Litclub.ge

მიჩვენეთ ცაზე ბილიკი (მთარგმნელი: ცისანა ანთაძე)
მიჩვენეთ ცაზე ბილიკი
სამოთხისაკენ მავალი,
ეს ბოლო სამი ყლუპია
თავდავიწყების წამალი.
თუ ცის გზა მარადისია,
აქ დროს რად უნდა ვწელავდეთ,
ღმერთო მაჩვენე გზაწვრილი
ლაბირინთიდან შენამდე...