ღამე ბნელია და მძიმე ცაძინება,
ღამეს ისუნთქავენ საგნები მძნარი.
ვიღაცა მეძახის, ნეტა რად ინება
ამ დროს დაძახილი: ეჰეი, ვინ არის?
თვალის გამოხელა მძიმე და ამოა,
სმენის დაძაბვა და შეგრძნობა დუმილის,
ფიქრი: საცა არი, აქ მთვარეც ამოვა,
სულო დაწყევლილო, ნუ მიხმობ, ნუ მელი.
ისევ დაძახილი ყრუ და შორეული,
მთიდან წამოსულა და სივრცე გახია,
მთვარე მოლასლასებს სევდამორეული,
მთები მეძახიან! მთები მეძახიან!
ავყვები ბილიკებს, მვერვალი ახლოა,
ავყვები და ავალ მწვერვალზე როგორმე,
აქ არც სიმშვიდე და არც სამოსახლოა
და არც ის ცისფერთვალება გოგონა.
ეს მთაა მალამო, აქ ცაა დაბალი,
აქ გრიგალებია და ზოგჯერ მზეც არი,
ეს მთაა მაღალი, მეც აქ ვარ და ბოლოს,
აქ არის მარადი სიცოცხლე - მზესავით.
1953