მკვეთრი, წაწყობილი ხმებით, და ბოლოსთვის მოვიტოვე ის ერთი _ `ბრანდ- ერბურგული კონცერტების~ ალბომიდან, იქ სულ საშუალო და დაბალ რეგისტრებში მირეკავენ სიმებიანები. ვუსმენდი და რატომღაც გამახსენდა, გადაფხრეწილ თავფურცელზე რომ ეწერა იმ ჩემის მწერალს იმ თავის სამყოფელში თუ სამყუდროში
_ მექანიკური ფორთოხალი. ვუსმენდი ბებერ გერმანელ მაისტერ ბიურგერს და თითქოს
ახლა ვხვდებოდი, რისი თქმაც უნდოდა ამით და ისევ მომინდა იქ მიბრუნება, ოღონდ ახლა სულ მარტო და ყველაფრის თავიდან დატრიალება, ოღონდ ახლა უფრო გემოზე და აუჩქარებლად...
4.
მეორე დღეს, სადღაც საათის რვაზე კი გა- მომეღვიძა, მაგრამ ისე ვიყავი დაბამბურებული, თავიც ვერ ავწიე ბალიშიდან და, მეთქი, ერთი-ორი საათი კიდე წავუძინებ და მერე ავდგები წყნარად, აქაფებულ ვანაში ვიჭყუმპალავებ, მშვიდად და წესიერად, ნება-ნება ჩავიცვამ, საუზმესაც ჩემ ჭკუაზე მოვიმზადებ და გაზეთსაც გადავხედავ; თუ სურვილი გამიჩნდა, იქნებ სკოლაშიც გავიარო _ ვნახო ერთი, რა ყრია სწავლაში. მესმოდა, კედლის იქით რას ფართიფურთობდა მამაჩემი, სამსახურში მიეჩქარებოდა. საწყალს, მგონი, მართ- ლა ჯერა, რო უიმისოდ საქმე არ გაკეთდება. მერე კარიც გაიჯახუნა და უკვე ვიცოდი, ახლა დედო დამიკაკუნებდა ფრთხილად და შემომძახებდა:
`მეცხრე საათი დაიწყო, შვილო, ისევ არ და- გაგვიანდეს~. ხოდა, სანამ ხმას ამოიღებდა, თვი- თონ გავძახე: რაღაც თავი მტკივასავით და ცოტა ძილს გავიგრძელებ-მეთქი. კარს უკან ამოიოხრეს თითქოს და შემეშვნენ. ასე ჯობია. ახლა დედოც გაბაკუნდება _ საყოველთაო კანონით ყველა ზრ- დასრული, ვინც კი ავად არაა ან ჩვილი არა ჰყ- ავს მოსავლელი, დროზე უნდა გამოცხადდეს სამ- სახურში. ის კიდე რომელიღაც დიდ მაღაზიაში მუშაობდა და კონსერვებს და პაკეტის ჩაის თუ რაღაც ამისთანა საზიზღრობებს ყიდდა დილიდან საღამომდე. გავიგონე, სამზარეულოში რომ საქმი- ანობდა რაღაცას და მერე დერეფანში გავიდა, პალტო ჩამოიღო ალბათ და მაინც ვერ მოითმინა, კიდე შემეხმიანა წასვლის წინ: `შვილო, მივდივარ და საუზმე გაზზე შემოგიდგი, შეათბე~. მაგრამ მე უკვე გაღმა გავდიოდი საძილეთში და ხმა აღარ გამიღია.
მერე კიდე ისეთი რამე მეზმანა, რო მცოდნოდა, თვალსაც არ მოვხუჭავდი, ძმებო: ჯერ იყო და ჯორჯი-ბიჭი დამეჩითა, ძაან დაბერებული და გამკაცრებული, სულ დისციპლინასა და კანონმორჩილებაზე ლაპარაკობდა, მერე ისიც დაამატა: ვინც სიტყვას შემომიბრუნებს, კარგი დღე არ დაადგებაო; მე კიდე ვიღაც სხვა ბიჭებთან ერთად მწკრივში ვიდ- ექი ვითომ და ყველანი სულ ერთსა და იმავეს გავიძ- ახოდით: `დიახ სერ~, _ `არა, სერ!~ და ბოლოს კაი სალდათებივით ვესალმებოდით ყველანი. კარგად რო დავაკვირდი, მხრებზე პაგონები დავუნახე, ზედ რა- ღაც ვარსკვლავებით და, საერთოდაც, ისე იქცეოდა, თითქო მართლა დიდი რამ ჩინი იყო. მერე კიდე ჩვე- ნი ბნელო გამოეჭიმა წინ, ჯაჭვის ქნევით მიესალ- მა და მე რო მკიდა თვალი, ლამის იქვე ჩაიხრჩო სიცილით. ჯორჯი-ბიჭმაც თითქოს ახლაღა დამი- ნახაო, წარბები მოქუშა, თითი ჩემკენ გამოიშვირა და _ `ეს კაცი რატოა უფორმოდო?~ _ იკითხა. ამის გაგონებაზე კინაღამ ჩემი დამემართა, არ მც- ემოთ, ძმებო-მეთქი, მოვრთე ყვირილი და დავგაზე, მაგრამ ბნელო გამომენთო უკან, ჯაჭვს იქნევდა და ყოველ მორტყმაზე თითქო დენი მივლიდა ტანში და ელექტროზარის ბზუილი ისმოდა საიდანღაც.
ფეთიანივით წამოვხტი, გულს სულ ბაგაბუგი გაუდიოდა, ამ დროს კიდე კარზე მართლა რეკდა ზარი და მიხმობდა გაუთავებლად. ჯერ ვიფიქრე, არ გავალ, ვითომც სულ არა ვარ-მეთქი სახლში, მაგრამ ეს ბზზზზ აღარ გათავდა და ბოლოს ხმაც გავიგონე: `ალეკს, მორჩი მაგ დამალობანას, ვიცი სახლში ხარ!~
იმწამსვე მივხვდი, ვინც იქნებოდა _ გამასწორე- ბელი სკოლიდან გადმოყვანილთა ზედამხედველი, ვინმე პლატონ დელტოიდი (იმ ბებერ უილის კიდე რო კითხო _ რაა სახელიო...) _ და რაღა მექნა, მაგას ეგრე ადვილად რას მოიცილებდი თავიდან, კიბო იყო ნამდვილი და არიქა, იქნება გადაგვიწვათ ეგ ზარი-მეთქი, _ მივაძახე, თან ვითომ ძაან ნატანჯი ხმით. მერე კარადა გამოვაღე, ჩემი დრაკონები- ანი კიმონო შემოვიცვი, ფეხები ბეწვიან ფაჩუჩებში ვტუცე, ქოჩორ-ბუჩქიც ჩამოვიფარცხე ცოტა და, ჩემი ღრმა რწმენით, საკმარისად გავემზადე უფ. პ. დელტოიდის დასახვედრად.
კარი გავუღე და ისიც შემობლაყუნდა: ჩია, გალეული, განუყრელი ძველი შლაპით თავზე და თვალები სულ აქეთ-იქით გაურბოდა, ქუჩის ბაცა- ნასავით.
`მაშ, ალეკს ჩემო~, _ მეუბნება _ `ეს წუ- თია დედაშენს ველაპარაკე, ნამდვილად. მითხრა, თითქოს სადღაც რაღაც წამოგტკივდა თურმე და ვერც სკოლაში ვეღარ წასულხარ.~
`აუტანლად მტკივა თავი, სერ, ნამდვილად~,
_ ვეუბნები იმ ჩემი დაყენებული ხმით, _ `დღის მეორე ნახევრამდე თუ არ გამიარა, ექიმს გამოვ- იძახებ.~
`რას ამბობ, ჩემი ბიჭი, როგორმე საღამომდე მოითმინე და მერე თავისით გაგივლის, ნამდვილად. ღამის პირს თავი სულ სხვანაირად გიწყებს ხოლმე მუშაობას, ეგრე არაა? დაჯე, რას უდგეხარ~, _ ისე მეუბნება ეს ჩემისა, თითქოს მე ვიყო მისული მასთან სტუმრად. თვითონ კიდე მამაჩემის საყვარელ კრესლოში გამოიჭიმა და მოჰყვა თავის კან- ტურს. თან თვალს არ მაცილებს.
`ჭიქა ჩაის ხომ არ ისურვებდით, სერ?~
`სადაა დრო...~ _ მეუბნება თავის კანტურით
_ `ჩაის დასალევად მცალია?~ _ თან ფეხს ფეხზე იდებს და ზის ასე ფეხიფეხგადადებული, თავკან- ტურა და დრონაკლული. მაგას თუ ვუყურე, კაი დახლი დამიდგება. ნამდვილად.
`რას მივაწერო თქვენი მოულოდნელი ვიზიტი, სერ? მოხდა რამე?~
`რა უნდა მომხდარიყო?~ _ უცებ მოისხიპა ღიმილი და გამომხედა ეჭვიანად, მერე მზერა გაშლილ გაზეთზე გადაიტანა, იქ კიდე ერთი შხვართის ფოტო იყო, რაც ეცვა, უფრო უჩენდა, ვი- დრე უფარავდა რამეს და ქვეშ წარწერა _ ვიღაცა მთელი გრძნობით გეპატიჟებოდათ ადრიატიკის მზიან სანაპიროზე. ბნ-მა დელტოიდმა დიდრონი ნერწყვი გადაყლაპა, ერთხელ კიდე დაალივერა რეკლამა და თითქო გამოერკვაო, ახლა აქეთ შე- მომიტია: `მოხდა, არ მოხდა _ ეგ შენზე უკეთ ვინ უნდა იცოდეს, ალეკს ჩემო, და თუკი მართლა მოხდა რამე, გიჯობს დროზე გამანდო. ხომ იცი, რომ ჩავარდე, ჩემ მეტი ხელის შემშველებელი კაცი არ გეყოლება და, ვაითუ, იმისთანა ალაგას ჩაგაყუდონ, გამასწორებელი სკოლა სანატრელ მოგონებად დაგრჩეს... მეც კიდევ თავზე არავინ გადამისვამს ხელს და საკუთარი თავი თუ არ გე- ბრალება, მე შემიცოდე, ორიოდე დღის სიცოცხლე დამრჩენია და ისიც შენისთანებზე ზრუნვას უნდა შევალიო!~
`რას ბრძანებთ~, _ ვეუბნები, _ `სანიმუ- შოდ ვიქცევი, მოწმედაც კი არავის გამოვუძახივარ პოლიციაში.~
`შეეშვი მასეთ ლაპარაკს, ალეკს ჩემო~, _ მეუბნება ბ-ნი დელტოიდი, _ `რომ გამოგიძახე- ბენ, მერე გვიან იქნება, თუ ვერაფერზე წაგასწრეს, ეს კიდე არ ნიშნავს, რომ არც არაფერი ჩაგიდენია
_ ასე არაა, ჩემი ბიჭი? აგე, გუშინ ღამით დიდი დაკადაკა ყოფილა უბანში, დანების ტრიალითა და ჯაჭვების ქნევით. ვიღაცა სქელ-სქელი ყმაწვილის მეგობარი კიდე საავადმყოფოში მოხვდა, რაღაც უცნაური იარაღით დასერილი. შენი სახელი უხ- სენებია. ნამდვილად. ზოგიერთი შენი ძმაკაციც, გვარებს არ დავასახელებ, საქმეში გადიოდა თურმე.
ასე ამბობენ. ხმები დადის. არა, თავს არავინ დებს და პირზე არავინ დაგადგება, მაგრამ ერთხელ თუ იეჭვეს... მე კი, ღმერთმანი, ერთადერთი ვარ ეტყო- ბა ამ მძიმე სენით დაავადებულ საზოგადოებაში, ვინც მართლა მოწადინებულია, გზაზე დაგაყენოს როგორმე.~
`ამას არასოდეს დაგივიწყებთ, სერ~, _ ვეუბ- ნები, _ `ნამდვილად~. `კი, როგორ არა _ მაგის იმედით მიდგას სული.~ _ ჩაიცინა პ. დელტოიდმა და მერე უცებ მართლა სერიოზულად, რაღაცა სევდიანადაც კი ჩამეკითხა
_ `არა, მაინც რა უბე- დურება გჭირთ ასეთი, არ მეტყვი? თითქმის საუ- კუნეა, ამ პრობლემას ვსწავლობთ და მისხალიც ვერ გაგვირკვევია ვერაფერი. აგერ შენ თვითონ რა გაკლია: საკუთარი ოთახი, სანიმუშო, მოსიყვარ- ულე მშობლები, არც ჭკუა-გონებაზე ხარ მწყ- რალად და არც შესახედაობით დაგჩაგრა ღმერთმა
_ რა ეშმაკი შეგიჯდება ხოლმე?~
`ღმერთმანი, სერ, არც ვიცი, რა ვიფიქრო _დავაშავე რამე?~
`მეც მანდა ვარ _ ჩვენი ანგარიშით, სწორედ ახლა დაგიდგება ყველაზე სახიფათო პერიოდი და ამიტომაც გმოძღვრავ, შვილო ალეკს, ფრთხილად იყავი, ცდუნებას არ აჰყვე და რამე ცუდ ამბავში
არ გაეხვიო ოთხივე თათით. ნათლად და გასაგებად ვლაპარაკობ?~
`უღრუბლო ცასავით ნათლად და გამრავლების ტაბულასავით გასაგებად, სერ! და, საერთოდ, სერ
_ ჩემი იმედი გქონდეთ, სწორ გზას ვადგავარ, ნამ- დვილად!~ _ ვთქვი და გამარჯვებული სკაუტივით გავუღიმე _ გულღიად და გულუბრყვილოდ.
ბოლო-ბოლო გავისტუმრე ეგ სკოლის ვირთხა, მაგრამ მერე, ნაღდ ჩეფირს რომ ვიკეთებდი ჩემთ- ვის, გულში გამკენწლა უფ. პ. დელტოიდის მოთქ- მამ _ ასე და ისე ვწუხვართ და ვშიშობთო. არა, იმას კი არ ვამბობ, თითქოს მართლა თავი შემა- ცოდა მაგ ბრიყვმა _ კარგია თუ ცუდი, მაინც ჩემი საქმეა მთელი ეს ცემა-ტყეპა, ბრიტვის ტრიალი და ჩახდა-წამოცმები და თუ ჩავვარდი და ჩამა- ყუდეს, სხვა კაცი არ იქნება ამაში დამნაშავე. მერე კიდე მეც გამოვალ სიტყვაში და სწორედ ასე მოვახსენებ საკუთარ თავს: `მკაცრი და სამართლიანია ეს განაჩენი, ბატონო ჩემო, და შევეცდები კიდეც, მეტ-ნაკლებად ჭკუა ვისწავლო; ხოლო როცა ისევ თავისუფალი ვიქნები, მთელი ჩემი დარჩენილი სიცოცხლე, სანამ ვისიმე დანა მომიღებდეს ბო- ლოს ბნელ ქუჩაში ანდა ტრასაზე ამოტრიალე- ბულ მანქანაში მიპოვიდნენ დაძვალრბილებულს, იმაზე ვიფიქრებ, როდისმე კიდევ არ ჩავუვარდე ამათ ხელში!~ აბა თავში მუშტების ცემას ხომ არ მოვყვები და ძახილს _ მივხვდი, რა ცუდი ბიჭიც ვყოფილვარ და აწი მე ვიცი, გამოვსწორდები კი არა, მთლად თითით საჩვენებელი გავხდები-მეთქი?! მთელი ეს ტვინის ჭყლეტა და ლაყაფი რაღაც
`სოციალურ ფესვებზე~ და `ბოროტების გამომ- წვევ მიზეზებზე~ კიდე შაყირადაც არა ღირს. ჯერ სიკეთის გამომწვევი მიზეზისათვის ვერ მიუგნიათ და უცბად ბოროტების სათავეებს არ დაუწყეს ძე- ბნა? ვითომდა რაო, თუ ვინმეს სიამოვნებს და ძაან დობრი რამეს აკეთებს, ღმერთმა ხელი მოუმართოს _ ვუშლი რამეს? იყოს და ისიამოვნოს, მეტი დარდი არა მაქ, ფეხს თუ წაიტეხავს სადმე და მე თუ სწორედ ამის საპირისპირო ამბავი მისწორებს, მე რაღაზე უნდა მიჩმახებდნენ საქმეს? იმიტო ხო არა, რომ ბოროტი მხოლოდ პიროვნება შეიძლება იყოს და ეს თვისებაც ბრიყვული გულმოდგინებით კი არა აქ გამომუშავებული _ ღმერთმა მისცა. ჩმორი კიდე ბოროტების გაგებაში არაა, სიბრიყვე შეიძლება ჩაიდინოს და ნერვები დაგათხლიშოს, თორემ ისე რა _ ბოროტების თავი სადა აქ და მთავრობა იქნება თუ სასამართლო, თუ სკოლა _ ყველა პიროვნების წინააღმდეგია და მხოლოდ ამი- ტომ იქაჩებიან თავისი ჭკუით ვითომ ბოროტების წინ აღსადგომად. განა მთელი ეს დიდი ამბები იმი- ტომაც არ ხდებოდა ქვეყანაზე, რომ პატარ-პატარა პიროვნებები ყოველთვის ებრძოდნენ ამ დიდ-დიდ გველ-ვეშაპებს? მართლა, გეკითხებით, ძმებო, _ არ ვღადაობ... ოღონდ თუ მე რამე ისეთს ჩავდივარ, რაც ამათ არ მოსწონთ, ამას არც ჯიბრზე ვშვები და არც გველეშაპებთან მებრძოლი მგონია თავი _ ასე მევასება, მორჩა და გათავდა.
მერე ამაზე გამეცინა და ჩაის რო ვსვამდი, მა- შინაც სულ მეცინებოდა და მარტო ჩემს ფიქრებზე კი არა, აგერ გაზეთშიც იგივე წერია: დაბიდუბი
_ აქ, ძალადობა _ იქ, ბანკის გაძარცვა თუ ვი- ღაც ფეხბურთელების მუქარა _ თუ ხელფასს არ მოგვიმატებენ, სულაც არ გავალთ მოედანზე ამ შაბათსო. ესენიც ძაან ცუდი ბიჭები უნდა იყვნენ, ნამდვილად. მერე კიდე ათასი სისულელე, ვის რა იდეები არ აწუხებს, ღმერთმანი, და ერთი დიდი სტატია თანამედროვე ახალგაზრდობის პრობ- ლემებზე. მისი დამწერიც კაი დიდი ჭკუის კოლო- ფი უნდა იყოს: მშობლების უყურადღებობაო, სკოლაში ნამდვილი აღმზრდელების ნაკლებობაო, სახელმძღვანელოებში ცარიელი სიტყვების რახა- რუხიაო და მოსწავლეები კიდე მასწავლებლებს თავზე ასხედანო. სიცილისაგან კინაღამ ყლუპი გადამცდა ყელში. რამდენი გაზეთს ხელში ავიღებ, სულ რაღაცას ვნახულობ ხოლმე, ეგენი რო `თანამედროვე ახალგაზრდობას~ ეძახიან, იმაზე. სულ ერთსა და იმავეს ქაქანებენ და სულ ისე, თითქოს რაღაც ახალს აღმოაჩენენ ხოლმე. მარტო ერთი მომეწონა _ ვიღაცა მღვდლის დაწერილი იყო, ფო- ტოზე საყელო ბულდოგივით ქონდა წაყრონჭილი და ამტკიცებდა, სულ ეშმას ოინებია, უმანკო სუ- ლებს ეპატრონება და ამაზე ყველამ უნდა ვაგოთ პასუხი, ჩვენ კიდე ბომბებს ვაკეთებთ და ჯარს ვამ- რავლებთ და პოლიტიკურ დისკუსიებში ვფლან- გავთ დროსო. მოკლედ, კაი ბალამუტა ვინმე იყო, ღვთისკაცი. ხოდა, ჩვენც აწი რაღა მოგვეკითხება- მეთქი, _ ვიფიქრე, _ პატარა უმანკო პიროვნულ სულებს. მამაზეციერს მოჰკითხეთ, ეშმასათვის რომ ვერ მოუვლია და კიდე მღვდლებს და აღმზ- რდელებს და პოლიტიკოსებს. დიახ, დიახ, დიახ. უფშტვენენ, ნამდვილად.
საუზმესაც მოვრჩი, ჩემი ჭიქა და თეფშიც გავრ- ეცხე _ დედოს ჭუჭყუნის თავი არ მქონდა, კბილე- ბიც გამოვიხეხე და კარადაში ტანსაცმელს დავუწყე ჩითვა. რადიო კლოდიუს ბერდმენის მშვენიერ პაწია კვარტეტს გადმოსცემდა სიმებიანისთვის და ახლა ის სტატია გამახსენდა, პატარა ჭკუის რამდენიმე დიდი კოლოფი ერთად რო ქადაგებდა ხელოვნების `ცხოველმყოფელ~ გავლენაზე (არა, ამისთანა სიტყვის მოფიქრება არ გინდა?) და ირ- წმუნებოდნენ, დიად მუსიკას და მაღალ პოეზიას ადრეულ ასაკშივე და შესაფერისი ფორმებით თუ მივაწვდით, მთელი ჩვენი ახალგაზრდობა უკეთესო- ბისკენ იზამს პირსო. ღმერთმანი, ზოგს მართლა
პირი უნდა აქნევინო ერთ მხარეს. ჩემდათავად, როცა მართლა ნაღდ მუსიკას ვუსმენ და თან ნაღდ- ში ვუსმენ, ვითიშები და თითქოს ეკლები მასხამს და, მართლა, ღმერთად ვიქცევი თითქოს, განკითხ- ვის დღეს ვმართავ და, ელვა-ქუხილში ჩამჯდარი, ჩემს ქვემოთ გართხმულ დედიშობილა ქალებს და კაცებს ვურახუნებ ხოლმე. აბა რა უნდა მომელან- დოს _ გამხმარი ყვავილები?..
დღის ჩასაცმელში ასარჩევი ბევრი არაფერი მქონდა: მოხარშული ჯინსები, თხლად ნაქსოვი თეთრი სვიტრი და ზედ დიდი შავი ლათინური A (ეს ვითომ ჩემი სახელის გამო შემირჩიეს მშო- ბლებმა საჩუქრად, და ამაზეც დიდი მადლობელი, თორემ ზოგს იმდენი და ისეთები აწერია, სანამ წაიკითხავდე, თავი აგტკივდება). დღე სულ სხვა ამბავია, ძმებო, _ ღამე ჩემი და ჩემისთანებისაა, აბა რომელი ჭკუათამყოფელი ოჯახის კაცი გამოყოფს ცხვირს გარეთ, ძაან თუ არ დაადგა ყელზე ოჯახი და ტელევიზორი; დღე კი ვინ აღარ დატან- ცაობს ქუჩაში და პოლიციაც მეტია და კარგადაც გთირავენ, ასე მგონია. ყოველ შემთხვევაში, ჯობია, ნორმალურად გეცვას და თვალშიც არავის ეჩხირე- ბოდე, ნამდვილად. ასე იტყოდა დელტოიდი.
მოკლედ, გამოვიპრანჭე და სტვენა-სტვენით გამოვედი ქუჩაში. კაი მზიანი დღე იდგა და ვისაც არ ეზარებოდა _ მოხუცი თუ უსაქმური _ ყველა გარეთ გამოლაგებულიყო. მე კიდე ჩემი გზა და მიზანი მქონდა: დისკების ერთი პატარა მაღაზია ცენტრის ახლო, როგორც ყოველთვის, ძაან ორიგ- ინალური სახელწოდებით _ მელოდია. თითქო დიდი არაფერი დირკა იყო, ხალხიც არ ეტანებოდა მაგრამ ბებერ ძვალტყავა არმენს (რაღაც აღმოსავ- ლური გვარი ქონდა, ვერაფრით დავიმახსოვრე) თავისი კლიენტები ჰყავდა. მეც სულ მაგასთან დავ- დიოდი და კარგა ხნის წინ დამპირდა ბეთჰოვენის მეცხრეს _ `დიდოსტატების~ სერიით გამოვიდა მუხაიროვიჩის დირიჟორობით, `მეტროპოლიტ- ენის~ სახელმწიფო ორკესტრთან ერთად.
შემომხედა და თავი დამიქნია, არისო. მერე ნაღდი მაესტროს ჟესტით მანიშნა, შეიცადეო და საწყობში დურთა თავი. პოპ-დისკების სტელაჟებთან ორი წიწკვი ტრიალებდა, ცამეტი-თოთხმეტი წლისა იქნებოდნენ, ეტყობა, ჩემსავით დასვენების დღე მოიწყვეს დილიდან. დიდი ქალებივით იქ- ცეოდნენ თავიანთი ჭკუით: ტუჩები დაეღებათ, ფრ- ჩხილებზე შავი მანიკიური წაესვათ და ძაან მინაზე- ბულ ხმებში პუტუნებდნენ. დამინახეს და სტოიკაც მაგარი დაიყენეს _ ცალი ფეხი მეორის უკან მიდგ- მული და მხოლოდ თავები მოატრიალეს მართლა ბეღურა ჩიტებივით _ ტანის შერხევა მაგათში ია- ვნად გოიმობად ითვლებოდა. ერთი კიდე ვითომ ძაან განაწყენებულ-ამგდები სახით მეუბნება, მხ- არი ცხვირამდე აეწია, ხელიც _ განზე, სახსარში ამოვარდნილივით. ფრთამოტეხილი ჩიტუნა.
`თქვენ რა, ლიჩნად ცალკე გემსახურებიან, დიდი ბიჭი? ყველგან ასე განავალი ხართ? არა, მაინც რა მოტეხეთ ქვეშიდან, იქნებ ჩვენც გვინდაა?~ მეორე კიდე იქით ფრუტუნებს. დიდი მაზალო რამეები იყვნენ, ღმერთმანი.და უცებ მხია თავში. ღმერთმანი, მანამდე აზრა- დაც არ მომსვლია, არადა რა იყო ამაში შეუძლებელი, დროზე უნდა მეფიქრა! ძაან მამაშვილურად გავუღიმე და თითქო დიდი ინტერესი მქონდა, ისე ვკითხე: `თქვენ რაღა შეგიძენიათ, გოგონებო, და როგორ აპირებთ კაიფის დაჭერას _ თქვენს პაწია სათამაშო სტერეოებზე გაუშვებთ?~ ამაზე ტუჩები აიბზუეს, მაგრამ მე აღარ დავაცადე და ვეუბნები:
`დაუჯერეთ ბიძიას, კარგ მუსიკას კარგი მოსმენაც უნდა. ჩემთან ავიდეთ, გეპატიჟებით, ასე ვთქვათ~,
_ ვუთხარი და დიდის ამბით დავუკარი თავი, თან ჩემი ახალგამოხეხილი კბილებიც შევანათე.
ჯერ ისეთი ფხუკუნი ატეხეს, მერე _ ასეო და ისეო, ასე პირდაპირ უცნობ კაცთან სახლში რა გვინდაო, თუ დაპატიჟებაა, ჯერ სადმე გავიარო- თო; იქნებ ჩინურ რესტორანშიო ან სულაც რაღაც ახალი რომ გახსნეს წყალზე, ვარიეტეთიო; ერთი ვეღარ მოვაბით თავი იქ მისვლასო... მოკლედ, მართლა გამოსული ქალებივით არ დაიფასეს თავი? რასაკვირველია-მეთქი, როგორც ინებებთ, მაგრამ თუ ბიძია ალეკსს დაუჯერებთ, არ წააგებთ
_ ვეუბნები, ხოდა ბებერ არმენს თვალი ჩავუ- კარი, მერე გავსწორდებით-მეთქი, ლამაზად შეფუ- თული ჩემი `მეცხრე~ იღლიაში ამოვიჩარე და ასე ალალად ნაშოვნი ქალები ბატებივით წავისხი წინ.
იქვე, ახლოში, ერთი ჩაშვებული რესტორან- ჩიკი მეგულებოდა, ზუსტად საამათო, ვითომც ძაან ეგზოტიკაში გადავარდნილი (ჩემი ფეხები! ეგზოტიკა კი არა, ეკლექტიკა იყო ცარიელი) და სანთლების შუქზე სულ თეძოების რხევით გემ- სახურებოდნენ ცოტა კი შებერებული, ოღონდ თავიანთ ამბავში ძალიანაც გაგებული ოფიციანტ- კები. მივედით და რაც კი რამ ნამცხვრები ჰქონ- დათ, ერთიც არ დატოვეს გაუსინჯავი, ორ-ორი პორცია ნაყინი და თითო ჭიქა კრემ-სოდაც ზედ დააყოლეს და, მათი შემყურე, ლამის იყო ცუდად მე გავხდი. მაგრა ჰგავდნენ ერთმანეთს, ერთნაირი აზრები ჰქონდათ და სულ ერთნაირად უაზროები იყვნენ. გაუჩერებლად კი კაკანებდნენ. წიწილები. არა უშავს, მალე ვარიკებად ვაქცევდი. სკოლაში გაცდენილ სააათებს დღეს ალეკსმასწი აუნაზღა- ურებდათ და იცოცხლე, კარგი გაკვეთილიც იქნებოდა _ არავითარი სწავლა, პირდაპირ განათლე- ბაზე გადავიდოდი.
იქიდან რომ გამოვედით, საზოგადოებრივ ტრანსპორტს როგორ იკადრებდნენ ქალბატონები და მანქანა დავიჭირე. მთელი გზა ფხუკუნებდნენ, სულ რაღაცას ეჩურჩულებოდნენ ერთმანეთს და ჩემთან რომ ავედით, უკვე პირი უშრებოდათ საცო- დავებს, ხოდა ჩაკეტილი უჯრიდან ჩემი ხელშეუხე- ბელი მარაგი ვისკი დავაძრე, ცოტა ჩხვლეტია რაღაცებიც ვდურთე შიგ, მერე სოდის წყალიც და- ვუმატე გემოს გასაქრობად და ისე მივართვი ძაან სვეტსკად იატაკზე ფეხმორთხმით მსხდარებს. ხუთ წუთში ეს ფხუკუნი უკვე კისკისში გადაუვიდათ, მერე მუსიკამაც იმოქმედა და სულ მიიბნიდნენ და ძაან ღრმა გრძნობებში გადავარდნენ, ეტყობა. მაგარი დისკები კი იყო, ღმერთმანი _ ძვირფას ჭიქაში რო შამპანურის მაგივრად სიროპი ჩამო- გისხან, ეგეთი ეფექტი ჰქონდა. ჯერ იყო და კვნე- სა-კრუტუნით შემიკლა ვიღაცამ, კაცი იყო თუ ქალი, ვერც გავარჩიე; მერე კიდე ნამდვილად ორი ბიჭის ხმა იყო, ტირიფებს თუ რაღაც მარადმწვანე ნარგავებს მისტიროდნენ, ოღონდ ინტონირებები ჰქონდათ... ნუ იტყვი - რაღაც საშუალო მუეძინის გალობასა და საჭურისების მოთქმას შორის. ბოლომდე ვაჟკაცურად ვითმინე და მერე კი ჩემი ჯერიც მოვიდა: შუა ოთახში დავდექი შიშველი, ცალ ხელში ლუდვიგ ვანის ოლიმპიური თმაგაჩე- ჩილსახიანი თეთრი კონვერტი მეჭირა, მეორეში _ ჩესტზე მდგარი საკუთარი ფალოსი და თვალს ვერ მაცილებდნენ თვალებდაჭყეტილი ქალბატონები და სწორედ ამ დროს ჩაირთო `მეცხრის~ ის გი- ჟური ფინალი: ჯერ ბანები ამოვიდნენ თითქოს იატაკიდან და ორკესტრიც ზედ მიჰყვა, მერე ბარი- ტონი გვიქადაგებდა _ განიხარეთო და წასაკუზად მოუწოდებდა მილიონებს და სწორედ მაშინ გამიწყდა მოთმინების ძაფი და გინდათ, გითხრათ რა იყო მერე? ვერ გეტყვით. ძმებო, _ თვითონ უნდა ჩახვდეთ დიდი ლუდვიგის და დიდრონი ალეკსის ამ ზღაპარი კოოპერაციის გემოს. ოღონდ ვარიკები რაღაც თიშებივით იყვნენ და, მგონი, მთ- ლად ბოლომდე აზრზე ვერც მოდიოდნენ, რა და როგორ ხდებოდა ყველაფერი, ხოდა მერე, მეორეჯერაც რომ ჩათავდა ფინალი მთელი თავისი გრიალითა და განხარებებით, გამეორება სწავლის დედააო, სულ მაგას მიჩიჩინებდნენ სკოლაში _ ცოტა გამოერკვნენ და ატეხეს ერთი ვიშვიში და წუწკუნი და სულ უსინდისო, ველური და მხეცი მიძახეს და მემუქრებოდნენ, პოლიციაში დავფქ- ვავთ ყველაფერს, ნახავ, თუ არაო. მე კიდე ლოგ- ინზე გარდიგარდმო ვიყავი გაშხლართული და მაგრა მემთქნარებოდა, თან ერთი სული მქონდა, როდის მოხიკავდნენ თავის ჩვრებს და გაიკრიფე- ბოდნენ ეგ ჩემის სპეცკლასდამთავრებულები და განვიბანებოდი ცხელი შხაპის ქვეშ, მაგრამ აღარ დამცალდა _ უცებ ძილისკენ წავედი რაღაც ძაან, ძაან გახარებული.
5.
კარგა მაგრა კი გავთიშულვარ ეტყობა _ სრული რვის ნახევარი იყო, თვალები რო მოვიფშვნიტე და გავიგონე კედლის იქით, სამზარეულოში, რაღაცას პუტუნებდნენ ბებრები _ ნამსახურები და ვალ- მოხდილნი დღის ბოლოს დაბრუნებოდნენ თავიანთ ბუდეს და ახლა საკუთარი ოფლით მოპოვებულ ალალ ლუკმას შეექცეოდნენ. საწყლები. ხალათი მოვიცვი ზრდილობის გულისთვის და ოჯახის ერთადერთი სიხარულის სიფათით დავადექი თავზე.
_ აქა მშვიდობა! გაამოთ, გაამოთ... დე, მე არა- ფერს მაჭმევ? გემოზე გამოვიძინე, თავიც აღარ მტკივა და ამ საღამოს პატარა საქმე მაქ ცენტრში, შემაგვიანდება. სიმართლე გითხრათ, კი ვიცოდი, დედაჩემი რა მზარეულიც იყო, მაგრამ პატარა მაინც ხო უნდა ასიამოვნო მშობელს, ისევ ზრდილობის ამბა- ვია. მერე სააბაზანოში გავტანცავდი, ნამრუშალი ჩამოვირეცხე, თმასაც ცოტა სველი სავარცხელი შევაშველე, დავიშმოტკე და სახეგანათებული მივუ- ჯექი მაგიდას. ერთხანობა ჩუმად ვილუკმებოდით, მაგრამ კაცს რო არ მოასვენებს გამჩენი და მამაჩემ- საც სურვილი უჩნდება ხოლმე, გამესაუბროს:
_ ისე კი არ გამიგო, შვილო, თითქოს შენს ამბებში ვერეოდე _ ოღონდ ვიცოდე მაინც, რას საქმიანობ ხოლმე საღამოობით?
_ ხან _ რას, ხან _ რას. რასაც კანტორაში მეტყვიან. ან ავეჯი აქვს ვინმეს გადასატანი, ან ყვავილებია ბინაზე გასაგზავნი... მოკლედ, გაქცევ- გამოქცევაზე ვარ. შენ მაინც რა გადარდებს, არც ჩასაცმელ-დასახურის ფულსა გთხოვ და არც არაფერს. რა გაწუხებს?
_ მაგიტომ არ გეუბნები, უბრალოდ, რაღაც ცუდი წინათგრძნობა მიჩნდება ხანდახან. სიზმრებსაც ვხედავ.
_ რაო-რაო?..
აი ამან კი მაგრა დამაინტრიგა, ღმერთმანი, რა- ღაცა სიზმარი თითქოს მეც ვნახე სწორედ იმ დღეს, მაგრამ რაღაც ძაან, ძაან ბუნდოვნად მახსოვდა... მერე? _ ვეკითხები.
_ ცუდად მენიშნა, მართალს გეუბნები. ქუჩაში იწექი, საშინლად იყავი ნაცემი და გარშემო სულ ის ბიჭები გეხვივნენ, შენი სკოლელები...
_ მართლა? კარგი ერთი, არ დაიჯერო _ როგორმე მოვუვლი თავს, შენ მაგის დარდი არა გქონდეს!
და უცბად გამახსენდა პაგონებიანი ჯორჯი- ბიჭი რო მესიზმრა იმ დილით, მისი ხელქვეითი ბნელო კიდე, გოთვერანი, ჯაჭვით რო მჟვეპავდა; მაგრამ სიზმრები საწინააღმდეგოდ მართლდებაო, გამიგონია.
