Litclub.ge

აღსარება
ასეთ ღამეში (რა ღამეა!), უფალო, მენდევ
და აღიარე აღსარების ჩემი სიმართლე.
ასეთ ღამეში ვით გავბედო ტყუილი შენდა,
უფალო, შენდა აღვსებულო ციური მადლით.

უფალო, შენში შევიცანი მამა მზრუნველი,
მოგენდე, როგორც მიენდობა მამას ძე მისი,
მაგრამ მაგემე მძიმე ტანჯვა განუკურველი,
მამაო ღმერთო, დასაბამო ტანჯვის ჩემისა.

აი, მოველი და ვაღიარებ მე ცოდვას შენსას
და შენგან, შენთვის მე მოვითხოვ ცოდვის შენდობას,
უფალო, გვედრებ მაპატიო მე ცოდვა ესე
და მე აღვივსო კვლავ მადლობის გრძნობით შენდამი.

1953