Litclub.ge

ზოოპარკი
ჩიტს რა უნდა გალიაში?
-ეჰლურჯი ცა ვინ აღირსა!
-ეს თევზები რას დარდობენ?
-წყალს ნატრობენ მდინარისას!
-რატომ ბრაზობს თეთრი დათვი?
-ვოლიერში ვერა დგება!
-ლომი რად თვლემს დღე და ღამე?
-აფრიკის ტყე ელანდება.