_ ისეთი უმწეო იყავი, გაქცევაც არ შეგეძლო... ეს კიდე მთლად დაუჯერებელი იყო, იასნი ამბავია და გუნებაში გამეცინა კიდეც, მერე ფული
ამოვხიკე ჯიბიდან, მაგიდაზე დავდე და ვეუბნები:
_ მამ, აი ეს, რაც გუშინ წავიმუშავე _ ბევრი კი არაფერი, მაგრამ ერთ გასვლაზე მაინც გეყოფათ სადმე... ბოლოს როდის იყო, შენ და დედო კინოში რო წახვედით ერთად?
_ ეეჰ, სად უნდა წავიდეთ, აღარც თავი გვაქვს და შენი მტერი გავიდა ღამღამობით კარში. ათასი უბედურება ხდება. მაინც მადლობელი ვარ, ერთ ბოთლ წითელ ღვინოს მოვიტან და აქვე გამოვწრუპავთ, ტელევიზორთან.
თქვა და ეს მრუდე გზით ნაშოვნი ხელის ჭუჭყი
ჯიბეში იკრა. დედო კიდე ამ დროს თეფშებს რე- ცხავდა, არც გაუგონია, კიდე კარგი. ასე სიყვარ- ულსა და გაგებაში დავშორდით იმ საღამოს ერთმანეთს.
კიბეებზე ჩავთრიხინდი და ძაან გამიკვირდა, მთელი კოდლა რო იქ დამხვდა _ კედელთან იდგნენ და ინდუსტრიალიზაციის შიშლიკანა მქა- დაგებლებს ბნელო თავის კომენტარებს ურთავდა დიდზე-დიდი წითელი ფლომასტერით.
`რძის ბარში ვისხედით~, _ ჯორჯი მეუბნება,
_ `და რო არ მოხვედი, ვიფიქრეთ, იქნება, გატეხილშია იმ ამბის გამოთქო და მოგაკითხეთ.~
`დიდ ბოდიშობანას მოგიხდით~, _ ვეუბნები ფრთხილად, _ `დილას თავი გასკდომაზე მქონდა და ცოტა კიდე წავუძინე. ჩვენები კი გავაფრთხილე, მერე გამაღვიძეთ-მეთქი, მაგრამ მაგათ იმედზე...~
`ცუდი ამბავია~, _ თავი გადააქნია პიტმა, _
`თავს გაფრთხილება უნდა, ჩემო. ყველას მაგივრად რო შენ უნდა იფიქრო, იმის ბრალია ალბათ~, _ თქვა და რაღაც უშნოდ გაიღმიჭა, _ `წამო გარეთ, შუბლი გაიგრილე.~
`დაიცა, ბრატკა~, _ ვეუბნები, _ `ეგ რა მესმის? მწიგნობართა ენაზე მაგას სარკაზმი ჰქვია, ჩვენში იაზვობას ეძახიან თუ მომეყურა? ან იქნებ ინტელექტის დონემ აგიწია და მიმალავ? ბნელოც რაღაცა უცნაურად ჭიკჭიკებდა გუშინ.~ `ბნელოს შევეშვათ~, _ თქვა ისევ ჯორჯი-ბიჭმა, _ `პა- ტარები აღარა ვართ და გვეყო ვეჩნად შენს ჭკუაზე ტოპვა _ იქ რაღაცას დავითრევთ, აქ რაღაცას დავიადებთ... ვერთობით რა, ბავშვებივით. უილი დამრტყმელამ მითხრა, მაგარ ნაკოლს მოგცემთ, თქვენ იქაურობა გამოხვეტეთ და გასაღება ჩემზე იყოსო. თან ხურდაზე კი არაა ლაყაფი, მართლა დიდი მაყუთის ამბავია~.
`აჰ-ა-ა! და როდის აქეთია, ე მაგ უილიამ ძა- ლიან მაგარ დამრტყმელთან რო დაიარებით?~ _ ვეკითხები უცბად.
`ყველას ჩვენ-ჩვენი ცხოვრება გვაქ, ალეკს _
სწორეა?~
`მაინც-მაინც?~ _ ბოლომდე ჩავდიე.
`წინა შაბათს გველაპარაკა მაგ საქმეზე.~
`ჰოო? მერე, ჩემი ძალიან საქმიანი ფულის მშოვნელი ბიჭები, მაგ დიდ მაყუთს რას უპირებთ? უნიტაზებთან დაილაგებთ გამოსახოცად?~ _ ვეკითხები.
`მორჩი რა, ალეკს, რას გვესპორები, შენ თვი- თონ გაწყენს ფული?~
`მაწყენს, ბრატკა, მაწყენს~, _ ვეუბნები, _
`ჯერ სულს ავნებს და მერე _ ხორცს. ბოლოს იქნებ დამირხიოს კიდეც. ზედმეტი არაფერი ვარ- გა, გაგაღორებს. აქამდე გაკლდათ რამე? როცა გვინდოდა, მანქანას ვიადებდით, გემოზეც ვგრი- ალებდით, ჯიბის ფულსაც ვშოულობდით და არც რამე ისეთში არ გავხვეულვართ... ახლა რა ფულიანობაზე ავარდით?~ _ დავეკითხე.
`არ გინდა, ნუ გინდა _ მოვრჩეთ ბაზარს. შენი საქმე შენ იცი, ჩვენ ამ ღამით გავდივართ~, _ თქვა და გატრიალდა ჯორჯი, ძალიან ძველი ბიჭი, უილიამ დარტყმულის პრიამოი ძმაკაცი.
`ეგეც შენ-მეთქი~, _ გავიფიქრე, _ `ამიხდა თუ არა სიზმარი: ეს გენერალივით მბრძანებლობს, ბულდოგისმორდიანი ბნელო კიდე იქით იკრიჭება და იმ თავის ჯაჭვს აჩხარუნებს. ცუდი ამბავია, ძმებო, ძალიან ცუდი. კაცმა ცოტა წინაც უნდა გაიხედო.~
`მაშ ბევრი ითმინეთ და თქვენი ჯერიც დადგა, ასეა? ძალიან კარგი. აწი შენი თქმა და ჩემი _ ას- რულება, ჯორჯი-ბიჭი. გაწყობს? ოღონდ რასაც დასთესო... ხო აზრზე ხარ?~ _ ვეუბნები,
`ჯერ შენს დათესილს უნდა მივხედოთ ალეკს
_ სხვა მერე ვთქვათ!~ _ რაღაც უცებ დაიყეფა ბულდოგა ბნელომ.
`ვიტყვით, ვიტყვით~, _ წყნარად, უვერენად თქვა ჯორჯმა, _ `წამო, ფაქიზო გამოვწველოთ და იქ ვილაპარაკოთ საქმეზე~.
`კარგია, კარგი, ჯორჯი-ბიჭი~, _ ვეუბნები ღიმილით, _ `ჯერჯერობით ყველაფერი ძველე- ბურად მიდის~.
ოღონდაც ყველაფერი ძველებურად ვერ წავი- დოდა, ვარიანტი არ იყო.
ქუჩაში გავედით და უცებ მანქანამ ჩაგვისრი- ალა გვერდზე, ნელა, ფანჯარა ჩაწეული ჰქონდა და რადიოში სავიოლინო კონცერტის ფინალს უს- მენდა ვიღაცა შერეკილი და სწორედ რო ბებერმა ლუდვიგამ ამაგდო ისევ _ უცბად ვიაზრე, აქვე უნდა მომეთავებინა გასაკეთებელი, მერე იქნებ გვიანი ყოფილიყო: მაგათ ავყოლოდი და კისერ- საც წავიტეხდი, არადა მარტო მგელზეც ყველა ნადირობს, ბრიაჟკა კიდე ერთხელ თუ დაიშალა, მერე ვეღარც შეკრავ.
ბრიტვა გავშალე და ჯორჯიც თვალს მადევნებდა ეტყობა, წამსვე დანა იძრო, ფეხიც არ მოუ- ნაცვლებია, ისე დაეყუდა ადგილზე. მით უკეთესი- მეთქი, გავიფიქრე _ ვინც კლდესავით დგას, იმას მეტიც ხვდება. ერთი ბნელომ კი დააპირა გაქაჩვა და წელზე დახვეული ის ჯაჭვიც შეიხსნა, მაგრამ პიტმა არ დაანება, ხელი გამოსდო და ძალად ისე ხმამაღლა ჩაუგდო, ჩემს გასაგონად, _ არ გინ- და, ყველაფერი ჩესტნად მიდის, მერე შენი ჯერიც მოვაო. ხოდა, კარგი სანახავები ვიყავით, ჯორჯი ერთ ადგილს ტკეპნიდა და გამოჭერაზე იყო, დანი- ანი მუჭი გველის თავივით დაუდიოდა აქეთ-იქით, მე კიდე წინ და უკან ვტანცაობდი, მინდოდა, ნახ- ტომზე წამომეგო და როგორმე მაჯაზე დამესვა ბრიტვის პირი. ოღონდ მეტისმეტად კარგად კი ვიცნობდით ერთმანეთს და არავითარი ყვირილი და დუხზე აყვანა აზრადაც არ მოგვსვლია, ჩუმად ვმოძრაობდით, პირზე ღიმილი გვქონდა აკრული და კაცი ყურადღებას არ გვაქცევდა _ ან თამაში ეგონა, ან შარში არ უნდოდა არავის გახვევა.
ბოლო-ბოლო ჩემი კარონი _ ერთი-ორი-სამი გადავთვალე, ბრიტვამაც ორჯერ ფშსიტ-ფშსიტ გაიხმიანა და უცბად მესმის, დანის პირმა გაიწკა- რუნა ასფალტზე. მაჯას კი ვერ მივწვდი, მაგრამ ეტყობა, თითებზე გავდე და ჯორჯი-ბიჭიც იდგა გაოგნებული და წითლად დამანიკურებულ თითებს დაშტერებოდა. მორჩა, ეგ დანის ხელში ამღები აღარ იყო. ახლა მაინც. მისთვის აღარც შემი- ხედავს, ახლა პიტს მივუტრიალდი და წყნარად, ისე, ინტერესით ვეკითხები: ასე ხელჩაკიდებული სანამდე გინდა ატარო ეგ ბუთხუზა, ცხოვრებაში ერთხელ მაინც გაიაროს თავისი ფეხით-მეთქი. ბნელო რო ბნელოა, ასე იავნად ნათქვამი მის თავშიც კი შევიდა როგორღაც და ბუღას რო წითელი დაუფრიალო ცხვირწინ, აი ისე მეცა ეგ ბრიყვის ერთი, მართლა ხარივით ზმუოდა და ჯაჭვს კი გემოზე იქნევდა, ვერაფერს იტყვი, ოღონდ ერთი რაც ჰქონდა ამოჩემებული, იმას ხო ვერ შეცვლ- იდა _ გრძლად ეჭირა და ორი ხელით მოკლეზე ხმარების ვარიანტი არ იყო _ მეც გომბეშოსავით მოვყევი ხტუნვას, მერე ერთი რო ავიცილე, მეორეს აღარც დავლოდებივარ, ვისკუპე და წინა ფეხზე დავუსვი მადიანად. ის მისი შემოტკეცილი შარ- ვალი კარაქივით გაჭრა ბრიტვის პირმა და ხორც- შიც კარგად გაისეირნა და ამან ხო სულ გააცოფა, უკვე აზრდაუტანებლად იქნევდა ჯაჭვს და ახლა უკვე ჩემ სტილში ვიჯექი _ ერთი-ორი-სამი, უკან-გვერდზე-წინ და მერე ხელუკუღმა ქვემოდან ზემოთ, ოღონდ მუხლებშიც უნდა ჩავმჯდარიყავი და თითქო შენელებულ კადრში დავინახე, როგორ სუფთად ჩაეთალა მაჯაზე ხორცი და ისე იბღავლა, მკვდარს წამოაგდებდა, მოქნეულ ჯაჭვსაც ხელი უშვა და, ღმერთმანი, ერთი ოც მეტრზე მაინც გაუშვა ჰაერში კლაკვნა-კლაკვნით, სანამ ფარნის ბოძს არ წამოედო და ზედ არ შემოეხვია მართლა გველივით. მისი შემლოცავი კიდე ცალ ფეხზე დახტოდა და მაჯას ილოკავდა წკმუტუნთ. მეტი არაა ჩემი მტერი, მასე ვერ გაეჩერებინა სისხლდენა. უფრო მოითხვრებოდა ეგ უბედური. ოღონდ ახლა მაგის დარდი არა მქონდა.
`მაშ ასე, ჩემი პიტი-გვრიტი _ ერთი შენღა დამრჩი მგონია~, _ ვეუბნები წყნარად, ნელა, სიტყვებს შორის ამოსუნთქვა მინდა მოვასწრო, არაფერი შემეტყოს. ის კიდე მხრებს იჩეჩს:
`ჩემგან რა გინდა, მე რა _ ვთქვი რამე? გირჩევ- ნია, ბნელოს მიხედო, ვენა ან რამე არტერია არ ჰქონდეს გადაჭრილი და ხელში არ ჩაგვაკვდეს, რამდენი სისხლი სდის...~
ელაპარაკე ახლა ამას. რო დაგჭირდეს, თითს ვერ შეგიხვევს ხეირიანად და ვენებზე და არტერ- იებზე კი ბოდიალობს რაღაცას. `ორჯერ კაცი ჯერ არ მომკვდარა~, _ ვეუბნები, _ `ბნელო კიდე დაბადებიდანვე მკვდარი იყო~. მერე ცხვირსახოცი მაინც გამოვართვი, მაჯის ზემოთ გადავუჭირე და სისხლიც გაუჩერდა და წკმუტუნსაც მორჩა. კარ- გია, ყველა ძაღლი თავის პატრონს უნდა ცნობდეს. აწი არაფერი შეეშლებათ.
მერე `დუკაში~ წავასხი ეს ნაომარი ხალხი, ტუალეტში ჭრილობები შეიხვიეს, ნასისხლარები ჩამოიბანეს და ბარში თითო კონიაკიც ვახუხინე ხასიათზე მოსასვლელად (თავიანთ ხარჯზე, რა თქმა უნდა, მთელი ჩემი ფული ხო მამაჩემს მივეცი). მერე იქვე დავსხედით კუთხეში და რას ვხედავთ, ის ჩვენი ბაბუშკები არ დაგვეჩითნენ ისევ! გვიცნეს და მოჰყვნენ ძველებურად თავების კანტურს და ჩიფჩიფს: `ღმერთმა ხელი მოგიმართოთ, ყმაწვილებო,
_ თქვენზე ენა როგორ მოგვიბრუნდება ვინმეს- თან, იმ უზრდელმა პოლიციელებმა თუ კიდე მოგ- დოთ შარი, ვიტყვით, რომ სულ აქ იყავით, თვალი არ მოგვიცილებია თქვენთვის, ძალიან კეთილი, ზრდილი ყმაწვილები არიან-თქო, სწორედ ასე ვე- ტყვით. ღმერთი შეგეწიოთ.~
ესეც კარგად მენიშნა და, საერთოდ, ამ ცუდად დაწყებულ საღამოს რაღაც კარგი პირი უჩანდა, მგონი, მაშინ მართლა ასე მომეჩვენა და პიტს ვუთხარი, რითიმე ისევ გამასპინძლებოდა ამ ღვთისნიერ მანდილოსნებს. მერე სავარძელში გადავწექი, ჯორ- ჯი-ბიჭს გავუსწორე თვალი და ვითომ ძაან მხია- რულად ვეკითხები: `რაო ჯორჯი ჩემო, აი იმ შენმა კარგმა ძმაკაცმა უილიმ _ რა მინდაო?~
`დაიცა, თუ ძმა ხარ~, _ მეუბნება, _ `ამ ღამით ვისა აქ მაგისი თავი.~ მითხრა და თან ბნელოს გახედა. ის კიდე ზის გაბუსუნებული, ხელფეხდაბინტული და ცხვირში დუდღუნებს რაღაცას. ჯერ კიდე ვერ გამოსულა, ეტყობა, იმ ამბიდან.
`არა უშავს, ჯორჯი, დიდი ბიჭი~, _ ვეუბნები,
_ `ეგ წასული ამბავია და რაც მალე დავივიწყებთ, მით უკეთესი. ჩვენისთანა ბიტი ხალხისთვის თი- თო-ოროლა ნაკაწრი რა სახსენებელია. ახლა კი საქმეს მივხედოთ. რა თქვი, სად ბებიაჩემთან გაგ- ზავნიდათ ბატონი უილიამი?~
`დიდების მოედანთან, პარკის კუთხეში რო ძვე- ლი სახლია, შესასვლელში მრგვალი ფანრები კიდ- ია აქეთ-იქიდან _ ვიღაც ადინოჩკა ყვავი ცხოვ- რობს მარტოდმარტო, კატების ბუდეა და მაგარი ძველებური რაღაცეებია აქ ოხრადო.~
`მაინც რა რაღაცეებიო, არ თქვა?~
`კი, ოქრო-ვერცხლი და, მგონი, ბეჭდებიც, ძაან ძვირფასი. ნახევარი ზედ ასხია, ძლივს დაბან- ტურობსო.~
უკვე ვიცოდი, ვიზეც ამბობდა, მართლა სამა- დლო საქმე იქნებოდა იმ ვედმას გაფცქვნა, ღმერ- თმანი. ხალხს დასალევის ფული არა აქ, ეგ კიდე დიბა-ატლასის ლეიბებს უკერავს კატებსო, გამეგო. და, საერთოდ, ძველებურ ნივთებს და ხანდახან უმ- ცროსების ინიციატივასაც დაფასება უნდა.
`ძალიან კარგი, ჯორჯი ჩემო~, _ ვეუბნები, _
`მომწონს ეგ აზრი და შენც უფრო და უფრო მომ- წონხარ. მივხედოთ საქმეს.~
ბაბუშკებს დავუბარეთ, მალე ისევ გინახულებთ- თქო და გარეთ გავლაგდით ღამეში, მე კიდე ვღ- იღინებდი: `ჩემივე ბედის შესახვედრად...~
6.
წყება-წყება კანტორებს ჩავუარეთ და მერე ერთ დაფეხვილ ბიბლიოთეკას და სწორედ იმ ვიღაცის თუ რაღაცის დიდების პარკს მივადექით. აქეთ უკვე ქალაქის ძველი უბანი იწყებოდა, ძველისძველი უცნაური სახლებით და ხალხიც ისეთი ცხოვ- რობდა შიგ, კაცი ვერ იტყოდა, ვინ უფრო მეტი ხნის იყო, _ სახლი თუ მისი ბინადარი: ზოგი ძაან გაბრექილი დაგვიდიოდა, ტროსტით ხელში ესენი ნაღდში გადამდგარი სამსახურის კაცები იქნებოდნენ; ჩინოსანი სამხედროების ცოლები წკავწკავა და მაზალოდ შეკრეჭილ ბანტიან პუდე- ლებს დაასეირნებდნენ საღამოობით, ძაან-ძაან სტარი ძევები კიდე, თავის დღეში კაცის ხელი რო არ მიუკარებიათ, ახლა კატების მთელ ხროვას პა- ტრონობდნენ გრძნობების კომპენსაციის ამბავში. ამისთანებს მართლა ექნებოდათ რამე _ ობლიგა- ციები, ძველი სამკაულები, პატარა ბეზდელუშკა
ანტიკვარიატი ან სულაც რამე იმისთანა, ტურ- ისტები რო ჭკუას კარგავენ _ ხატები და რაღაც ეგეთი ხარახურა.
ბოლოს იმ სახლსაც მივადექით. შესასვლელთ- ან, რკინის ბოძებზე შუშის ორი ბურთი ანათებდა იქაურობას, გარშემო კი ყველგან ბნელოდა და მარტო პირველ სართულზე, კუთხის ფანჯარაში ენთო სინათლე. გარედან კარგა სქელი რეშოტკები ჰქონდა ციხესავით, მაგრამ შიგ რა ხდებოდა, მონ- დომების ამბავი იყო და ყველაფერსაც მშვენივრად დაინახავდი. ხოდა ის ბებრუხანა ბოთლიდან რძეს ასხამდა მათლაფაში, მაგიდაზე კიდე ორი გას- ისინებული კატა ილოკავდა ულვაშებს, ოღონდ იმან მათლაფა იატაკზე დადო და ეტყობა იქაც ოხრად იყვნენ მიაუ-მიაუები, უბრალოდ, აქედან არ ჩანდა. მაგრამ რაც ჩანდა, ისიც საკმარისი იყო: დიდი ჩუქურთმიანი საათი კედელზე, რაღაც სუ- რათები სქელ ჩარჩოებში, იავნად ძაან ძვირფასები, და კიდე _ ბლომად ვერცხლის ჭურჭელი.
`უილის არაფერი შეეშლებოდა~, _ წაიბურ- ტყუნა პიტმა, _ „ახლა რა ვქნათ?~
ახლა მეც დროზე უნდა ამომეღო ხმა, რომ ეჭვიც არავის გასჩენოდა, ვის ეკითხებოდნენ. `არ გვინდა ტვინის ჭყლეტა~, _ ვეუბნები, _ `დავრეკავ ზარს და უეცრად გულწასული მეგობრის ზღაპარს დავფქვავ. ჯორჯი კიბეებზე ჩამოჯდება _ ცალი ხელი გულზე და პირიც ღია _ ეს თუ კარში გამოხედვა ინება, იმისთვის. დანარჩენი ადვილია.~
`თუ არ გააღო?“
`ვცადოთ თუ ვიდგეთ აქ და ვიმკითხაოთ დი- ლამდე?“
ჯორჯის ხმა აღარ გაუღია, იმ ორმა კი თავები დააკანტურეს მხოლოდ.
ზარს თითი მივაჭირე და ჩვეულებრივი ბზზ- ბზზ-ბზზ კი არა, ჩიტების ჟღურტული გაისმა. ან ხშირად ურეკავენ, ან კატებს აქვთ კარგი სმენა და ასეთ სისულელეზე არ ავარდებიან ხოლმე, თორე რა გააძლებინებდათ. ეტყობა, მართლა უფშტვენს ამათი პატრონი-მეთქი, _ გავიფიქრე. მით უკეთესი.
მალე ჰოლში სინათლე აინთო, მერე ფლო- სტების ფრატუნიც გავიგონე. სანამ რამეს მკითხავ- და, გაზეთების ღრიჭოს ძველებური, ჩუქურთმიანი რკინის მძიმე სახურავი ავწიე და ძაან აღელვებუ- ლი ხმით ჩავძახე: `გვიშველეთ ვინმემ, კაცი გახდა ცუდად ქუჩაში! წყალი მომაწოდეთ ჩქარა და სას- წრაფოში დარეკეთ!..“ თან მძიმე-მძიმედ ვსუნთქავ, ნარბენივით. ეგ მართლა ქაჯი კიდე კიკინებს კარს იქიდან: `თავი გამანებეთ! კარგად ვიცნობ თქვენი- სთანებს _ ჯერ კარს გამაღებინებთ და მერე ხურ- დის მათხოვრობას დამიწყებთ... პოლიციას გამ- ოვუძახებ ახლავე!~
მოულოდნელობისაგან ენა მუცელში ჩამივარდა და რამდენიმე წამი ვიდექი ასე პირდაფჩენილი. იქით პიტი ჩაიკეცა მუხლებში და აქეთ ჯორჯის კინაღამ საკუთარი სახელო შემოეჭამა. მარტო ბნელო იდგა კედელს აკრული, წარბიც არ გასტოკებია.
`რას ბრძანებთ, ქალბატონო, გამოიხედეთ გარეთ
_ აგერ კიბეებთან გდია და არც ვიცი, რა ვქნა!~
_ ხელებს ვასავსავებ, ხმასაც ავუწიე, ემანდ პიტის ფხუკუნი არ გაიგონომეთქი... საქმეში ხარ?!
`კიდევ ხმას ამოიღებთ და კატებს მოგისევთ ყველას!~ _ თავისას ერეკება ეს ჩემის გადანგრეული.
აი, მამალი გიჟიც ამას ქვია-მეთქი, გავიფიქრე და უეცრად ერთმა აზრმა დამკრა თავში: სინათლე რო აინთო, კარის თავზე ვიტრაჟიანი რაღაც პატარა ფანჯარა თუ სარკმელი დავლანდე, ისეთი მტვრიანი იყო, ეტყობა, გარედან არც ჩანდა ამ ღა- მეში. ახლა რამე საყრდენი მინდოდა, რო კარნიზს მივწვდენოდი და დანარჩენი უკვე ტექნიკის საქმე
იქნებოდა; ამ ბებრუხანას შებმის შანსი კი მიზ- ერული იყო, დილამდე შეიძლებოდა მელაქლაქა და კიდე კაცმა არ იცის, ვინ ვის დააფსტვენინებდა ბოლოში. ხოდა, მეც ვითომ ძაან აღშფოთებული, გავტრიალდი და ხმამაღლა ისე გავიძახი: `ეგ არაფერი, მეგობარო, ცოტაც გაუძელი და ვინმე კეთილ სამარიტელს მაინც გადავეყრებით სადმე! მხარზე დამეყრდენი, ეგრე უფრო გაგიადვილ- დება...~ თან ჯორჯიც წამოვაყენე და მეტი დამა- ჯერებლობისათვის სულ ხვნეშა-ხვნეშით გავეცა- ლეთ იქაურობას. ცოტა შევიცადეთ, ამ ჩემს ბლი- ყვებსაც ავუხსენი, რასაც ვაპირებდი, მერე ჩუმად დავბრუნდით შესასვლელთან და ბნელოს ვანიშნე, მხარი შეეყენებინა ჩემთვის. აი ასე. ახლა ხომ კარგად ხედავდნენ, ვის რისი თავი ჰქონდა.
კარნიზს თითებით მივწვდი და მეტიც არ მინდო- და, ზედ ჩამოვეკიდე, მერე ხელებზე ავიქაჩე, ცალი ფეხიც მივახმარე და წამში ზემოდან მოვექეცი. ფანჯარა დაკეტილი იქნებოდა, რა თქმა უნდა, ეჭვიც არ შემპარვია, საკითხავი ის იყო, ბოლოს რომელ საუკუნეში გააღეს. ისე, ღმერთს მადლობა და ისევ იმ მსოფლიო არხის წყალობით თუ ღამის შიშით, გამვლელს ვერ ნახავდი ქუჩაში და ვერც შუშის ჩამთელების ხმას გაიგებდა სახლში ვინმე. იდაყვი მოვდე ფრთხილად, ძაან ფრთხილად, ჩარჩენილ ნატეხებს რო არ წამოვდებოდი, ხელი შევყავი და შპინგალეტი ამოვაგდე. ახლა ერთი პატარა მიწოლაც მჭირდებოდა და მორჩა, ჰოლისაკენ ჰერი, ჰერი!.
ისინი კი იდგნენ და მელოდნენ, ყურებს აპან- ტურებდნენ კარის გაღების მომლოდინენი. ახია მაგათზე, იდგნენ და მელოდონ-მეთქი, ვიფიქრე _ თვითონ დავამთავრებ ჩემივე დაწყებულს, ჯერ ამ ვედმას გულს გავუხეთქავ, მერე გადავარჩევ, რაც ვარგისი იქნება, საუკეთესოს ჩემთვის მოვტეხავ, მერე წყნარად, აუჩქარებლად გავუღებ კარს და წინ დავხვდები თოვლის ბაბუასავით საჩუქრებით დაგრუზული. ასე ჯობია. მორჩა, რა საჭიროა ყველაფერში მაგათ შევუთანხმდე ხოლმე და ყველ- გან საქმეში გავიყვანო. ჯერ დაჯერება და მორ- ჩილება ისწავლონ. ჩემთან არ დაეკარგებათ.
ჰოლიდან გრძელი, ჩაბნელებული დერეფანი იწყებოდა, აქეთ-იქით კარებით, სასტუმროში გე- გონებოდათ თავი, არადა მთელ ამხელა ბინაში ერთი ეს გადამღრძვალი ბებერი ცხოვრობდა თა- ვის ფისუნიებით. იქნებ, თითო ფისოს თითო ოთახი ჰქონდა დაბრონილი _ არც გამიკვირდებოდა, ღმერთმანი. ერთგან ღრიჭოში სინათლე გამოდი- ოდა და ქალის ხმაც გავიგონე, მგონი ტელეფონზე ელაპარაკებოდა ვიღაცას ან სულაც კატების თავზე სახარებას კითხულობდა _ მაგისაგან არც ეგ იქნებოდა გასაკვირი.
შევედი და რას ხედავს, ძმებო, ჩემი სიმპათი- ური თვალები: ფანჯრიდან რაც დავჩითეთ, რა სათქმელი იყო, უნდა გენახათ, შიგ რა ხდებოდა: ოქრო-ვერცხლი, ფაიფური, კაი ჩემსიმაღლე ჩინური ვაზები, ჯვარცმაც იყო ერთი _ ნაღდად სპი- ლოს ძვლის იქნებოდა, სურათების და ხატების კი რა გითხრათ, მარტო ჩარჩოები ეღირებოდა ერთ რამედ, ოღონდ გარშემო კი ისეთი შმორის სუნი იდგა, ლამის ჩემი დამემართა. აბა რა იქნებოდა, ვივარიუმში გახლდით ერთხელ ექსკურსიაზე და ამდენი კატა ერთად იქ არ მინახავს _ რა ჯიშის და ფერის გინდოდა, ერთ პატარა გამოფენას მოაწყობდი, ღმერთმანი, ოღონდ ზოგი იმ ხნის იყო უკვე, მთლად გაქუცული, თვალში ვერ იხედებო- და, ზოგი კი სულ ახლად თვალახელილი კნუტი, ოთახის შუაში გამოსვლასაც ვერ ბედავდა ჯერ და კედელ-კედელ დასავსავებდა.
რომ შევედი, კარგა ხნის დაუზეთავმა კარმა გაიჭრიალა და კატიან-ბებრიანად ყველა მე მომაჩერდა.
`სალამი, სალამი, ქალბატონებო~, _ ვეუბნე- ბი, _ `აქა მშვიდობა და თბილი რძე ნუ მოგაკ- ლოთ გამჩენმა~. თან ოთახს ვათვალიერებ და იქვე, თაროზე ვერცხლის ერთი მშვენიერი პაწია ნაკეთობა დავალივერე _ შიშველი გოგონა ფეხის წვერებზე იდგა ხელებაწვდილი, წელში გაზნექი-
ლი და თითქოს უნდა, რო მისწვდეს რაღაცას... ბევრიც არ მიფიქრია, ეგ უკვე ჩემად მივითვალე, თაროდან გადმოვიღე და ვტკბები ხელოვნების ნიმუშით. გაცალა ვინმემ?! ეს ჩემის ბებრუხანა, ნურას უკაცრავად, არც შეშფოთებულა და არც არაფერი, ძაან დუხით მიტევს: `დადე ახლავე ადგ- ილზე, უზრდელო შენა! დაძვრება აქ სხვის ბინაში და ეპოტინება ყველაფერს! მანდ არ მომიყვანო, თორემ აგახევ ყურებს!~
`დაიცა, ბებერო~, _ ვეუბნები, _ `შარზე ხარ?
ემანდ არაფერი მოიწიო.~
ის კიდე მართლა ჩემკენ მოიწევს და არ მომიქ- ნია უცბად კასტილი?! ძლივს ავიცილე და, ძმე- ბო, სწორედ ამ დროს ისეთი რამე დავინახე, ბე- ბრუხანაც გადამავიწყდა და მისი ჯოხიც: რაღაცა სადგამი იყო, შავი ხის და ზედ თეთრი ქვისაგან გამოთლილი ბიუსტი _ ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი, ლიჩნად, თმაგაჩეჩილი და იმ თავისი არტისტული შარფით ყელზე. მტკაველის სიმაღლე იქნებოდა, მეტი არა და ზუსტად საჩემო. ის იყო, ნაბიჯი გა- დავდგი და ხელიც უნდა დამევლო და რძიან მათ- ლაფაში არ ვტუცე ფეხი! გამისრიალდა, წონას- წორობა დავკარგე, ამ დროს კიდე ის ბებერი ვე- დმა წამომეპარა უკანიდან და დამცხო და დამცხო თავში...
ეს კი უკვე აღარაფრად მეპიტნავა, მივუტრი- ალდი და ხელუკუღმა ისეთი გავუქანე დაჩამიჩე- ბულ სიფათში, წამსვე თავის ძვირფას კატუნებს მიუწვა იატაკზე. კიდე კარგი, სქელი ნოხი ეფინა და ზედ გაიშხლართა, თორემ ვეღარც ავაკრე- ფინებდი ბებერ ძვლებს. ამ დროს კიდე, ბედი არ გინდა, რომელიღაც ხვადს დავაბიჯე ეტყობა კუდზე, მიააააუო _ ერთი რო დაიჭყავლა გან- წირული ხმით და კლანჭიან-კბილებიანად ჩამა- ფრინდა წვივში, აი კონცერტი მაშინ დაიწყო _ ეს ვედმა ცალკე გაჰკივის, დამფრთხალი კატები თავისას ჩხავიან-კნავიან, მე სულ დედის გინებით, ასკინკილათი დავხტუნაობ, ვიქნევ ხელ-ფეხს და ვცდილობ, როგორმე ეს ცხოველი მოვიშორო და სწორედ ამ დროს ისევ იმ მათლაფაში არ ჩავა- ლაჯე?! ფეხი დამისხლტა, უშნოდ ამოვტრიალდი და მაგიდის კიდეს ჩავაფრინდი, მაგრამ რაღაც გადასაფარებელი შემრჩა ხელში და ვაზებიან-საფერფლეებიანად თავზე ჩამოვიმხე. სხვაზე მო- საყოლადაა სასაცილო, თორემ მე ჭკუიდან ვი- ყავი გადასული. თანაც ეს ბებრუხანა იქიდან წიკვინებს და, ღმერთმანი, კატებს მისევს. არ ვიცი, მართლა გაუგონეს თუ შემთხვევით იყო, მაგრამ ერთი-ორმა ნაღდად გამკრა ბრჭყალი და ისეც ხომ, გმადლობთ, კარგად გახლდით და ამაზე სულ დავიშალე ძარღვებში, სკამს წამოვავლე ხელი და დავერიე. ხომ გითხარით, ჩემს ჭკუაზე არ ვიყავი-მეთქი! ის ვედმა კიდე არ წამოხტა უცბად და არ გადამიდგა ერთი წივილ-კივილით წინ _ კატებს რას ერჩიო?! ხოდა, ის სკამიც ორივე ხელით დავაფშვენი თავზე. ეგ იყო და ისეთი სიჩუმე ჩამოვარდა, საკუთარი ქოშინის ხმა მეს- მოდა და რომელიღაცა კნუტის კნავილი ფარდის უკან. დანარჩენები ოთახებში მიმოიფანტნენ და, ძმებო, სწორედ ამ დროს გავიგონე ის ძაან უსიამო ხმა, მართალია, შორიდან, მაგრამ მაინც ძაან-ძაან უსიამო _ პოლიციის მანქანის სირენა იყო ჩართული და ხმაც სულ უფრო ახლოვდე- ბოდა. აი მაშინ მოვედი აზრზე, ეტყობა იმ ვედ- მამ დამასტუკა ტელეფონით და იმიტომაც იყო ასე დიდ გულზე. მისთვის ზედაც არ დამიხედავს, ტემპში კარისაკენ მოვხიე, საკეტები, ზადვიჟკები და რაღაც ოხრად ცეპები ავხსენი და გიჟივით გავვარდი გარეთ. იქ კიდე მარტო ბნელო დგას, იმის ჭკუაც არ ეყო, დროზე დაეგაზა სხვებივით.
`პლეტი-მეთქი, ბრიყვო!~ _ ვუყვირი და ის არი, ბნელში უნდა ვდურთო თავი და უცებ რაღაცამ მხია თავში, თვალების დახუჭვა კიდე მოვასწარი, მაგრამ მაინც ისეთი ტკივილი იყო, გადმოცვენაზე გამიხდა და თითქო დენს მიტარებდნენ შიგ. მერე უკან დამქაჩა ჯაჭვმა, ძირს დამაგდო და ბნელოს მშვიდი, ძაან მშვიდი ხმაც ჩამესმა: `ასეა, ბრატ, იმ ხალხს დახვედრა უნდა და შენზე საპატიო კაცს სად ვიპოვით... მე კიდე ისევ წამოვროშავ რამეს და შეგარცხვენ~, _ თქვა და სირენების საწინააღმდეგო მხარეს გაბრაგუნდა.
მერე მე აქეთ ვღმუოდი და იქით სირენები წუოდნენ და წამში ძაღლებით გაივსო იქაურობა. მე რას დავინახავდი _ თვალები მეწვოდა და რაღაც საზიზღარი ცრემლიანი წირპლი მდიოდა, მა- გრამ ყნოსვით ვცნობდი მაგათ, ისინი კიდე მეცნენ და ხელები გადამიგრიხეს, თითქო რამის გამკეთე- ბელი ვიყავი. დამპლები. ისიც გავიგონე, ბინა რო დაჩითეს და რომელიღაცამ თქვა: `მძიმედაა, მა- გრამ ჯერ სუნთქავს.~
ამ დროს კიდე მე მომადგა ვიღაც და ძაან კმაყოფილი ხმით აცხადებს: `ასე, ასე _ კარგა დიდი ღლავი დაგვითრევია!~ აზრზე მოდით, კაცი დავბრმავდი, მგონი, და ეს კიდე ჩემზე ღადაობს.
