Litclub.ge

* * * "ლამაზი სიტყვები"
ლამაზი სიტყვები არ არსებობენ.
არ არსებობენ ულამაზო ადამიანები.
არამედ - უბრალოდ, სიტყვები და ადამიანები,
რომლებსაც ულამაზო გარემოში,
ლამაზი თანაარსებობა შეუძლიათ.
სწორედ ეს არის პოეზია, სხვა - არაფერი.