თეთრი და თეთრი, თეთრი მერქნები.
თეთრი ქარქი და მწვანე კვირტები.
ჩამოვედი და შენი ვიქნები.
ზღვაზე მღერიან ევკალიპტები.
ჭაობს წუწნიან გრძელი ფესვებით,
რტოზე გალობენ თეთრი ჩიტები
ნაშენის გაშლას ზღვასთან ვესწრები,
დაშრიალებენ ევკალიპტები.
ბერგან დარგეთ და გახდით გმირები,
ქერქს შეაჩვიეთ გამრჯე თითები,
როგორც შემდგარი მთაზე ირმები,
ზღვას გაჰყურებენ ევკალიპტები.
ჰაერსა წმენდენ სუფთა ფოთლებით,
ცაზე დაშალეს ღრუბლის კირთები.
ვიწროჩეროში სიცხეს ვშორდებით,
და მე მშველიან ევკალიპტები.
თეთრი და თეთრი, თეთრი მერქნები,
თეთრი ქერქი და მწვანე კვირტები.
თითქო ჩაუცვამთ თეთრი ჩექმები,
და ტბორს აშრობენ ევკალიპტები.
1949 წელი.