`თვალში ვერ ვიხედები, რა გინდათ ჩემგან!~ _ ვყ- ვირი, _ `რას დამესიეთ ძაღლებივით!~
`აბა ეს რა ლაპარაკია, ახალგაზრდავ, ცოტა სიტყვები შეარჩიეთ~, _ იცინის ვიღაცა და იქვე ბეჭდიანი თუ ბრასლეტიანი ხელი მწარედ მლეწა ცხვირ-პირში. მერე მანქანაში შემაგდეს და ჩარ- თული სირენით დავგაზეთ სადღაც. მივხვდი, შავად იყო ჩემი საქმე. მეტი არ იყო ჩემი მტერი, მაგათ საავადმყოფოში არ მივეყვანეთ. ის ჩემი გრიაზნი ბრატკები კიდე `დუკაში~ ისხდნენ ალბათ ბანკის პივას ურახუნებდნენ და იმ ყვავებს ახვევდნენ ყავი- თა და შოკოლადით, იქნებ სხვა რამეც გაემეტები- ნათ, ისინი კიდე გამხმარ თავებს უკანტურებდნენ ალბათ და თავისას გაიძახოდნენ: `ღმერთი შეგეწიოთ, ყმაწვილებო, თქვენ გაიხარეთ, მთელი საღამო აქ არ იყავით? თვალი არ მოგვიცილებია თქვენთვის!..~
მერე ნელა-ნელა გამოვიხედე თითქოს, რა- ღაც ბუნდოვნად და გადღაბნილად კი ვხედავდი ყველაფერს, თან მაგრადაც მეცრემლებოდა, მა- გრამ დაბრმავებას გადავრჩი და ეგეც ხეირი იყო. ოღონდ კარგს რას დავინახავდი, აქეთ-იქით ორი ფორმიანი მეჯდა და წინ კიდე, შოფრის გვერდზე, შტაცკიში გადაცმული ვიღაც სქელკისერა. სწორედ ის იყო, რო მომიტრიალდა და ვითომ ძაან დრუჟელუბნად მეკითხება: `გაები, ალეკს, მახეში? იმ ქალს თუ დაენძრა, წასულია შენი საქმე.~
`მერე მე რა შუაში ვარ?!~ _ ლამისაა მართ- ლა ვიტირო, _ `სამი კაცი მადგა თავზე, იმათ გამაღებინეს კარი შიგნიდან და მერე კარგად ხე- დავთ, რა დღეშიც ჩამაგდეს და ახლა გინდათ, მე შემომტენოთ ყველაფერი?~ ის კიდე მეიაზვება და ეს ძაღლებიც გვერდზე ხითხითებენ: `ღმერთო კი, მომკალი, მართლა ცუდ წრეში და დღეში ჩავარდ- ნილხარ, მაგრამ არა უშავს, ახლა მივალთ, სადაც საჭიროა, და დროის მეტი რა გვექნება _ იჯექი და წერე, როგორ გახდი ძალადობის მსხვერპლი და მოძალადეების გზა-კვალზეც დაგვაყენებ ალ- ბათ, ვინმე სხვა შენისთანა უცოდველი კიდევ არ ჩაითრიონ ბნელ საქმეებში! არა, ჩემი ბიჭი~.
`ჩემს ფეხებს დაგიწერთ!~ _ ვყვირი, _ `რის კვალზე დამდგომები თქვენა ხართ, ახლა უკვე
`იორკის დუკაში~ ისხდებიან ეგ ნაბიჭვრები და ალიბიც ზედ ექნებათ! თქვენ იმ ბებერ ლაკომკებს დაუქანავეთ ერთი კარგად და იქვე ჩამოფქვავენ, ვინ სად იყო და როდის...~
ძაღლები კიდე ყურსაც არ იბერტყავენ, ვატყობ, რომელიღაცამ კიდე წამითაქა კეფაში და სწორედ ამ დროს ერთ ახლად შეთეთრებულ მყრალ სამო- რიგეოსთან მივგორდით. სულ ჯიკავ-ჯიკავით გად- მომიყვანეს და მუჯლუგუნების რტყმევით ამაგდეს კიბეებზე. მართლა მტერი მოხვდა ამათ ხელში.
7.
არა, ყველა ეს მაგათი კანტორა ერთნაირია, გინდა თეთრად შებეთქე გარედან და გინდა სულ შამპუნით რეცხე შიგნიდან _ ისეთი სუნია, კბილის ექიმის ოთახი მოგენატრება პოლიკლინიკაში.
ჯერ მოსაცდელში შემაგდეს, იქ ოთხი ოყლაყი უჯდა მაგიდას და ჩაის მიირთმევდნენ დიდის ამ- ბით. კამერებიდან ბლუყუნი და გინება ისმოდა და ვიღაცა ფალცეტით მოთქვამდა ქურდი კაცის ბედზე. მერე ერთი ეს კაი ჩაის მსმელი ბიჭი გავიდა და ბრაგვანის ხმა გავიგონე და გულის გამაწვრილებელი მოთქმაც შეწყდა.
მე არც ერთი ძაღლიშვილი ყურადღებასაც არ მაქცევდა, სანამ ვიღაც ეპოლეტებიანი არ შემოვ- იდა, მძიმედ ამხედ-დამხედა და ძაან მრავალმნიშ- ვნელოვნად წარმოთქვა: `ჰ-ჰმ!.~
`კრინტსაც არ დავძრავ, სანამ ადვოკატს არ მომიყვანთ~, _ ვეუბნები, _ `და სახლშიც უნდა დავრეკო. არასრულწლოვანის დაკითხვის არავით- არი უფლება არ გაქვთ, დამცველი თუ არ დაესწრო.~
`უყურე შენ, კანონებიც სცოდნია! ამდენი განა- თლებაც არ ვარგა, ალეკს _ თავს აგატკივებს~, _ თქვა უფროსმა და ამოიოხრა, მძიმედ, ძაან დაღ- ლილი კაცივით, ქვეყნის საქმეები რო აბარია და მიყურებს თვალებგაშტერებული.
ეტყობა, კიდე შემრჩენოდა გაკვირვების უნარი და _ საიდან მიცნობთ–მეთქი, _ ვეკითხები.
`აბა, ვინ არ იცნობს პატარა ალეკსს და მის ბანდას _ ძმაკაცებიც შესაფერისი გყავს, ნარ- ჩევი.~
`არავითარი ბანდა და ძმაკაცები მე არა მყავს~,
_ ვეუბნები, _ `და არცა მყოლია. ვიღაცაში გეშლებით ან სხვის საქმეს მტენით. არაფერზე ხელს არ მოგიწერთ, ჩემიც მეყოფა.~ ის კიდე თავს უქნევს ერთ ოყლაყს და ისიც წყნარად, მშვიდად, ღიმილიანი სახით დგება, მოდის ჩემთან და მის ისე რა გაპარსულ სახეს ვხედავ, ჩაშავებულ წინა კბილს, გაოფლილ კისერს, ოფლისა და რძიანი ჩაის სუნი ერთად მომდის და უცებ ისეთი მწეპა მზისწნულში, ოთხად მოვიკაკვე და სადილზე დაყ- ოლებული ნამცხვარიც სანანებელი გამიხდა. ისინი კიდე კვდებოდნენ სიცილით, ოღონდ უფროსი ისევ ისე გაშტერებული მიყურებდა, დაღლილი სახით, მე თან შეთეთრებულ კედელს მივეყრდენი, სხვა რა გზა მქონდა, თან ხელიც მივაშველე და სულ ამოვ- იგანგლე თეთრად, ის ნაბიჭვარი კიდე შებრუნდა და იმათ ეუბნება, მაგიდასთან: `ახლა ვინმე სხვა მოდით, ჩაი მიცივდება.~
არა, რომ მოვმკვდარიყავი, ამისთანა შანსს მაინც ვერ გავუშვებდი ხელიდან _ ძლივს მოვიბრუნე სუნთქვა, წამოვიმართე და ერთი ისეთი ამოვადე კაკლებში, გაგიხარდებოდათ. იმას კი დაადგა შავი დღე, მაგრამ მერე, რო მოასულიერეს, მომდგნენ ყველანი და იმდენი მირტყეს, კუჭის წვენი გად- მომდიოდა ტუჩებზე. მერე მიმაგდეს კუთხეში და ნაშრომ-ნაჯაფებმა ისევ ჩაის ხვრეპა გაახურეს.
ცოტა ხნით, ეტყობა, გონება დავკარგე, მერე სიცივემ გამომიყვანა _ კეფა მქონდა კამერის რკინის კარზე მიბჯენილი; თვალი გავახილე და, ღმერთმანი, თავად ბ-ნი დელტოიდი არ დამდგომია თავზე? მიყურებს და თვითონაც კარგი შესახედია, გეგონებათ მთელი ღამე აქ გაეტარებინოს, კუტუზ- კაში. მიყურა, მიყურა და ბოლოს მეუბნება: `მაშ ასე, ალეკს ჩემო, როგორცა ვთქვი, ისე აგიხდა ყველაფერი, ნამდვილად. ღმერთო, რა შეგცოდე ამის ფასი!~ ცოტა პათეტიკურად კი გამოუვიდა, მერე ძაღლებს მიუბრუნდა და ძველი ნაცნობები- ვით მიესალმა, გულითადად. თან ისიც უთხრა, ბიჭი რაღაც ვერ გამოიყურება კარგადო. ღმერთ- მანი, სწორედ ასე უთხრა.
`ძალადობა ძალადობას შობს~, _ ბრძნული იერით ეუბნება ძაღლთუფროსი, _ `შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევდა კანონის დამცველებს.~
`იზამდა, კი~, _ წამსვე დაეთანხმა ეს ტრიაპკა დელტოიდი, _ `მეც თავზე ხელს არავინ გადამის- ვამს, მომხსნიან.~ _ თან ისე მომჩერებია, ვითომც ნაცემ-ნაბეგვი ადამიანი კი არა, მართლა ჩვარი ეგდოს კუთხეში. `მომხსნიან, ნამდვილად~, _ დაუმატა ისევ თავისთვის, თითქოს საკუთარ შან- სებს წონიდა და მერე იმათ ეკითხება: `სასამართ- ლო როდისაა? მომიწევს მოსვლა.~
`თქვენი იმედი მაქვს, სერ~, _ ვეუბნები ხმის კანკალით, _ `ხომ ხედავთ, რა მიყვეს, მე კი ისეთი არაფერი დამიშავებია, იმათ მაიძულეს...~
`მოვალ კი, აბა არ მოვალ? კარგადაც დაგახასი- ათებ, ნამდვილად~, _ მეუბნება და რაღაც უცნაუ- რად მიყურებს.
`თუ პირადად მისთვის გაქვთ რამე სათქმელი, ჩვენი ნუ მოგერიდებათ~, _ ეუბნება უფროსი, _
`იცით, ხანდახან გულის მოოხებაც საჭიროა.~
და ბნ-მა პლატონ დელტოიდმა, არასრულწ- ლოვანთა აღზრდის ზედამხედველობის ინსპექ- ტორმა, დამსახურებულმა პედაგოგმა და ა.შ. და ა.შ., უცებ ისეთი რამე მოხია, ამ სქელკანიანებმაც კი თვალები ჭყიტეს: მოვიდა ახლო, სულ ახლო და შიგ სახეში არ შემომაფურთხა! სახეში შემო- მაფურთხა-მეთქი, ძმებო, გინდ დაიჯერეთ, გინდ
_ არა, მერე კი გატრიალდა და უსიტყვოდ გაშპა გარეთ.
დილამდე ადინოჩკაში ვეგდე და ძილი რას მომეკარებოდა, ერთიანად დაჩეჩქვილ-დაბეგვილი ვიყავი. დილით კიდე რაღაც ქაღალდი მო- მიტანეს ხელმოსაწერად. ეშმაკსაც წაუღიხართ ყველანი-მეთქი,_ ვიფიქრე, მაგ თქვენი სიკეთი- სა და წესიერებისათვის თუ სულ თქვენისთანა დამპლები და ჩათლახები იბრძვიან, ღმერთმანი, კაია, რომ თქვენს მხარეს არა ვარ-მეთქი. ეგღა მაკლია, დავდგე და გულზე მჯიღის ცემით ვი- ნანიო, თვითონ ხო დიდად პატიოსან და სამაგ- ალითო ხალხად მოგაქვთ თავი, ერთი თქვენი აღ- სარებაც მანახა დაბეჭდილი და ხელმოწერილი, რაებს ფიქრობთ და ბოლომდე თქვენი ნება იყოს, რაებს ჩაიდენდით, ოღონდ მაგის ჯიგარი ვინ მოგ- ცათ, რასაც ჩაგიყრიან თავში, ნარეცხი წყალივით იგივე გამოგდით პირიდან... და მოვდექი და იმ სტენოგრაფისტს თუ რაღაცა ჩემი ჭირი იყო _ ფორმა კი ეცვა, მაგრამ ძაღლს არაფერი უგავდა, სათვალეებიანი პედიკი იყო ვიღაცა _ ბოლომდე და სულ წვრილად ჩავუმარცვლე ყველაფერი, თუკი რამე თავს გადამხდენია, რაც ბანაკიდან გა- მომიშვეს. ღმერთმანი, არაფერი გამომიტოვებია და არც ჩემი ექსძმაკაცების წვლილი დამრჩენია დაუფასებელი _ ასეა, ყველას თავისი წილი ქაქი უნდა შეერგოს.
ბოლოში რო გავედით, იმ საწყალს ცივმა ოფლმა დაასხა, მგონი, და, საერთოდ, ცოტა ალაოდ იყო, შეფმაც კი შეამჩნია და რაღაც ამრეზით უთხრა:
`კარგი, საკმარისია... წადი ახლა, მაგარი ცხელი ჩაი გამოგიყვანს. მერე ამ საძაგლობას სამ ეგზემ- პლარად გადაბეჭდავ და ამ ვაჟბატონს მოაწერინ- ებ ხელს.~ მე კიდე ზედაც არ შემომხედა _ ერთი
`შკაფი~ იდგა იქვე, გაჯგიმული, მთელი ამ ხნის განმავლობაში წარბიც არ გაუტოკებია და იმას ეუბნება, საერთოში შეაგდეო.
ეს საერთო რო კარგის არაფერი იქნებოდა, რა მიხვედრა მაგას უნდოდა, მაგრამ მე იქ დღე დამა- დგა, ლამის იყო კედლებზე გავედი. ვინ იატაკზე ეგდო საკუთარ ნათხევში და მაინც გემოზე ხვრი- ნავდა, ვინ ნარებზე იწვა და იმისთანა სუნს უშვებ- და, რომელი ხვრელი სად ჰქონდა, ვერ გაუგებდი. ამათ სულ ფეხებზე ვეკიდე და ჩემი შემოსვლაც არ გაუგიათ, მაგრამ კიდე ვიღაც ორი დამპალი იყო, ჯერ ერთმანეთს დაცხეს ჩემი გულისთვის და ვინც ვერხი აიღო, მე მომდგა ხელების ფათურით. ის- ეთი ნაბეგვი ვიყავი, აღარც ჩხუბის თავი მქონდა და აღარც რწყევისა, ორი თითი ვატაკე თვალებში და ეგ იყო, შემეშვა. იქვე ვიღაც მოხუცი იწვა ზედა კოიკაზე, ისეთი გაგლეჯილი მთვრალი, ეტყობა ძაღლებმა შეაგდეს იქ, თვითონ რას აფორთხდე- ბოდა. სახე ერთიანად დაჭმული ჰქონდა _ ნაღდად რო ათაშანგი ექნებოდა აკიდებული, მაგრამ ახლა ცარიელი ადგილის ძებნა სად შემეძლო, ბრახანით დავუშვი ქვევით და თვითონ ავძვერი ზედ. არც გაუგია _ მაგისთვის ახლა არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა, სად ეგდებოდა და არც ჩემთვის, ოღონდ კი ჰორიზონტალური მიმეღო. ხოდა მივეგდე იმ მყრალ მატრასზე და ისეთი დანგრეული ვიყავი, წამსვე ჩამეძინა; ჩამეძინა კი არა, რაღაც გავითიშესავით და სხვა სამყაროში გადავედი თითქოს, უკეთესში, რა თქმა უნდა, ბევ- რად უკეთესში: დიდ ყვავილებიან მდელოზე ვი- ყავი ტყის პირას და ვიღაც თხისფეხებიანი კაცი უბერავდა, მგონი, ფლეიტაზე. მერე მზე ამოვიდა და ვითომ ბეთჰოვენის ფაფარაშლილი თავი იყო, ქარიშხალივით სახე ჰქონდა და ქუხილივით ხმა. და `მეცხრის~ ფინალი გავიგონე, უცნაურად შეცვლილი სიტყვებით, ოღონდ თითქოს ასე უნდა ყოფილიყო, სიზმარში ვითომ თვითონ ლუდვიგა ქაჩავდა ბარიტონს:
შენ იხარე, შენ იხარე, ტურფავ ელიზიუმის! მილიონები მოვდივართ _ ძელაყენებულები!..
გრიალ-გრიალით, თომარ-თომარით _ სანეტარო შენი ხვრელის დასაგრიაზნავად...
ოღონდ მუსიკა კი სწორად მიდიოდა, არავი- თარი ტრანსკრიპცია და ტრაკანი; და სწორედ ამ დროს გამაღვიძეს, აზრზეც არ ვიყავი, რა დრო გავიდა _ ათი წუთი თუ ოცი საათი თუ დღეები და წლებიც იქნებ და აღარც საათი მეკეთა ხელზე, შეხსნა მოესწროთ, ოღონდ ქვემოდან ვიღაც ფორ- მიანი მტენიდა თავის ჯოხს და მეუბნებოდა: `ადე, ადე! ნახა რა ამანაც ძილის დრო...~
მე კიდე გონზე ვერ მოვდიოდი, ძლივს ჩამოვ- ბობღდი ნარებიდან, მერე რაღაც დერეფნებით მატარეს და `შენ იხარე, ო ასულო ელიზიუმისაო~ რეკავდა თავში. ბოლო-ბოლო ერთ კანტორაში შემაგდეს, სულ მბეჭდავი გოგოებით იყო სავსე, მაგიდებზე ყველას თითო ყვავილი ედგა ჭიქაში და ერთ დიდ მთავარ მაგიდასთან კიდე ის გუშინდელი უფროსი იჯდა, გაყინული მზერით მათვალიერებ- და და ხედავდა, ფეხზე ძლივს ვიდექი, მაგრამ სახ- ელმწიფო ქონებას ხო არ დამასვრევინებდა _ სკამს, მაგალითად.
`კიდე რა ჩემი შიბლა გინდათ-მეთქი~, _ დავე- კითხე, _ `არ გეყოთ, რაც მიბრაგუნეთ და სახეში მაფურთხეთ და ყველაფერი ოხრად დაგიფქვით და ამის მერე საერთო სანაგვეში შემაგდეთ ვიღაც სიფილიტიკებთან და პიდარასტებთან? ახლა კიდე რითი უნდა მტანჯოთ-მაწვალოთ-მეთქი?~
`შენი სატანჯველიც გეყოფა~, _ მეუბნება, _
`იქნება და მთელი ცხოვრებაც გეყოს~… და სანამ
რამეს დაუმატებდა, ძმებო, უკვე ვიყიდე კიდეც, რას მეტყოდა, რითი გამახარებდა ამ დილაუთ- ენია... ის ბებერი ვედმა მომკვდარიყო, ძმებო, _ გონზე აღარც მოსულა, ისე ჩაჰკვდომოდათ ხელში. ეტყობა ცხელ გულზე მეტისმეტი მომივიდა. ახლა დილიდან საღამომდე იკნავლებდნენ დამშეული ფისუნიები და ვინღა დაუდგამდა რძიან მათლაფას. მორჩა ეგ ამბავი, იმ ბებრისაც და ჩემიც.
ოღონდ მე ჯერ თექვსმეტისაც არ ვიყავი.
კარი მეორე
`ახლა რა ვქნათ?~
აბა რა გითხრათ, ძმებო, დავდგე ახლა და ტვინი წაგიღოთ მთელი იმ სპექტაკლის მოყოლით, რო- მელიც ამ დირკაში გაფორმებას დაჭირდა? ცალკე დედომ იცა თავში ხელები, ცალკე მამაჩემი ბოდი- ალობდა რაღაცას გზის აცდენასა და თავის მოჭ- რაზე და სასამართლოში კიდე რაც იმ პარიკიანმა ტიპმა ჩემზე იბაზრა, ყველაფერი ნაღდი რომ ყო- ფილიყო, მართლა წასაცლელი მექნებოდა თავი. მერე კიდე მთლად უმაღლესი სასამართლო და მანამდე წინასწარ პატიმრობაში ყოფნა ისევ ადი- ნოჩკაში და დაფშტვენას მართლა აღარაფერი მიკლდა, იქ კიდე ძაან, ძაან მაღალ ტონებში ილაპარაკეს ისევ ჩემსა და ჩემი ხნის კაი დედ- მამიშვილი ბიჭების ხელიდან წასვლაზე და სრულ გადაგვარებაზე და ფინალში დიდი მწუხარებით, მაგრამ მაინც ძაან მტკიცედ გასაჩივრების უფლების გარეშე მომისაჯეს თოთხმეტი წელი.
ხოდა ვარ ახლა აქ, ც.ხ. 84 ბ-ში (ეს ც.ხ. ჯერ უბრალოდ `ციხის~ უაზრო შემოკლება მეგონა, მაგრამ აქაურთაგან შედარებით უფრო განათლე- ბული კონტინგენტის წარმომადგენელმა ამიხსნა: ცენტრალური ხაროს ნიშნავს, 84 ბ კიდე ბლოკის
ნომერიაო), სახელმწიფო ხარჯზე ვიშმოტკები _ რაღაც ტრაწისფერი პიჟამა მაცვია და ზედ გულ- ზე, და ზურგზედაც, ნომერი 665321 მაწერია. ასე რომ, არავითარი ალეკსი და ფამილარობა, ცარი- ელი ციფროვკა ვარ წინიდანაც და უკანიდანაც.
მთელი ამ ამბებიდან ორი წელი გავიდა, ძმებო, და ადვილი ასატანი არ იყო ეს ორი წელი, ასატანი კი არა და, თავი ძლივს გავიტანე ადამიანისგვარი ცხოველების ამ პიტომნიკში და ვის აღარ გადავ- ეყარე: ქურდებს, ბანდიტებს, ქეშებს, ხურუშიანებს და, ღმერთმანი, ლამის ჩემზე უდგებოდა ყველას: ზოგს თავი უნდოდა ჩემი და ზოგს _ უკანალი, ვინ ყელის გამოჭრას მიპირებდა და ვინ _ ხასად დასმას. კიდე კაი ჭკუაზე ვარ. მერე ეს სამუშაოც მაგარი დამაქლიავებელი რამე იყო _ ასანთის კოლოფები უნდა გვეკეთებინა და დღის ბოლოს უკვე თითები მიხევდებოდა. შესვენებაზე კიდე ზო- ნის ეზოში გაგვყრიდნენ ხოლმე და სადოღე ცხ- ენებივით წრეზე გვატარებდნენ მუხლის გასაშლე- ლად. მარტო საღამოობით გვქონდა ხოხმა, ვინმე დაფეხვილ პრაფესორა ტიპს მოიყვანდნენ და ისიც ძაან გულმოდგინედ ბუბუნებდა რაღაცას მწერებზე ან გალაქტიკაზე და ერთხელაც თოვლის ფიფქების გეომეტრიაზე გვებლატავა ვიღაც შერეკილი და ერთი მაშინ იყო, რო არ ჩამთვლიმა: კი არ ვუსმენდი, უბრალოდ ის ბებერი მწიგნობარი გამახსენდა,
ღამით ქუჩაში რო მივასიკვდილეთ მე და ჩემმა ნაძმაკაცარებმა. რაც ჩამაყუდეს, მათზე მარტო ერთი რამ გავიგე _ წლისთავზე ჯორჯი-ბიჭი გაუსაღე- ბიათ; მერედა არ იკითხავთ, როგორ და რანაირად? ღმერთმანი, ხანდახან სამართალიც არი ქვეყანაზე და მაგის ბოლოც ეგ იყო _ გაღორდა და ვეღარ ეტეოდა საკუთარ ტყავში, ვიღაც მდიდარი კოლექ- ციონერის ბინაში გადამძვრალა ეგ ბრიყვი ეგა და იმის მაგივრად, სანამ მოჩანთული პატრონი გონზე მოვიდოდა, წასაღები დროზე წაეღო, მიმდგარა და სულ გაუოხრებია იქაურობა. ეს კოლექციონერე- ბიც ხო მაგარი დარეხვილი ხალხია _ ჯერ მარტო ფულის ამბავი ეგონა და წყნარად ეგდო, მაგრამ მერე აზრზე მოსულა, რაც ხდებოდა და გიჟს დამსგავსებია, ძველებური ბრონზის მძიმე შანდალი დაითრია და ეცა თურმე, ჯორჯი კი ბაიბურში არ იყო და მიიღო კიდევაც უკნიდან ბათქი თავში, იქვე გათავებულა. იმ ტიპს რა _ თავდაცვაში ჩაუთ- ვალეს და პირობითიც არ მიუციათ, ჯორჯი-ბიჭი კი გავიდა გაღმა. ახია, ღმერთმანი.
`რა ვქნათ ახლა?~
კვირა დღე იყო და ციხის სალოცავში ვიყა- ვით შეყრილი, კაპელანი საკვირაო დამოძღვრას გვიპირებდა და როჟაც შესაბამისი დაეყენებინა
_ ბრძნული და ვითომც ძაან გამგებიანი. მე შესაფერისი მუსიკის გაშვება მევალებოდა მაგნიტო- ფონზე _ ჯერ დასაწყისში, მერე _ სადღაც შუაში, როცა კი მანიშნებდა, და _ სულ ბოლოში. მუსიკა სასულიერო ხასიათისა უნდა ყოფილიყო, რასაკ- ვირველია, მაგრამ ეს ცოტა ტიომნი ამბავი იყო ჩვენი კაპელანისთვის და მეც ხან ბახს ვდებდი, ხან ჰენდელს და ხან კიდე, როდის რაც მომენატრებოდა.
`ახლა რა ვქნათ-მეთქი, თქვენ გეკითხებით!~ – მესამეჯერ იყივლა ცენტრალური ხაროს რიგითმა მამაომ, _ `ვიაროთ ასე კოლონიიდან კოლონიაში? განთავისუფლება _ დაპატიმრება, ციხე-კოლონია- სახლი, ისევ ციხე და ისევ კოლონია _ როდემდე?.. თუ ბოლოს და ბოლოს შეისმენთ სიტყვას უფლი- სას და შეიმეცნებთ, რა სასჯელიც გელით იმ ქვეყა- ნას, თუ არ მოინანიებთ ცოდვებს და მართალ გზას არ დაადგებით და ამ ქვეყანას, თუ ისევ თქვენსას გარეკავთ?.. ღმერთმა აზრის ნათელი უბოძა ადა- მიანს, თქვენ კი აღარც აზრი შეირჩინეთ თავში და სიბნელეშიც ხელის ფათურით დაბორიალებთ... რა ჭკუით ცვლით-მეთქი, მე თქვენ გეკითხებით, ღვთის პირმშოებას ოსპის ბალანდაზე? რა გული გითქვამთ ძალადობის, ქურდობის, მრუშობისა და იოლი ცხოვრებისათვის, თუკი ნაღდში ვიცით _ და ეს უკვე მეცნიერულადაც დამტკიცებულია _ რომ ჯოჯოხეთი არსებობს?! განა არა, თავადაც
რამდენჯერ მწვევია ხილვა _ და მწუხრის ჟამს განსაკუთრებით _ რომ არის ასეთი ადგილი, ყველა საკანზე უბნელესი, ადამიანის ხელით დან- თებულ ყოველგვარ ცეცხლზე უფრო მწველი, სა- დაც თქვენისთანა ცოდვამოუნანიებელი ავაზაკები
_ ჰო, თქვენისთანები-მეთქი, რას იკრიჭებით _ წივიან-კივიან და გოდებენ უსასრულო ტანჯვის გამო და, ყელამდე სიბინძურეში ჩაფლულნი, ყლუპ სუფთა წყალს ნატრულობენ... ასეა ეს!~
და სწორედ ამ დროს, ძმებო, ბოლო რიგებში ვიღაცამ დაუპრუწუნა და ატყდა ერთი ხორხო- ცი, მაგრამ ზედამხედველები რას მიკეთებდნენ _ ტემპში მოაკეტინეს ყველას და მერე ერთ ვიღაც გაძვალტყავებულ შიბზიკას დაავლეს ხელი და გააქანეს, საცა წესი იყო. ბევრს კი ჭიჭყინებდა, მე არა, აი ის ზეკი იყოო, მაგრამ ვინ დაუჯერა და ან რა მნიშვნელობა ჰქონდა ამას.
`აი ხომ ხედავთ!~ _ თავისას მიერეკებოდა კა- პელანი, _ `ამქვეყნად მთლად უმცირესი ცოდ- ვაც კი არა რჩება დაუსჯელი და წარმოიდგინეთ ერთი, რა ხდება იმ ქვეყნად! ახლა, მოდით, წიგნი წავიკითხოთ...~ პაწია ბიბლიას დააძრობდა საიდ- ანღაც, თითებს დაინერწყვავდა და იწყებდა რომე- ლიღაცა ადგილის ძებნას. კარგი სანახავი იყო, ღმერთმანი, ხორცის გროვა, აღაჟღაჟებული სახე
და ღორის თვალები სულის ხსნისაკენ მოუწოდებ- და პატიმრებს. თუმცა მე რას ვერჩი, ჩემ მიმართ ყოველთვის ძაან მამაშვილური ეჭირა და როცა ამ საღვთო წიგნით დაინტერესება შემატყო, ჩამ- კეტავდა ხოლმე სალოცავში, მუსიკის მოსმენის ნებასაც მაძლევდა და ვიყავი ასე განცხრომაში: დავჯდებოდი ჩემთვის, მარტო, კასეტას ჩავდებდი და ბიბლიას ვფურცლავდი...
თავიდანვე დიდი გოთვერანი ხალხი კი ყოფილან ეს ყევერები: რას ურახუნებდნენ თურმე ერთმანეთს, მერე ღვინოც მაგრა ჰყვარებიათ, ეტყობა, და ქა- ლების ამბავს კიდე ნუღარ მკითხავთ _ ვინ ვისთან წვებოდა, დავთარი ამერია. აი მეორე ნაწილი კი ჯერ იყო და ვერაფერი შვილი მეგონა, სულ რაღაც ქადაგებები და ეგეთი ბალამუტი, არავითარი ჩხუბი და წერაობა; მაგრამ ერთხელაც კაპელანმა ტორი დამადო მხარზე, მეორის საჩვენებელი თითი ზეცას მიაპყრო და მეუბნება: `დროა, დროა გზანი წამები- სანიც შეიმეცნო, შვილო ჩემო! ე-ე... #665321! ჩვენი სატანჯველი რაა საყოველთაო ცოდვების სა- კუთარ მხრებზე მოკიდებასთან შედარებით!~
ესა თქვა, ერთი გემოზე ამოაბოყინა და ვისკის სურნელით ააქოთა იქაურობა. მაგრა გაუტყდა, ჩაფიქრდა, ეტყობა, კიდე უნდოდა ეთქვა რაღაც ისეთი, მერე ხელი ჩაიქნია და თავის გზას დაად-
გა. საღამოობით მარტო ბოთლთან შეეძლო მწყო- ბრისად ლაპარაკი. ვიცი, შევსწრებივარ.
მაგის მერე იყო სწორედ, კიდე წავიკითხე ჯვარც- მისა და ეკლის გვირგვინის ჩამოცმის ამბავი და მა- შინ დამარტყა, ამაშიც რაღაცა ყრია-მეთქი, ბახის
`ვნებანი~ დავდე _ ალტის პარტია `მათედან~, თვალები დავხუჭე და უცებ წარმოვიდგინე, თითქოს ლურსმანს თავად ვურჭობდი გაშლილ მტევანში. მას მერე ოთხივე თავის ეგ ადგილები ლამის დავიზეპირე და უკვე მართლა მეჩვენებოდა, რომ თეთრი ტოგა მეცვა და თაკარა მზეში მათრახს ვუტყლაშუნებდი შიშველ, ოფლიან ზურგზე, სისხლი და ოფლი ირე- ოდა ერთმანეთში და ხალხის გოდების ხმა მეს- მოდა კარგი გუნდივით. იტოგში, მთლად უსარგე- ბლოდ არ დამიკარგავს დრო და ხაროს უფროსის ყურსაც კი მისწვდა, ესა და ეს ეკლესიურობაში გადავარდაო. ქადაგად დამდგარ კაპელანსაც უფრო ყურადღებით ვუსმენდი ხოლმე, მაგრამ მაგის ნაბ- ჟუტურალის ბევრი მაინც არაფერი გამეგებოდა.
დღესაც რაღაცა იბოდიალა იმათზე, ვინც ღვთის სიტყვას კი უსმენდა თითქოს, მაგრამ მათ თავში რო არ შედიოდა არაფერი და ვითომ სილაზე აშენებდნენ სახლს და ატყდა თურმე ჭექა-ქუხი- ლი, ნიაღვარი წამოვიდა და ნაგებიც ჩამოიქცა. ჯერ რა ხისთავა რამე უნდა იყო, ამას აკეთებდე და მერე ან მართლა მშენებელს არავის იცნობდნენ,
ან მეზობლებიც ეგეთი დამპლები იყვნენ, დროზე არავინ გააფრთხილა... მოკლედ, რაღაც მუღამი ვერ ავუღე მაგის გადაკრულად ნაქადაგარს.
მერე იყო და უცბად მიაფუჩეჩა ბოლოში სათქმელი და ახლა `ორმოცდამეხუთე საგალო- ბელი დავცხოთო~, _ გამოაცხადა. ატყდა ერთი შმაშუნი, ხველება, პიჟამების სწორება და ხმების მიხედვით ადგილების გაცვლა-გამოცვლა. მე ჩემი მუსიკა გამზადებული მქონდა და მოცემულ ნიშან- ზე გავუშვი შუტცის ძაან, ძაან მარტივი თემა ორ- ღანზე, თანაბარი გადასვლებით ბანებში.
საერთოდ, რიგიანი მომღერლებიც გვყავდნენ, დამწვრისად უბერავდნენ ხოლმე გალიაში გამომწ- ყვდეულ ბულბულებსა და თავის ნებაზე მონავარდე ყვავებზე _ პატარა ტრენინგი და სამხმიან მო- ტეტებსაც ამღერებდა კაცი, ზედ კიდე ფსალმუნე- ბიდან დაადებდი სიტყვებს, მაგრამ კაპელანს თავი- სი რეპერტუარი ჰქონდა დაწესებული, არც ვიცი, ვისი შეთხზული იყო, იქნებ სულაც საკუთარი და ხაროს უფროსისა, ზედამხედველ კომისიასაც თა- ვის დროზე ძაან მოსწონებია თურმე:
მძიმე არი ციხის კარი _ გარეთ როგორ გახვალ, ცოდვებს თუ არ ინანიებ _ ჯოჯოხეთში ჩახვალ!..
ცხვრებივით ერთ ხმაში ბღაოდნენ პატიმრები ამ სისულელეს და ზოგს, მგონი, ცრემლიც ადგა თვალზე. ეს ვირი ნადზორები კიდე დაუვლიდნენ ხოლმე კიდეზე და დასძახებდნენ: ხმამაღლა, უფრო მოშჩნადო! ბოლო-ბოლო ესეც მოთავდა და ბოლო სიტყვაც კაპელანმა დაგვაწია: `გფარვიდეთ წმიდა სამება და მუდამ უკეთესობისაკენ წარგმართავ- დეთ ყველას, ამენ!~ მეც, ჩემი მხრივ, ერთი პატარა ნაწყვეტი დავურთე ადრიან შაიზელბერგის მეორე სიმფონიიდან, დამშვიდობების ამბავში, ჯოგი კიდე გასასავლელს მიაწყდა და იყო ერთი ზედახორა და ნადზორებმაც გაიხარეს დრუჩოკების ქნევით.
