Litclub.ge

*** მე რომ სიყვარულში გამოგიტყდი
მე რომ სიყვარულში გამოგიტყდი,
შენ რომ ცრემლიანი მომიშორე...
შეგხვდი უამრავი ომის მერე,
მე რომ სიყვარულში გამოგიტყდი,
შენ რომ ცრემლიანი მომიშორე.
მე რომ ლოცვად ვიყავ დავარდნილი,
შენ რომ გლოვისათვის არ გეცალა...
ქარებს ნაწნავები გაეშალათ,
მე რომ ლოცვად ვიყავ დავარდნილი,
შენ რომ გლოვისათვის არ გეცალა.
ზეცა დედასავით დამტიროდა,
მიწა მცილდებოდა ჭუჭყიანი...
ვდგავარ შენს წინაშე სუსხიანი,
ზეცა დედასავით დამტიროდა,
მიწა მცილდებოდა ჭუჭყიანი.
მე რომ სიყვარულში გამოგიტყდი,
შენ რომ ცრემლიანი მომიშორე...
შეგხვდი უამრავი ომის მერე,
მე რომ სიყვარულში გამოგიტყდი,
შენ რომ ცრემლიანი მომიშორე.