იყო მეფე და იყო მთავარი,
აზნაურები და უაზნონი.
ზოგნი ბრძნე იყვნენ ვით ბალავარი,
ზოგნიც უზნეო და უაზრონი.
და სხვებიც იყვნენ არ სამყოფელნი,
მორწმუნე ჯვარის და ხან მთვარისა,
ყიდდა სამშობლოს - ფეხის მლოკველი
შაჰის, ყაენის თუ ხვანთქარისა.
თუმც ისევ იდგა ფარ-ხმალიანი,
მაგრამ სხვა ბედი ეწვია მუცელს,
თუ მოესმოდა ოქროს ჩხრიალი,
ოქროსვე ფიცი მზად იყო უცებ.
1949