მერე კაპელანი მომადგა, კაი ძმაკაცივით გად- ამხვია მარჯვენა და გაბადრული სახით მეუბნე- ბა: `დიდი მადლობა შენ ამჯერადაც, რას მეტყვი ახალს?~ საქმე ის იყო, ეგ ჩემის კაპელანი მაგრა ჩალიჩობდა, როგორმე წინ წასულიყო ჩინის ამბავ- ში, ამისთვის კიდე ხაროთუფროსისაგან ატმაზკა ჭირდებოდა. ხოდა, ეგ ვირთხაც, მგონი, ყოველ მეორე დღეს მასთან ყურყუტებდა და ყურებს უჭე- დავდა: პატიმრებში ასე და ასე ლაპარაკობენ, სულ რაღაც-რაღაცეებს ხიმანკობენ, მაგრამ ჩემი ჯერ- ათ, მე კიდე სულ თქვენ ქებაში ვარ და როგორღაც მაინც ვაშოშმინებო. ხანდახან კიდე მთლად გაუხ- ეთქავდა გულს _ ბუნტი მზადდება, ან ესა და ეს ნომერი გაქცევას აპირებს, ან კიდე რამე ამდაგვარს
დაუბრეხვებდა და იწყებოდა ერთი ალიაქოთი. მთელი ეს ბაზარი კი სულ ჩემი შეთხზული იყო, თუმცა ხანდახან მართალიც გამირტყია შემთხ- ვევით _ აი თუნდაც იმ ბოთე ჰარიმენის ამბავი, ღამის შემოვლაზე დარაჯის მოხრჩობას და მის ტანსაცმელში გადაცმული რო აპირებდა ათესვას, ოღონდ ენა ვერ გაიჩერა პირში... ან კიდე კანალი- ზაციის მილებზე კაკუნით რო დაამუშავეს ტიპებმა ერთმანეთთან კავშირი. აი ეგ მართლა ფინთი რამე იყო: არ შეიძლება, პატიმრებს გაერთიანების სა- შუალება მისცე. ერთხელაც კიდე სადილზე იმდენი იჯაჯღანეს უგემური საკვების გამო, _ ვუთხარი და მაგრადაც გამიმართლა, ოღონდ იმ საღამოს, მორიგეების გარდა, გარეთ კიდე მთელი ქვედან- აყოფი იყო გამზადებული და უცბად დააყუჩეს სუყველა. კაპელანს კიდე ცალკე უფროსისაგან ერგო მადლობა და ცალკე _ სასულიერო სამ- მართველოდან განსაკუთრებით მძიმე ობიექტზე თავდადებული სამსახურისთვის.
ამჯერადაც ცინცხალი ტყუილი მქონდა გამზა- დებული, მაგრამ ვინ რას დაგიდევდა, მაგის მეასედიც თუ გამართლდებოდა, ამბის გაბუქვა მერე უკვე მაგათი საქმე არ იყო?!
`დიახ, სერ, ნამდვილს გეუბნებით, სერ, ჩემი ორი ყურით გავიგონე, პაკეტი კოკაინი უნდა
შემოიტანონ და, მგონი, მერვე ბლოკს აქცევენ დასანაწილებელ ბაზად.~ `ძალიანაც კარგი~, _ მეუბნება, _ `თუმცა რა კარგი, ისა... ცუდი ამ- ბავია, ძალიან ცუდი! მაგრამ შენ აბა რა შუაში ხარ _ შენი გულმოდგინების ამბავს კიდევ ცალკე მოვახსენებ ზემოთ~, _ თქვა და გაიბღინძა, რო- გორც სჩვეოდა ხოლმე, როცა უფროსობასთან თა- ვის ახლო ურთიერთობაზე გადაკრავდა სიტყვას.
`საზოგადოდ, ნამდვილად რომ სანიმუშოდ იქცევი, აშკარად გამოსწორების გზას ადგახარ, შვ- ილო ჩემო, N#665321... ასე თუ გაგრძელდა, შუა- მდგომლობასაც აღვძრავ, ერთი-ორი წლით ადრე რომ გაგანთავისუფლონ, დიახ.~
`დიდი მადლობელი, სერ, ღმერთმანი, თავს არ დავზოგავ, ოღონდ ერთი რამ მინდა გკითხოთ: სერ, ხმები დადის, რაღაც ახალი მანქანა გამოუგონი- ათ, ჩაგიშვებენ შიგ და განახლებული გამოდიხარ, აღარც ციხე გინდა და აღარც არაფერი, პირდა- პირ გარანტირებული ხარ ყოველგვარი ბოროტი- საგანო...~
ვატყობ, არ ეპიტნავა მაინცადამაინც _ ჯერ რაღაც საიდუმლოდ ინახავენ ამ ამბავს _ არადა ხომ ვიცი, მუდამ ენა ექავება, მაღალ მატერიებზე ებალამუტოს ვინმეს.
`ჰო, ეეე... როგორ არა, არის ეგეთი რამ, ლუდოვიკოს მეთოდს ეძახიან, ოღონდ ჩვენთან ჯერ არ უცდიათ _ უფროსია წინააღმდეგი და სი- მართლე ითქვას, არც მე მეხატება გულზე.~
`ეგ რატომ, სერ?~
`იმიტომ, რომ ადამიანის ბუნებას ვერავითარი მეთოდებით ვერ გააუმჯობესებ. კეთილიცა და ბოროტიც შინაგანი ამბავია და ღვთისშვილს არ- ჩევანის უფლება თუ არ აქვს, იმას ადამიანიც აღარ ეთქმის!~
კაცმა არ იცის, კიდე რამდენს იქაქანებდა ამ აბდაუბდას, მაგრამ ამ დროს რკინის კიბეზე ერთი ბრაგაბრუგი ატყდა _ მორიგი პარტია ზეკები მოგვადგნენ თავისი წილი სულიერი საზრდოს მის- აღებად.
`კარგი, ახლა შენს საქმეს მიხედე, _ მეუბნება კაპელანი, _ მაგაზე კიდე სხვა დროს ვილაპარა- კოთ.~ ხოდა მეც ბახის ერთი ქორალური პრე- ლუდია დავუდე, ჭაცჰენ აუფ1* ქვია რატომღაც და ეს ჯგროც შემობლაყუნდა, ნადზორები კიდე აქეთ- იქიდან დადგნენ, კაპელანიც აბობღდა კათედრაზე და გააბა ისევ თავისი: რა ვქნათ ახლა?
1 განიღვიძეთ (გერმ.)
იმ დილით კიდე ოთხი პორცია ქადაგება ჰქონდა დაგეგმილი და ჩემთვის ვიღა მოიცლიდა
_ ბოლოში ჩვეულად გადამიხადა მადლობა, ის ლუდოვიკოს მეთოდია თუ რაღაცა, სიტყვითაც არ უხსენებია.
2.
საღამოსკენ ისევ ჩვენ-ჩვენს სოროებში შეგვრ- ეკეს და მოგვიკეტეს კარი. თავის დროზე თითო კამერა, ეტყობა, სამი კაცისთვის იყო გათვლილი, ოღონდ მერე კიდე სამი ნარიც დაემატებინათ და ახლა ექვსნი ვიყავით სელიოდკებივით ჩალაგებუ- ლი. პირველი, კართან, ზოფარი იწვა _ ვერც სახ- ელით გაიგებდი, რა ჯილაგისა იყო და ვერც გარე- გნობით _ ერთი მურთხი რამე და არავითარი აქ- ცენტი. ლაპარაკი კიდე ნამდვილი ქურდისა ჰქონ- და, ცოტა ჭკუაზეც აფრაკად იყო, იჯდა ხოლმე თავისთვის და სულ ჰყვებოდა რაღაცა გაუთავებ- ელს, მაგრამ თავს ბოლოს ვეღარ აბამდა და აღარც ყურს უგდებდა ვინმე. მერე ერთი სქელო ურია მო- დიოდა, სულ მუდამ ოფლში იწურებოდა და ნამ- დვილი ძილისგუდა, ოღონდ მაგაზე ამბობდნენ, სტუკაჩია და კაცი ფრთხილად უნდა იყო, ძილშიც ყველაფერი კარგად ესმისო. ეგ იყო, იავნიზე ვერც ერთხელ ვერ გამოიჭირეს. მერე ორი განუყრელი ძმაკაცი _ კირპიჩა და დოქტორა. კირპიჩა ვიღაც
პატარა გოგოშკას ხმარებაზე იყო ჩამჯდარი (ისიც შეტენეს, `გაუკუღმართებულადო~, თუმცა დედის სულს იფიცებოდა _ არაფერი მსგავსიო), დოქ- ტორა კიდე თავს დებდა თურმე _ კიბოს ვკურნა- ვო, ოღონდ შპრიცს ცარიელა გამოხდილი წყლით ავსებდა. მერე ერთი ქალიც აბორტმახერობის დროს ჩაკვდომია ხელში, უფრო სწორად, მაგიდ- აზე. ესეც გაუხსენეს.
კიდე იყო ვინმე ჯოჯონა, მაგარი ჰიგიენური ტიპი _ ყოველ კვირადღეს პედიკიურს იკეთებდა გადატეხილი ბრიტვით. მოკლედ, ძაან საზოგადოე- ბაში გახლდით გასული. იმ დღეს კიდე, თითქოს ადამიანებად აღარც გვთვლიანო, კიდე ერთი შემოგვისახლეს, ანუ კარი გაიღო და შემოგვიგ- დეს, იატაკზე მოადინა ზღართანი. ჩვენ ჯერ აზრზე ვერც მოვედით, ის რო წამოხტა, გისოსებს ეცა და მორთო ღნავილი: `ხალხი არა ხართ?! იატაკზე დავწვე?.. რა მინდა ამ გადატენილ სოროში _ ციხ- ეა თუ გაზის კამერა! უფროსთან ვიჩივლებ!~
ყურიც არავინ გაიბერტყა, რა თქმა უნდა.
ჰოდა, ძმებო, სწორედ ამ კაცით დაიწყო ყვე- ლაფერი _ იმისთანა დამპალი ვინმე აღმოჩნდა, ვინ იყო მაგის ამტანი. ჯერ ჩემზე გაახურა _ ყველაზე ახალგაზრდა შენა ხარ და მოგიწევს იატ-
აკზე ძილიო. ახალმოთრეულს თუ ერთხელ რამე გაუვიდა, მერე კარგად მეყოლე და ალბათ ამიტომ იყო, ხმის ამოღებაც არ დამჭირვებია, სხვებმა წაუთაქეს თავში და მოაკეტინეს. მერე ის იყო, წავთვლიმე და გვერდში არ მომიწვა ეგ ვირიშვილი და არ დამიწყო ხელების ფათური და სიყვარულის ახსნა! გიჟივით წამოვვარდი, დავითრიე და ვერც ვხედავდი კარგად, სად ვურტყამდი, მერე ფეხებით შევდექი და სანამ ნადზორები არ შემოცვივდნენ, არც გავჩერებულვარ. დიდი კი არაფერი, რა თქმა უნდა, ფეხსაცმელებზე შნუროკები ყველას დაძრო- ბილი გვქონდა და იმ სიბნელე-სივიწროვეში კიდე ხელსაც ვერ გაიქნევდი ხეირიანად, მაგრამ ჩხუბი ჩხუბია და მტყუან-მართალს ვინ დაგიდევდა _ თითო-თითო ყველას მოგვხვდა და, თავისი ჭკუით, დაამყარეს წესრიგი. მერე გაგვაფრთხილეს, კიდე რამე შუხური თუ ატყდა, ვაი, თქვენი ბრალიო და პატარა წითელი სინათლეც აღარ გამორთეს ჭერ- ში: ასე უფრო ჭკვიანად იქნებითო, _ გაიღმიჭა ოპერ-ნადზორი და გაიკრიფნენ.
უკვე ვიცოდი, ჩემი ძილი აღარ იქნებოდა და იმ პიდორს ვეუბნები: დაეგდე ნარზე და განძრევა არ გაბედო, მე კიდე ჩემი საბან-გობანით იატაკზე მოვეწყობი-მეთქი. `დაიცა~, _ დოქტორა მეუბნება,
_ `ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ არც მაგის და- წოლა იქნება, იდგეს ფეხზე კუთხეში, ჭკუას ისწავ-
ლის.~ ის ჩემისა კიდე იმის მაგივრად, ენა მუცელში ჩაეგდო და ხალხი უფრო არ გაეღიზიანებინა, ახლა იმას აუხტა: შენ ვინა მყავხარ, ვინ რას გეკითხება, მე და ეს კაცი როგორ მოვრიგდებითო. მართლა კაი დარეხვილი ვინმე იყო _ დაიწყო და აღარ გაათავა. ჯოჯონამაც უყურა, უყურა და ის ქლია- ვიც რო აღარ მორჩა შიპიტს, ერთი ამოიოხრა და მშვიდად, ისე, ყველას გასაგონად თქვა: `ძილი თუ არ გვიწერია ამ ღამით, ერთი სასარგებლო საქმე მაინც ვქნათო.~ ხოდა კირპიჩამ ერთი ხელი ქეჩოში სტაცა, მეორეთი ცოტა ხნით პირი მოუკუპრა და მოსდგნენ და იმდენი უბრაგუნეს, თურქის ბარაბანს რო არ მოხვედრია, ოღონდ უხმოდ მუშაობდნენ და მეთოდურად, რიგრიგობით. ბოლოს ჩემი ჯერიც დადგა და ამ პატარა, წითლად მბჟუტავ სინათლეზე ეს გასისხლიანებული სიფათი რო დავინახე, თითქო რაღაც გადამიტრიალდა გულ-ღვიძლში _ ცუდად კი არა, პირიქით, თითქო ახლა გავხდი მართლა კარგად, მხოლოდ ყველაფერს წითლად ვხედავდი, ცოტა ბუნდოვნად და არავითარი ცემა-ტყეპა არ დამიწყია, მივუახლოვდი, შორიდანვე გავუშალე და მთელი ტანით შევუშვი დარტყმა _ შიგ ჟანგიან ყბაში მოხვდა და კეფით გაეკრო კედელს. მართლა მაგარი გრძნობა იყო, ღმერთმანი.
`ესეც ასე~, _ კმაყოფილად, ვალმოხდილი კაცის ხმით თქვა დოქტორამ, _ `ახლა კი ნამ-
დვილად წაუძინებს, იმედია, დილამდეც და ხვალ სულ სხვა, წესიერ, ზრდილ და უაღრესად მორიდე- ბულ პიროვნებად წარმოგვიდგება, იმედია. თუ არადა, კიდევ გავიმეორებთ _ რეპეტიციო ესტ მა- ტერ სტუდიორუმ, მოგეხსენებათ~. დიდი მაზალო ვინმე კი იყო ეს დოქტორა, სულ ასე დახვეწილ სტილში ლაპარაკობდა, დინჯად და მძიმედ.
ჩვენც ჩვენ-ჩვენ ნარებზე ავძვერით და დილამდე თავი არც ერთს არ აგვიღია. მე კიდე რატომღაც ისევ ისეთი უცნაური სიზმარი მესიზმრა: თითქოს მთელი ორკესტრი მარტო მე ვიყავი და ორი დირი- ჯენტი მყავდა ერთდროულად: ბებერი ფაფარი- ანი ლუდვიგა და პარიკიანი ჰენდელინ, მაგრამ ორივე ერთნაირად უკმაყოფილო იყო და ხან რაზე მდებდნენ შარს და ხან რაზე. მერე მეც ამეშალა ნერვები და ხან ალთას ვუბერავდი და ხან ბალთას. ბოლოს ორივე ერთად მომდგა და გამიხვრიტეს ტვინი... სწორედ ამ დროს გამომეღვიძა და ვხე- დავ, ყველას იმ გუშინდელ ნაცემ-ნაბეგვი ბაიყუშის გარშემო წრე დაურტყამთ და რაღაცას ყაყანებენ. მერე დოქტორას ხმა გავიგონე: `გულის ამბავია, ალბათ. ასე გაცხარებაც არ ვარგა. მეტისმეტი მო- გივიდათ გუშინ, მეტისმეტი~.
`დაიცა, დოკ~, _ ჯოჯონა ეუბნება, _ `მგონი, არც შენ დაგიკლია ხელი~. მეც მივედი და ვხედავ,
ის ჩემისა რაღაც უცნაურად წევს _ თვალებდაჭყ- ეტილი და პირღია. შიშველი ფეხის თითები შევახე მკლავზე და ცივი იყო _ ისეთი კი არა, შემცივნებ- ული როცაა კაცი, მართლა ცივი _ მაცივარში ნაგდები კატლეტივით.
`მართლა, ალეკს, ის ბოლო დარტყმა ნამდ- ვილად ზედმეტი იყო~, _ ახლა მე მომიბრუნდა დოქტორა.
`ჰო, რა თქმა უნდა~, _ ვეუბნები, თან გულმა რაღაც რეჩხივით მიყო, _ `კირპიჩას ეჭირა, შენ და ჯოჯონა ცემდით, მე კიდე ერთი დავუადე ბო- ლოში და ახლა თურმე სულ ჩემი ბრალი ყოფილა ყველაფერი!~
`ერთი იყო, კი, მაგრამ მეტისმეტი, ასე ვთქვათ, გამეტებით... რომ იტყვიან, ზედმეტი ჩხირი ტვირ- თი აქლემსაც დააგდებსო...~ _ დანარჩენებიც დგანან და ძაან ბრძნული სახით კვერს უკრავენ. მარტო ყევერაა ჩუმად და, როგორც ყოველთვის, ახლაც ოფლი ასხამს, ოღონდ სიმწრისა.
`ნაბიჭვრებო~, _ ვუბნები, _ `ვირიშვილო, თესლო, ნაბიჭვრებო...~ მერე გავჩუმდი ან რა აზრი ჰქონდა, გუშინდელივით არ მახსოვდა იგივე ამბა- ვი, იმ ჩემმა ყოფილმა ძმაკაცებმა რო მიყვეს. ასეა, ძმებო, ბოლომდე არავის ნდობა არ შეიძლება ქვეყ-
ანაზე _ ადამიანი, საზოგადოდ, ყველა ერთი ნაგა- ვია, ერთი ქაქიდან მოზელილი.
მერე ატყდა მთელი ბაზარი, მკვდარი გაიტანეს, პატიმრები აღარც სამუშაოზე და აღარც ნასა- დილევს მუხლის გასაშლელად აღარ გაუყვანიათ, ის კი არა, სადილი საერთოდ არ ჩამოუტარებიათ
_ ისხედით მანდა და ხმა არ გაიღოთო, ყველაფერ- ზე ამას პასუხობდნენ. რა თქმა უნდა, ხაროთუ- ფროსს სისხამ დილასვე მოახსენეს ყველაფერი, იქნებ ლოგინიდანაც კი წამოაგდეს, მაგრამ უცნ- აური ის იყო, არც თვითონ გამოჩენილა და არც მისი ბრძანებით რაიმე სასჯელი დაუდვიათ ვინ- მესთვის. ოღონდ რაღაცას კი ელოდნენ ყველანი და სულ მირბი-მორბოდნენ, ფაციფუცობდნენ რა- ღაცას, დარაჯებიდან დაწყებული დამლაგებლე- ბით გათავებული. ბოლო-ბოლო საღამოს ექვსი საათი იქნებოდა, ჩვენი კამერის კარი გააღეს და მთელი უფროსობა დაგვეჩითა, თანაც მათ შორის ახლა სულ სხვა პირველობდა _ ვიღაც მაღალი, ცისფერთვალება პიჟონი და, ღმერთმანი, ძმებო, ასე მორგებული შარვალ-კოსტუმი მე მეტი არ მინახავს _ ისე ადგა ტანზე, თითქოს საკუთარი ტყავიაო. ჩახალსტუხებულ-ჩაპერანგებულიც ხო იყო და სათვალეც ისეთი ეკეთა, მგონი, მართლა ოქროსი ჰქონდა ჩარჩო, თუ არადა, ფასი მაინც ნაღდი ოქროსი ექნებოდა. იდგა და სადღაც ჩვენს
იქით იყურებოდა, თითქო შუშისაგან ვიყავით ყველანი ნაკეთები და ქადაგებდა: `...ესეც თქვე- ნი ნაქები თეორიები დანაშაულისა და სასჯელის თაობაზე _ ბოროტმოქმედებს ერთად შეყრით და ერთი პირი სასჯელის მოხდასაც ვერ ასწრე- ბენ, დანაშაულს დანაშაული ემატება! არა, ბა- ტონებო _ ასე არაფერი გამოვა, ხაროები ისედაც გადაჭედილია და პოლიტიკურებს რაღა ვუყოთ? ან რომელ სასჯელის მოხდასა და შრომა-გასწორება- ზეა ლაპარაკი?! ამათ რა გამოასწორებს _ ერთმა- ნეთსაც არ ინდობენ... რადიკალურ ზომებს უნდა მივმართოთ _ ან მკურნალობა გამოასწორებს, ან სამარე!..~
აი მანდ ვისქესე, ჩემი დროც დადგა-მეთქი და ცისფერთვალას ვეუბნები: `ნება მომეცით, მოგახ- სენოთ, სერ, კარგა ხანია, ჩემი ნებით ვითხოვ, მკურნალობა დამინიშნონ _ კაპელანი დამემოწ- მება, რომ სამაგალითო ქცევით...~, მაგრამ სუბორ- დინაციის ასეთი უმაგალითო დარღვევის მომსწრე ცენტრალური ხაროს უფროსს უეცრად სისხლმა აასხა ტვინში და ერთი ისეთი მიღრიალა, ყურის ბარაბანი გამისკდება-მეთქი, _ ვიფიქრე. ის შმოტ- კინა კიდე შეიჭმუხნა მხოლოდ და ეუბნება: `აი ხომ ხედავთ, უკვე მოხალისეებიც გამოჩნდნენ! ძა- ლიან კარგი ახალგაზრდაა და თავგამოდებული _ მივცეთ შანსი. დამიჯერეთ, ბროდსკის ხელში მკვ- ლელიც კი მშვიდობის მტრედად იქცევა~. თქვა და
გატრიალდა. სხვებს რაღა დარჩენოდათ, კვალში მიჰყვნენ. მე კიდე ცხვირწინ მომიჯახუნეს კარი.
3.
იმავე საღამოს ძაან ნაზად და ზრდილობიანად წამომაგდეს და წამათრიეს უფროსის კაბინეტ- ში. ის კიდე კუშტად მომაშტერდა და საშინლად გადაღლილი პასუხისმგებელი მუშაკის ხმით მე- კითხება: `ისე, აზრზე მაინც თუ ხარ, ამ დილას ვის ელაპარაკე?~ მერე პასუხისთვის არც დაუცდია, თავისი გარეკა: `მინისტრს, ჩემო კარგო _ დიი- იახ, შიდა საქმეთა ახალ მინისტრს! ახალმა სიომ დაუბერა, მოგეხსენებათ, და ამასაც ახალი იდეები აწუხებს... ასეა თუ ისე, ბრძანება ბრძანებაა და მე არავინ მეკითხება, ძველი ცოცხი მირჩევნია თუ ახ- ალი უფრო მომწონს, თუმცა ნაღდად რომ არ მომ- წონს და ჩემდათავად, სადაც გნებავთ, იქ ვიტყვი:
`თვალი თვალისა წილ.~ _ რამდენჯერ უთქვამს ჩვენს კაპელანს და სავსებით ვეთანხმები, სავსე- ბით! თუ ვიღაცა გაგარტყამს, შენც ჩასცხებ _ ასე არაა? თორემ მერე უარესს გიზამს... მერედა ვინც სახელმწიფოს უჩაჩქუნებს თავში, იმას რაღატო არ უნდა მოხვდეს? არაო, ახლა ისეთი აზრიაო,
_ გვეუბნებიან, ცუდს კარგად უნდა მოვექცეთ, ბოროტს _ კეთილადო, სადაური სამართალია, გეკითხები?!~
`აბა რა გითხრათ, სერ...~ _ ვეუბნები, თან ვცდილობ ვუჩვენო, რა ზრდილი და წესიერი ვარ და სხვისი ჭირის გამგები, ეს ჩემი ახმახი ნადზო- რი კიდე შიგ ყურში არ ჩამბღავის: `ხმა! კრინტი! რაებს ბედავ აქა!!~
`კარგი, კარგი, შეეშვი~, _ ისევ იმ ძაან, ძაან გადაღლილი ხმით ამბობს ხაროსთავი: `შენ კიდე, რა ნომერი ხარ... ჰო, 665321 _ ხვალ იმ ვიღაც ბროდსკისთან გამოცხადდები. უნდა გადაგაკეთონ. რაღაც ორ კვირაში პატიოსან კაცად ვაქცევთ და საზოგადოების სრულუფლებიან წევრად გავხდი- თო. ყოველ შემთხვევაში, ნომრებს აგაძრობენ და გვარ-სახელს დაგიბრუნებენ. გაწყობს?~
ვდგავარ, ხმას არ ვიღებ. და ახლა ამაზე ამიყვირ- და ახმახი: `უპასუხე უფროსს, არ გესმის შენა?!~
`დიახ, სერ, დიდზე დიდი მადლობა, სერ! ვეცდები, ნდობა გავამართლო. მადლობელი ვარ ყველასი, სერ!~
`ტყუილად ხარ... ვერაფერი სამადლობელია. აი აქ ხელი უნდა მოაწერო, რომ ნებით თანხმდები ამ ახალი მეთოდით მკურნალობაზე და განთავი- სუფლების შემთხვევაში არავითარი პრეტენზია არ გექნება. მოაწერ?~
`უეჭველად და უყოყმანოდ, სერ! ხელიც არ ამიკანკალდება~. იმანაც მომაჩეჩა კალმისტარი და კარგად, გარკვევით და ლამაზად ჩავუწიკწიკე სა- კუთარი სახელი და გვარი.
`ამ დავიდარაბასაც მოვრჩით...~ _ თქვა უფრ- ოსმა და თავი დაუქნია, გაიყვანეთო. ოღონდ ჯერ თურმე ერთიც მქონია მოსალევი: კაპელანს მო- სურვებია ჩემთვის გამოსათხოვარი სიტყვის თქმა და ახლა იმასთან წამაპროწიალეს. ის კიდე იჯდა თავის მაგიდასთან, გაფხორილი და, როგორც ყოვ- ელთვის, ახლაც ვისკითა და სიგარის სუნით ყარ- და. ახრანას ანიშნა, გარეთ დარჩითო და მერე მე მომიბრუნდა:
`დაჯექი, დაჯექი, შვილო ჩემო 665321! ერთი რამ უნდა გითხრა თავიდანვე: ჩემი ხელი ამაში არ ურევია. აზრი რომ ჰქონდეს, ხმასაც ავიმაღლებდი ამ უმსგავსობის წინააღმდეგ, მაგრამ ახლა უკვე გვიანია _ ხმა ჩემი დარჩება ხმად მღაღადებლისა ოფიციალური უსულგულობის კედლისა წინაშე... გესმის, რას ვამბობ?~
ისე რა-მეთქი, _ გავიფიქრე, _ მაგრამ, ყოველი
შემთხვევისათვის, მაინც დავუქნიე თავი.
`რთულზე რთული ზნეობრივი საკითხია _ ყოვ-
ლად წესიერ, ზნეკეთილ ბიჭად უნდათ გაქციონ. სურვილიც კი აღარ გექნება ბოროტება ჩაიდინო
_ ან თუნდაც ძალადობის რაიმე აქტი. გესმის, რას ვამბობ?~
`მერე მაგას რა სჯობია, სერ!~ _ ვეუბნები, არადა გულში მეცინება, ძმებო, რასაა, რო ბოდი- ალობს-მეთქი.
`ჯობია, შვილო ჩემო, ბევრი რამე ჯობია! თა- ვისთავად კარგს ამაში ვერაფერს ვხედავ: ძალად კეთილი გაგხადონ _ არ იქნება ეს ადვილი ასა- ტანი საქმე. ადვილი კი არა, გაუსაძლისი იქნება, ალბათ, და უკვე ვგრძნობ, მრავალი ღამე დამა- თენდება მაგაზე ფიქრით... განა რა სურს ღმერთს ჩვენგან? ბრმად და იძულებით კეთილნი ვიყოთ თუ შეგნებულად ვარჩიოთ კეთილი ბოროტს? იქნ- ებ ვინც შეგნებულად ირჩევს ბოროტების დაკ- ლაკნილ ბილიკს, რაღაცით მაინც უფრო ახლოა ღმერთთან, ვიდრე ის, ვისაც სიკეთის სწორ გზას იძულებით გაუყენებენ? მძიმე და მნიშვნელოვანი კითხვებია, შვილო ჩემო 665321! მაგრამ ახლა სხვა რამ მინდა გითხრა: თუკი ოდესმე მოიგონ- ებ აქაურობას და მეც გამიხსენებ, უმდაბლესსა და უმორჩილესს ღვთის ნების აღმსრულებელთა შორის, გემუდარები _ გულშიაც ნუ გაივლებ, თითქოსდა რაიმე წვლილი მედოს ამ საქმეში, უბრალო ვარ და მხოლოდღა ღმერთს შევავედრებ
შენს ცოდვილ სულს. ერთი ეგაა, მე კი ვილოცებ შენთვის, მაგრამ შენ ახლა იმ ზღვარს გადახვალ, რომლის იქით ლოცვის მადლიც ვერ შეგეწევა... საშინელი განსაცდელია ეს, შვილო ჩემო! თუმცა, მეორე მხრივ, როცა ნებით უარი სთქვი ზნეობრი- ვი არჩევანის უფლებაზე, ამით ხომ თავისთავად კეთილი ირჩიე უნებურად?!. საოცრად რთული საკითხია, რთული და ჩახლართული და მაინც, მწამს, რომ ეს სწორედ ასეა და არა სხვანაირად!~
_ როგორც იქნა, მოხია ფინალი და აზლუქუნდა. სიმართლე გითხრათ, არც გამკვირვებია მაინცდა- მაინც, სეკრეტერი ღიად დარჩენოდა და ვისკის ბოთლიც ლამის ძირამდე იყო დაყვანილი. თითქოს მიმიხვდაო, გასაღებით გულმოდგინედ ჩაკეტა და სლუკუნ-ფსლუკუნით მეუბნება: `ან იქნებ სწორედ ასეა საჭირო? ვინ უწყის... შეუცნობ არიან გზანი უფლისანი!..~ და უცებ დადგა და კარგად დაყენებ- ული ხმით შეუბერა რომელიღაც საგალობელი. მაგარი სანახავი იყო, ღმერთმანი. მაგრამ ამ დროს ის ახმახი ნადზორი შემოვიდა და ისევ ჩემს მყრალ საკანში წამაჩანჩალა.
როგორც იქნა, გათენდა ნანატრი დილა და ამ პიტომნიკსაც დავემშვიდობე. ისე, ძაან შორსაც არ წავსულვარ: იმავე ტერიტორიაზე, ოღონდ ციხის ბლოკებისაგან მოშორებით, ერთი მაღალი თეთრი შენობა იდგა, შუშა-ბეტონში გადაწყვეტილი, კარ-
გა მაღალი გალავანი ერტყა, ფანჯრებიც ტონირე- ბული ჰქონდა და ცალკე მისასვლელი, საკუთარი ახრანა და კაციშვილმა არ იცოდა, ვინ რას საქმი- ანობდა შიგ _ სწორედ იქ მიმიყვანეს.
უზარმაზარ ჰოლში ნამდვილი საავადმყოფოს სუნი იდგა, ოღონდ ისეთი კი არა, ჩვენი უბნის პოლიკლინიკაში როა, პირიქით _ სტერილური სისუფთავის და კონდიცირებული ჰაერის სპეციფი- ური სუნი. ტანში გამბურძგლა. მერე ვიღაც თეთ- რხალათიანი მოვიდა, რაღაც დავთარში ჩამწერა და ძაან ალერსიანად გამიღიმა. ჩემი ტლუ ნადზო- რი კიდე ეუბნება: `ფრთხილად ამასთან, სერ! ამას არც ციხემ უშველა და არც კაპელანის ბიბლიის კითხვამ...~ მაგრამ იმან მარტო გაიღიმა ისევ, მხრები აიჩეჩა, ეს ვირი დაითხოვა და მეორე სარ- თულზე ამიყვანა. თვალებს არ ვუჯერებდი, ძმებო,
_ ცალკე ნომერი მომცეს, აბაზანით, ფართო ლოგ- ინით, გატკიცინებული პიჟამათი და მშვენიერი ფუმფულა ხალათით! ის ჩემი ნომრიანი ფლასე- ბი კიდე სადღაც გააქრეს. გული არ დამწყვეტია მაინცადამაინც. `არა, ძმაო ალეკს~, _ ვეუბნები საკუთარ თავს _ `აწი წუწუნი აღარ გავიგო შენი~. მერე კიდე ნამდვილი ყავა მომართვეს და ძველი ჟუ- რნალები _ მთლად სანატორიუმში მეგონა თავი.
ცოტა ხანში ვიღაც კიდე ერთი თეთრხალათიანი
შემობლაყუნდა, სტეტოსკოპი დააძრო და დოქ- ტორ ბრენომად გამეცნო, ბროდსკის ასისტენტი ვარო, _ დაუმატა. ვაცალე, სანამ ეს _ ჩაისუნთქე, ამოისუნთქე და ისუნთქე, არ ისუნთქო _ ბაზარი ჩათავდებოდა და მერე ვეკითხები: `მაინც რას მიპ- ირებთ, სერ _ ალბათ რაიმე პროცედურები უნდა ჩამიტაროთ?~
`არაფერი მსგავსი~, _ მეუბნება, _ `კარგს გაჭმევთ, კარგს გასმევთ და მერე ფილმებსაც გა- ნახვებთ!~ ყურებს არ ვუჯერებდი, ძმებო, მაშაყ- ირებს-მეთქი, _ გავიფიქრე. კინოში მარტოკამ უნდა ვიარო, თუ თქვენ წამომყვებით-მეთქი, _ წავეიაზვე. ამან კიდე, ვითომც არაფერი, სრულიად სერიოზულად ამიხსნა: არსადაც არ წახვალ, სპე- ციალური ფილმებია, აქვე უნდა უყუროო; ოღონდ ამის მერე, ყოველ ჯერზე თითო ნემსი უნდა გაგიკ- ეთოთ, მოგიხდებაო, _ მახარა იქვე.
`ეს ალბათ რამე ვიტამინები იქნება, ჯანზე მო- სასვლელად?~ _ ჩავდიე ღდინში. `ჰო, რა თქმა უნდა, ვიტამინები, დიახ _ ციხის მერე, ხომ იცი, მომაგრება სჭირდება ორგანიზმს~, _ თქვა და ამანაც ძაან გულთბილად გამიღიმა. ასე ღრეჭა- ღრეჭით გავიდა გარეთ.
მე კიდე ლოგინზე წამოვგორდი და ჟურნალების
ჩითვა დავიწყე. ღმერთმანი, რა გინდოდა, სულო
და გულო: გლოუბსპორტი, ფლეიბოი, კინოსა- მყარო... მაგრამ მაინც მალე მომბეზრდა, თავქვეშ ხელები ამოვიდე და წავედი ფიქრებში. არა, აწი თუ არაფერი გამომიხტა, ტუზის დაცემასავით იყო მთელი ეს ამბავი: გავიდოდი აქედან ყოვლად წესი- ერი ახალგაზრდა, ალბათ სკოლაში სიარულსაც აღარავინ მომთხოვდა _ რაღა დროს ჩემი სწავლა იყო, ხოდა, გამოვძებნიდი რამე იოლ სამუშაოს, საღამოს გამოვიძინებდი და ბნელ ღამეში საქმეს მივხედავდი ჩემებურად. ჯერ ერთი, კარგ ახალ შაიკას ავკრეფდი _ ჭკუით, შერჩევით _ და მერე ბნელოს და პიტს ვუტირებდი ყოფას, თუკი ისინიც ციხეში არ ჩააყუდეს ჩემსავით. ოღონდ ფრთხილად კი უნდა ვყოფილიყავი, ძაან ფრთხილად, აბა ყვე- ლა ამათ როგორ გავუცრუებდი იმედს _ ამდენი უნდა იწვალონ, ტვინი იჭყლიტონ, ფილმებიც მან- ახონ, იქნება და დისერტაციებიც კი გააშანშალონ ჩემზე და ბოლო-ბოლო წყალში ხო არ ჩავუყრიდი ამაგს! ასეთ რთულ სამეცნიერო ექსპერიმენტს გამართლება უნდა-მეთქი, _ გავიფიქრე და ამიტყ- და სიცილი. მაგარი შიზოიდები არიან მთელი ეს დოხტურები და მათი კოდლა, ნეტა ჯერ საკუთარი თავებისთვის ემკურნალათ ცოტა. თუმცა რა, კარ- გად კი ცხოვრობენ და სიფათებიც ბრძნული უჭი- რავთ და რა უნდათ მეტი ან მათ, ან მე.
ამ დროს თოხლიც შემოიტანეს და პავლოვის
რეაქცია დამეწყო, ძმებო _ კარგა მოზრდილი ნაჭერი ხორცი, ზეთში შემწვარი კარტოფილი ბლომად, რაღაც საწებელი, მშვენიერი ნამცხვარი ჩაროზად და ნაღდი ჩაისფერი ჩაი. ერთი ცალი სიგარეტიც კი იდო საფერფლეში და კოლოფი ასანთი, ოღონდ იმაშიც რატომღაც სულ ერთად- ერთი ღერი იდო. ყველას თავისი ოფოფები ჰყავს
_ ორი რო ყოფილიყო, რა, ფარდას წავუკიდებდი ცეცხლს?! მეშაქა უქრით, ნამდვილად.
