გულწრფელ სალამს გიძღვნით. მსურს ერთი თხოვნით მოგმართოთ, რომლის ასრულებითაც მეტად დიდ ამაგს დასდეთ “სახალხო გაზეთს” და პირადად მეც საქმე ისაა რომ ამ წლის 27 ოქტომბერს, როდესაც განზრახულია დიდი ილიას ძეგლის კურთხევა, გვინდა სპეციალური № გამოვსცეთ მის სახელობაზე. და რადგან ამ № თგვენგან მონაწილეობის მიუღებლობა არ მოხერხდება, ამიტომ გთხოვთ მცირე რამ მაინც მოგვაწოდოთ თქვენი მოგონებიდან. როგორც ვიცი, აქიმ გედევანიშვილისათვის უკვე გამოგიგზავნიათ თქვენი მოგონებანი და, აი იქიდან რომ ამოიღებდეთ კონსპექტურად მოკლე რასმე, ძლიერ გარგი იქნება.
იმედია ჩემს თხოვნას შეიწყნარებთ და მიპასუხებთ.
ტკბილი მოკითხვა მთელს თქვენს ოჯახს.
მარად თქვენი პატივისმცემელი არისტო ჭუმბაძე.
13 სექტემბერი, 1912 წ.
თბილისი
ა. ჭუმბაძის ამ პატარა ბარათიდან ნათლად ირკვევა ი. მეუნარგიას მოგონებებისადმი მაშინდელი პრესისა და საზოგადოების დამოკიდებულება. ი. გოგებაშვილის აქ მოყვანილი სტატიების მიუხედავათ, საზოგადოებასაც და პრესასაც რამდენიმე დადებითად შეუფასებია ეს მოგონებანი.
ბარათი გვატყობინებს, რომ ამ მოგონებით, როგორც ბიოგრაფიული მასალით, ილია ჭავჭავაძის ნაწერების ცნობილი გამომცემელი მიხ. გედევანიშვილიც დაინტერესებულა.
რაც შეეხება “სახალხო გაზეთის” სპეციალირ ნომერს, ის, ბარათში აღნიშნულის მიხედვით არ გამოცემულა-ილიას ძეგლის გახსნის გადადების გამო.
ამგვარად, ი. მეუნარგიას ეს “ნანახი და განაგონი ილიას ცხოვრებიდამ” გამოუქვეყნებლად დარჩენილა მის არქივში.
სოლ. ცაიშვილი.