Litclub.ge

* * * ირგვლივ ბარხანებია
ირგვლივ ბარხანებია,
ხორშაკი და ხანძარი.

ხვლიკებს რა ჰყვარებიათ
ხრიოკებში ხვანცალი!

წყლისა არც ღარებია,
არც ჭები და...
არც წყალი.

_ როგორ მეხარებინა
ჩემი მდოგვის მარცვალი?!