ვარდი ხარ?!ვარდის რტოდ ვიქცე მინდა,
ნამი ხარ?! ვარდად ვიქცევი უცებ,
რომ ეფრქვეოდეს ცის ნამი წმინდა,
ტრფობით ალეწილ ჩემს წითელ ფურცლებს.
ცა ხარ?! ვარსკვლავად ვიქცევი კენტად.
ჯოჯოხეთი ხარ ჩემო ლამაზო?!
ჩავიდენ ცოდვას,ჩამოვალ შენთან,
რომ სული ჩემი შემოგთავაზო..