შმორი მოედო წმინდა ნაწილებს -
ვერ შეუნახავს სულის ნაფლეთებს.
ჯოჯოხეთისთვის მაშნ გაგწირეს,
ქვეყანა როცა შემოგაფეთეს.
ვერ მიატოვე მიწა-ბეხრეკი, -
თურმე სიცოცხლის ჯაჭვით მიგაბეს...
რომ სააქაოს მზით დაიხრუკო,
ვერგამტეველი ყულფში ნიკაპის;
რაც ცხრაკარიან კოშკში ჩარაზე,
ყოფის დაერქვას ყველას ტარიგი, -
რასაც არყოფნის პირქუშ შარაზე
გაიყოლებდი კელაპტარივით.
ვერ გაასწარი ცოდვის კალოდან.
ჩამოგამსსხვრია მხრები სიმძიმემ.