მერე ცოტა ჩამთვლიმა ამ განცხრომაში და თვლემა-თვლემაში ვხედავ, ექთანი გოგო შემო- ბაკუნდა, მშვენიერი აცქვეტილი მკერდი ჰქონდა (ორი წელი იყო, გრძელზე გრძელი წელი, ასეთი არაფერი მენახა), ხელში შპრიცი ეჭირა და ბამ- ბა. აჰა, ვიტამინიც თავისი ფეხით მოვიდა-მეთქი,
_ ვეუბნები, მაგრამ წარბი არ შეუხრია, მკლავ- ში თითის სიმსხო ნემსი მჟვლიპა და ქუსლების პაკაპუკით გატანცავდა. ცოტა ხანში ახლა უკვე ჯანიანი სანიტარი შემოვიდა და ინვალიდების ტაჩკა შემოაგორა. აი ეგ კი მართლა გამიკვირდა.
„შე ჩემის ესკულაპო~, _ ვეუბნები, _ `რა ეშ- მაკად მინდა?! რა, თვითონ ვერ გავივლი თუ ძაან- ძაან შორს მივდივართ და მიფრთხილდებით, ემანდ ნაჭამზე არ შევწუხდე?~ მაგრამ ფეხზე რო დავდ- ექი, სამასხარაოდ აღარ მქონდა საქმე, მთვრალი- ვით ვბანცალებდი და თავბრუც კი დამეხვა ცოტა.
სანიტარმა ბავშვივით ამიტაცა ხელში და ტაჩკაში ჩამდო. მართალი ყოფილა ის დ-რ ბრენომია თუ ვიღაცა-მეთქი, _ ვიფიქრე, სულ ციხის სალაფა- ვის ბრალია ყველაფერი _ ორი წლის მანძილზე პირველად ვითოხლავე ადამიანურად და ახლა ფეხზე ვეღარ ვდგები. არა უშავს, ბლომად ვიტა- მინები და მისი ჯანი-მეთქი, _ თავი დავიწყნარე.
4.
დიდი უცნაური კინო კი მომიწყვეს, ღმერთმანი. ჯერ იყო და კბილის ექიმის კაბინეტში რო კრე- სლოა, რაღაც იმდაგვარში ჩამსვეს, რაღაც ფე- რადი შნურები და კაბელები მომიჭირეს ხელებზე და საფეთქლებზეც, მაგრამ ყველაზე ბოღმა ის იყო, ზედა ქუთუთოები დამიმაგრეს პაწაწკინტელა შპილკებით და თვალის დახამხამებაც კი აღარ შე- მეძლო. რას შვებით-მეთქი, _ ვეკითხები. _ რა და, ეკრანს თვალი რომ ვერ მოაცილო, იმისთვისააო. ნაღდად შეირეკნენ-მეთქი, _ ვიფიქრე: ორი წელია, კინოში არ ვყოფილვარ და ამ ჩემისებს კიდე იმის შიში აქვთ, ძილი არ გამოვაცხო! არადა, ვგრძნობ, მართლა სუსტად ვარ რაღაც და ჩემი ნება იყოს, საღამოს სეანსს ვარჩევდი. ეგ რო ვუთხარი, ერთი გოგოშკა იყო, ლამის გადაფიჩინდა სიცილით. ორი სხვა თეთრხალათიანი კიდე, ვხედავ, რაღაც კანდა- ლებს მადებენ ფეხებზე და მაჯებიც ტყავის ქამრე-
ბით მიმიბეს აქეთ-იქით სახელურებზე. ეს კი უკვე მთლად სიგიჟედ მეჩვენა მაგრამ ჭკუა მეყო და ხმა აღარ გამიღია. ხალხი ორ კვირაში განთავისუფლე- ბას მპირდება და მართლა გიჟი უნდა ვიყო, შიპიტი ავტეხო-მეთქი, _ გავიფიქრე. მერე რაღაც შლემი ჩამომაცვეს თავზე და იქიდანაც ოხრად მავთულები გადიოდა; იქვე ორღანივით პულტი იდგა, იმასთან იყო ყველა შეერთებული და ზედ ფერადი კნოპკები ციმციმებდა, ეკრანზე ციფრები იწერებოდა წარა- მარა, ვიღაც ძაან, ძაან სერიოზული აჩკარიკი კიდე მიქშერს აწვალებდა და ახლა ამ ქლიავის სვეტო- მუზიკაღა მაკლდა-მეთქი, _ ვიფიქრე. სწორედ ამ დროს კარი გაიღო და დოქტორი ბროდსკი შემო- ჯლიგინდა მთელი ამალით. აბა, როგორაა საქმეო,
_ იკითხა და არც არავის პასუხს არ დალოდებია, ისე გაშპა გვერდით კარებში.
მალე სანთელიც ჩააქრეს და რაღაც მაგარი დინამიური მუსიკა წამოვიდა, ოღონდ ვერაფრით ვერ გავიგე, დინამიკები სად იდგა, მგონი, ორი კი არა, ოხრად იყო, სულ სხვადასხვა ადგილას ჩაშენებული. მერე ეკრანიც განათდა, თურმე მთელი წინა კედელი ერთი დიდი ეკრანი ყოფილა, ოდნავ შეზნექილი და ღმერთმანი, ნაღდი გოლოგრამული ეფექტი იყო, „შერატონშიც“ არ მინახავს ეგეთი. ფილმი კი რაღაც უცნაურად დაიწყო _ არც ტი- ტრები და არც არაფერი, პირდაპირ ქუჩა აჩვენეს,
ღამე იყო, ოღონდ კარგად განათებული ადგილი და ვიღაც ჯოხიანი მოხუცი მიჩანჩალებდა. უცბად ორი ტიპი დაიჩითა ჯაჭვებით და მოსდეს გემოზე
_ ერთმა გაჩხინკულ კისერზე და ერთმაც ცალ ფეხში და გაქაჩეს აქეთ-იქით. მაგარი ხოხმა კი იყო იმის ფართხალის ყურება, მაგრამ მერე, როცა უშარეს _ ძაან მტვრიანი ხარო _ და ბერტყვა დაუწყეს და სისხლმა რო ამოასხა პირიდან, სუ- ლაც აღარ მეცინებოდა, თითქოს მუცელი ამომივი- და ყელში და ვფიქრობდი: სირცხვილს ვინ ჩივის, ემანდ ეს მშვენიერი საჭმელი გარეთ არ გადმოვუშ- ვა-მეთქი. ძაან უცნაური იყო, ღმერთმანი, მაგრამ მაშინ ესეც წესიერ საკვებს გადაჩვეულ ჩემ კუჭს დავაბრალე. ამასობაში იმ ბერიკაცს ტვინი მიასხ- მევინეს კედელზე და ფილმიც დამთავრდა. რაღაც მუღამი ვერ ავუღე, თუმცა ოპერატორი კი მართლა გლიჯავდა: ისეთი ფერები იყო, ნაღდი სისხლი და ხორცი გეგონებოდა. მერე ძლივს ცოტა ამოვი- სუნთქე და ახლა ახალი როლიკი გაუშვეს, თანაც ისევ არც ტიტრები და არც არაფერი _ პირდა- პირ იმით დაიწყო, რომ ვიღაც ბაცნებს ნაშა დაე- თრიათ, კედელზე გაეკრათ და რიგრიგობით ასხ- დებოდნენ ზედ. ის კიდე კიოდა, რა თქმა უნდა, და მშვენიერი, რაღაც ძაან, ძაან ტრაგიკული მუსიკა მოდიოდა შორიდან და ამ დროს კიდე ისე ნაღდ- ში აჩვენებდნენ ყველაფერს, ნებისმიერი პორნო- ფილმი მიმიქარავს მთელი მისი ჯვრებით-მეთქი, _
გავიფიქრე და ისევ ყელში მომაწვა რაღაც, თითქოს გულისრევა მეწყებოდა, ეკრანზე კიდე მეშვიდე თუ მერვე სერია მიდიოდა უკვე და ის გოგო საერთოდ აღარ იყო ჭკუაზე. ამ დროს კიდე დოქტორ ბროდ- სკის ხმა ჩამესმა საიდანღაც: „რეაქცია თორმეტი/ ხუთზე? ვნახოთ, ვნახოთ... ჯერჯერობით მაინც არა უშავს.“
ამჯერად სულიც აღარ მომათქმევინეს, პირდა- პირ შემდეგი როლიკი გადაება: ვიღაც კაცი დაებათ პარკში სკამზე, მარტო მისი სახე ჩანდა და იქით ხეივანი და ამ ფონზე ბრიტვიანი ხელი სახეზე რო უახლოვდებოდა, და ჯერ ცალი თვალი ამოაჭრა, და თითქო კამერის ლინზებს შემოესხა მთელი სისხლი და ისეთს ყვიროდა, აღარც მუსიკა ის- მოდა და აღარც არაფერი, მერე გაზით აძრობდნენ კბილებს სათითაოდ და, ღმერთმანი, ხომ ვიცოდი, რომ ეს ნამდვილი არ იყო, მაგრამ თავს ვერაფერი მოვუხერხე, პირიც გამიშრა და სულ მძმარავდა და ვკანკალებდი. ამ დროს კიდე ისევ იმ ბროდსკის ხმა გავიგონე: „ძალიან კარგია, მშვენიერი, ამდენს არც ველოდი...~ ნეტა რა ჩემ ფეხებს ელოდა-მეთქი, _ გავიფიქრე, და კიდე ერთი ფილმიც დაიწყო. ახლა ვიღაც მაგარი ბიჭები შეცვივდნენ სადღაც ბინაზე, იქ ერთი ყრუ-მუნჯი დედაბერი იყო მარტო, ფეხები გადაუმტვრიეს და იქაურობას ცეცხლი წაუკიდეს. ღმერთმანი, მაშინ კი დავეჭვდი, მგონი, ნამდვილ-
ია-მეთქი: ძვლების ჭახაჭუხიც გავიგონე და მერე ჩანდა, როგორ იხრუკებოდა; ფეხზე ადგომა კიდე არ შეეძლო და ხორცის შიშხინის ხმაც მესმოდა და მართლა დამწვრის სუნიც კი მომივიდა თითქოს. აი აქ კი ჩავეშვი და ავყვირდი, ტაშტი ან რამე მომი- ტანეთ, თორემ სულ დავთხვრი აქაურობას-მეთქი! საქმეში ხარ?! ის შობელძაღლი ბროდსკი მეძახის: გეჩვენება ნამდვილად, სამაგისო ჯერ არაფერიაო. ეტყობა, იმათ წრეში ეგ მაგარ ტონკი იუმორში გა- დიოდა, ისეთი ჭიხვინი მორთეს.
მერე უცბად პენტატონიკა წამოვიდა და ნაღ- დი ქრონიკის კადრები, თითქო ცოტაზე აჩქარე- ბული _ როგორ სჯიდნენ იაპონიაში სამხედრო ტყვეებს: ერთი ლურსმნებით მიაკრეს ბოძზე და შიშველი ფეხის ტერფებს ნელ ცეცხლზე უხრუ- კავდნენ კარგა ხანს, მეორეს ვიღაც მაღალი ჩინის ოფიცერმა ერთ მოქნევაზე წააცალა ხმლით თავი და იმ გაგორებულ თავს აჩვენებდნენ, თვალებს რო ხუჭავდა და აღებდა და ტუჩებსაც აცმაცუნებდა _ თითქო ლაპარაკობდა რაღაცას, მაგრამ სიტყვების მაგივრად სისხლი გადმოსდიოდა, ტანი კიდე იდგა ცოტა ხანი, მერე მიწას დაასკდა და წაჭრილი კის- რიდან კიდე ოხრად წამოვიდა სისხლი და ნაწლავე- ბივით გადმოიყარა რაღაცა. ცალკე ეგ იყო სანახ- ავი და ცალკე ეს წყვეტილი რიტმიც ჩაქუჩივით მირტყამდა საფეთქლებში. მერე მართლა სპაზმები დამეწყო, მინდოდა, მეყვირა, ამხსენით-მეთქი, მა-
გრამ რაღაც ხავილი ამომდიოდა გადამშრალი ყელიდან, ჰაერიც აღარ მყოფნიდა და ვიხრჩო- ბოდი, ვერც თვალი დამეხამხამებინა და დახუჭვაზე ხო ლაპარაკიც არ იყო და ვერც გონებას ვკარ- გავდი; და საითაც უნდა გამეხედა, ყველგან ეკრანი იყო მთელ კედელზე და თან კიდე ეს მუსიკა მიხ- ვრეტდა ტვინს.
...და ასე, დღე დღეს მისდევდა და უარესი კი- დე წინ მედო თურმე, თუმცა ამაზე უარესი რა უნდა ყოფილიყო თითქოს, მაგრამ ერთხელაც რაღაც ქრონიკას მიჩვენებდნენ ისევ, გატიტვლე- ბულ ხალხს ხვრეტდნენ, ყველას განურჩევლად: ქალებს, ბავშვებს, ძვალტყავა ბებრებს, თუმცა იქ ყველა ცარიელი ძვალი და ტყავი იყო და ბულ- დოზერით აქუჩებდნენ მერე ერთად და თხრილში ყრიდნენ. მეორე ბულდოზერი კიდე მიწას აყრიდა ზემოდან, თანაც ზოგი, მგონი, მკვდარი არც იყო ჯერ, მერე ერთი დიდი ორმო აჩვენეს, ძირში ოხრად რაღაც ჭინჭები და ხარახურა ეყარა, კანისტრებით ნავთს თუ ბენზინს ასხამდნენ ზედ, მერე ცეცხ- ლიც წაუკიდეს და მანქანის ძველი საბურავებიც დააყარეს _ ხო აზრობთ, რა თონეც იქნებოდა და ისევ ვიღაც ხალხს ყრიდნენ შიგ, რამდენიმე ორ- სული ქალიც იყო, მუცელგაბერილი და ჩანდა, რო- გორ იბერებოდნენ კიდე უფრო და როგორ უსკდე- ბოდათ ფაშვი და ნაყოფი გარეთ ცვიოდა ალმურში.
ხმა არ იყო, მარტო მუსიკა იღვრებოდა დინამიკე- ბიდან, მაგრამ რა, მერე; ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს ყველაფერიც მესმოდა: კივილი, შიშხინი, ტკაცანი... თანაც მთავარი სწორედ ეს მუსიკა იყო
_ გული ყელში მომებჯინა, ენაზე კუჭის წვენს ვგრძნობდი თითქოს და თავიც გასკდომაზე მქონდა და საფეთქლებშიც თითქო ჩაქუჩს მიჩაჩქუნებდნენ, მაგრამ რას ვერ ვიცნობდი _ დიდებული `მეხ- უთეს~ ფინალი იყო და აი მაშინ გავხდი მართლა ცუდად, კინაღამ ავიწყვიტე და ვღრიალებდი, რო როგორმე იქნებ მართლა არაფერი გამეგონა, დედ- მამის სულს ვუტრიალებდი ყველას და რო გამი- თიშეს, უცბად ვერც კი მოვედი გონზე და სიჩუმეში კიდე ჩემი ბღავილი ისმოდა: დამპალო, ბრიყვო, ნაბიჭვრებო, გრეხია ეგ და პოდლობა და ჯოჯოხ- ეთშიც გიწევთ სუყველას ეგ ცოდვა-მეთქი...
„რაო?“ _ ბროდსკი დამიდგა წინ და გაკვი- რვებული მეკითხება: „რა ცოდვა-განკითხვებზეა ლაპარაკი?“
მუსიკა-მეთქი, _ ვეუბნები, _ მუსიკა გამ- ორთეთ და ისე ვუყურებ, რასაც გინდათ და რო- გორც გინდათ და, ღმერთმანი, ძალით არ მიქნია
_ უცბად არ ამოვანთხიე, რაც კი იმ დილით ჩა- ვუშვი კუჭში! წკიპზე გადამირჩა, ღმერთმანი, თა- ვის ხალათიან-ფეხსაცმლიანად. სანამ სანიტრები
იატაკს მორეცხავდნენ, ცოტა სული მოვითქვი და მესმის, ბროდსკი ეკითხება: „...მუსიკამ იმოქმედა. ყველაზე ძლიერი გამაღიზიანებელი.~
„მუსიკისა მე არაფერი გამეგება, მაგრამ შევურჩევთ, არაა ძნელი საქმე. დასჯის კიდევ ერთი ჰუმანური ფორმა.“
წყალი მაინც დამალევინეთ-მეთქი, თქვენი ასე და ისე, _ ვიძახი. „ახსენით, _ თქვა ბროდსკიმ,
_ `და ჭიქა წყალიც მოუტანეთ, ოღონდ ძალიან ცივიც არა.“ ხოდა, ჭიქა კი არა, სამი დავლიე და კიდე მეტსაც ჩავუშვებდი ხახაში, მაგრამ მითხრეს: გეყოფა, უარესს გიზამსო და დავუჯერე.
„მისმინე~, _ ბროდსკი მეუბნება, _ `უჭკუო ბიჭი არ ხარ და გრძნობაც გქონია თუ იქნებ გე- მოვნებაც, რა ვიცი _ ოღონდ ეგაა, რომ სულ ძა- ლადობისკენ გიბიძგებს რაღაც და ქურდობაზეც ხომ ჩაგავლეს, თუმცა ეგეც ძალადობის ერთი ფორმაა, კაცმა რომ თქვას...~ ცალი ყურით ვუს- მენდი, მეტის თავიც არა მქონდა და დიდად არც მაინტერესებდა მაგის ბოდიალი. `ახლა ეს მითხ- არი, _ მეუბნება ისევ, _ შენი აზრით, რას ვშვე- ბით ჩვენ აქ და შენგან რა გვინდა?“
`რას უნდა შვებოდეთ-მეთქი~, _ ვეუბნები,
_ `რაღაც საზიზღრობებს მაყურებინებთ და გიხარიათ, თუ რწყევამდე მიმიყვანთ, ოღონდ იმ- დენს კი ვხვდები, რო ეგ თქვენი ფილმები არაფერ შუაშია და რაღაც ნემსებს მირჭობთ, აქაოდა ვიტამინებიაო და მეც შტერივით თავს გიქნევთ, მაგრამ სხვა არა დამჩენია რა _ ცოტას კიდე გავუძლებ როგორმე, ოღონდ კი ეგ მუსიკა გამ- ორთეთ და ყველაფერსაც გავუძლებ, რატო, რაც მიყვარს, მაინცდამაინც იმაზე გინდათ მარწყევი- ნოთ-მეთქი~...
`ბოლოს ყველა თავის სიყვარულს კლავსო,
_ ერთმა ნაციხარმა პოეტმა თქვა~, _ მეუბნება ბრენომი და რაღაც კარგს ვერაფერს ვატყობ მის ნათქვამს. ისევ რაღაცა გოთვერნობას უტრიალებს ფიქრით. ვატყობ.
ცოტა ხანს ჩუმად იყვნენ, მერე ისევ ბროდსკიმ ამოიღო ხმა:
„ასოციაციური მეთოდი _ სწავლების უძვე- ლესი ფორმა... კაცმა რომ თქვას, ასე ყველაფ- რის ერთმანეთისაგან გამიჯვნაც არ შეიძლება, უტკბესი და ზეშთაგონებულიც კი ძალმომრეობის თუ დამორჩილების აუცილებლობის რაღაც ელე- მენტსაც შეიცავს: სიყვარულის აქტი, მაგალითად, ან თუნდაც მუსიკა... ვცადოთ“. მე კიდე _ არავი-
თარი ცდები აღარაა საჭირო-მეთქი, _ ავყვირდი,
_ ყველაფერი გასაგებია და იმასაც მივხვდი, რა საშინელებაა მთელი ეს ძალადობა და სისხლი და უბედურება. „გულ-გვამი მეწვის, ბატონებო~, _ ვეუბნები, _ `და მთლიანად განკურნებული ვარ, ღმერთმანი, ჩემისთანა წესიერი ბიჭი ახლა მეორე აღარ მეგულება ქვეყანაზე და აღარც კინოში წა- ვალ ჩემს დღეში და ქუჩაში კიდე ცხვირსაც აღარ გავყოფ ღამით _ ვიჯდები სახლში და მუსიკას მოვუსმენ ხოლმე, ღმერთმანი, აღარაფერი მინდა მეტი!“
არაო, _ ბროდსკი მეუბნება და თან რაღაც ისე, თითქოსდა ცოტა ნაღვლიანად, _ ჯერ კიდევ ბევ- რია გასაკეთებელი და მხოლოდ, როცა ბოროტების ყოველგვარი გამოვლინება, თუნდაც რომ ფიქრად გავლებული, წამსვე უარყოფით რეაქციას გამოი- წვევს შენს სხეულში და ამისათვის არავითარი ინ- ექციები აღარ იქნება საჭირო, აი მაშინ ჩავთვლი საქმეს მოთავებულადო.
„მოიცათ~, _ ვეუბნები, _ `მე ხომ უკვე ვიცი, რომ ეს ცუდია და არასწორი, რომ ყველას აქვს უფლება, თავის ნებაზე იცხოვროს და, ლუბოი ძა- ლადობა ყველა სულიერის მიმართ სიგიჟეა და, საერთოდ, ძალადობა ბოროტებაა თავისთავად და საზოგადოებისათვის მიუღებელი...“
ამაზე კიდე ბრენომს სიცილი აუტყდა და კო- ლეგა ბროდსკის ეუბნება: „ესეც რაციოს ეპოქის ახალი ერესი _ მე ვიცი, რაც არი კარგი, მაგრამ ვაკეთებ იმას, რაც ცუდია!“ მერე მხარზე მომითა- თუნა ხელი და დაამატა: „არა, ჩემო კარგო, არც ესე მარტივადაა საქმე. შენ ოღონდ დამჯერი იყავი, ცოტა კიდე მოითმინე და პირობას გაძლევთ, სულ რაღაც ორიოდ კვირაში თავისუფალი კაცი გახ- დები.~ ბროდსკიმაც თავის კანტურით დაუდასტუ- რა და მომეჩვენა, რომ ორივენი რაღაც ძაან, ძაან კმაყოფილები წავიდ-წამოვიდნენ...
მე კიდე ჩემი მემართებოდა: ორი კვირა საუ- კუნედ მოჩანდა ჩემთვის და ახლა, მგონი, ციხე- ში გასატარებელი წლები მერჩივნა ამ ტანჯვის დღეებს. მერე ამას ერთი უბედურებაც დაემატა: სიზმრები დამჩემდა და ოფლში გაწურული ვიღ- ვიძებდი ხოლმე, თან სულ ერთსა და იმავეს ვხე- დავდი _ ვიღაცა გვყავდა დათრეული ჩიხში და ვამუშავებდით გემოზე, მე კიდე ვკამანდრობდი, როგორც ყოველთვის, და უცბად ისევ გულის- რევა მეწყებოდა, სული მიგუბდებოდა პირში _ ჩავისუნთქავდი და ამოსუნთქვა კი აღარ შემეძ- ლო, ვიხრჩობოდი, ხმას ვერ ვიღებდი და ოფლში ვიწურებოდი... ერთხელაც გამეღვიძა, გიჟივით წამოვვარდი და კარებს ვეცი, დაკეტილი დამხვდა, რა თქმა უნდა, და, მგონი, სულაც იმ ღამეს შევამჩ-
ნიე პირველად, ფანჯარაზეც რკინის გისოსები იყო აკრული და მაშინღა ვიაზრე სწორედ, დათქმულ დრომდე ჩემი საშველი არ იყო და აწი სიზმარიც და ცხადიც ერთი იქნებოდა ჩემთვის.
5.
მაგრამ აი ერთ მშვენიერ დღესაც ისეთი რამე მითხრეს, ყურებს არ დავუჯერე, ძმებო: მორჩა, ხვალიდან თავისუფალი ხარო. მე კიდე ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს დრო გაჩერდა, ეს ორი კვირა აღარც გაივლიდა და ვერც ვერასოდეს გა- ვაღწევდი აქედან.
`ხვალე ხვალეს მოსდევს, ჩემო...“ _ ის თეთრხ- ალათიანი მეუბნება, თოხლი რო დაქონდა ჩემთვის და სატანჯველზე მიმაცილებდა ხოლმე, _ `დღეს კი, ასე ვთქვათ, შენი გამოსასვლელი დღე იქნება და ერთი კარგი საჯარო გამოსვლაც მოგიწევს~, _ თქვა და რაღაცა ძაან საეჭვოდ გაიღმიჭა.
ჯერ მეგონა, ისევ პიჟამაში და ფლოსტებში და ხალათში გამოწყობილს გამიძღვებოდა იმ უბედურ ადგილას, მაგრამ საქმეში ხარ? _ ჯერ იყო და დარეცხილ-დაუთოებული საცვლები და გატკი- ცინებული პერანგი მომართვეს და მერე ის ჩემი სქელცხვირა ბაჩები, თანაც სულ ლაპლაპი გაუდ- იოდა, მაგრამ ბოლოს ბრიტვაც რო დამიბრუნეს,
მაშინ კი მართლა შუბლზე ამივიდა თვალები და რაღაცა გოთვერნობას ხომ არ მიწყობენ-მეთქი, ვკითხე. იმ ჩემისა თეთრხალათიანს კიდე არაფერი უთქვამს, მხრები აიჩეჩა მხოლოდ.
მერე წავედით ისევ კინოს საყურებლად და რას ვხედავ, ძმებო, _ ჩვენი ციხის უფროსი გინდა, მთა- ვარი ნადზორი, ჩვენი ძმა კაპელანი თუ ის შმოტ- კინა რაღაცაიმსაქმეთა მინისტრი და ოხრად სხ- ვები, თვალით რო არ მენახა მანამდე და ნაღდად არც მომავალში მექნებოდა ამის ნატვრა, მაგრამ მე ვინ რას მკითხავდა, ცხადია. დ-რი ბროდსკი კიდე სიტყვით მიმართავდა ამ უწარჩინებულეს კოდლას:
`...და ახლა, სწორედ ამ ბოლო ეტაპზე, ნება მიბოძეთ, ბატონებო, თავად ცდის ობიექტი წარ- მოგიდგინოთ. როგორც ხედავთ, მისი ფიზიკური მდგომარეობა სავსებით დამაკმაყოფილებელია: კარგმა მოვლამ და შესაბამისმა კვებამ, რა თქმა უნდა, თავისი ქნა. ამჯერად მისთვის არც ტრანკვ- ილიზატორები მიგვიცია და მერწმუნეთ, არც ჰიპ- ნოზის ქვეშ არ იმყოფება. რა მისცა მას ციხის კედლებში იძულებითმა ორწლიანმა გამოკეტვამ?
_ არაფერი. ან თითქმის არაფერი. უფრო სწო- რად, უამრავ ახალ მანკიერებას აზიარა და შეგნე- ბაში დაუფიქსირა მრავალი ძველი. ხოლო რა მოგვცა ჩვენ ამ ნებაყოფლობითმა ორკვირიანმა მკურნალობამ? ამ ახალგაზრდას ხვალ სწორედ იმ
საზოგადოებას დავუბრუნებთ, რომელსაც ის ვერ ჰგუობდა და რომელმაც მოიკვეთა იგი, დავუბ- რუნებთ პიროვნებას სავსებით ჯანმრთელს, ოღო- ნდ გარშემო მყოფთათვის _ სავსებით უვნებელს! მაშ ასე, ბატონებო, ახლა კი მივყვეთ დემონსტრა- ციის მსვლელობას და ჩვენი მუშაობის შედეგებიც თავად შეაფასეთ!“
ცოტა ხანს აზრზე ვერ მოვედი, მთელი ეს ლაყ- აფი თუ მე მეხებოდა, მერე კი სინათლე ჩაქრა და თითქო სცენაზე ვიყავი _ მარტო პროჟექტორის ერთი შუქი მანათებდა და მეორე კიდე _ იქითა კუთხეში ვიღაც მაიმახს. მერე ის ჩემკენ წამოვიდა, სინათლეც გამოჰყვა და რომ მომიახლოვდა, ორივე უკვე ერთ განათებულ წრეში ვიდექით, ძაან დრა- მატული მსახიობებივით. ჯერ მიყურა, მიყურა, მერე უცებ წკიპურტი მწეპა ცხვირის წვერში, მერე ყურში წამავლო ხელი და ლამის იყო ამახია, ბო- ლოს გემრიელი ალიყურიც მომდო და რეაქციას დაელოდა. მაყურებლებს მე ვერ ვხედავდი, თუმცა რა ჩოჩქოლიც ატყდა, კარგად გავიგონე. ცალი ყური მეწვოდა, ლოყა მიხურდა და ცხვირშიც მძმა- რავდა, მაგრამ ვინ გიჟი ვიყავი, ხელი შემებრუნე- ბინა. ვიდექი და თვალებს ვაფახულებდი.
`რა გინდა ჩემგან?~ _ ვეკითხები, _ `მოგზა- ვნილი ხარ?“
`კი, ნამდვილად~, _ მეუბნება. მერე თმაში წამა- ვლო ხელი, დამქაჩა და ახლა კისერში წამითაქა ზემოდან. ერთი გავიფიქრე, შანსი მაქ მანამ, დავაძ- რო ჩემი ბრიტვა და დავუსვა სულერთია სად, ვი- დრე ის გულისრევის გრძნობა მომაწვება ყელში და სპაზმები დამეწყება-მეთქი, მაგრამ, ძმებო, ის იყო ხელი ჩავიყავი ჯიბეში და თითქო უკვე მომხდარი დავინახე _ ეს ტიპი სახედასერილი და სისხლი და უცებ მე თვითონ სისხლმა ამასხა ტვინში, თითქოს ჰაერი აღარ მყოფნიდა, საკუთარ გულს ვღეჭავდი თითქოს და მივხვდი, ტემპში თუ არ ვიაზრებდი რამეს, ჩემი დამემართებოდა და გავიგონე საკუ- თარი ხმა, სისულელეს რო ბუტბუტებდა რაღაცას:
`გინდა, კამფეტი მოგცე? რო არა მაქ...“
მესმის რაღაცა შვებასავით სიცილი ატყდა იქით, ბნელში, მეც თითქოს მომეშვა რაღაცნაირად, მა- გრამ ბოლომდე ჯერ მაინც არა და ვცდილობ, რამე მოვიფიქრო და ახლა ბრიტვას ვაჩეჩებ ხელში და საწყლად ისე ვეუბნები: `აიღე რა, სამახსოვროდ გქონდეს, კარგი რამეა, ღმერთმანი.“ იმ დამპალს კიდე ისეთი სახე აქ, თითქო საკუთარ კაკაშკებს ვთავაზობდე და ახლა სახეში მაფურთხებს, მე კიდე ყელში მომეშვა, მაგრამ ახლა მუცელში დამიარა და ოთხად ვიკაკვები და: `გინდა ფეხსაცმელებს გაგიწმინდავ...“ _ ვეუბნები, თან უკვე მუხლებზე ვდგავარ და აკანკალებული ხელებით ცხვირსახ-
ოცს ვიჩხრიკავ ჯიბეებში, სახეზე ოფლი მასხამს, მაგრამ მაგას ვინ ჩივის. ერთი ეს ოხერი მაპოვნინა, მაგრამ ვერ ვპოულობ, სადღაც ჯანდაბაშია და ახლა ცალ ხელს კოჭში ვავლებ და ვცდილობ, სახელოთი გავუწმინდო, არადა ისედაც გაპრი- ალებულია, ბზინავს. აი ამ დროს მივქარე და ახლა ეს ცალი ფეხი რო მიჭირავს, მეორესაც გამოვქა- ჩავ და არც ძალადობა იქნება და არც არაფერი, ისე გამოვა, თითქო მუხლებზე მოვეხვიე-მეთქი და წამიც აღარ დამიხანებია, თითქო თავისით მოხდა ყველაფერი _ გემოზე დაასკდა იატაკს!
მაგრამ რად გინდა რა _ ეს ბრაგვანის ხმა რო გავიგონე და ძირს დავინახე გაშხლართული, ისევ ყველაფერი თავიდან მეწყებოდა; ვიგრძენი, წამოვხტი და ხელი გავუწოდე, წამოვაყენე და და- ვუწყე ტანსაცმლის ფერთხვა.
`მშვენიერია, სავსებით საკმარისი თქვენ- გან!“ _ მესმის ამ დროს დოქტორ ბროდსკის ამაყი ხმა, სინათლე ინთება და ეს შიგნაკრავიც კიდე გაბადრული სახით თავს უკრავს ყველას და ბალერონივით მიტანცაობს სადღაც ფარდის იქით. სინათლე პირდაპირ სახეში მირტყამს, ვდგავარ პირღია და თითქო ფეხები იატაკზე მქონდეს დაწე- პილი, ადგილს ვერ ვინაცვლებ.
`როგორც უნდა პარადოქსულად მოგეჩვენოთ“,
_ ძაან რიხიანად მირახრახებს ბროდსკის ხმა, _
`ბოროტი საქციელი პირიქით უბიძგებს ობიექტს სიკეთისაკენ. საპასუხო ძალადობის თვით სურ- ვილიც კი ორგანიზმში დისკომფორტის ძლიერ იმპულსს იწვევს და მის დასათრგუნად რეციპიენ- ტი იძულებული ხდება, საკუთარი მოქმედება სა- სურველის დიამეტრულად საწინააღმდეგო ქმედე- ბაზე გადართოს. შეკითხვები თუ გაქვთ ვინმეს, გთხოვთ“...
`ნებსითი არჩევანის უფლება!~ _ დაუბუხუნა უცებ ჩარლი კაპელანმა, _ `რა ზნეობრივი კრი- ტერიუმი და თავისუფალი ნების გამოხატვის სა- შუალება რჩება ადამისშვილს?! ღვთიური დირექ- ტივის გროტესკული პაროდია _ მე ამაში მეტს ვერაფერს ვხედავ!“ თეოლოგია და ეთიკური ნი- უანსები. ჩვენი მიზანი კრიმინალური ერთეულების უდანაკარგოდ ლიკვიდირება იყო _ რაც დაგ- ვავალეს, ის შევასრულეთ“...
`...და ციხეებიც გამოთავისუფლდება გამოუს- წორებელი ელემენტებისაგან“, _ სიტყვა დააგდო გამოწკეპილმა მინისტერმა, _ `შეიძლება ითქვას, ერთი გასროლით ორ კურდღელს...~
`მოიცათ... მოიცათ!..“
და ისეთი ყაყანი ატყდა, ძმებო, ვიღას ვახსოვ- დი, კაცი არ მაქცევდა ყურადღებას, ლამის იყო, იქვე დაეცხოთ ერთმანეთისთვის. მე რაღას მიპ- ირებთ, მორჩა ჩემი ამბავი, თუ როგორაა საქმე- მეთქი, ერთი კი დავიძახე, მაგრამ ამაზე ახლა მე შემომიტრიალდა ყველა და ისევ აყაყანდნენ ერ- თად, კაცი ვერაფერს გაიგებდა, მე კიდე ჩემსას გავიძახოდი და ბოლოში ისიც მივაყოლე _ რა, სულ ასე თქვენს ჭკუაზე უნდა ვიარო დასაქოქი ფორთოხალივით-მეთქი?!
ახლაც აზრზე არა ვარ, ძმებო, ეს სიტყვები საიდან მომადგა, მაგრამ თქვენ ისინი გენახათ _ უცბად მოსხიპეს და ისეთი სიჩუმე ჩამოვარდა, ბუზის გაფრენას გაიგონებდი და თვალები გად- მოცვენაზე გაუხდათ.
მერე წამოდგა ერთი, ღერი თმა არ ჰქონდა თავზე და ნამდვილი ჩამიჩი იყო, ეგეც კიდე ნაღ- დი აკადემიკოსი ვინმე იქნებოდა ალბათ და ძაან ბრძნული სახით აკიკინდა _ ასე და ისეო, ხმა არ ამოგეღება, ყმაწვილოო, თვითონ აირჩიე ეს გზა და ახლა ბოლომდე უნდა ზიდო შენი ჯვარი, ისევ შენთვისვე სასიკეთოდო... ამაზე ისევ ატყდა ერთი ვაი-უშველებელი, მერე ვიღაცამ სიტყვა სიყვარუ- ლი ახსენა და ჩარლი კაპელანიც სულ გადაირია, ხაროთა მთავარმმართებელიცა და ის ჩემისა მინ-
ისტერიც სულ ფეხებზე დაიკიდა, ბოდავდა რაღა- ცას _ სიყვარული ჭეშმარიტი განაშორებს შიშსო თუ რაღაც ამდაგვარი. მარტო დოქტორი ბროდ- სკი იდგა მშვიდად, გაღიმებული და ბოლოს როცა პატარაზე მიწყნარდა ყაყანი, დრო იხელთა, პაწია ძველებური ზარი დააძრო საიდანღაც და დააწკა- რუნა. თითქო ცივი წყალი გადაასხესო, უცებ მო- კეტა ყველამ და თავ-თავიანთ ადგილებზე დასხდ- ნენ, ზოგი საკუთარი თავით ძაან კმაყოფილი და ზოგი კიდე ინდაურივით გაფხორილი.
