Litclub.ge

*** "ბარდნის"
ბარდნის...
ცა ფიფქებს მოათამაშებს,
ცა და ხმელეთი თითქოს ერთდება,
თოვლის ფანტელი ცდილობს ნავახშმევს
ბუხრის მილების ამოთეთრებას.
თოვს...
დაფიფქული თრთიან იფნები,
სოფლის მიდამო თოვლში რინდდება,
ისე უმანკო არის ფიფქები -
ბაგის შეხებაც დაგერიდება,
თოვს...
შენი სახლი, ეზო, ატმები,
თოვლით თეთრდება და იბარდნება.
სახეს ვარიდებ, მაგრამ ფანტელი
შენს კოცნასავით ბაგეს ადნება.
ვჩქარობ...
უბეში დავეძებ თუთუნს
და საკინძეში ძვრება ფანტელი.
თოვს...
მე მოვდივარ, ვერა გრძობ, ნუთუ,
ფანჯრის რაფაზე დადგი სანთელი.