Litclub.ge

ჰო (მთარგმნელი: ცისანა ანთაძე)
საუზმე. ლხინი. სასმელი.
ზეიმობს ყველა ჩვენგანი,
ახალი წელი, მაშხალა,
ტკაცუნა, ცეცხლი ბენგალის.
ჯერ კიდევ უზრუნველები...
იწყება ცეკვა-ტრიალი...
შენც ცეკვავ? ვიცი, სერთოდ
არა ხარ ცეკვის ტრფიალი.
რომ შეხვდეს თქვენი ხელები,
მხოლოდ ამას თხოვ უწყინარს,
უკვე მოგენდო... ხელს გიჭერს,
თმებში სამაგრი უბრწყინავს...
ცურავს და ბრუნავს სამყარო,
თქვენ უკვე ცაში ბინადრობთ,
აღარც მუსიკის ხმა გესმით,
სხვა რაღა უნდა ინატროთ.
ერთმანეთს ვეღარ შორდებით,
ტუჩი ვნებათა კონცხია,
მზდააა, ისე აკოცოს,
როგორც ფილმებში კოცნიან.
ჩურჩული ყურთან _ სიცოცხლით
ერთად დავტკბებით მარადჟამს...
გოგო მეათეკლასელი
პასუხს ყოყმანით ფარავდა...
მერე სულს ნისლი აჰყარა -
- ჰო, თქვა და თავი დახარა....