Litclub.ge

* * * "სიჩუმე, თუნდაც მცირეოდენი" (მთარგმნელი: ცისანა ანთაძე)
სიჩუმე, თუნდაც მცირეოდენი,
მიბოძეთ სულის დასავანებლად,
რევოლუციის გულქვა მოდელით,
ომით, ტერაქტით, შუღლით მოთელილ
გზებზე ვერ იგრძნობს სული ხარებას.
რომ დავასრულო საქმე ბოლომდი,
უფალო, მხოლოდ სიმშვიდეს გვედრი,
სიჩუმე მინდა! მხოლოდ სი-ჩუ-მე!
სხვა არაფერი, ამაზე მეტი!..