Litclub.ge

*** გაშალე შენი დასაკეცი გზა
გაშალე შენი დასაკეცი გზა.
გაშალე ნავი.
მე გავშლი მთის წყალივით
ხისტ თმას,
შენ რომ იარო.
მომენდე, თვალებდახუჭულიც
არ გაცურდები.
მე არ ვიცოდი სიმშვიდის მისამართი
და გაყინული ტბების გეოგრაფია.
მე ვიცი, რომ იაპონიაც დასაკეცია,
შეგვიძლია სადაც გვინდა იქ არსებობდეს.
გაშალე შენი დასაკეცი გზა,
გაშალე ნავი.
მე გამოვკვებე ეს სიტყვები,
როგორც მიწა, წვიმების შემდეგ.
დავხუჭავ თვალებს და ვიტყვი:
„წამიყვანე გაყინულ ტბებთან,
წამიყვანე გაყინულ ტბებთან,
რომლებიც ჩვებ ვართ“.