„ძალიანაც კარგი, ბატონებო, _ რაკი საკითხ- ის ეს ასპექტიც წამოიწია, ახლავე დაგიმტკიცებთ
_ სიყვარულის გამოხატვის ის ფორმა, წარსულ საუკუნეებს რომ გვეგონა მიბარებული, ჯერ კიდევ მყარად ზის ადამიანის ფსიქიკის ქვეცნობიერ შრეებში... გთხოვთ!~ _ კარგი ილუზიონისტივით აიქნია ხელი და სინათლეც ჩაქრა, მარტო სცენა დარჩა განათებული, ზედ კიდე იმისთანა ქალი გამოვიდა, ძმებო, ძაან მოშილიფებული, თან ისე მოიწელებოდა, წამში ადრეკილას ბაირამი დამეწ- ყო. ამის თავი მომცა ბნელ მოხვეულში და ისეთ სოპრანოს ავაქაჩინებდი, კატალანი მიმიქარავს- მეთქი, _ ვიფიქრე. გაფიქრება კი მოვასწარი და ერთი იმანაც გამიელვა თვალწინ, ტანზევე როგორ შემოვახევდი ამ პენუარივით რაღაცას, კაბის მა- გივრად რო შემოეცვა და ავაყუდებდი კედელზე და
დამიარა კიდეც და თითქო შიგ კუჭში ჩამავლო ვიღაცამ ხელი და მიჭერდა, მიჭერდა და აღარც მეშვებოდა, მერე მუხლებიც მომეკვეთა და კარ- გად აზრზეც არ ვიყავი, ეტყობა, უკვე რეფლექსში გამიჯდა _ ჩავიჩოქე და ხელები გავიწოდე მისკენ და მოვრთე ერთი მოთქმა-გოდება და გავიძახოდი, თუკი რამე მახსოვდა სულელური ძველი ფილმე- ბიდან _ როცა ვინმე ჩაბრიოლინებული მასტი თავის მიბნედილ გოგოს ეფიცებოდა სიყვარ- ულს. ცოტა მომეშვა და რაღაც ნაწყვეტები ახლა სკოლის პროგრამიდან ამომიტივტივდა გონებაში
_ მახსოვს, რას ვღადაობდი ამაზე, მაგრამ ახლა რა გამაცინებდა და დაზუთხულივით მივაყარე: ორ- მოც ათას ძმას, ერთად მოგროვილთ, ჩემსავით ვერ ეყვარებოდი და სხვა, რაც კი ენაზე მადგებოდა. მგონი, კულულის შეჭრაც ვთხოვე სამახსოვროდ და კუბოს ფიცარიც ვახსენე და აი მაშინ ამოვი- სუნთქე, როგორც იქნა...
სინათლე აინთო ისევ და ეს გოგოშკაც სულ ღიმილ-ღიმილით და კნიკსენებით დაითესა სცენი- დან. გენახათ ერთი, რა თვალებით მიაცილებდა მთელი ეს პატიოსანი საზოგადოება _ ლამის იყო შეეჭამათ, ბროდსკი კიდე იდგა და ქაქანებდა: `ესეც თქვენი ჭეშმარიტი ქრისტიანი, რომელიც მზადაა, უმალ მეორე ყვრიმალი შეუშვიროს, ვიდრე ხელი შეუბრუნოს ვინმეს, მზადაა თავად ეცვას ჯვარს,
ოღონდ ჯალათის როლი აიცილოს და, საერთოდ, ჭიანჭველასაც კი არ დაადგამს ფეხს!~
ღმერთმანი, ძმებო, სიტყვა ტყუილი არ უთქვამს
_ უცბად წარმოვიდგინე, თითქო მართლა დავაბი- ჯე ფეხი ჭიანჭველას და კინაღამ გულ-მუცელი ამომიტრიალდა.
`მშვენიერია~, _ განაცხადა მინისტერმა, _
`ვფიქრობ, დამეთანხმებით.~
`ნამდვილად~, _ რატომღაც ამოიოხრასავით ჩარლი კაპელანმა, _ `ღმერთმა მოგცეთ გამარ- ჯვება და მშვიდი ძილი.~
კარი მესამე
1.
`ახლა რას ვშვებით?~
ეს უკვე ჩემს თავს ვეკითხები, ძმებო. ეს წუთია, მთავარი ალაყაფიდან გამოვედი, ორი წლის წინან- დელი ჩემი ტანსაცმელი მაცვია და ჯიბეშიც ბლო- მად ხურდა მიჩხრიალებს _ ეგ უკვე არ ვიცი, ვისი წყალობაა. ზონის თავკაცებმა თუ დამიადეს ახალი, ჯანსაღი, წესიერი ცხოვრების დასაწყებად. კარგად კი გამომასავათეს ამ დილით: ათი-თორმეტი კორე- სპონდენტი ერთად დამეხვია და რაღაც სისულე- ლეებს მეკითხებოდნენ და იყო ერთი ბლიცების ფეთქება და აპარატების ჩხაკაჩხუკი. მერე ვიღაც კანცელარიის შიშკამ თავისი ჭკუით გზა დამილო- ცა _ აქ მოსული აღარ გნახოო და საკუთარ თავს ვეკითხები: `ახლა რას ვშვებით?~
რას ვშვებით და საჭმელად მივდივართ სად- მე. დილიდან ლუკმა არ ჩამსვლია პირში _ ვის ეცალა, ბატონო, ერთი სული მქონდა, სანამ საკუ- თარი თავის უფალს გამხდიდნენ. ჭიქა ჩაი დამიდგ- ეს პრესკონფერენციაზე და ეგ იყო სულ. დღიური სარჩოს ეკონომია. ციხის ბუღალტერიასაც თავისი ანგარიში აქვს.
ეს ჩვენი ც.ხ. კიდე ერთ მიყრუებულ გარეუბანში იდგა _ რის კაფე, რა ბარი, მაგრამ იქვე, ახლოში, მუშების სასადილო ვიპოვე, რაღაც ორგანიზაციას კი ეკუთვნოდა, მაგრამ შესვლა თავისუფალი იყო, მე შენ გეტყვი და, თავს მოიკლავდა ხალხი და რიგს დააყენებდა _ ისე ქოთდა იქაურობა და ბუფეტი, ჭურჭლის სარეცხი კონვეიერი და ისე რა გადაწ- მენდილი მაგიდებიც _ სულ ერთ მოციცქნულ დარბაზში იდგა ყველაფერი. ნაციხარმა კაცმაც კი ცოტა ცხვირი ავიბზუე თავიდან, მაგრამ ასარჩევი მაინც არაფერი მქონდა და უსიტყვოდ დავათოხ- ლავე პირველი, მეორე და რაღაც წყალწყალა კამ- პოტიც მივაყოლე ზედ.
მერე გაზეთი ვიყიდე კიოსკში, ვნახავ ერთი, რა მოხდა ამ ორ წელიწადში ქვეყანაზე, სულ მთლად ყუმი არ გამოვჩნდე-მეთქი. პირველი გვერდი სულ იმაზე ქაქანს ეჭირა, რა კარგი და მზრუნველი მთავ- რობა გვყავს თურმე, ახალ არჩევნებშიც ყველამ ერთსულოვნად მივცეთ უნდა ხმა და არაფერი შეგვეშალოსო. რა გინდა, სულო და გულო, ამ ჩვენს ახლანდელ ხელისუფლებას არ გაეკეთებინა ბოლო ხანებში, ყველაფერი წვრილად იყო ჩამოთვლილი:
_ ეს საგარეო პოლიტიკაო, ეს _ ეკონომიკაო, ეს
_ მომსახურების სფერო და ბინების საკითხიო და, რა ვიცი, კიდე რა არა. მაგრამ განსაკუთრებით კიდე იმით იწონებდნენ თავს, პოლიციის რიგებიც
გავზარდეთ და უფლებებიც მეტი მივეცითო, ახლა ნახეთ, რა სიმშვიდე, სიწყნარე და წესრიგი დამ- ყარდება ღამღამობით ქუჩებშიო. პირველი გვერდი ამით თავდებოდა და მეორეზე ვიღაცის ძაან, ძაან ნაცნობი სიფათი დაებეჭდათ, ცოტათი გადღაბნი- ლი, მაგრამ რა ცნობა მაგას უნდოდა _ იავნად მე ვიყავი, ძმებო, ლიჩნად! ქვემოთ კიდე ტექსტი მოდიოდა მსხვილი შრიფტით:
კრიმინალური ინდივიდების გარდაქმ- ნის სახელმწიფო ინსტიტუტის პირველი გამოშვება _ ძალმომრეობის ყოველგვარ ინსტინქტს მოკლებული, კანონის მოშიში მოქალაქე!
მერე კი იმაზე იყო ლაყაფი, თუ რა კარგი და მშვენ- იერი და საოცარი მიღწევა გახლდათ ეს ლუდოვიკოს მეთოდი და რა მშვენიერი და შესანიშნავი ამბები გამოდნებოდა მისგან. იქვე, შუაში შინაურ საქმეთა მინისტრის ფოტოც იყო და ისიც იმას მიედ-მოედე- ბოდა, თუ რა დიდი პასუხისმგებლობა იკისრა მთავ- რობამ და რა მშვენიერი, მშვიდი და უკონფლიქტო მომავალი გველის წინ _ არავითარი ძალადობა და ბანდიტიზმი _ არც დღისით და არც ღამით. ერთი სიტყვით, ნამდვილი გაფურჩქვნის ხანა გვეწყებაო.
გაზეთი მოვისროლე და გარეთ გამოვედი, ჰაერ-
ზე. ახლა რაღა ვქნათ-მეთქი, _ ვიკითხე ისევ. რა უნდა მექნა, რა? _ სახლში უნდა წავსული- ყავი და ერთი მაგარი სცენა მომეწყო: უძღები შვილი უბრუნდება მშობლიურ კერას. დედ-მამა ცრემლებს აღვარღვარებს, მე კიდე ცოტას ამოვი- ოხრებ, მერე ჩავიკეტები ჩემს სოროში, წამოვწვე- ბი და პატარა მუსიკას მოვუსმენ, თან წავთვლემ ცოტას და მერე ვიფიქრებ, რა ვქნა, საერთოდ, ცხოვრებაში და როგორ მოვიქცე. ზონის მორიგე ინსპექტორმა მთელი სია გამომატანა, სად და რა სამუშაოზე მიმიღებდნენ გამოსაცდელი ვადით და ისიც მითხრა, შენზე უკვე შეტყობინებაც გავუგ- ზავნეთო, მაგრამ რა საჩქარო ეგ იყო, ჯერ ცოტა მოსვენება არ მაწყენდა, რაც მე ამბავი გადავი- ტანე და ცოტა მუსიკის მოსმენა დაგლეჯილი ნერვების სამკურნალოდ და საკუთარ ლოგინში შუადღემდე ძილი. ხოდა, მეც დავაჯექი ჯერ ავ- ტობუსს ცენტრისკენ, მერე მეორეზე გადავჯექი, იმ გაუთავებელ კონსტიტუციის აღმართზე რო ფეხით არ მევლო, და ზედ მოსახვევთან ჩამოვედი, და გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, ძმებო, _ გულ- მა შემიფრთხიალა, ის ჩემი ყლინჯი N18ა რომ დამეყუდა წინ.
ზამთრის სუსხიანი კვირა დილა იდგა და კა- ციშვილი არ შემხვედრია სადარბაზოში, მარტო ანტიკურ სტილში გადაწყვეტილი გაბრექილი
მუშა ხალხი _ ფრესკებზე. ერთი იმან გამაკ- ვირვა, არც ის ბინძური წარწერები აღარ ჩანდა და არც არავითარი გარყვნილი მინახატები. იქა- ურობა სულ დასუფთავებული იყო და ლიფტიც კი მუშაობდა _ ისიც დაკრიალებული და აღარც რახრახი გაუდიოდა, ღმერთმანი. მეათე სართულ- ზე ავსრიალდი და სიტყვაზე მენდეთ, ძმებო, _ ხელი მიკანკალებდა, გასაღები რო ამოვიღე და ძლივს მოვახვედრე ჭრილში. მერე საკუთარ თავზე გამეცინა ხმამაღლა, კარი გავაღე და ძველებუ- რად შევბლაყუნდი ბინაში. ოღონდ იქ ყველაფერი ძველებურად აღარ იყო.
დედა-მამა მაგიდას უჯდა _ ჩაის მიირთმევდ- ნენ, ჩემკენ ზურგით კიდე ვიღაც მოტრეტილი ჯეე- ლი იჯდა, სათვალიანი და ერბოკვერცხს ათოხ- ლავებდა. ჩვენებმა რო დამინახეს, დედოს ლამის იყო ჭიქა გაუვარდა ხელიდან, მამაჩემს კიდე ყბა მოექცა გვერდზე. ეს ვიღაცა მომიტრიალდა და გაკვირვებული მეკითხება, ცოტა ნაწყენიც კია, მგონი: „შენ რა, ყველგან ასე შედიხარ, დაუკითხა- ვად? თუ კარი დაგხვდა ღია და წარწერაც ეკიდა ზედ _ შემობრძანდითო?~ ირონისტი. მაგრამ ახლა მაგისი დარდი არა მქონდა, ჩვენებს შევყ- ურებდი და ნელა-ნელა აზრზე მოვედი, რო ამდი- ლანდელი გაზეთები არც მიეღოთ ჯერ და ბაიბურ- ში არ იყვნენ, რა ხდებოდა მათ თავს.
პირველმა დედომ ამოიღო ხმა და რა გგონიათ _ მეცა და გადამეხვია? _ არ დაიჯეროთ. ერთი ვაი- ვუი მორთო, ასე და ისეო, ეს რა ქენიო, ეს რა ჩაიდი- ნეო, გაივსება ახლა აქაურობა პოლიციელებით და ჩვენც კიდე თავი მოგვეჭრება და შენც გამოქცევაზე წლებს დაგიმატებენო... ბოლოს მთელი ეს ტირადა ფშლუკუნითა და ცრემლების ღვრით დაამთავრა. ვეუბნები, რაც მოხდა _ გინდათ ცენტრალურში დარეკეთ და გინდათ კიოსკიდან გაზეთებს ამოგი- ტანთ, იქ ყველაფერი წერია-მეთქი, _ ვეუბნები,
_ გისმენს ვინმე? ფშლუკუნებს თავისთვის. მამა- ჩემი ხო მთლად გაითიშა _ ზის ქანდაკებასავით. ახლა იმ შუშაბანდებიანს ვეკითხები: `იქნება და შენ მაინც ამოიღო ხმა, ოღონდ გლუპი შეკითხ- ვების მაგივრად იქნებ, ის მითხრა, აქ რას უზიხარ და რისთვის?~ მუშაკაცის სიფათი ჰქონდა, ასე, ორმოცს იქნებოდა მიტანებული, იჯდა და ბუსავ- ით აფახულებდა თვალებს. ქაჯის ერთი იქნებოდა, ნამდვილად.
როგორც იქნა, ოჯახის უფროსი მოვიდა ცოტა გონზე. `მისმინე, შვილო~, _ მეუბნება, _ `არ იფ- იქრო, შენი ნახვა არ გაგვიხარდა და თუ მართლა ვადამდე გამოგიშვეს, მაგას რა სჯობია, მაგრამ ჩვენთვისაც ხომ უნდა გეცნობებინა ადრევე... გვეგ- ონა, ხუთი-ექვსი წელი მაინც კიდე გამყოფებდნენ იქ. ახლა რა ვქნათ?“
„დაიცა-დაიცა~, _ ვეუბნები, _ `რისი რა უნდა ვქნათ? და, საერთოდ, ეს ჩემისა ვინაა?“
„მდგმურია~, _ წამოიკნავლა დედომ, _ `ჯო- ნათანი ჰქვია. ეს ერთი ხანია, ჩვენთან ცხოვრობს... ღმერთო, რა შეგცოდე ამის ფასი!~ და უ-ჰუ-ჰუ- ჰუუ, _ გააბა ისევ.
„გასაგებია~, _ ვამბობ, _ `მდგმური. ჯო- ნათანი ჰქვია. რა ბიჭია! რა ბიჭია და რა ბიჭია ჯონი...~ ვითომ ძაან მეღიღინებოდეს. გული რა- ღაც რეჩხს მიშვება: ეს ბლიყვი თუ ჩვენთან ცხოვ- რობს, სამზარეულოში ხომ არ დააბინავებდნენ და მაშინ ვაი ჩემი ოთახის ბრალი, კარგ დღეში კი დამხვდება-მეთქი. მაგრამ კარი რო გამოვაღე, საუთარ თვალებს მაინც არ დავუჯერე, ძმებო, _ ჩემი იმ ოთახში აღარაფერი იყო: ჟურნალები- დან ამოჭრილი ვიღაც მაგარი დამრტყმელებისა და ქერა კრასოტკების ფოტოები კედლებზე და კიდე ვიღაც ფეხბურთელების მთელი გუნდი, ორ მწკრივად, წინ ვეებერთელა თასით. ეს არაფერი, მაგას კიდე ეშველებოდა რამე, თქვენ ისა თქვით: არც ჩემი კვადრაფონი ჩანდა სადმე, არც დისკები და არც ის ჩემი საკეტიანი განჯინა _ ვისკის, ტაბლეტკებს და ორ პაწია სტერილურ ნემსს რო ვინახავდი.
სისხლმა ამასხა ტვინში და კაცმა არ იცის,
ადრე რა ამბავს დავაწევდი ამაზე, მაგრამ ახლა სხვა იყო _ სულ პატარა აფსიხება და სპაზმები გამოწერილი მქონდა. შევტრიალდი და უხმოდ მი- ვაჩერდი ჩვენებს.
„რა გვექნა შვილო~, _ მამაჩემი მეუბნება, _
`წაიღეს ყველაფერი. კომპენსაცია დაზარალებ- ულთათვისო, _ ასე თქვეს.~
„ვინ დაზარალებული... აკი ის ქალი მოკვდ- აო?..~
„მისი კატები გამოუცხადებიათ მემკვიდრეებად და მოვლა-პატრონობის ხარჯია დასაფარავიო. ყველაფერი აღწერეს და გაყიდეს: ფირფიტები, ტანსაცმელი...~
გეუბნებით, ძმებო, დანა რო დაგერტყათ, წვე- თი სისხლი არ გამომივიდოდა ალბათ. `ახლა რა ვქნათ?~ _ ვეკითხები.
„რა უნდა ვქნათ, აბა... რამე უნდა მოვიფიქროთ. ჯონათანი კიდე ორი წელი უნდა იყოს აქ, ხელშეკ- რულებით მუშაობს პატარა სამშენებლო ფირმაში, მუშად. ექვსი თვის ფული წინასწარ გადაგვიხადა. ახლა ქუჩაში ხომ ვერ გავაგდებთ _ სანამ სხვა ბინას იშოვის, რა უნდა ქნას. თან ზამთარია...~ თან თვალს მარიდებს. გესმით, ძმებო, ამას მეუბ-
ნება მშობელი მამა, მშობელი დედა კიდე ისევ ისე ფშლუკუნებს, თავისთვის, საერთოდ არც იხედება ჩემკენ. რა გინდა, რო ქნა. ღმერთმანი, თავი შემ- ეცოდა. შემეცოდა კი არა, გული მომიკვდა. ვდგა- ვარ გახევებული. სამაგიეროდ ახლა ამ ჩვენმა მდგ- მურმა ჯონიმ ამოიდგა უცებ ენა: შენაო, _ მეუბ- ნება, _ რაც სხვისთვის ავი გიქნია, ახლა ცოტა კიდეც უნდა იტანჯო, რაც საკუთარი მშობლები გიმწარებია, ახლა ცოტა შენც იგემეო... მე კიდეო,
_ დავარდა ქადაგად, _ ამათ შვილივით მიმიღეს და შანსი არ არი, კიდე გამწარებინო ამათი თავიო. ჯონი უძახე შენ და ნახე ერთი, რა ამბავშია. ახლა რომ მე ამას-მეთქი, _ გაფიქრება კი მოვასწარი და დამეწყო შიგნიდან სიგნალები. გამოვტრიალდი და გამოვვარდი გარეთ, სულს ძლივს ვითქვამდი და ლიფტი არც გამხსენებია, სულ თრიხინ-თრიხინ- ით ჩავათავე სართულები.
2.
ისეთ დღეში ვიყავი, ძმებო, თავი აღარ მინდოდა ცოცხალი და არც არაფერზე ფიქრი აღარ მინდ- ოდა, მივალაჯებდი გათოშილი, უაზროდ, ხალხი თვალს მაყოლებდა ბარე ორი წლის წინ მოდიდან გადავარდნილი, იავნად ღამღამობით საგულაო შმოტკებში დაზმანულს რო მხედავდნენ. მერე რა- ღაც ტრანსპორტს დავაჯექი ცენტრისკენ და ბო-
ლოს იმ ჩემ დისკების დირკას მივადექი _ ბებერი არმენის ნახვა მინდოდა, მეთქი-რამეს მომასმენინ- ებს და ორ სიტყვასაც მეტყვის, რა ხდება ამ დამ- პალ ქვეყანაზე, სადაც მშობლები შვილებს კარში აგდებენ შუა ზამთარში.
გარედან იგივე წარწერა კი ჰქონდა _ მელოდია და თითქო შიგნითაც ბევრი არაფერი შეცვლილა, ოღონდ იქაურობა სავსე იყო ბიჭუშკებით და გო- გოშკებით, იტალიური ესტრადის რომელიღაცა მბჟუტავ ვარსკვლავს უსმენდნენ და ერთი დაბიდუ- ბი ჰქონდათ გამართული. აღარც ბებერი არმენი ჩანდა სადმე, მის მაგივრად ვიღაც კულულები- ანი შიბზიკა იდგა დახლთან, რალშჩიკების კეპკა ეხურა და დი-ჯეი ეწერა ჩავარდნილ მკერდზე. იმ- დენი მაგას რა ვუთხრა. კარგა ხანი ვუცადე, სა- ნამ თვალებმინაბული, ტრანსიდან არ გამოვიდა და იკადრა დაინტერესება _ რას ისურვებთო. შტაბატ Mატერ თუ გაქვთ-მეთქი, _ ვეუბნები.
`ეგა ვინაა?~
ნაწარმოებია-მეთქი, _ ვუხსნი, პერგოლეზია ავტორის გვარი, ისიც იტალიელია, უფრო სწო- რად, იყო _ მეთვრამეტე საუკუნეში. შენი ხნისა უკვე მკვდარი იყო-მეთქი, რატომღაც ესეც დავაყ- ოლე.
„აჰა, სიმფონია იქნება. კაბინაში შედი და რო- გორც კი მოვძებნი, ნაუშნიკებში გავუშვებ.~ მერე გავიგონე, ყუთებში რო იქექებოდა და ეუბნებოდა ვიღაცას: `აზრზე მოდი, მასტი თურმე სიმფონიებს უსმენს _ როგორია?..“
მაგრა გავღიზიანდი, მაგრამ ამას რაც მოჰყვე- ბოდა, კარგად ვიცოდი უკვე და არაფერი შევიმჩ- ნიე. ძაან, ძაან ღიმილიანი სახით გადავხედე მთელ ამ შანტრაბას და კაბინკაში ჩავიკეტე. მალე მუსი- კაც ჩაირთო _ მარჩელოს კონცერტი დაუდვია მაგ კრეტინს. ეტყობა, პირველივე ხელში მოხ- ვედრილი იტალიელი დაითრია ყუთიდან, სადაც შუა საუკუნეების მუსიკა ეწყო. ეს კიდე არაფერი, მაგასაც მოუსმენდა ჩემსავით გატანჯული, დანა- ტრებული კაცი, ოღონდ ის კი აღარ მომსვლია აზ- რად, რო რაც უფრო გრძნობებში გადავარდნილი იყო მუსიკა, მით უარესი დამემართებოდა: იქ ბო- ლოს უკვე ყველაფერს მუსიკის ქვეშ მიჩვენებდნენ და ახლა ამ პატარა ნაივნი რამის მოსმენაც ისე- თივე დღეში მაგდებდა, როგორც ის საზიზღრობა, ბეთჰოვენის Mეზერერე-ს თანხლებით რო მაყურე- ბინეს. გარეთ გამოვვარდი და არც ამ იხვის ჭუ- ჭულების სიცილზე და არც ბენტერა ვითომ დისკ- ჟოკეის ყვირილზე უკან აღარ მომიხედავს, პირდა- პირ „ფაქიზოში“ დავგაზე _ ახლა ის ერთი რამე თუ მიშველიდა ცოტას.
იქაურობა ჯერ ცარიელი იყო და ძალიანაც უცნაურად გამოიყურებოდა, სულ მთლად წი- თელი ბოჩოლებით მოხატული. ბარშიც ვიღაცა უცნობი ტიპი იდგა, მაგრამ რძე და რამე, დიდი ჭიქით-მეთქი _ და ტემპში შემიკეთა, არავითარი ახსნა-განმარტება არ დამჭირვებია. იქვე დავჯექი, დივანზე, მაინც კაციშვილი არ იყო გამკითხავი და ნაგიჟარივით ვყლურწავდი, დაგემოვნების თავი ვის ჰქონდა. ასე, საერთოდ, გოიმები იქცევიან მარტო და მერე სანანებლად უხდებათ ხოლმე, ოღონდ ახლა არც მაგის დარდი არა მქონდა, ბოლოში დავიყვანე და წარმოდგენაც დაიწყო. ჯერ თვალი გამიშტერდა რაღაც ვერცხლისფერი ქაღალდის ნაგლეჯზე _ სიგარეტის კოლოფიდან იქნებოდა მოხეული, იქაურობის დაწმენდაზე წელს არა- ვინ იწყვეტდა, ეტყობა, მერე ეს ნახევი გაიზარდა, გაიბერა, კედლისხელა გახდა და ისე ბრჭყვიალებ- და, მგონი, გუგები ამეწვა, მაგრამ უკვე არაფრის გაკეთება აღარ შემეძლო, ქუთუთოები არ მემორ- ჩილებოდა, ის კიდე გაიზარდა, უფრო გაიზარდა,
`ფაქიზოც~ ჩანთქა და მერე მთელი ქუჩა და ქა- ლაქიც მიაყოლა ზედ და მერე მთელ სამყაროდ იქცა, ძმებო, და თითქო ტალღები გადადიოდნენ ყველაფერზე, რაც კი ოდესმე შექმნილა და არსე- ბულა და საკუთარი ხმა მესმოდა თითქოს უსასრუ- ლობაში _ დავიწყო, დავივიწყო ყოფნა. ნათელი, თლილი ლილი ლი... და მერე ეს ვერცხლისფერიც
ალივლივდა და დაიშალა ისეთ ფერებად, კაცს რო არ უნახავს ჯერ და ვერც ნახავს ბუნებაში და მერე დაბზრიალდა, დაბზრიალდა, ჯერ ჭრელ ბორბლად იქცა და მერე სულ ერთ თეთრ ფერად, ოღონდ შუაში წერტილი გაჩნდა, გაიზარდა, გაიზარდა და მერე თავით შევვარდი გვირაბში _ მიმაქანებდა სადღაც, თითქოს მეტროში, ოღონდ აქეთ-იქიდან ქანდაკებები იდგა თითო-თითოდ, განათებული; და აინთებოდა და ჩაქრებოდა, აინთებოდა, ჩაქრებოდა და ბოლოს შიგ გასასვლელში კიდე ერთი, ოღონდ შუაში და მეთქი, ახლა შევასკდები კიდეც და ვიყ- ვირე ააააა და ისევ ნათელში გამოვედი და ახლა ქარი მიბერავდა, სულს ძლივს ვითქვამდი და უცებ წავედი ქვევით, სულ ქვევით და მერე თითქოს ნელა ამოვედი ისევ იქ, სადაც ვიჯექი, ძმებო, _ დივანზე, კუთხეში, ზედ ბარის პირდაპირ, თვალგაშტერებუ- ლი და ხელში ცარიელი ჭიქა მეჭირა.
ახლა უკვე ნაღდად ვიცოდი, რაც მინდოდა: თა- ვის მოკვლა, ოღონდ ეგაა, რო აზრზე ვერ მოვდიო- დი, როგორ მექნა _ ჩემი ბრიტვა კი მედო ჯიბეში, მაგრამ მისი დაძრობა და გულისრევა ერთი იქნე- ბოდა, ყელამდე ვერც მივიტანდი, გაფიქრებაზეც კი გამაჟრჟოლა და მერე სსრსტ! _ გადახსნილი ხორცი დამიდგა თვალწინ და სისხლის ფანტანი და ყელში მომადგა რაღაც, მუცელშიც გამჭრა და სული ძლივს მოვიბრუნე... „არა-მეთქი, ძმაო,
_ ჩემ თავს ვეუბნები, _ ასე არაფერი გამოვა“. რამე ისეთი უნდა მომეფიქრებინა _ არავითარი ძა- ლადობა და ჭრა-სერვა, რამე უემოციო _ უსიზმრო ძილივით მშვიდი და გამთიშველი. მერე ვიფიქრე, საჯაროში მივალ, ბარემ აქვეა, კუთხეში, იქნებ რამე სამედიცინო წიგნში ეწეროს, უსისხლოდ და უმტკივნეულოდ როგორ წავიდე იმ ქვეყანას. უცებ წარმოვიდგინე, რომ უკვე მკვდარი ვარ, დედა-მა- მას სინდისი არ აძლევს მოსვენებას, ინკვიზიტორ ბროდსკის და მის შესტიორკა ბრენომს კიდე _ საზოგადოებრივი აზრი, გაზეთები და ტელევიზია; რაღაცა იმ საქმეების მინისტრის ქვეშ სავარძელი ყანყალებს და ხეპრე ჯონიც ღამის გასათევს დაე- ძებს ენაგადმოგდებული. გლიჯავს, ღმერთმანი.
ისევ გარეთ გამოვედი და საათს შევხედე მოედან- ზე, ორი სრულდებოდა. ვიდრე მეგონა, იმაზე მეტი მიგულავია გაღმა ნაპირზე. მშვიდობის ჩიხს შევუყევი და იქვე, ორ ნაბიჯში საჯარო ბიბლიოთე- კის კარს მივადექი. ერთი ძველი, ჩაფეხვილ-ჩა- ოხრებული შენობა იყო, ცალ მხარეს წასაკითხს იძლეოდნენ, მეორეზე სამკითხველო ჰქონდათ მოწყობილი. ოღონდ რა მოწყობილი ეგ იყო რო _ მონჯღრეული მაგიდები და მორყეული სკამები და თითო დამტვერილი ლამფა თითო მაგიდაზე _ მთე- ლი მაგათი ავლადიდება. თანაც ისეთი გაჯის სუნი და სიცივე იდგა, წესიერი კაცი ცხვირს არ შეყოფდა
შიგ. არადა, ოხრად კი იყვნენ _ ვიღაც სტარიკები, ვითომც დიდი მწიგნობრები მყავდნენ, პალტოებში და შარფებში ჩაფუთნილები უსხდნენ მაგიდებს და ზოგი ჟურნალ-გაზეთებს ფურცლავდა, ზოგი ზედ გადაშლილ წიგნზე ყვინთავდა და ერთი-ორი, მგონი, წაიხვრინებდა კიდეც. ჯერ უცბად ვერც გავიხსენე, რა ეშმაკები მინდოდა აქ და მერე დამარტყასავით, თავის მშვიდად მოსაკლავ რეცეპტს რო ვეძებდი და საძიებელში დავიწყე ქექვა. სათაურების მიხედ- ვით ბევრი ვერაფერი ვნახე სახეირო, რამდენიმე კი მაინც გამოვიწერე, მაგრამ მთელი ეს სამედიცინო წიგნები ისე იყო დასურათებული და ისეთი ფოტოე- ბით სავსე, ჩემი დამემართა. მერე ერთი სქელტანი- ანი ბიბლია გადმოვიღე, იმას გამოწერაც არ უნ- დოდა, იქვე იდო, თაროზე და ალალბედზე დავუწყე ფურცვლა _ ის დღეები გამახსენდა, რაღაცა შვე- ბას მაინც რო მგვრიდა ციხეში. ოღონდ ახლა სულ სხვა იყო, მაშინ იმ ვიღაცა გოთვერანი ლუდოვიკოს კურსი არ მქონდა გავლილი, ახლა კიდე მეტი ვე- რაფერი ვნახე შიგ, ურიების ერთი ჯგრო მეორეს ურახუნებდა თავში და იდგა ერთი ვაი-უშველებე- ლი, ხოცვა-ჟლეტა, ჭრა-ჩეხა და მოწყვედა ყრმათა...
აი ეს რაღას ნიშნავდა, მთლად კარგად ვერ გავიგე, მაგრამ უკვე ისედაც მწიფედ ვიყავი და ეტყობა, რაღაცა ხმები ამოვუშვი, რადგან ერთმა ბეხრეკ- მა მომიტრიალა თავისი ქიცინა წვერი და რაღაც
ისე, სიაფანდზე მეკითხება: ცუდად ხომ არა ხარ, შვილოო. ვარ-მეთქი, _ შევუღრინე, ძაანაც ცუდად ვარ და, საერთოდაც, მინდა შევეშვა ამ ცხოვრებას, ოღონდ მოკლე გზა ვერ მიპოვია-მეთქი. იქით ახლა კიდე მეორემ წამოყო თავი და სსსუ-ო, _ გაგვაჩუმა თავისი ჭკუით და მე რო სრულ ჭკუაზე ვყოფილი- ყავი, უკვე მაშინ უნდა ჩამოერეკა ხსოვნის ზარს, მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია და ჩემსას მივერ- ეკებოდი: „ახლა არ მითხრათ, ახალგაზრდა ხარ და ყველაფერი წინა გაქვსო, თორემ მართლა გავაფრენ
_ მართლა! მართლა! მართლა!~ და აი ამაზე ისევ დაგვისუსუნა იმ ბებრუხანამ, მაგრამ ახლა უკვე სიჩუმეს კი აღარ ითხოვდა, დორბლს ყრიდა ჩამ- ტვრეული კბილებიდან, ხელგამოწვდილი იქაჩე- ბოდა ჩემკენ და რაღაცის თქმა უნდოდა, ოღონდ ერთბაშად სული ვერ მოებრუნებინა და სისინებდა გაანჩხლებული ბატივით.
კი, ის იყო, ღმერთმანი _ პრაფესორა, ამ ორი წლის წინ მე და ჩემმა ყოფილმა ბრატკებმა რო ვჟეჟეთ აქვე, მოსახვევში. ახლა მაინც უნდა მყოფნოდა ჭკუა და სწრაფად და უხმაუროდ ავ- თესილიყავი იქიდან, მაგრამ დავაგვიანე _ ყველა ჩვენ მოგვჩერებოდა და პრაფესორამაც ბოლოს და ბოლოს ამოიღო ხმა: `დაიჭირეთ ეგ არაკაცი! არ გაუშვათ! ეგ იყო, ეგ ცხოველი, ეგა და მაგის ძმაბი- ჭები _ კრისტალოგრაფიის უნიკალური გამოცე-
მები დაფხრიწეს, ცემით მიმასიკვდილეს მოხუცი და ზამთრის ღამით ქუჩაში დამაგდეს შიშველი!!!~
_ არადა, მთლად ეგრეც ხო არ იყო, ძმებო, მთ- ლად ტიტლიკანა ხო არ დაგვიტოვებია _ ის ფოხანა ნიფხავ-პერანგი ხო შევურჩინეთ, ეს კიდე დგას აქ და რაებს იხსენებს _ ნარჩენი კბილებიც ჩამიმტვრიაო, სისხლის ჩაქცევა მქონდაო, კეთილ- მა ადამიანებმა გადამარჩინეს შემთხვევითო... მერე ღვთის გმობაზეც გადავიდა _ ღმერთი მაინც რო- გორ ითმენს ამისთანების არსებობასო და ბოლოს იმაზე აგულიანებდა ამ მუმიებს, ცოცხალი არ გა- ვუშვათ აქედანო! მგონი, მართლა ჭკუას იყო გადა- სული, მაგრამ სხვებს რა, ნაკლებად უქროდათ?! წამში აუბეს მხარი და ერთმა, რაღაცით ყოფილ სამხედროს ჰგავდა, ჩამავლო ხელი და შიგ ყურში ჩამჩხავის: შენისთანები ქიმიკატებით უნდა მოსპოს კაცმა, მღრღნელებივითო.
`შემეშვი, ბიძაჩემო~, _ ვეუბნები, _ `ჩემი მეყო- ფა. ეგ ამბავი ორი წლის წინათ იყო და კარგადაც დავისაჯე მაგისთვის. ჭკუაც მასწავლეს. მართალი თუ გინდა, მეტისმეტად კარგად მასწავლეს. დღევან- დელი გაზეთები ნახეთ _ იქა წერია ყველაფერი.~ პრაფესორა კიდე თავისას გაჰყვიროდა _ შური ვიძიოთ, სამაგიერო გადავუხადოთ, კბილი კბილის წილო... სულ დაუფსტვინა, მე თქვენ გეუბნებით! არადა სხვებიც აიყოლია და ისეთ დღეში იყვნენ,
თითქო მართლა გუშინდელზე იყრიდნენ ჯავრს და მაგათთვის, მგონი, მართლა ერთი იყო გუშინდელი და წლების წინანდელი. მერე მთელი ეს ხროვა ერ- თად გამექაჩა, გაძვალტყავებული ხელები ჩამავლეს და ვინ თმებს მგლეჯდა და ვინ ყურის ახევას ცდი- ლობდა და სხვა კიდე ცხვირ-პირში მირტყამდა სუსტად, ბებრულად და წიხლებსაც მიშენდნენ თა- ვის ჭკუაში, ცდილობდნენ, ძირს დავეგდე და ფეხე- ბით შემდგომოდნენ და, ღმერთმანი, მალე თავისას გაიტანდნენ _ გაძალიანებას მე ვერ ვბედავდი იმ ნამდვილი ტკივილის შიშით და მერჩივნა, ჩემთვის ერტყათ, ვიდრე თუნდაც ხელი მეკრა ვინმესთვის, მაგრამ თვითონ მე ხომ მირტყამდნენ და მფხოჭნ- იდნენ და ტუჩიც გამიხეთქეს, ცხვირიდანაც წამო- მივიდა, ეტყობა სისხლი და იგივე არ იყო _ უკვე გულიც მერეოდა, მუცელშიც დამიარა და უჰაერო- ბით ვიხრჩობოდი თითქოს.
