Litclub.ge

სასწაულს
შეუნდე,  შეუნდე, შეუნდე ბნელ  ცოდვილს,
ლუციფერს, ჩემს  სულში ავობით  მძინვარეს,
ლუციფერს,  მრისხანე ვეფხვივით  დაკოდილს
და ეხლა  მძინარეს.

შეუნდე,  შეუნდე ჯოჯოხეთს ჩემს  თვალებს,
შეუნდე ჩემს  ხელებს, ბოროთად  დაღალულს,
მე შენი  უმანკო ნათელი  მაწვალებს,
მე ველი  სასწაულს.