Litclub.ge

ოდესღაც
რამდენი დილა, რამდენი ღამე,
მახსოვს, ზეციდან ქვეყნად დაეშვა...
რამდენი ვინმე, რამდენი რამე
გადასწვა დღის და ღამის ტარეშმა...
რამდენი ფიქრი მიწას კაწრავდა,
რამდენი ფიქრი ცაზე აეშვა.

1950