Litclub.ge

დაუსრულებელი ლექსი
- ტყეში მიდის ერთი გოჭი.
- რატომ ერთი?
- მაშ, რამდენი?
- ორი!

- რკოს დაეძებს ორი გოჭი.
- რატომ ორი?
- მაშ, რამდენი?
- სამი!

- სამმა გოჭმა რკო იპოვა.
- რატომ სამმა?
- მაშ, რამდენმა?
- ოთხმა!

- ოთხმა გოჭმა რკო შეჭამა.
- რატომ ოთხმა?
- მაშ, რამდენმა?
- ხუთმა!

- მგელმა იხმო ხუთი გოჭი.
- რატომ ხუთი?
- მაშ, რამდენი?
- ექვსი!

- თუ კაცი ხარ,
მომეშვი და
დასრულდება ლექსი!