Litclub.ge

* * * ქარი ქრის, ქარი ქრის, ქარი ქრის
ქარი ქრის, ქარი ქრის, ქარი ქრის 
ფოთლები მიჰქრიან ქარდაქარ
ხეთა რიგს, ხეთა ჯარს რკალად ხრის
სადა ხარ, სადა ხარ, სადა ხარ.
ისევ წვიმს, ისევ თოვს, ისევ თოვს
ვერ გპოვებ ვერასდროს, ვერასდროს
შენი მე ხატება დამდევს თან, 
ყოველთვის, ყოველ დროს, ყოველგან 
შორი ცა ნისლიან ფიქრებს ცრის,
ქარი ქრის, ქარი ქრის, ქარი ქრის.