სწორედ ამ დროს შემოყო თავი ბიბლიოთეკარ- მა და ისიც ცალკე აყვირდა: ახლავე პოლიციას გამოვიძახებო. ღმერთმანი, ძმებო, ასეთი რამე თვითონ როგორ მომივიდოდა თავში და ახლა თითქო ხავსს ჩავებღაუჭე და გამწარებული ვეძა- ხი: ცოტა ტემპში, ბრიყვო, თორე გვიან იქნება- მეთქი. ეს იმიტო, რო არც გაშველება უცდია და არც ფეხს უჩქარებდა მაინცდამაინც. მერე ერთი მართლა კარგი მომხვდა ყბაში, ნაღდში იმ სალ- დათი სტარიკანის მოქნეული იქნებოდა, თან კიდე
ვიღაცას თუ რაღაცას წამოვედე და უკვე საშველი აღარ იყო _ ცოტაც კიდე და გადამივლიდნენ ზედ და ერთი პირი გაბრძოლებაც ვცადე ოდნავ, ძაან სლაბად და სწორედ ამ დროს გავიგონე ეს მხია- რული, რაღაც ნაცნობი ხმა: `კარგით ხო, გეყო- ფათ ახლა... გეყოთ-მეთქი!~ _ და ჩემმა პოლიციამ სულზე მომისწრო ჩემს დასაცავად.
3.
ისეთი დაშლილი ვიყავი, ძმებო, კარგად ვერც ვიხედებოდი თვალებში, მაგრამ, აკი გითხარით, ხმა მეცნო-მეთქი და მართალიც ვყოფილვარ _ ჯერ ერთი პატარა ქოთი მისცეს იმ ბებრებს და მერე, გარეთ რო გამიყვანეს დღის შუქზე, ვხედავ, მარა რას ვხედავ _ ჩემი ყოფილი ძმა და მეგობარი, ჩემი ჩამშვები ბრატკა ბნელო და ის სქელო ბილი- ბოი _ ჩვენი საერთო მტერი და მოსისხლე!..
`არა~, _ ვბურტყუნებ ჩემთვის, _ `ვარიანტი არაა...~
ისინი კიდე დგანან და იკრიჭებიან, ფორმებში დაზმანულები, და ბნელო ისევ ისე ხვიხვინებს ძველებურად, მართლა ცხენივით: `ჰუუ-ჰუჰუ-ჰუუ! ამას ვისა ვხედავ _ ჩვენი ძალიან ძველი ბიჭი! უკვე მოიციხევე, ალეკს?~
არა-მეთქი, _ გუნებაში გავიძახი, არ არსე- ბობს, შანსი არაა _ ნაღდად გავითიშე და მეჩვენე- ბა ყველაფერი...
`რაო, ჩვენი ძმა _ გიკვირს?~ _ ბილიბოი მე- კითხება, _ `დრო გარბის, უკვე ვზროსლები ვართ და ხალხის სამსახურში ვდგავართ, ეგრეა.~
პიტი სადღაა-მეთქი, ბნელოს ვეუბნები, _ ჯორჯი-ბიჭის ამბავი კი მომიტანეს, მაგრამ პიტი- სა არაფერი ვიცი-მეთქი.
`პიტი~, _ ბნელო ამბობს, _ `ჰო, სახელი რა- ღაც მეცნობა. იყო ერთი ეგეთი. სულ დაგვეკარგა.~
ბილიბოი კიდე სახელოთი ზეთს იწმენდს სახი- დან, ბნელოს თავს უქნევს და თითქო მე სულაც იქ არ ვიყო, ისე ეუბნება: `ეხლა ამის განყოფილებაში მიყვანის და მერე ჩვენების წერის თავი გაქ? იასნია, ეს თავის ძველ ამბებს არ მოიშლიდა _ ხო ნახე, რა უპატივცემულოდ ექცეოდა საბრალო მოხუც ხალხს, თანაც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგი- ლას... ვუთხრათ, რო ჩვენს მისვლამდე დაითესა. ბიბლიოთეკარს გავაფრთხილებთ, ჩვენ კიდე ჩვენ- ჩვენი პატარა ანგარიშები გავასწოროთ.~
ვიდექი და ყურებს არ ვუჯერებდი, ძმებო!
მეთქი, აზრზე თუა, რას მიედ-მოედება _ ან არა-
და, არც ამას უნახავს დღევანდელი გაზეთები.
`ჭკუაზე ხარ, ბილიბოი?~ _ ვეკითხები _ `რა ან- გარიშებს მისწორებ? დამთავრდა ჩემი ბრიტვების ტრიალი _ არაფერი გაგიგია?~ თან სულ ისეთი გრძნობა მაქ, თითქოს ეს ყველაფერი რაღაც ბრი- ყვული ხუმრობაა და ბნელო მაინც მოიძრობს ამ თავის კოკარდიან ქუდს და `კი, გვითხრეს~, _ ბნელო მეუბნება, _ `სწორედ დღეს წაგვიკითხეს, დილის სბორზე. შეფმა თქვა, ძაან კარგი და მშვე- ნიერი ამბავიაო.~
`აჰა, კიდე კარგი~, _ ვეუბნები ცოტა იაზვუ- რად, _ `თვითონ აქამდე ვერ ისწავლე კითხვა, ბნელო?~
`ბნელები კამერაში მოიკითხე~, _ მეუბნება, _
`ჩვენ კიდე წესრიგს ვიცავთ და არაფერი საჭირო არაა, ყველა ხედავდეს, სად და როგორ.~
`სწორეა~, _ ისევ თავს უქნევს ბილიბოი, _
`ქუჩებში სიმშვიდე უნდა იყოსო _ ასე თქვა შეფმა~
მერე უცებ კარგად მომდო მუცელში, ბნელომ კიდე ის თავისი ზოლებიანი ჯოხი ჩამაფარა კეფის ძირში და მთლად მოჩვარული, მანქანაში შემაგ- დეს. აზრზე რო მოვედი, უკვე სადღაც გარეუბანში ვგაზავდით სირენაჩართულები.
„ჩემი მტერი მოხვდა თქვენს ხელში~, _ ვბურ- ტყუნებ ჩემთვის. `ეგრე იყოს~, _ მპასუხობს ბილიბოი, _ „მაგრამ ჯერ გავსწორდეთ“.
ბოლო-ბოლო სადღაც ხრიოკში გავჩერდით. ორივემ ის პაგონებიანი ფორმები წყნარად გაიძ- რეს, სახელოები დაიკაპიწეს და მაგრა მომდგნენ, საქმიანად, ბრაზის და ცოფის გარეშე. მეთოდუ- რად მუშაობდნენ, რიგრიგობით. არც ვიცი, რამ- დენ ხანს მიბაგუნებდნენ და ბოლოს უკვე აზრზე აღარც ვიყავი, რა ხდებოდა და ტკივილსაც ვეღარ ვგრძნობდი: სისხლი რო დავინახე, ისეთი კრუნჩხ- ვები დამეწყო, სხვა შეგრძნებები გამითიშა... მერე, როგორც იქნა, მორჩნენ მუშაკობას, პაგონები და კოკარდები ჩამოიფხატეს, მგონი, ორი თბილი სი- ტყვაც კიდე დამიგდეს და აითესნენ.
გონზე რო მოვედი, წვიმა ცრიდა, ძვალ-რბილი გაერთიანებული მქონდა. მეგონა, მთელ ტანში მტეხდა და მაჟრიალებდა. ძლივს ავითრიე წელი და წავლასლასდი, ოღონდ საით _ თვითონაც არ ვიყავი აზრზე.
4.
ღმერთმანი, ძმებო, ახლა ერთი მყუდრო პალა- ტა მომნათლავდა სადმე მიგდებულ ჰოსპიტალში,
მომვლელი მჭირდებოდა და მოსვენება, მე კიდე მი- ვტყლაპუნობ წვიმაში, ნისლში, სადღაც უკაცრი- ელ ადგილას და ყველა ღმერთსა და ეშმაკს ერთად ვლანძღავ და ჩემს ბედს ვწყევლი, მერე უკვე ჭკუა- საც ვკარგავდი, ალალად, და დროის შეგრძნება- საც, როცა რაღაც დასახლებას მივადექი _ სულ ერთნაირი კოტეჯები იდგა და ყვირილის თავიც აღარ მქონდა, საშველად რომ დამეძახა ვინმესთ- ვის, და ამ დროს ერთ ჭიშკარზე ვხედავ, აწერია _ სამყუდრო. ღმერთმანი, ან ღვთის ხელი ურევია, ან ბედის დაცინვაა-მეთქი, მაგრამ რა მაგის გარკვე- ვის თავი მქონდა, მივადექი და ვაბრახუნებ, რაც ძალა დამრჩა.
კარი გაიღო და ვიღაც კაცი გამოჩნდა სინათლეზე. „რა ამბავია?“ _ კითხულობს და ვხე- დავ მის ზურგს უკან, ოთახში ბუხარი ანთია და თითქო კარგად გამომშრალი ხის ტკაცუნიც კი მესმის. „ღვთის გულისათვის~, _ ვეუბნები, _
`მიშველეთ რამე, პოლიციელებმა მიმასიკვდილეს და სადღაც გზის პირას დამაგდეს უგონოდ. იქნებ გათენებამდე შემიფაროთ ან სანამ წვიმა მაინც გა- დაიღებდეს...“
„შემოდი, შემოდი~, _ მეუბნება, _ `ამ უკანონო ქვეყანაში ერთმანეთს თუ დავეხმარებით, თორემ სხვა რისი იმედი უნდა გქონდეს ადამიანს.“
წინკარი თითქო თავისით გაიღო და მეც კიბ- ეებზე ავბანცალდი. არაფერი მსახიობობა არ დამჭირვებია _ ისეთ დღეში ვიყავი, ფეხს ძლივს ვადგამდი, შემოფხრეწილი ტანსაცმელი რაღაც ძონძებად მეკიდა, ორი კბილი ჩამტვრეული მქონ- და, ტუჩები, ზევითაც და ქვევითაც, და კიდე ცალი წარბიც _ გახეთქილი, მარცხენა ყურზე ცეცხლი მეკიდა და ცხვირიც ისე გამისივდა, ვერ ვსუნთქა- ვდი. ამ ღვთისნიერმაც ხელი შემაშველა და შიგ შემიყვანა _ დიდ, თბილ და ნათელ ოთახში.
და სწორედ მაშინ იყო, ძმებო, რო გამცეცხლა და აზრზე მოვედი, სად ვიყავი და ვისთან მო- მახვედრა ჩემმა უკუღმართმა ბედმა. ის მაზალო წარწერაც _ სამყუდრო _ რეკლამის აბრასავით გამინათდა თავში და მთლად გამოთაყვანებული მი- ვაჩერდი სახლის პატრონს. კი, ის იყო ნამდვილად
_ ოღონდ რაღაცა მოტეხილი თითქოს, დაბერე- ბული და კოჭლობდასავით. თვითონ ვერ მიც- ნობდა, რა თქმა უნდა, შანსი არ იყო _ მაშინ მე და ჩემ ბრატკებს სუყველას ნიღბები გვეკეთა და ლამის საკარნავალოდ ვიყავით დაზმანული, ახლა კი ასე ნაცემ-ნაბეგვს და გასაწყლებულს იმ ძველი ალეკსისას რა მიგავდა _ სველ მიწაზე ნაგდები და წვიმაში ნაბოდიალები საკუთარ ხმასაც ვეღარ ვცნობდი, ჩამეხრინწა და წინა ორი ჩატეხილი კბი- ლის წყალობით გემოზეც ვჩლიფინებდი.
ის კიდე ძაან, ძაან თანაგრძნობით შემომცქერის და რაღაც ისე, ნაღვლიანად მეუბნება: `აგერ დაჯექი, ცეცხლთან. თაფლიან არაყს დაგალევინებ და ამასობაში წყალიც გაცხელდება.~
`პოლიციელები~, _ ვბურტყუნებ ჩემთვის, _
`ჩათლახები...~
`ასეა~, _ მეუბნება, _ `პოლიციური რეჟიმის კიდევ ერთი მსხვერპლი. არც პირველი ხარ და არც უკანასკნელი იქნები. ესაა მაგათი დამყარებული წესრიგი.~ მერე გატრიალდა და სამზარეულოში გავიდა, მარცხენა ფეხს მიითრევდა ცოტათი.
ოთახი მოვათვალიერე. ქალის ხელი არ ეტყობ- ოდა _ ორად ორი გაქექილი სავარძელი იდგა სულ, დამტვერილი წიგნებით იყო სავსე და პატარა მაგიდ- აზე საბეჭდი მანქანა იდო, გვერდზე კიდე დასტა ფურცლები. გამახსენდა, ეს კაცი მგონი მწერალი იყო. მექანიკური ფორთოხალი. უცნაურია, ასე რო ჩამრჩა გონებაში. ოღონდ ახლა არ ღირდა იმ ამ- ბების გახსენება _ ახლა სითბო და გაგება მჭირდ- ებოდა და იმ გოთვერნებმაც ლუდოვიკოს ცენტრში ისე მომიწყვეს საქმე, აწი ასეთ დღეში ვიქნებოდი სულ და სხვისთვისაც იმავეს მოვინდომებდი _ თუკი ჩემგან საერთოდ მიიღებდა ამას ვინმე.
`ჰო, ასეა~, _ მწერალი მობრუნდა, ჭიქას
მაწვდის და სველი პირსახოცით მიწმენდს სახ- ეს _ ფრთხილად, ძაან ნაზად, _ `აბაზანა გა- გივსე, მერე ვივახშმოთ და დალაგებით მომიყევი ყველაფერს. ღამით ჩემთან დარჩები.~ ღმერთმანი, ძმებო, რაღაცამ წამიჭირა ყელში და თვალებ- შიც წყალი ჩამიდგა, ეტყობა, რადგან უცებ ძაან ოტეჩესკი დაიჭირა, მხარზე მომითათუნა ხელი და:
`კარგი ახლა, გეყოფა _ ეგ რა ვაჟკაცის საქმეაო~,
_ მეუბნება.
ბოლო-ბოლო ავედი ზევით, კაფელის აბაზანაში ჩავწექი, მერე მშვენიერი ფლანელის პიჟამა, შავ- თეთრი გრძელი ხალათი და ღუნღულა ფლოსტები ჩამოვიცვი _ ყველაფერი იქვე იყო ჩამოლაგებუ- ლი, სკამზე, და, ღმერთმანი, ძმებო, სიკვდილის პირას მიყვანილმა კაცმა ცოტა თვალებში გამოვ- იხედე, რაღაც ხალისიც დამიბრუნდა თითქოს და დაფეხვილ-დათეთქვილს ტკივილზე უფრო ახლა შიმშილი მახსენებდა თავს. ქვევით რო ჩავედი ისევ, მწერალს უკვე მოეთავებინა სამზარეულოში ფაციფუცი და სუფრაც საუფროსო გაეწყო: ფუმ- ფულა თეთრი პური, ნაღდი შვეიცარიული ყველი, ერბოკვერცხში მოტაფული ძეხვი, ზედ მოსხმული რაღაც ცხარე წითელი საწებლით, მაყვლის ჯემი და თიხის დიდი ჭიქა ცხელი რძიანი ჩაი. ისე მი- ვაძეხი, მიპატიჟებას არც დავლოდებივარ, ხუთ წუთში გამოვიბუსკნე და მერეღა ამოვღერღე ცოტა დარცხვენილმა: არც ვიცი, როგორ გადაგიხადოთ
მადლობა-მეთქი.
`ეგ არაფერი~, _ მეუბნება, _ `ჩემთან რომ მოხვედი, ამაშიც ალბათ განგების ხელი ურევია. უკვე მივხვდი, ვინცა ხარ: შენი სურათია გაზეთში და რა უბედურებაც მოგწიეს, მგონი, იმასაც გამა- დლიან. ჯერ ციხეში გალპობდნენ, მერე რეზის- ტენციის ყოველგვარი უნარი წაგართვეს და ახლა ქუჩის პოლიციას მიუგდეს შენი თავი. ასე აპირ- ებენ ეგენი საზოგადოებრივი წესრიგის დამყარე- ბას?! კარგი საზოგადოება კია, ამგვარი მეთო- დებით თუ იცავს თავს! მაგრამ ღვთის ნებაა-მეთქი ყველაფერი _ შენ ის მითხარი, ჩემ შესახებ თუ გსმენია რამე?~
`ეეე... როგორ გითხრათ~, _ ვფრთხილობ, ძაან, ძაან ვფრთხილობ, _ `ერთხელ ყური მოვკარი, მექანიკურ ფორთოხალზე ლაპარაკო- ბდნენ... გულზე მომხვდა რაღაცები, ოღონდ მე თვითონ არ წამიკითხავს, აბა საიდან...~
`ოჰო!~ _ მეუბნება, თან სახე ლამის გაუნათ- დეს, _ `ეგეც კარგია. ახლა შენს ამბავს მომიყევი და ისიც მინდა ვიცოდე, ციხემდე რამ მიგიყვანა. ნუ გეშინია, გულახდილად მიამბე ყველაფერი, მე რა შენი გამკითხავი ვარ.~
კარგად ვერც ჩავხვდი, რისი თქმა უნდოდა მაგით
_ თუ გამკითხავი არაა, რაღას მეკითხება-მეთქი, მაგრამ ამ ტიპის ხალხს ხომ ბოლომდე ვერაფერს გაუგებ, რაღაც თავისი ენა აქვთ და სიტყვებსაც თავის ჭკუაზე ატრიალებენ.
ბევრი არც არაფერი მაქ სათქმელი-მეთქი, ვეუბ- ნები, _ `სულ უბრალო ამბავია: ბიჭებმა ამაგდეს და რაღაც სულელურ სანაძლეოზე სხვის სახლში შევიპარე, ვითომ გავბედავდი თუ არა _ მართლა რამეს მოპარვა არც მიცდია. ხოდა, ერთი მარ- ტოხელა მოხუცი ქალი ცხოვრობდა თურმე შიგ. სიბნელეში დამლანდა და გული წაუვიდა; მერეღა გავიგე, დაცემისას მაგიდის კიდეზე ჩამოურტყამს თავი და კაცმა არ იცის, დარტყმისაგან გარდა- იცვალა თუ შიშისაგან. მე კიდე გაქცევის მაგივრად მის მოსულიერებას ვცდილობდი და პოლიციასაც ჩემი ხელით გავუღე კარი. იმათ კიდე საქმეში გამი- ყვანეს _ აქაოდა, დიდი მკვლელი და ოხერი ვინმე ბანდიტი გავქაჩეთო. სასამართლოშიც სიტყვა არ მათქმევინეს თავის დასაცავად...~
მათგან არც მიკვირსო, _ თავს მიქნევს და მეც ჩემსას მივერეკები: `მერე შიდა საქმეთა მინისტრმა ციხეში ჩამოვლაზე მაინცდამაინც მე გამომარ- ჩია და საავადმყოფოში მიკრეს თავი, ლუდოვიკოს მეთოდით უნდა გიმკურნალოთო. თანაც პირობა
მომცეს, ხაროში აღარ დაგაბრუნებთო და მეც რა შვილი ვიყავი, ხმა ამომეღო.~
დაწვრილებით გამომკითხა იმ უცნაური მკურნა- ლობის ამბავი და, ღმერთმანი, ძმებო, სულ წვრ- ილად ჩავუკაკლე ყველაფერი, მანდედან არაფერი გამომიტოვებია და ფილმებს რო ვიხსენებდი, კინა- ღამ ისევ ცუდად გავხდი. ის კიდე ვეღარაფერს ამჩნევდა, ოთახში დაბლაყუნობდა და მამალი გი- ჟივით თავისთვის ბურტყუნებდა რაღაცას. მერე შევთავაზე, სუფრას აგილაგებთ და ჭურჭელს მაინც დაგირეცხავთ-მეთქი, მაგრამ თითი არ გამანძრევინა
_ შენ ახლა მოსვენება და სიმშვიდე გჭირდებაო. ერთხანს კი ვიყავით მართლა მშვიდად _ ის სამზა- რეულოში ტრიალებდა და მე კიდე ბუხარს ვუჯექი და რაღაც მშვენიერ უფილტრო სიგარეტს ვა- ფუილებდი, მაგრამ მალევე მორჩა დიასახლისობას, ისევ მომადგა და მეუბნება: `შენ იქნებ შესცოდე კიდეც და სასჯელიც დაიმსახურე, მაგრამ ყოველ- გვარი სასჯელი ჩადენილი ბოროტების საზღაური უნდა იყოს მხოლოდ, შენ კი ათმაგად გაზღვევინეს
_ პიროვნების მაგივრად რაღაც უნებო არსებად გაქციეს და საკუთარი არჩევანი აღარ გაგაჩნია: შენ ახლა სხვისი გამოწერილი რეცეპტით უნდა იცხოვ- რო _ სიკეთეზე მომართული მექანიკური არსება! თავად შენთვის კი ყოველგვარი ცხოვრებისეული სი- ამენი ტკივილის გამომწვევი იქნება მუდამ: მუსიკით
ტკბობა თუ ქალის სურვილი, ლიტერატურა და ხელოვნება _ ყველაფერი ეს მხოლოდ ფიზიკურ ტკივილს გამოიწვევს შენში... ეგენი კი საზოგადოე- ბის გაჯანსაღების იდეით ისე არიან შეპყრობილი, ზღვარის შეგრძნება დაკარგული აქვთ _ ადამიანს თუ ნებსითი არჩევანის უფლება არ გააჩნია, მას ადამიანიც აღარ ეთქმის!..~
`ჩვენი კაპელანიც სწორედ მაგას ამბობდა, სერ~, _ ჩავურთე როგორც იქნა, _ `ზუსტად მაგ სიტყვებით.~
`ჰოო? ან რატომ არ იტყოდა _ მაინც ქრის- ტიანი მოძღვარია, ასე თუ ისე... ახლა კი აი რა მინდა გითხრა: ხვალ ორ-სამ ჩემს მეგობარს შე- ვატყობინებ, სანდო და საჭირო ხალხია, იმათაც დაწვრილებით მოვუყვები ყველაფერს. ნახავ, არც ჩვენ ვართ გულხელდაკრეფილი, რაღაცის გაკეთე- ბა ჩვენც შეგვიძლია და თუ საზოგადოებრივი აზრი აღარაფერს ნიშნავს ამ ქვეყანაში, მაგასაც ვნახავთ. არა მგონია, ახალგაზრდის ფსიქიკაზე ასეთი ბარ- ბაროსული ცდების ჩატარება დიდ მიღწევად ჩაეთ- ვალოს, რომელიც გნებავთ, მთავრობას _ თუნდაც ამისთანა ავტორიტარულს!~
`როგორც მეტყვით, ისე მოვიქცევი~, _ ვეუბ- ნები, _ `ოღონდ ჩემ გამო უსიამოვნებას არაფერს გადაეყაროთ.~
ხელი ჩაიქნია და ცოტა ხნის მერე მეუბნება:
`აწი რაღა უნდა მომივიდეს? ოჯახი მე აღარა მყ- ავს და ჯანმრთელობაც არაფრად მივარგა...~
`შეგემთხვათ რამე?..~ _ ფრთხილად, ისე ვე- კითხები, სასხვათაშორისოდ, არადა მართლა მაინ- ტერესებს, სად გაქრა მისი ცოლი, _ `თუ მეუღლემ მიგატოვათ?~
ცოტა ხანს ჩუმად იყო, ვიფიქრე, შეკითხვა არ დაევასა-მეთქი, მერე რაღაცნაირად ჩამწყდარი ხმით მეუბნება: `ჰო, მიმატოვა. შოკში იყო ჩა- ვარდნილი, გაგიჟებას არაფერი უკლდა და... თავი მოიკლა.~ ვხედავ, თითები უკანკალებს, სიგარეტს ვერ მოუკიდა ვერაფრით. მე კიდე გავითიშესა- ვით, თვალწინ ის ღამე დამიდგა, მაშინდელი ამ- ბები და უცებ ისევ დამიარა მუცელში, თითქოს ჰაერიც აღარ მყოფნიდა და, ეტყობა, სახეც მაგრა შემეცვალა, უცებ მოვიდა გონზე, წამომაყენა და მეუბნება: `კარგი, გვეყოფა ძველის გახსენება, ახლა მომავალზე ვიფიქროთ. დაწექი, დაიძინე და ხვალ უკეთ იქნები.~ მერე საწოლი ოთახის კარი რო გაიხურა, გავიგონე, თავისთვის ბუტბუტებდა ისევ: `საბრალო ბიჭი... ესეც ამ შეშლილი საუკუ- ნის კიდევ ერთი მსხვერპლი. რა განსხვავებაა, ძა- ლადობა ფიზიკური იქნება თუ სულიერი _ შედეგი შეიძლება ერთნაირი იყოს. ბედზე რომ არ მოხვედრილიყო ჩემთან ან კარი არ გამეღო, ამასაც იგივე დაემართებოდა ალბათ...~
5.
თიშად მეძინა, ძმებო, იმ ღამით _ გვერდიც არ მომიცვლია და იქნებ ამიტომაც იყო, არც და- ბეგვილი სხეულის ტკივილს გავუღვიძებივარ და არც დამსიზმრებია რამე. დილით ჯერ აზრზე ვერ მოვედი, სად ვიყავი, მერე გამახსენდა ყველაფერი და ვიფიქრე: ერთი უნდა გავიგო როგორმე, ამ ჩემს მასპინძელს რა ჰქვია _ აკი გუშინ ვუთხ- არი თქვენსა და თქვენს წიგნზეც მსმენია-მეთქი. ამ ოთახში ვერაფერი ვნახე, მერე პატარა დერეფანს გავუყევი, ვითომდა ვერ მოვიმხარე, საით წავსუ- ლიყავი და ბოლოში კარი დავინახე გამოღებული, იავნად საძინებელი იყო, მაგრამ რამდენიმე ცალი წიგნების თაროც დავჩითე და მეთქი თუ ის `ფორ- თოხალი~ ვიპოვე, ავტორის გვარიც ხომ ზედ იქნე- ბა, ვარიანტი არაა.
ჩუმად შევიპარე და რას ვხედავ _ სწორედ იმ ქალის გადიდებული, მეტრი-მეტრზე, სურათი შე- მომცქერის კედლიდან და მიღიმის... ისევ მომაწვა ყელში რაღაც, მაგრამ წიგნების ქექვა დავიწყე სას- წრაფოდ და გადამიარა. მალე ვიპოვე, პატარა წიგ- ნი იყო და ავტორის გვარიც ეწერა, რა თქმა უნდა:
ელიკსანდერი. ესეც კიდე ერთი ალეკსი-მეთქი, _ გავიფიქრე. მერე ალაგ-ალაგ გადავფურცლე, მა- გრამ, ღმერთმანი, თავი და ბოლო ვერ გავუგე, რას ბაზრობდა. ერთი ეგ იყო, ძაან პათეტიკურად ამტ- კიცებდა: დღესდღეობით ხალხი რაღაც მანქანებად უნდათ, რომ აქციონ, წესით კიდე უცხო ხილივით უნდა ვიზრდებოდეთ დედამიწაზეო. ამ ჩემის ელიკ- სანდერს, ეტყობა, ისე წარმოედგინა ეს ქვეყანა, თითქო ჩვენ, ყველანი, ერთ რაღაც დედა-ხეზე უნდა ვეკიდოთ, მამაზეციერმა რო დარგო საკუთარ ბაღ- ჩაში, საკუთარი დილიხორის გასასწორებლად და ჩვენ კი არ გვჭირდებოდა ღმერთი, თავად ღმერთს ვჭირდებოდით რაღაც სამყაროული წყურვილის მოსაკლავად. სულ რაღაც ამისთანას ბოდიალობდა და, ღმერთმანი, მგონი, მართლა შერეკილია ან ცო- ლის სიკვდილმა თუ შეარყია-მეთქი, _ ვიფიქრე და სწორედ ამ დროს გავიგონე, ძაანაც აზრიან რა- მეს იძახდა, ჩამოდი, ვისაუზმოთო. მეც თავპატიჟი არ დამიდვია, რაღა თქმა უნდა.
`ეტყობა, კარგად გეძინა~, _ მეუბნება და ტოსტერიდან პურის დაბრაწული ნაჭრები ამო- ყარა, _ `ათია უკვე. მე კიდე დილიდან ვსაქმი- ანობ. ხომ იცი მოხუცების ამბავი _ წავთვლემ და ეგაა.~ `ახალ წიგნს წერთ?” _ ვეკითხები.
`არაა _ ტელეფონს ვუზივარ. ყველგან მივრეკ- მოვრეკე.~ `მეგონა, შინ ტელეფონი არ გედგათ~, _
ვუთხარი და წამსვე ენაზე ვიკბინე, ისე შეეცვალა სახე.
`საიდან მოიტანე?~ _ მეუბნება, _ `რამ გაფიქრე- ბინა, რომ ტელეფონი არ მაქვს?~ _ მეკითხება გაშ- ტერებული, თითქო რაღაც ძაან მნიშვნელოვანი რამე მეთქვას. ისე, უბრალოდ-მეთქი, ვეუბნები, _ `გუშინ თვალი არსად მომიკრავს. თუმცა ან რისი დანახვის თავი მქონდა _ კარგად გონზეც არ ვიყავი, მგონი.~ თან კიდე იმას ვფიქრობ, მართლა თუ გაახსენდა ის ორი წლის წინანდელი საღამო, მე და ჩემი ბრიაჟკა რო მივადექით კარზე და დაყენებული ხმით ექიმის გამოძახებას ვთხოვდი მის ცოლს, იმან კიდე მითხრა, ტელეფონი არ გვიდგასო...
ცოტა ხანი კიდე მიყურა თვალგაშტერებულმა, მაგრამ მერე გამოერკვია, რაღაც საწყალობლად გამიღიმა და სავსე კოვზი შაქარი ბუთქა ჩემს ჭიქა- ში, მე კიდე დატკბილულს ვერ ვიტან. არაფერი მითქვამს, ცხადია.
`იმას გეუბნებოდი, ჩემს ნაცნობებს ჩამოვურეკე და ბევრიც დაინტერესდა შენი ამბით. ერთიც ვნ- ახოთ, მშვენიერი იარაღი აღმოჩნდე ამ მთავრობის საწინააღმდეგოდ! არჩევნები კარზეა მომდგარი და ეგენი კიდე დიდ იმედებს სწორედ ამ ყბადაღე- ბულ `კრიმინალური ელემენტების საწინააღმდ- ეგო პროგრამაზე~ ამყარებენ, ტრაბახით აიკლეს
პრესა. ახლა დროა, ისიც ვუთხრათ ხალხს, რა შედეგი მოაქვს მაგ ნაქებ ლუდოვიკოს მეთოდს და მთელ მაგათ პროგრამებს!~
ისევ მომაჩერდა და ვიფიქრე: ვაითუ, რაღაცა მაინც იყნოსა ან რაღაცა ახსენდება ჩემსა და იმ ამბავთან კავშირში-მეთქი, მაგრამ მაშინ ყველას ნიღბები გვეკეთა და რა ხანი იყო გასული მას მერე, ვარიანტი არ იყო, რამე ესქესა _ რა თქმა უნდა, თვითონ თუ არ დავაბრეხვებდი რამე ისეთს. იმან კიდე ისევ გაუტია თავისი: `რომ ჰკითხო, მშვენიერი გამოსავალი იპოვეს _ კუნთმაგარ იმ- ბეცილებს პოლიციაში იწვევენ, ცოტა სხვანაირ ხალხს კიდე დამცველ ბარიერს ჩაუდგამენ ფსიქი- კაში, უნიათო და უნებისყოფო მასად გადააქცევენ და მორჩა, დალაგდა ქვეყანა და თავისით გადაი- ჭრება ყველა პრობლემა... კი, როგორ არა _ მაგ- ალითების მეტი რა არი, ოღონდ აქედან მერე ნახ- ევარი ნაბიჯია სრულ ტოტალიტარიზმამდე!~
მართლა დარტყმულია-მეთქი, ვფიქრობდი, _ თვალები შუშებად ექცა და სახე გაუქვავდა. სა- დღაც ჩემ იქით იყურებოდა და, მგონი, საერთოდ ვეღარც კი მამჩნევდა. `ღმერთო, შენ უშველე ყვე- ლა გიჟსა და დარეხვილს!~ _ გუნებაში წერტილი დავუსვი მის ქაქანს და ფრთხილად შევაპარე: განა მე რა შემიძლია-მეთქი.
`შენ~, _ მეუბნება, _ `ცოცხალი საბუთი ხარ და იმისი მაგალითი, რას უპირებენ მთელ ერს!~ _ წამოხტა, ხელების ქნევას მოჰყვა და ხმასაც აუწია:
`აქაც თუ თავისი გაიტანეს, მერე ვინც კი მთავრო- ბას თვალში არ მოუვა, ან საწინააღმდეგოს იტყვის, ყველას შეუძლიათ კრიმინალი დასწამონ, ტვინი გამოურეცხონ, ფსიქიკა დაუბლოკონ და ამას სულ საზოგადოებაზე ზრუნვის ლოზუნგით გაამართლე- ბენ!~ მერე ცოტა დაწყნარდა, მაგრამ არ დამჯდა- რა, ოღონდ თათების ქნევას და ყვირილს მორჩა და მეუბნება: `წერილი დავწერე ერთი გაზეთისათვის. მალე დაიბეჭდება. შენი ფოტო უნდა დავურთო და მინდა შენი ხელმოწერაც იყოს ზედ.~
`კი, ბატონო~, _ ვეუბნები, _ `როგორც თქვენ იტყვით. ოღონდ თუ არ მიწყენთ, ერთი ის მინდა გკითხოთ: თვითონ რა ძალა გადგათ, რაზე გინდათ გადაიკიდოთ მთელი ეს ვერხუშკა?~
ჯერ გაკვირვებით შემომხედა, თითქო კარგად ვერც გაერკვია, რას ვეკითხებოდი, მერე სკამის ზურგს ჩააფრინდა, გადმოიხარა ჩემკენ და რა- ღაც ძაან გულნატკენი კაცივით დამიწყო: `იცი, რას გეტყვი, მარტო შენი ამბავი არ არის აქ. თა- ვისუფლების სიყვარული ჯიშშივე მოგვდგამს და ამას უნდა გავუფრთხილდეთ. რომელი მებრძოლი მე ვარ, მაგრამ ვიღაცამ ხომ უნდა ამოიღოს ხმა,
თორემ სულ დავიღუპებით. რა, განა ნებით დაი- თანხმებენ ვინმეს, მის შვილს რომ იგივე გაუკეთონ, რაც შენ გიქნეს?! მაგრამ მასას სიმშვიდე და მცო- ნარობა ყველაფერს ურჩევნია და თავს წინასწარ არავინ აიტკივებს, ყველაფრის მიმართ აპათიაც სწორედ აქედან იწყება და ამიტომაც დროზე უნდა დაარჭო ნემსი მტკივან ადგილას!~ და უცბად, ძმე- ბო, ჩანგალს დაავლო ხელი და ისე გლიჯა მაგი- დას, ჩარჭობით ვერა, მაგრამ ორად კი გადაღუნა.
ამან თუ ბოლომდე ასე გარეკა, ისევ ჩემი გასაჩე- რებელი არ გახდეს-მეთქი, _ ვიფიქრე, და ვითომ, მაგრა დაინტერესებულმა, წერილის წაკითხვა ვთხოვე.
`ჰო, მართალი ხარ~, _ შუბლზე იტკიცა ხელი ძაან თეატრალურად, _ `შენი სახელით იქნება და ხომ უნდა იცოდე, ხელს რას აწერ...~ _ მგონი, გახარებულიც კი იყო და ჩემი აზრი მართლა უნ- დოდა, გაეგო. მე წერილს ჩავუჯექი და იმან კიდე მაგიდის ალაგება დაიწყო, ისევ ხელი არ დამაკ- არებინა არაფერს. მოკლედ, ძმებო, ამ წერილიდან ისე გამოდიოდა, თითქო ჩემი პირით ვლაპარაკო- ბდი, რა უბედურებაც გადამხდა თავს და რა გოლ- გოთა გამოვიარე და რა დღეში ჩამაგდო ამ ჩვენმა მთავრობამ, სული ამომაძრო და ტვინი მიღრძო და გონებრივად დამახეიბრა, ასეთი აღარც თავისუფლება მინდოდა და აღარც არაფერი. ძაან გრძე- ლი და ძაან ცრემლსადენი რამე იყო, ღმერთმანი. გული ამიჩვილდა.
