Litclub.ge

არ ვნანობ!.. (მთარგმნელი: ცისანა ანთაძე)
იქნებ დავფლითო ჩემივე გული
და ნაკუწ-ნაკუწ ჩამოვარიგო,
იქნებ ეწამლოს ყველა უსულოს,
რომ ბოროტება ქვეყნად არ იყოს..

არ ვნანობ, მზად ვარ თაგანწირვისთვის,
ვიხსენებ უფალს _ სიტყვა გაცივდა...
როგორ ვიტვირთო, რაც სამყაროსთვის,
ვერ მოაგვარა ქრისტემ ჯვარცმითაც!...