Litclub.ge

უთქვამს ბატონ კონსტანტინეს
უთქვამს ბატონ კონსტანტინეს, -
მახვილივით აწვდილი ვარ,
ამაყი ვარ, თავი მომწონს,
აფხაზებთან გაზრდილი ვარ.
შენ ხარ ჩემი ჰაკი აძბა
და თარაშის დღიურები
ჰაუ, ფაცხავ, აფხაზურო
შენამც მემშობლიურები.
ძველებურად გესტუმრები
და მხიარულს გიხილავდე
ისე როგორც აბრსკილის დროს,
ისე, როგორც ბიბლიამდე.
ჩიტო, ჩიტო, აფხაზურო
იყავ მრავალჟამიერი,
ქვას ვერ გესვრი, საყვარელო,
შენამც მემაფშალიები.
............................................
გულში მყავხარ გაზაფხულად,
როგორც ყრმობის გარიჟრაჟი,
გულში, აფხაზეთო, გულში;
გულში, - ღვთიურ გალიაში.