Litclub.ge

*** "მართლა არავინ არ იცის ალბათ,"
მართლა არავინ არ იცის ალბათ,
სუნთქვა და ცქერა ჩემსავით ხარბად.
მომეცი ნება - მეც ვიშრიალო -
შენს ხეებიდან ყველაზე დაბალს.
ვით ეგებები წვიმებს და ქარებს,
მეც შევეგებო, მომეცი ნება.
ღამით როდესაც ამოდის მთვარე,
შენი ჩრდილები ჩემს გულზე წვება.
და იმ უეცარ წვიმებს და ქარებს
მეც შეუმჩნევლად მივყვები მაღლა...
გამიღე კარი, გამიღე ჩქარა! -
მე შენგან შენთან მოვსულვარ ახლაც.
1960წ