Litclub.ge

მე გავიცინებ...
ეჰ, რა მაცინებს... 
ეს სიცოცხლე ერთი წამია... 
და ამ სიცოცხლის ათვისება ვერ მისწავლია; 
მინდა თავდახრილს მასველებდეს 
წვიმა ოხერი... 
მინდა გიპოვო, 
მოსაძებნად დროს გამოვყევი... 
იმ ნაბიჯების ხმა მესმის ახლაც, როცა ციოდა... 
შენი ხელები ბუხარივით მითბობდა სახეს, 
შენზე ნაფიქრი ყველა სიტყვა ლექსად ცვიოდა, 
თუ მკითხულობდნენ,
გამკიცხავდნენ ვით მოღალატეს... 
ეჰ, რა მაცინებს... 
ეს ცხოვრება ერთი წამია, 
ერთი ვაია, ამოსუნთქვის ერთი აბზაცი, 
ერთი სიცოცხლის დასასრულის ერთი დაწყება, 
ერთი ტკივილის ერთ ღიმილში, 
არას, არ გავცვლი... 
მაინც ვიცინი... 
ეჰ, რა ვუყო თუ მიხარია... 
ალბათ ეს გული თვით ღმერთისგან ნაჩუქარია, 
მე გავიცინებ,
მე ღმერთისგან ვიღებ საჩუქრებს, 
მე გავიცინებ და ვერავინ ვერ გამაჩუმებს...