Litclub.ge

* * * ბედი გამცემის
...ბედი გამცემის მურდალი პეშვით
მივსებს და მაწვდის
სამსალის თასებს.
თუ ამოვიდა ერთხელაც ყელში
და უსინდისოდ დამაჯდა თავზე, -
თავგანწირულის ალალი რიხით
შეშლილ სახეში ლახტივით გესვრი:

- კაცობრიობავ,
ჯანდაბის იქით!
ჯანდაბის იქით გქონიდა გეზი!

ისე უხვია მურდალი პეშვი
და სასმისებრი - ერთგულად სავსე,
ვიცი, ოდესმე ამოვა ყელში
და დამაჯდება ეგ ბედი თავზე!

ჯერ კი, სამსალის ჯამით თუ ჭიქით
და შერჩენილი ჯიშით და სქესით,
კაცობრიობავ, ჯანდაბის იქით
მეც შენთან ერთად მიჭირავს გეზი.