Litclub.ge

* * * როგორც შემოდგომის
როგორც შემოდგომის დაღლილა ფოთოლი,
როგორც დაღლილა სკამი ფოთლოვანი,
როგორც დაღლილა ლოდინი - მოთოვე!
როგორც დაღლილა კეთრი კეთროვანი, -
ასევე დაღლილი ვარ...
როგორც დაღლილია ოთხმოცი წელი
და შადრევანის წვეთები აუზში,
როგორც დაღლილია აუზთან გველი,
საათის ხმაური სამყაროს ხმაურში, -
ასევე დაღილი ვარ.
როგორც ივსება წყარო თვალით, -
ვივსები ასევე!..

1963