Litclub.ge

კინოკამერა
ბასას

მთებს შორის ლურჯი ცაა გაჩრილი,
კვლავ ვაკვირდები დროს, ვით ბანომეტრს,
ჩემი ბავშვობა გორგოლაჭივით
სოფლის შარაზე მზეს მიაგორებს.

ზღვა მელნისფერ შუქს ლილად გაირევს,
კადრს ცვლის კადრი და ფირი ილევა...
- თქვენც აქ დარბოდით? – ვკითხე ყვავილებს,
- ჩვენც აქ დავრბოდით! – თქვეს ყვავილებმა.