`მხეცი ხართ, ბრატ!~ _ ვეუბნები, _ `მაგრა გიწერიათ. ტემპში ავარდება ხალხი.~
`რა... რა თქვი?~
`არაფერი, ეს ისე...~ _ ვეუბნები, _ `მეგო- ბრებში ვლაპარაკობთ ხოლმე ამგვარად. ჟარგო- ნია, ასე ვთქვათ.~
ის კიდე მომჩერებია და ბუსავით აფახულებს თვალებს. რაღაცამ კი გამკრა გულში, მაგრამ ამ დროს ზარმა დარეკა კარზე და საზოგადო მოღვაწე ბატონ ალეკსანდერსაც სახე გაუნათდა.
`აჰა~, _ მეუბნება, _ `მოვიდნენ, როგორც იქნა~, _ და სტუმრების შესახვედრად გაქანდა. მერე ერთად შემოლაგდნენ ყველანი _ სამნი იყვნენ და ბ-ნმა ალეკსანდერმაც რიგრიგობით გააცნო ჩემი თავი. ერთი ვინმე დოლინი იყო _ პატარა, ჩაპუნტულებული, პირში სულ სიგარეტი ჰქონდა გაჩრილი და სადაც მოხვდებოდა, იქ აფერფლებ- და, ან სულაც იატაკზე ეყრებოდა ხოლმე. მეორე
_ ნაღდი ყევერი, გვარად რუბინშტეინი, მაღალი, სათვალიანი და წვეროსანი, ტელევიზიის დიქტორივით კაი დაყენებული ხმა ჰქონდა, და მესამე კიდე ვიღაც რამდენიმესახელიანი ჩორნა ტიპი, გადაგლესილი თმით და მაგარი გვარით _ დელა სილვა. აქოთებული იყო, არ ვიცი, ბრიოლინით თუ კიდე რამე ეგეთით. სამივემ ჯერ კარგად დამალი- ვერა და მერე სწორედ ეს დელა სილვა გამოვიდა სიტყვაში, ეგ ვის რას დააცდიდა: `მთლად გასაცო- დავებულიც.~
მაგრა არ დამევასა, ძმებო, მაგის მურდალაქცენ- ტიანი პიჟონური გამოსვლა და თვთონაც კაი დამ- პალი ვინმე ჩანდა, ხოდა, წყნარად, ისე ვეუბნები, ხმადაბლა: `არა, ბრატ, არ გამოვა ეგ საქმე. კბი- ლებს კი ჩავისვამ, მაგრამ პუდრი, დუხი და ეგეთები ცხოვრებაში არ მიხმარია და მორჩი ახლა ბაზარს.~ კინაღამ ისიც დავუმატე, ან თვითონ რაში გჭირდ- ება, რო დაზეთილხარ _ ისედაც იავნად პედიკს გავხარ-მეთქი, ოღონდ თავი შევიკავე. არადა სულ არ ამომეღო ხმა, ის ჯობდა _ იმ გასლიკინებულ მურთხს ყურიც არ გაუპარტყუნებია, სამაგიეროდ მასპინძელი გაიყინა ადგილზე და რაღაცა ბუტ- ბუტს მოჰყვა, მე მარტო ის გავიგონე, უცნაურიაო,
_ იძახდა _ ეს ხმა და ლაპარაკიც მეცნობა და ნაღდად სადღაც შევხვედრივართ ერთმანეთსო. ეს უკვე მეორედ ჩამორეკა ზარმა და ჭკუით უნდა ვყო- ფილიყავი, ასე უაზროდ არ უნდა მეტლიკინა.
მერე ბატონი დოლინი გავიდა საქმეში: `აქ-
ცენტი პიროვნების განადგურების საკითხზე უნდა გადავიტანოთ. დანგრეული ოჯახიც ვახსენოთ და პირადი ტრაგედიაც. გაზეთები, იცოცხლე, ერთხ- მად აიტაცებენ. საზოგადოებრივ აზრს უცბად შევ- აბამთ ეჟვანს.~
`მომისმინეთ~, _ ახლა ამას მივუბრუნდი, _
`თქვენი თქვენ იცით, მაგრამ მე რა აქედან? ჯერ იყო და ვირის აბანოში მომაყუჩეს, მერე ისე მომი- წყვეს საქმე, ყველაფერზე გული მერევა და ცუდად ვხდები, მშობლებმა საკუთარ სახლში არ მიმიღეს, ბებერი თუ ახალგაზრდა, წიგნის ჭია თუ ბრიყვი პოლიციელი _ ყველა მე მიკაკუნებს თავში. ამას თუ მოეღება როდისმე ბოლო?~
რაბინი რუბინშტეინი მხარზე მხვევს ხელს, მკლავზე მეფერება _ ნაგიჟრებს რო აწყნარებენ, სწორედ ისე, და ძაან, ძაან უმნი სახით მუბნება:
`ჩვენი პარტიისა და თავისუფლების იდეისათ- ვის თავდადებას არავინ დაგივიწყებს. თითსაც ვე- რავინ დაგაკარებს, ჩვენ გვერდით თუ იქნები და ყველაფერს დაგვიჯერებ. აი ნახავ, ბნელიდან ნა- თელში გაგიყვანთ.~
ამაზე ისევ გამოვედი წყობიდან და ახლა უკვე ყვირილი მოვრთე: `ხელების ცაცუნს შეეშვი და ზოგი გიჟი და მართლა ბნელო თქვენკენ მოიკითხ- ეთ! ჯერ ის მითხრას ვინმემ, მე ვინ დამიბრუნებს
ჩემს თავს? ოდესმე თუ გავხდები ისევ ჯანმრთელი და ვიცხოვრებ ჩემ ჭკუაზე?!~ `ბნელო...~ _ ისევ გააჩმახა ალეკსანდერმა, ფიქრიანად, _ `ბნელო... ეგ მართლა ვიღაცის სახელი იყო _ ბნელოს ეძა- ხდნენ, მართლა.~
`ჰა...~ _ უცბად ვერც გამოვერკვიე და ახლა იმას ვეცი, _ `ბნელო რაღა შუაშია?! ახლა არ მითხრათ, ისიც ჩვენ ბრიაჟკაშიაო!~
ვთქვი და იქვე ვიკბინე ენაზე: ისეთი სახე გაუხდა, ერთი სული მქონდა, ზევით ავსულიყავი, ვითომც ტანსაცმლის გამოსაცვლელად და მერე ფანჯრიდან ავთესილიყავი სადმე, სულერთია სად, ოღონდ კი მას აღარ გადავყროდი ისევ.
`მაშ ასე, ძმებო~, _ ვეუბნები და თან წამოვდ- ექი კიდეც, _ `კარგად მეყოლეთ. დიდი მადლობა ყველაფრისთვის და ღმერთმა ხელი მოგიმართოთ, მაგრამ ახლა ცოტა საკუთარ თავსაც უნდა მი- ვხედო.~ მაგრამ იასნი იყო, ეგრე ადვილად ვეღარ დავუძვრებოდი მაგათ ხელიდან. აქედან ერთი ჩა- მაფრინდა და იქიდან მეორე და მორთეს ლაყაფი მოქალაქეობრივ სინდისსა და პატიოსნებაზე და საკუთარ ადამიანურ ვალდებულებებზე ჩემ მიმართ და, მოკლედ, აქეთ მაგდებდნენ ნამუსზე. მეთქი- დავფერთხავ ამათ და მოვუსვამ, როგორცა ვარ _ ფლოსტებში და ხალათში, ოღონდ გაბრძოლებაზე გაფიქრება და რწყევის გრძნობა ერთი იყო _ ეს რაღაც ფსიხოდელიკობა, მგონი, დღითი დღე მი- მატებდა. ჩათრევას ისევ ჩაყოლა სჯობდა და შიპ- იტი აღარ დამიწყია, ბოლო-ბოლო ოღონდ ახლა გავცლოდი აქაურობას და ამ ჩემი მასპინძლის გა- ციებულ მზერას და მეტი ახლა აღარაფერი მინ- დოდა. ის კიდე გაფუჭებული პატეფონივით იმეო- რებდა ერთი და იმავეს: `ბნელო, ბნელო... ვინაა ეგ ბნელო? საიდან მახსოვს?~ _ დაიციკლა ეტყობა, სხვა ვერაფერზე სიტყვა ვეღარ დააცდენინეს.
ხუთ წუთში მანქანაში ვისხედით მე და მთელი ეს რაღაც პარტიული კოდლა, მეფორთოხლე მწერლ- ის გამოკლებით, და ქალაქისკენ ვუბერავდით. რომე- ლიღაც ახალ უბანში მივედით, ზუსტად ისეთივე მაღლივი შენობები იდგა, როგორიც ჩემთან, ისეთივე შრომა-შენების სადიდებელი ფრესკებით მოხატუ- ლი, და ლიფტით ავედით რომელიღაც სართულზე, ერთ მოცუცქნულ კუთხის ბინაში შემიყვანეს და, აწი აქ იცხოვრებო, მახარეს. ისე, არა უშავდა რა
_ კარგი ფართო ლოგინი იდგა, მაცივარიც გამო- ტენილი იყო და ქალაქის ცენტრიდანაც არ ვიყავი მაინცდამაინც შორს, თუმცა ეგ ან რაში მარგებდა.
`ახლა ჩვენ საქმეს მივხედავთ~, _ ყევერი რუბი მეუბნება, _ `შენ კი მოისვენე, დამაშვრალო სულო...~
`როგორა?~ _ ბოლოში რაღაც ვერ გავერკვიე.
`წაუძინე~, _ დოლინი მიხსნის, _ `და ნურა- ფერზე ნუ იდარდებ. ხვალ გინახულებთ.~
`დაიცათ...~ _ ამ პიჟონ დელა სილვას ერთხელ რო მოვაკეტინე, მერე ხმა აღარ გაუღია, მაგრამ აშკარად სულ რაღაცა აზრი აწუხებდა _ `ერთი წუთით... იცით, ალბათ, ჩვენს ამხანაგს, ჩვენს ძვირ- ფას ალეკსანდერს ამ რამდენიმე წლის წინ მძიმე პირადი ტრაგედია დაატყდა თავს. ე-ე... და თავად შეამჩნევდით, ხანდახან რაღაცას აიკვიატებს ხოლ- მე... დიახ, და ის მინდოდა მეკითხა, რაღა თქმა უნდა, ეს ჩვენ შორის დარჩება და მართლა ხომ არ მიგიძღვით, ასე ვთქვათ, ე-ე... რაიმე წვლილი?..~
დიდი გველაძუა ვინმე იყო ეგ მართლა დამპალი, ეგა და თან ჩემი წვლილის გახსენებაზე და თან კიდე იმიტო, რო ხელი მექავებოდა, ღმერთმანი, უნიტაზ- ში ჩამეყოფინებინა მაგისი გადაგლესილი თავი, ისევ დამიარა მუცელში და სუნთქვა შემეკრა და ისღა წა- ვიბუტბუტე, მე ჩემი უკვე მოვიხადე-მეთქი. იმათაც დიდი ამბით თავები მიქნიეს, სამძიმარზე შემოვლი- ლი ძმაკაცებივით დამემშვიდობენ და რაღაც თავიან- თი პოლიტიკური საქმეების საჩარხავად გალაგდნენ.
ლოგინზე მივეგდე, ჭერს მივაშტერდი და იმაზე დავიწყე ფიქრი, მომავალში რა მელოდა. მერე ის გამახსენდა, ბრიყვულად რო ვეცი პირში ბნელოს ხსენებაზე და ახლა თავი წავიჭამე დარდით, მართ- ლა რო გაიხსენოს იმ შერეკილმა, ვინ იყო და რა საქმეში გადიოდა ეგ ვინმე ბნელო, ნეტა მერე რას ვაპირებ-მეთქი. მერე, ეტყობა, დავყვინთე _ არაფერი მახსოვს. არც ვიცი, როდის გამეღვი- ძა, კარგა ხანი იქნებოდა გასული: ბნელდებოდა. ოღონდ თავისით კი არ გამღვიძებია, ძმებო, _ რომ მივეშვი, დილამდე გვერდს არ მოვიცვლიდი, მა- გრამ უცებ მუსიკა ჩაირთო კედლის იქით. ამ ახალ სახლებში რო იზოლაციაა _ ნუ იტყვი, ხოდა, ისე ისმოდა, თითქო აქვე, ჩემს სამზარეულოში გრიალებდა დინამიკი. თან ძაან რეზკი თემა იყო
_ ვინმე დანიელი ოტო სკედლიგის მესამე სიმფო- ნიიდან. ჯერ თითქო გამიხარდა კიდეც, ლოგინი- დანაც წამოვდექი და იქვე ფეხები მომეკვეთა: ხმას აუწიეს და დამეწყო, მაგრამ რა დამეწყო _ თითქო გავარვარებული სპიცები გამიყარეს ნაწლავებში. და მე, ვინც სწორედ ამ დასაწყისს ვუსმენდი ხოლ- მე დილაობით, ხასიათზე მოსასვლელად, ახლა იატაკზე ვგორავდი და კედელზე ვაბრახუნებდი და ვბღაოდი, გამორთეთ-მეთქი, მაგრამ, მგონი, კიდე უფრო მოუმატეს და ვიფიქრე, სანამ ჭკუაზე ვარ, როგორმე აქედან უნდა გავაღწიო-მეთქი, კარებს ვეცი და ჩაკეტილი აღმოჩნდა გარედან, მარტო სახ- ელური მოვაძვრე. მერე მთლად გამობრუებულმა ბავშვივით საბანი გადავიფარე თავზე და თითებით ყურები დავიცე, მაგრამ ტრომბონების ჭყვირილი და თეფშების ხმა მაინც აღწევდა. მერე კიდე უფრო აუწიეს მაღლებს და ეს უკვე იავნად ძალით იყო, ვიღაცას ჩემი გაგიჟება უნდოდა და მეც მართლა გიჟივით ვბოდიალობდი აქეთ-იქით და ხან კედელს ვეხეთქებოდი თავით და ხან სკამს წამოვედებოდი და იატაკზე ვადენდი ბრაგვანს და ვგორაობდი და ვბღაოდი რაღაცას, თვითონ არ ვიცი და კარგს და ტკბილს რას ამოვუშვებდი პირიდან. მერე მაგიდა ავაყირავე, რაღაც ფურცლები მიმოიფანტა ძირს და უცებ მოვედი აზრზე, რაც მინდოდა _ რისი გა- კეთებაც გადავწყვიტე მაშინ, საჯაროში, იმ დამპალ ბილიბოისა და ბლიყვ ბნელო-პოლიციელს რო არ გადავყროდი _ ერთ დიდ გრძელ ფურცელზე წითელი ასოებით ეწერა სიკვდილი და რა, რო მერე მთავრობას მოდიოდა, ალბათ პლაკატი თუ იყო, ჩემთვის კიდე ეს იყო სწორედ ნაღდი გა- მოსავალი მთელი ამ ტანჯვა-წამებიდან და თითქო მართლა ღვთის ნებით, იქვე კიდე წიგნი ეგდო და ღია ფანჯარა ეხატა ყდაზე. ღმერთმანი, აბა სხვა- ნაირად როგორ უნდა გამეგო _ ერთი ნახტომი, წამით სულის შეკვრა, მერე, იქნებ, წამით კიდე ტკივილის გრძნობა და მორჩა, მერე სულ ძილი და ძილი. კედლის იქით დინამიკები იხეოდა უდარნი- კის ხუთმეოთხედიანი ბოისაგან და ფანჯარაც ღია მქონდა უკვე, ვხედავდი ქვევით ტარაკანებივით რო მირბი-მორბოდნენ მანქანები, ოღონდ ხალხი კი არ ჩანდა რატომღაც. და ამ დროს თითქო სწორედ ჩემთვის ჩართეს ლამპიონები, როგორც ცირკში, ისე, მე კიდე თვალები დავხუჭე და ის ერთი ბოლო ნაბიჯიც გავდგი გარეთ.
6.
აბა რა გითხრათ, ძმებო, თვითონაც არ ვიცი, როგორ და რანაირად მოხდა, მაგრა რო დავებერ- ტყე, მახსოვს, მაგრამ სანამ ტკივილისაგან გავი- თიშებოდი, ჩემ ზემოთ და გარშემო გაკვირვებული სახეების გროვა დავლანდე და იმის გაფიქრებაც მოვასწარი, ეგენი ყველა ერთი ნაგავია და, რა თქმა უნდა, ის კონცერტიც ჩაწყობილი ამბავი იყო, და ვინ დამწყევლა ასე, რო უტანჯველად სიკვდილიც ვერ მომიხერხებია-მეთქი...
მერე თითქო წლები გავიდა სანამ ისევ მოვი- დოდი გონზე და აზრზე მოვიდოდი, სად ვიყავი ან რა მომივიდა; საავადმყოფოს სუნი მეცა ჯერ _ მომწარო, სტერილური სისუფთავის სუნი და კიდე წამლების, მერე თითქო თვეები გავიდა და თვალშიც გამოვიხედე _ ყველაფერი გაქათქათებული თეთრი ფერის იყო, ისეთი მკვდარი, სტერილური თეთრი ფერის, ატალახებული მიწის დანახვა მოგენატრე- ბოდა. ძაან ნელ-ნელა აღვიქვამდი ყველაფერს გარშემო და ვერც საკუთარ სხეულს ვგრძნობდი ჯერ, ვერც ამ არტახებს თუ რაღაც უბედურებას, თავიდან ფეხებამდე გაკოჭილი კი ვიყავი და შეფუ- თული, ზევით კიდე გადმობრუნებული შუშა ეკიდა, სისხლით სავსე. ბლანტე წითელი სითხე წვეთ- წვეთად მოდიოდა გამჭვირვალე მილში და სადღაც მარჯვენა ხელში შემდიოდა.
მერე ცოტა მივიხედ-მოვიხედე და რას ვხედავ, ძმებო, ლოგინთან ვიღაც წიწკვი ზის და წიგნს კითხულობს. ტანზე კარგად შემოტმასნილი ფორ- მის ხალათი აცვია, ფეხებს ვერ ვხედავ, მაგრამ ზე- ვით ყველაფერი რიგზე აქვს და მინდოდა, მეთქვა, რას ითხრი თვალებს, მაგას სჯობია, აგერ მომიწვე გვერდში-მეთქი, მაგრამ სიტყვების მაგივრად რაღაც შსთ-ფშსტ სტვენა-ფშვიტინი ამომივიდა და ენით რო მოვისინჯე, ერთადერთი წინა კბილიღა ვიპოვე. ისიც ყანყალებდა. გოგოშკა კიდე წელს ქვევით ნაჩ- ქმეტივით შეხტა და მორიგე ექიმის დასაძახებლად გავარდა. ფეხებიც გვარიანი ჰქონდა, თვალის შევ- ლება მოვასწარი. მერე ისევ გავითიშე და, ეტყობა, ისევ კარგა ხნით, იმიტო რო თავზე უკვე ის დამპა- ლი სამეული მადგა და რომელიღაცა, მგონი დელა სილვა ენაგაუჩერებლად მექაქანებოდა: `..ხალხი შფოთავს, ეხლა ამათ ვერავინ გააჩერებს, წასულია მთავრობის საქმე. შენი ღვაწლი კიდე, ჩემო პატარა მეგობარო, პარტიისა და თავისუფლების იდეის წი- ნაშე, მე ვიტყოდი, განუზომელია!~
თქვენი დედაც და მამაც და ყველა კეთილები-მეთქი, _ მინდოდა მეთქვა. რომ მოვმკვდარიყავი, ხო მთლად უკეთესი და გადასარევი იქნებოდა და მა- შინ ყველაფერს კარგად გაზომავდით-მეთქი, მაგრამ პირიდან ისევ ფშვენა-ფშტვენის მეტი არაფერი ამ- ომივიდა. მაშინ ერთმა გაზეთების ამონაჭრები და ფოტოები დამილაგა წინ და რაღა არ იყო იქ, ძმებო: ასფალტზე რო ვგდივარ და მერე ნასილკებით რო მტენიან მანქანაში და წარწერებს კიდე ნუღა იტყ- ვით: კრიმინალური რეფორმის პირველი მსხვერპლი! მეცნიერები _ დესპოტიზმის სამსახურში!.. მთავრობა _ მ კ ვ ლ ე ლ ი! და რა ვიცი, კიდე რა არა. ამ დროს ის ჩემი წი- წკვი მედდა დაერჭო და ატეხა ერთი ალიაქოთი _ ეს რა ამბავიაო, ექიმმა სულ ორწუთიანი ვიზიტის ნება დაგრთოთ, პაციენტს ახლა სრული სიმშვიდე ესაჭიროება, თქვენ კიდე ამ ფოტოებით სულიერ წონასწორობას აკარგვინებთო და, მოკლედ, გაუტია და გაყარა ყველა. არავითარი წონასწორობა მე არ დამრღვევია, რა თქმა უნდა, ოღონდ მალე სიზმ- რებში წავედი და ისე კარგი იყო, ძმებო, როგორც ძველ დროს, როცა ჯანმრთელი და საღ-სალამათი ვიყავი. ჯერ იყო და, ვითომ მოპარულ მანქანაში ვიჯექი, სადღაც ტრასაზე მივჯლიგინობდი და ერთ ბებრუხანას ზედ გადავუარე ბორბლებით, მაგრამ არც ცუდად გავმხდარვარ და არც არაფერი. მერე ვითომ მრგვალ სცენაზე გამოვედი, ეს ჩემი მედდა გამოვათრიე თმებით, საოპერაციო მაგიდაზე დავაბი, სკალპელით ნაზად დავუჭერი ფორმა და იქვე მივაწექი მთელი ეშხით. მაყურებელს კიდე მაგრა გაუსწორდა, ტაქტში მიკრავდნენ ტაშს და რაღაც შეძახილებით მამხნევებდნენ.
მერე არც ვიცი, რამდენი მეძინა, თვალი რო გა- ვახილე, ჩემი დედ-მამა დამეჩითა _ სხედან გუ- გულებივით თავიანთ ძაან ცუდ დღეში ჩავარდნილი შვილის საწოლთან და დედო სლუკუნებს გაუთავე- ბლად. ახლა უკვე ყბა ისეთი გასიებული აღარ მქონდა და ცოტა უკეთესადაც შემეძლო ლაპარა- კი, ხოდა ვეკითხები ძაან ისე, მწარედ და იაზვუ- რად: `აჰა, როგორც იქნა მოიცალეთ ერთადერთი შვილის მოსანახულებლად!~
დედომ იქვე ბუ-ჰუ-ჰუ-ჰუუ ამოუშვა და მამაჩემი კიდე რაღაც ისე დარცხვენილივით აბურტყუნდა:
`ჰო, შვილო, იცი რა _ გაზეთებიდან შევიტყვეთ ყველაფერი... და, მგონი, ცოტა ჩვენი ბრალიცაა... მაგრამ აწი შეიცვლება ყველაფერი და შინ დაბ- რუნდები, ხომ? ~
`მერედა რასა იქმს ჩვენი ოჯახის ის ახალი წევრი, ბიჭი ჯონი? ხომ მაძღრადაა?~
ამაზე დედომ კიდე მოუშვა ონკანი და ახლა ერთი ცხვირსახოცი აღარც ჰყოფნიდა, მეორეც დააძრო, მამამ კიდე ამოიოხრა და ძაან გულა-
მოსკვნით მეუბნება: პოლიციასთან მოუვიდა რა- ღაც უსიამოვნება, მგონი, წინააღმდეგობაც გაუ- წია, სამსახურიდან დაითხოვეს და სადღაც პატა- რა ქალაქში გადაასახლესო.
`მაშ ასე~, _ ვეუბნები, _ `ყველაფერი თავის კალაპოტში დგება ნელ-ნელა, როგორც ვხედავ... და თქვენც გინდათ, გადმოვარდნილი ბარტყი ისევ ბუდეში დააბრუნოთ _ ასეა?~
`ჰო, შვილო, როგორც შენ იტყვი...~
დედაჩემმა კიდე მეტი რა იცის _ ფშლუკუნებს და თავს უკანტურებს მხოლოდ. `მოვიფიქრებ~,
_ ვეუბნები დინჯად, _ `დრო მჭირდება. ცოტას მოვჯობინდები და მოვიფიქრებ. აქედან მაინც არა- ვინ მაგდებს ჯერ.~ ამაზე დედომ კიდე ერთი უ- უ-უ ჩაბერა ცხვირსახოცში და ალბათ კიდე ერთ მოთქმა-გოდებასაც მოაყოლებდა, მაგრამ დროზე ჩავაწყვეტინე ხმა. სხვა თუ არაფერი, მომსახურე პერსონალთან იყო უხერხული.
`არ შეიძლება ასე~, _ მამაჩემი მეუბნება, _
`არ შეიძლება ასე უყვირო საკუთარ მშობელს!~
`თორე თუ მშობა, ძაან-ძაან ვეხვეწე და ძაან კარგ ადგილას ამოვყავი თავი! მოვრჩეთ ახლა, ხომ გითხარით, მოვიფიქრებ-მეთქი. ოღონდ თუ ისევ
გამიჭირებთ საქმეს, სულაც გავყოფ იმ ბინას და ცალკე შესასვლელს გავიკეთებ, მომბეზრდა.~
`კარგი, შვილო, როგორც შენ იტყვი. ოღონდ კი მალე გნახო ფეხზე დამდგარი...~
წავიდნენ და არავითარი სინდისის ქენჯნა მე არ მიგრძნია, რა თქმა უნდა, უცნაური ის იყო, თითქო, რაც უფრო ავფსიხდებოდი, უკეთესად ვგრძნობდი თავს. იყო ამაში რაღაც დასაფიქრებელი.
რამდენიმე დღე ვიწექი კიდე ასე, კაციშვილი არ მაწუხებდა, მერე კი ორი ახალგაზრდა ექიმი მესტუმრა, ძაან დამტკბარი ღიმილებით სახეზე, გვერდში მომისხდნენ: ერთი _ მარცხნივ, მეორე _ მარჯვნივ და რაღაც დიდი წიგნი გადამიშალეს. ახლა სურათებს გიჩვენებთო, _ მეუბნებიან, _ შენ კიდე შენი აზრი მოგვახსენეო. მეთქი _ მაშაყ- ირებენ, მაგრამ მერე გამახსენდა, იმ ლუდოვიკოს ცენტრშიც რო ასევე დაიწყო ყველაფერი და ვი- ფიქრე, ამათგან ყოველგვარი გოთვერნობაა მოსა- ლოდნელი _ ჯობია, ფრთხილად ვიყო, კიდე რამე ხათაბალა არ ავიკიდო-მეთქი.
`აბა, რას გვეტყვი?~ _ ერთი მეუბნება.
`ჩიტის ბუდეს ჰგავს~, _ ვეუბნები, _ `შიგ კვერცხები აწყვია. მშვენიერი სურათია, მართლა.~
`და რას უზამდი, შენი ნება რომ იყოს?~
`სურათს?~ _ გაკვირვებული ვეკითხები.
`არა, მართლა რომ იპოვო თბილი, თეთრი კვერ- ცხებით სავსე ბუდე?~
`აჰა, გასაგებია~, _ ვეუბნები დინჯად, _ `ავი- ღებდი და სათითაოდ მივალეწავდი კედელზე, ან ქვაზე, ან რამე ეგეთზე და მერე ვუყურებდი, რო- გორ გაიდღაბნებოდა და ჩამოეწვეთებოდა ძირს.~
`ძალიან კარგი~, _ თქვეს ერთ ხმაში და ახლა მეორე სურათი მაჩვენეს _ დიდი გაფხორილი ფარ- შავანგი იყო. `ამას კიდე სულ ღერა-ღერა დავაძ- რობდი კუდს და ბოლო ცალს დავუტოვებდი მარ- ტო და მერე ვნახავდი, რა მარაოსაც გაშლიდა... ისე, რომ შეიწვას, არი რამე განსხვავება მაგასა და, ვთქვათ, ინდაურს შორის?~
ზრდილობიანად ვიკითხე, არაფერი ისეთი არ მიფიქრია, ამათ კიდე ერთმანეთს გადახედეს და ძაან ღრმააზროვნად დაუქნიეს ერთმანეთს თავე- ბი. მერე კიდე გადაფურცლეს, მერე _ კიდე, მეც რას ვკარგავდი რა _ მშვენიერი გასართობი იყო და არც დამიმალავს, ან იმ დეკოლტიან ბანოვანს რას ვუზამდი, ან იმ ბერეტიან ტიპს, ღამით სანა- პიროზე რო მიცუნცულებდა იმ სახატავი ყუთით
ხელში, მგონი მოლბერტი ჰქვია, და ბოლოს, ჩვე- ნი ჩარლი კაპელანის ის ძმაკაცი რო მაჩვენეს, ჯვარს რო მიათრევდა მთაზე, ვეუბნები: მანდ ვიყო და ერთი ჩაქუჩი და კაი გრძელი ლურსმნები მომ- ცა-მეთქი!
ისეთი ნაამები როჟები გაუხდათ, რა მოხდა- მეთქი, _ ვიკითხე.
`სიღრმისეული ჰიპნოპედია~, _ თუ რაღაც ამ- დაგვარი მითხრა მარჯვენამ და დაუმატა: `მგონი, აწი აღარაფერი გიჭირს.~
`რასაა, რო ბოდიალობ?~ _ ვეუბნები, _ `ეშ- მაკმა იცის, რამდენი ხანია ვგდივარ ასე შეფუთუ- ლი და რაღაც მავთულებზე შეერთებული, კბილე- ბიც კი აღარ შემრჩა მთელი და ახლა მეუბნებით, აღარაფერი გიჭირსო!~
`ცოტაღა დაგრჩა~, _ ახლა მარცხენა მამშ- ვიდებს, _ `მალე თაბაშირს მოგაძრობენ.~.
`თავსაც თუ არ მიაყოლებენ ზედ, მადლობელი დავრჩები...~ _ ვბუზღუნებ ჩემთვის.
`მაგისი შიში ნუ გაქვს, შენი თავი ახლა წონა ოქროდ უღირთ ზოგიერებს.~ _ თქვეს, ჩაიცინეს
და გალაგდნენ. ნეტა მაგით რისი თქმა უნდოდათ- მეთქი, _ ერთი კი გავიფიქრე, მაგრამ სწორედ ამ დროს შუადღის საუზმე მომართვეს და იმ ორი დოხტურის გადაკრულ სიტყვებზე ტვინი აღარ მი- ჭყლეტია.
ერთ დილასაც გამომიცხადეს, დღეს განსა- კუთრებით საპატივცემულო მნახველი მოვა შენ- თანო და ატყდა ერთი ალიაქოთი, იქაურობა ისე- დაც კრიალებდა და ახლა მთლად გადააქათქათეს, თავზე ბინტები უკვე მოხსნილი მქონდა და ლიჩნად პარიკმახერიც კი მომიყვანეს, ცოტა არ იყოს და წამოზრდილი თმის შესასწორებლად, მაგიდაზე დიდი ვაზაც გაშანსეს ყვავილებისთვის და რაღაც დეზოდორანტიც შეასხურეს ფარდებს. ღმერთმანი, ძმებო, მეთქი პრეზიდენტის ცოლი თუ მობრძან- დება ამალით. გიჟი არ იყო _ გავიხედე და თავად ყველა იმ საქმეთა მინისტრი არ მესტუმრა, ერთი ათი-თორმეტი ფოტოგრაფი მაინც მოჰყვა და კიდე სამი თუ ოთხი სხვადასხვა რანგის ფუნქციონერი. ძლივს დაეტივნენ პალატაში. თვითონ მინისტერი იმისთანა ჩაცმულ-დახურული იყო, მანეკენად გამოდგებოდა, ღიმილი კიდე _ ნაღდი კბილის პასტის რეკლამა! პირდაპირ ჩემ ლოგინს მოადგა და ატყდა ერთი ჩხაკაჩხუკი და ბლიცების ფეთქვა. თქვენღა მაკლდით-მეთქი, _ ვეუბნები, ახლა აქაც აღარ მომასვენოთ!
`ცოტა წესიერად~, _ ერთი მეუბნება, ვითომ
ჩურჩულით, _ `არ იცი, ვის როგორ ელაპარაკო?~
`მოკეტე, ბრატკა!~ მინისტერმა ეგრევე აკრიფა ინიციატივა _ `მეგობრებში მოსულა ეგეთები, ასე არაა, შვილო?~
`მეგობრებში კი~, _ ვეუბნები, _ `სადა მყავს მეგობრები? მტრები კიდე რამდენიც გინდა.~
`მოიცა, არც მთლად მასეა საქმე~, _ თავს აქნევს მინისტერი, მერე ძაან სვეტსკი ჟესტით იწ- ევს პიჯაკის კალთას და გვერდით მიჯდება, ლოგ- ინზე. თვალები მოვჭუტე, ბლიცების ისეთი ზალპი გამოუშვეს აქეთ-იქიდან.
`მტრები მართლაც გყავს, თორემ აქ არ მოხ- ვდებოდი. ჯერ იმისი იმედი ჰქონდათ, დაიღუპე- ბოდი და შენს სიკვდილში მთავრობას დაადანა- შაულებდნენ, ეს რომ არ გაუვიდათ, ახლა ერთ- მა თავი მოიგიჟიანა და ამტკიცებს, თითქოს შენ გერიოს ხელი მის ოჯახურ უბედურებაში... გაიძა- ხის _ ჩემი ხელით დავახრჩობო. საბრალო! იქნებ მართლა ვერ არის ჭკუაზე, მაგას გაარკვევენ, აი სხვებს კი სასჯელი არ ასცდებათ.~
`გმადლობთ~, _ ვეუბნები, _ `ძაან დამავა- ლებთ. იმ კაცს, ეტყობა, სწორედ მაგათ ჩააგონეს
ეგეთი რამე, თორემ თვითონ ძაან მეგობრულად მე- პყრობოდა თავიდან.“
მინისტერიც თავს მიქნევს და ცალი თვალი გაზეტჩიკებისაკენ გაურბის: `ძალიან კარგი, ბოღმას რომ არ იდებ გულში _ სწორედაც გამო- ჯანმრთელების ნიშანია. კარგი მოპყრობა კი აქ არ გაკლია და მეგობრებიც რომ ბევრი გყავს, ამა- საც მალე ნახავ _ გამოხვალ აქედან და არავი- თარი პრობლემა შენ არ გექნება, ამაზე ჩვენ ვიზ- რუნებთ. ოღონდ მეგობრობის დავიწყება, მტრო- ბისაგან განსხვავებით, არაფრით არ შეიძლება... შევთანხმდით?~
`ნამდვილად~, _ ვეუბნები, _ `ჩემი იმედი გქონდეთ, სერ!~ მინისტერიც მაგრად მართმევს ხელს და არი ისევ ერთი ბლიცობანა და ჩხაკაჩხუ- კი და რაღაც დიდი ფირმა ყუთი შემოაქვთ, ხსნიან და მანამ ამოიღებდნენ, უკვე ვიცი, რაც არი, ვიღა- ცა ბაბოჩკიანი ტიპი კიდე დასტა-დასტა დისკებს მაჩვენებს და მეკითხება: `რა დავდოთ _ მოცარ- ტი? ბეთჰოვენი? შონბერგი? კარლ ორფი?~
`მეცხრე~, _ ვეუბნები, _ `დიადი `მეცხრე~... და, ძმებო, დაგლიჯა, _ გეუბნებით, _ რა
ხმა იყო, რა მაღლებს იღებდა, არავითარი ფონი და წკაპაწკუპი! თვალები მივნაბე და გავიტრუნე
_ საუკუნეები გავიდა თითქოს, რაც ასე არ გამ- სწორებია და მინისტერმაც დახურა _ ხმა არ გაუღია, ჩუმად გალალა ხალხი და მარტო ერთი ვიღაცა იყო, ხელი მომიწერე აქ და აქო, _ მთხოვა და ტემპში მოვუწერე, არც დამიხედავს, რა ქაღალ- დები შემომაჩეჩა და არც მენაღვლებოდა. მერე კარიც გაიხურა და დავრჩი ჩემთვის.
მართლა სხვანაირი გრძნობა იყო, ძმებო, _ დიდი ხნის მწყურვალი მთელ ტოლჩას რო მოი- ყუდებ, ისეთი და მერე, სკერცო რო დაიწყო, უკვე თითქო სადღაც მივქროდი სივრცეში და მთელ აკივ- ლებულ სამყაროს სახეს ვუსერავდი ჩემი ბრიტვით და ის ნელი ადგილიც კიდე წინ იყო და ბოლოს ის მშვენიერი გუნდიც ხომ იქნებოდა ფინალში...
ღმერთმანი, უკვე ძაან, ძაან ჯანმრთელი ვიყავი. ნამდვილად.