Litclub.ge

მზევინარი
მზე სად არი? მზე შინ არი,
აკვანში წევს მზევინარი,
მზევინარმა მზეს უმზირა,
ვით გზის პირად მზესუმზირამ
და ხმა მიწყდა მუხის ძირას.

მზე სად არი?მზე შინ არი,
ბავშვს დაჰყურებს პირმცინარი.
გალობს ძიძა უწყინარი,
ბზის აკვანთან მზე ამოდის,
დღე თენდება სახეირო,
სად იყავ და რას ამბობდი?..
ვერ გაგყვები სასეირნოდ,
მე შინ ვარ და შინ ამოდი.

მზე სად არი? მზე შინ არი
გალობს ძიძა უწყინარი,
ბზის აკვანში დილას სძინავს 
და ხმა წყდება მუხის ძირას.

ძიძა აღებს სახლის კარებს
და მზეს უმღერს უწინარეს.

1928 წელი.