Litclub.ge

დროის მდინარება
გზებმა უსასრულო ბადეს მიაქსოვეს,
წლები– საუკუნის უკვე მეოთხედი,
დროის მდინარებას ლექსად ვიმახსოვრებ,
სივრცეს შერჩენილი მუზის მეოხებით...
ჩემი სამყაროც ამ მიწას ახევია, ღია კოსმოსში
რომ ბრუნვას ვერ იოკებს
სადღაც, ეს სიცოცხლეც ისე თავხედია,
ცაზე თავისებურ ქარგავს პერიოდებს..
ხან რომ, სილამაზის ჩემდა უნებურად
სულში მეპარება ნაზი ჟღერადობა,
მერე, სიყვარულის მრავალბუნებურად,
გრძნობად გადმოღვრილი მრავალჯერადობა...
სადღაც ემოციაც ისე გადაფრინდა,
ბევრჯერ მივიწყებულ, ტრფობის ძველ აფრამდე,
რომ ეს სურვილებიც, რაღაც არაფრიდან,
ურცხვად მიილტვიან მოსაყველაფრამდე ...
რადგან გულისძგერაც, ზოგჯერ გაორებით,
ცამდე ატყორცნილი მიწის სარქველია
ალბათ ამ წუთების გაუკვდაოებით
განვლილ ცხოვრებასაც ასე დარქმევია...
გზებმა უსასრულო ბადეს მიაქსოვეს,
წლები საუკუნის უკვე მეოთხედი...