ეს უდაბნოა ძველზე ძველი დაუსრულებლივ
და აქ მეუფედ მხოლოდ ქვისა და ჰაერია,
გაოცებულნი გადუფრინენ საუკუნონი
(ითვლის უდაბნო, სათვალავი თუ აერია?!).
კაცთა მოდგმიდან მას არ ახსოვს უკვე არავინ,
მაგრამ უეცრად სული განაბა;
უგრძეს მოუძღოდა გრძელი არაბი,
გრძელი არაბი ღმერთის ანაბარ.
მაშ შორეული გაახსენა, როგორც ზმანება...
1952