Litclub.ge

ხევსურეთი
საკვამურებში სისინებს ქარი.
იხურება და იღება კარი.
და როცა მთებზე ამოდის მთვარე --
ყველა კუნჭული ივსება მთვარით.
როდესაც მთებზე ამოდის მთვარე --
ბრჭყვიალებს თუნგი და ცოლის თმები.
ქოხებს კი სძინავთ, ვაჟკაცის ქებით,
ლაჩრის გინებით და ლუდით მთვრალებს.
1959წ